ვაჟა შუბითიძე
ბლოგი
ვაჟა შუბითიძე

ვაჟა შუბითიძე-ს ბლოგები

სამშობლო ღმერთზე მაღლა დგას

ვაჟა შუბითიძე

2017-01-16 00:30:23

ეს თეზა - “სამშობლო ღმერთზე მაღლა დგას” - დღესაც ისეთივე ცხარე კამათს იწვევს, როგორც შუა საუკუნეებში ან ახალ ეპოქაში – XIX-XX საუკუნეებში. იხილავდა რა ნიკოლო მაკიაველის მიმართებას თავისი დაქუცმაცებული სამშობლოსადმი,, ფრანჩესკო დე სანკტისი წერდა, რომ ნიკოლო მაკიაველისათვის ღმერთი მიწაზე ჩამოვიდა და სამშობლო დაერქვა. სწორედ სამშობლოსთან მიმართებაში წამოაყენა მაკიაველმა თავისი ცნობილი თეზა – მიზანი ამართლებს საშუალებას, რომ თუ სამშობლოს სჭირდება, შეიძლება გადაუხვიო ქრისტეს მცნებებს – მოკლა კიდეც, მოიტყუო კიდეც, მოიქცე ამორალურად და ა.შ.

ნანახია - 814

კომენტარები - 1

არცერთი ნაციონალი პარლამენტში

ვაჟა შუბითიძე

2016-08-09 22:55:36

ესაა ბითურების ნაკრები, რომლებმაც ხერხემალში გადატეხეს ქართული მეცნიერება და განათლების სისტემა, სახე დაუკარგეს მეცნიერებათა აკადემიას და მის ინსტიტუტებს, რითაც საქართველოს ხვალინდელი დღე მოუსპეს და დიდი ხნით გადაუვადეს, შიმშილისათვის გაწირეს ათასობით პროფესორი და ხელოვანი, კულტურის მოღვაწე. ესაა ე.წ. ცრუ უფლებამცველები, Anchorრომლებმაც დემოკრატიის ჩანასახიც კი მოსპეს საქართველოში, დააშინეს და დაიქვემდებარეს პრესა და ტელევიზია, შექმნეს ე. წ. მედია-ექსპერტთა და პრივილეგირებული „ჟურნალისტების“ კოჰორტა, რომელიც დღემდე ატყუებს და დასცინის ქართულ საზოგადოებას.

ნანახია - 4040

კომენტარები - 27

ევროკავშირის შექმნის სათავეებთან ქართველებიც იდგნენ

ვაჟა შუბითიძე

2016-06-26 12:01:23

საქართველო, რუსეთისაგან განსხვავებით ევროპულია. ცნობილი არქეოლოგების აზრით, სწორედ აქ იწყება ევროპა. „სინამდვილეში - ეს საქართველოდანაა, გვეუბნება ბატონი ვარანიაკი, - რომ დაიძრა ემიგრაციის პირველი ტალღა ევროპისაკენ. მოგვიანებით მჭიდრო ურთიერთობები დამყარდა საქართველოს და საბერძნეთს შორის პომპეუსმა საქართველოში რომი შემოიყვანა და უკვე I საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობა შემოიჭრა, რომელმაც III საუკუნის დასაწყისიდან მთელი საქართველო მოიცვა. ამრიგად, დასავლეთის ცივილიზაციის გარიჟრაჟზე საქართველო მასში მონაწილეობდა. და დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მზერა ყოველთვის მიმართული იყო დასავლეთისაკენ, სანამ იგი რუსეთში არ დაიპყრო.

ნანახია - 1221

კომენტარები - 4

ისრაელის გაკვეთილები საქართველოსათვის

ვაჟა შუბითიძე

2016-06-25 12:15:52

„ჩვენ არც ხალხი გვყავდა და არც იარაღი გვქონდა, – ამბობს შიმონ პერესი, არც გენერლები გვყავდა და არც საბრძოლო გამოცდილება გვქონდა. რა უნდა გვექნა? – ორი რამ: პირველი – ადამიანები უნდა გამხდარიყვნენ მამაცები და უშიშარნი. მათ უნდა გაეგოთ, რომ ჩვენ არჩევანი არა გვაქვს. „ჩვენ მხოლოდ უნდა გავიმარჯოთ. ჩვენ ერთხელაც რომ დავმარცხდეთ, მორჩა. მეორე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ იარაღი არ გვქონდა, მისი წარმოება დავიწყეთ, განვავითარეთ IT-სექტორი, რომელიც მუშაობდა არმიაზე, რადგან ვიყავით მარტო და თანაც მტრულ გარემოში. სწორედ ამის წყალობით გაიმარჯვა ისრაელმა ყველა ომში არაბთა წინააღმდეგ და ტერიტორია 5-ჯერ გააფართოვა“.

ნანახია - 1478

კომენტარები - 9

შვილების აღზრდის ქართული სისტემა და სხვისი მოიმედეობის განწყობა საქართველოში

ვაჟა შუბითიძე

2016-02-21 19:53:02

„ქართველთა 99%-მა არ იცის, თუ როგორ უნდა აღზარდოს შვილი და მომავალი თაობა ხშირად ბედის ანაბარად იზრდება და ვითარდება. მეორე უბედურებაა ის, რომ მშობლები უნებურად ხელს უწყობენ შვილების ფუქსავატობას და ხშირად დაოჯახებულ შვილებსაც კი სიკვდილამდე ინახავენ. შეიძლება ერთი უკიდურესობაა, რომ უცხოეთის ბევრ განვითარებულ თუ განუვითარებელ ქვეყანაში ბავშვებს 8-10 წლიდან ამუშავებენ და საკუთარი თავის რჩენას აჩვევენ მშობლები, მაგრამ არაფრით შეიძლება ისიც, რომ მშობლები ყველანაირად ალოლიავებენ და უფრთხილდებიან 35 წლის „მუტრუკებს“ და მათ ცივ ნიავს არ აკარებენ“.

ნანახია - 1418

კომენტარები - 3

სარეკლამო ბანერი
1000 X 80