ალექსეი მინევიჩი
ბლოგი
ალექსეი მინევიჩი

ალექსეი მინევიჩი-ს ბლოგები

„საინფორმაციო ოპერაციების ჯარი“ - გაცხადდა ის, რაც ისედაც ხდებოდა

ალექსეი მინევიჩი

2017-02-27 11:30:37

რუსეთის მხრიდან ეს საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებაა. იმ ფაქტის ხმამაღლა გაცხადება, „საინფორმაციო ოპერაციების ჯარს“ ვქმნითო, თავისთავად პროპაგანდისტული ნაბიჯია. რუსები ამით გვეუბნებიან, ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია, ჩვენ ამას ვაკეთებდით ადრეც და მომავალშიც გავაკეთებთ. პრინციპში, ამას აკეთებს ყველა ქვეყანა და არაერთი ინფორმაცია ვიცით ამის შესახებ. რუსეთი კი ახდენს დემონსტრირებას, რომ ისინი ძლიერები არიან არა მხოლოდ უხეში ძალით, არამედ მზად არიან ჰიბრიდული ტექნოლოგიური ომებისთვისაც.

ნანახია - 246

კომენტარები - 3

„ეს ძარცვაა, ჩემი შვილი დასახიჩრებული მოვიდა“

ალექსეი მინევიჩი

2017-02-26 20:02:24

რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, აქ უამრავი გარემოებაა გასათვალისწინებელი - უნდა გაირკვეს, ტრავმა დაცემითაა განპირობებული თუ დარტყმით - სწორედ ესაა სამედიცინო ექსპერტიზის კვლევის საგანი... წინასწარ ვერავინ ვერაფერს გამორიცხავს. მოტეხილობების ხარისხი, ლოკალიზაცია, დაზიანებები გვაჩვენებს ყველაფერს. ეს წმინდა სასამართლო მედიცინაა. ასე ცალსახად - დაცემითაა მიყენებული ტრავმა თუ დარტყმით, სასამართლო მედიკოსის გარდა, ვერავინ იტყვის. დასკვნის მომზადებას კი ორი დღე მაინც სჭირდება. სანამ ექსპერტი დასკვნას არ დაწერს და ბეჭედს არ დაარტყამს, მანამდე ვერაფერს იტყვის. რამდენიმე საათში ფიზიკურად წარმოუდგენელია დასკვნის მომზადება - ყველა მონაცემს შესწავლა სჭირდება''.

ნანახია - 172

კომენტარები - 0

მილიციის მაიორი „შავეთერას“ თავგადასავალი

ალექსეი მინევიჩი

2017-02-26 10:41:51

ერთ-ერთ „სპალნაში“ რომ შევედით, ეთერს სახე გაუქვავდა – ქალისა და მამაკაცის შიშველ წყვილს გაოგნებული უყურებდა. მერე უცებ გამოერკვა, მეძავს ზურგში გაშლილი სილა ჩაარტყა და იქვე დააგდო. შიშველ მამაკაცს კი ეცა და სულ წიხლები ურტყა „სუსტ ადგილებში“, თან უყვიროდა: " ფოთში ხარ, ხომ, ფოთში! წყლის ამოსაკაჩავებლად, შე საოხრეგასახმობო, გათახსირებულო..." ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ საოხრეგასახმობი, შიშველი მამაკაცი ნუგზარა, შავეთერას ქმარი იყო და ცოლმა ისე სასტიკად სცემა... ხელიდან ძლივს გამოვგლიჯეთ“.

ნანახია - 1295

კომენტარები - 1

გუგული მაღრაძე: "გაშლილ სივრცესა და საკუთარ სახლში რამდენიც უნდათ, იმდენი მოწიონ"

ალექსეი მინევიჩი

2017-02-25 12:00:27

კანონები, რომლებიც მიღებული გვქონდა, ეფექტური არ აღმოჩნდა, რადგან მას უფრო მკაცრი რეგლამენტირება და აღმასრულებელი მექანიზმების დახვეწა-დადგენა სჭირდება. ჩემს მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი მრავალწლიანი მუშაობის შედეგია, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა იკრძალება, ისევე როგორც დახურულ სივრცეში, გარდა საკუთარი სახლებისა. ყველაზე მთავარია, რომ წესების დარღვევისთვის ჯარიმას ინდივიდი კი არ იხდის, არამედ დაწესებულება. ამას გარდა, ცნობიერების ამაღლების მექანიზმები უნდა გაძლიერდეს და დამკვიდრდეს

ნანახია - 978

კომენტარები - 3

სარეკლამო ბანერი
1000 X 80