გიორგი მჭედლიშვილი
ბლოგი
გიორგი მჭედლიშვილი

გიორგი მჭედლიშვილი-ს ბლოგები

ეს ერთი სიტყვა უნდა ავიხირო... მახსოვს!

გიორგი მჭედლიშვილი

2017-03-14 18:41:47

დღესაც „ადამიანთა დიდი ნაწილი უმეტესად ემორჩილება საჭიროებას, ვიდრე გონიერებას“. მართალია, ამით ისინი სასარგებლონი არიან პატრონებისთვის, მაგრამ ქვეყნისთვის ნამდვილ უბედურებას წარმოადგენენ, რადგანაც ასეთი ელექტორატის ყოლით ყოველთვის იმ ხელისუფლებას ვიღებთ, რასაც მათი „წყალობით“ ვიმსახურებთ. როცა შენს ირგვლივ უსამართლობას ხედავ და ჩუმად ხარ, მონა ხარ აბა ვინ ხარ! მერე რა, თუ, როცა უსამართლობა თავად შეგეხო, გაბრაზდი?! მაინც არარაობა ხარ, რადგანაც: „გაბრაზება ყველას შეუძლია, ეს ძალზე იოლია, მაგრამ გაბრაზება მასზე ვისზეც საჭიროა, როცა საჭიროა და იმ მიზეზით რომლითაც საჭიროა, უნდა იცოდე, რომ ყველას არ შეუძლია.“

ნანახია - 2008

კომენტარები - 19

შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს

გიორგი მჭედლიშვილი

2016-07-11 01:48:37

„სოციალურ ქსელში დასავლეთის მიმართ სიმპათიის შემცველ კითხვასაც ვეღარ დასვამ, იმხელა აგრესია მოდის ფაქტობრივად. რა მოხდა, ნუთუ რუსულმა პროპაგანდამ თვალსა და ხელს შუა ასე ღრმად შემოაღწია ქართულ საინფორმაციო სივრცეში, რომ ადგილობრივი მოსახლეობის თვალში დასავლეთის სრული დისკრედიტირება მოახდინა? ნეტავ ეს ასე იყოს, უფრო ადვილი გამოსასწორებელი იქნებოდა, მაგრამ რა ვუყოთ, რომ უფრო რთულადაა საქმე?! ამიტომ, ამასთან დაკავშირებით დღეს თუ ვინმეს შეკითხვებს უნდა ვუსვამდეთ და პასუხს ვთხოვდეთ იმაზე, რაც საქართველოში ხდება ეს თავად დასავლეთია, რადგან რუსეთს აქვს თავისი მიზნები, რომელსაც ყველა გზით და საშუალებით, ბუნებრივია, ახორციელებს“.

ნანახია - 2199

კომენტარები - 18

გამოყენებითი ისტორია (წერილი მეორე)

გიორგი მჭედლიშვილი

2014-04-08 09:06:47

მაშინ, როდესაც ბოიარები პოლონელებთან გარიგებებს აწარმოებდნენ რუსი ხალხი აჯანყებისთვის ემზადებოდა. მალე მოსკოვის ქუჩებში ბრძოლები გაჩაღდა ნიჟნი ნოვგოროდში ერობის მამასახლისის კუზმა მინინის და თავადი დიმიტრი პოჟარსკის მეთაურობით შეიქმნა სახალხო ლაშქარი. მათ მიზნად დაისახეს სამშობლოს ინტერვენტთაგან გათავისუფლება. სახალხო ლაშქარი თანდათანობით იზრდებოდა. 1612 წელს მოლაშქრეებმა გაათავისუფლეს რუსეთის ჩრდილოეთი და მოსკოვისკენ დაიძრნენ. ბრძოლების შემდეგ ინტერვენტები დამარცხდნენ.

ნანახია - 1762

კომენტარები - 1

სარეკლამო ბანერი
1000 X 80