ზურაბ მარშანია
ბლოგი
ზურაბ მარშანია

ზურაბ მარშანია-ს ბლოგები

დონალდ ტრამპის „გამოცხადება“: ახალი გამოწვევა თუ შანსი საქართველოსათვის?

ზურაბ მარშანია

2017-03-14 23:24:24

ტრამპის ცნობილი შეუპოვრობა და უკომპრომისობა მსოფლიო პოლიტიკის ახალი და საინტერესო პერიოდის დადგომას შეიძლება მოასწავებდეს. ახალი რეალობისადმი ფეხის აწყობა კი ყველასთვის რთულია, განსაკუთრებით კი ისეთი მცირე სახელმწიფოსათვის როგორიც საქართველოა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მაშინ, როდესაც, ჩვენდა სამწუხაროდ, სამხედრო და ეკონომიკური რესურსებიდან ბევრი არაფერი გაგვაჩნია, ჩვენმა სახელმწიფომ, უპირველეს ყოვლისა, ინტელექტუალური და დიპლომატიური რესურსების არნახული კონცენტრაცია უნდა მოახერხოს.

ნანახია - 1065

კომენტარები - 12

დღევანდელი საქართველოს პოლიტიკური ანატომიის ეტიუდები

ზურაბ მარშანია

2017-01-17 21:00:28

„ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმის წარმატების უპირველესი და უაღრესად მნიშვნელოვანი წინაპირობაა სახელმწიფო აპარატის მაღალი პროფესიონალიზმი და, აქედან გამომდინარე - კომპეტენტურობა. გადავხედოთ დღევანდელი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატებს. მაგალითად, ახალგაზრდა გოგო-ბიჭების ასტრონომიულ რაოდენობას, ისეთს, მიშა სააკაშვილსაც რომ შეშურდებოდა. მაღალი რანგის პროფესიონალებს კი, რაც არ უნდა გვიმტკიცონ საპირისპირო პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ნამდვილად ვერ ვხედავ ბევრს“.

ნანახია - 854

კომენტარები - 6

მასტურბაციის „ხიბლი“ ქართულ პოლიტიკაში

ზურაბ მარშანია

2016-10-01 23:14:38

„დამოუკიდებელი საქართველო უკვე 25 წლისაა და ამ ასაკის მამაკაცი მასტურბაციის ნაცვლად ქალთან სრულფასოვანი სექსით უნდა იყოს დაკავებული. თუმცა ეჭვი მაქვს იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფოს უჭირს „თინეიჯერული“ დემოკრატიიდან „ზრდასრულ“ დემოკრატიაზე გაბედულად და საბოლოოდ გადასვლა, რაც აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი სამშობლო მასტურბაციას გადაყოლილ, ჭაღარაშერეულ მარადიულ თინეიჯერ „დედიკოს ბიჭს“ დაემსგავსება, რომლის „დედობაზე“ აგერ გაქანებული ქიშპია გაჩაღებული რუსეთსა და ამერიკას შორის“.

ნანახია - 1439

კომენტარები - 3

„ძაღლი ყეფს, ქარავანი კი მიდის“

ზურაბ მარშანია

2016-04-11 18:30:42

მიდის ნაციონალური მოძრაობის „ქარავანი“ და ცდილობს ჩვენი სამშობლოც მოუსავლეთში გაიყოლოს, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კი სფინქსივით დუმს, რითაც ნებსით ნუ უნებლეთ მოგვიწოდებს ყველას, თვალი დავხუჭოთ ნაციონალთა უმსგავსობებზე. ისინი კი, რომლებიც მაინც გაბედავენ გაბრძოლებას და იმაზე ლაპარაკს, რომ სააკაშვილის ხროვას ყველაფერი ხახვივით შერჩა, რომ ჯოზეფ დულისა და სხვათა დახმარებით ნაციონალ-რევანშისტები, რომელთა ადგილი ციხის საკანშია, დაუნდობლად დევნიან განსხვავებულად მოაზროვნეებს, რომ უკვე აღარავის სჯერა სამართლიანობის აღდგენისა საქართველოში, ქარავანისთვის უიმედოდ მყეფარე ძაღლებს ემსგავსებიან.

ნანახია - 1236

კომენტარები - 7

12
სარეკლამო ბანერი
1000 X 80