ნუკრი მიხანაშვილი
ბლოგი
ნუკრი მიხანაშვილი

ნუკრი მიხანაშვილი-ს ბლოგები

რატომ ვართ ჩამორჩენილი ქვეყანა?

ნუკრი მიხანაშვილი

2016-06-01 21:30:23

„ფილოსოფოსთა აზრით, ცივილიზაციის ცენტრი შეიცვლება და ის გადაინაცვლებს ადამიანის დაბადების ადგილზე, და ეს შეიძლება იყოს აფრიკა. ბენედიქტ მე-16-ემ აფრიკას იმედის კონტინენტი უწოდა - „იქ შენარჩუნებულია ბავშვურობა, რწმენის ბავშვურად, გულით მიღება“... ყველა ვარიანტში, გაიმარჯვებს რაციონალიზმი. და რაციონალური იქნება ან რწმენა ან მეცნიერება (უფრო კი - ან რელიგია, ან ტექნოლოგიები). გამარჯვებული აღმოჩნდება ის კულტურა, რომელიც სწორ არჩევანს გააკეთებს სულიერებას და მატერიალიზმს შორის. არჩევანი ყოველთვისაა - ვიღაცას მღვდელი მოსწონს, ვიღაცას მღვდლის ცოლი. და თუ ეს ასეა, ქართველებსაც გვაქვს შანსი, რომ ვიქნებით გამარჯვებული... ოღონდ, პრიმიტიული წარმართობიდან, ჯერ ქრისტიანობაში უნდა „გადავინაცვლოთ“, და შემდეგ, როგორმე - რაციონალური აზროვნებაც შევძლოთ“.

ნანახია - 1767

კომენტარები - 5

მომავლის საზოგადოება - ინტელექტუალური კაპიტალიზმი

ნუკრი მიხანაშვილი

2016-04-28 01:22:27

„ყოველი ახალი ტექნოლოგია ცვლის ეკონომიკურ სიტუაციას და არღვევს სოციალურ წონასწორობას. მომსახურე პერსონალს შორის „გამარჯვებული“, ანუ საჭირო, იქნება ის, ვისაც შეეძლება შრომაში „ჩადოს“ სასარგებლო საღი აზრი. ეს ის პროფესიებია, რაც კრეატიულობასთან და შემოქმედებასთანაა დაკავშირებული. მათ შორისაა - ლიდერობა, ანალიტიკა, პროგრამირება, მეცნიერება და ხელოვნება. მოკლედ, დიდი თემაა... პროცესი უკვე დაწყებულია: მატერიალურ-საგნობრივი კაპიტალიზმი - ინტელექტუალური კაპიტალიზმით იცვლება. ტვინი კი მასობრივ „წარმოებას“ არ ექვემდებარება. ეს ნიშნავს, რომ მომავლის ვალუტა მხოლოდ საღი აზრი იქნება. ეს კაპიტალი კი მხოლოდ ადამიანის დაბადებით, აღზრდით და სწავლით მიიღება“.

ნანახია - 815

კომენტარები - 2

პლანეტარული ცივილიზაცია!

ნუკრი მიხანაშვილი

2016-02-29 01:25:26

„თუ საზოგადოება მიაღწევს მეორე ტიპის ცივილიზაციას, ის პრაქტიკულად დაუძლეველი და სრულიად დაცული ხდება ნებისმიერი - შიგა თუ გარე (კოსმოსური) კატაკლიზმისგან. მისი განადგურება არ შეუძლია არაფერს, მეცნიერებისთვის ცნობილი ძალებიდან. შესაძლებელი იქნება ყველაფრის მართვა, მათ შორის - ამინდის, გამყინვარების, კომეტების, პლანეტების და თვით საკუთარი „მზის“ (ვარსკვლავის). ისინი შესძლებენ პლანეტების და ახლო-მახლო არსებული ვარსკვლავების კოლონიზებას. თუ საზოგადოება მიაღწევს მესამე ტიპის ცივილიზაციას, ის მოახდენს ისეთი ოდენობის ენერგიით მანიპულირებას, რომლის გამოყენების პირობებშიც დრო და სივრცე კარგავს სტაბილურობას“.

ნანახია - 1670

კომენტარები - 28

ალტერნატიული მომავალი - გლობალიზაციიდან რეგიონალიზმისკენ - საქართველოს ადგილი გლობალურ სამყაროში (წერილი მესამე)

ნუკრი მიხანაშვილი

2014-12-02 00:03:49

„ჩვენი ადგილი ვერ მოინახა - ბურუსით მოცულ ზონაში ვართ. ასეთია ყველაზე პრაგმატული დასავლელი თეორეტიკოსების დასკვნა. ჩემი აზრით, ეს არის მხოლოდ ზერელე შეფასება, რადგან ქართული კულტურა, საზოგადოდ, უფრო ძველია, ვიდრე ევროპული. ევროპული კრიტერიუმები კი, ცხადია, მათ წინარე ისტორიულ კულტურას ვერ შეაფასებს! ეს ნიშნავს, რომ საქართველო კი არ ამოვარდა მისთვის ყველაზე ახლობელი სუბსტანციიდან - ბერძნულ-ბიზანტიური კულტურული შრედან, არამედ დამოუკიდებლად არსებობდა, მათ მიღმა და მათზე ადრე“.

ნანახია - 2328

კომენტარები - 0

საქართველოს პოლიტიკური გზაჯვარედინი: „ეროვნულები“, „პროგრესულები“ და დაბნეულები

ნუკრი მიხანაშვილი

2014-02-03 00:07:05

„გვავიწყდება, რომ თავის დროზე, ერეკლეს არჩევანი, დღევანდელ პოლიტიკურ ენაზე, ევროპული არჩევანი იყო. ნადირ-შახის კარზე გაზრდილმა ქართველმა მეფემ შესანიშნავად იცოდა, რომ სასტიკი აზიური ყოფისგან თავის დაღწევის და ევროპასთან დაახლოების ერთადერთი გზა, იმ დროს, რუსეთზე გადიოდა. ასე იყო: ერეკლემ აზიისგან დაიცვა საქართველო, როგორც შეძლო, და დაგვიბარა - დანარჩენი თქვენ გააკეთეთო... და დღემდე, გზაში ვართ. სხვა შემთხვევაში, დღეს ჩვენ ან ირანის პროვინცია ვიქნებოდით, ან თურქეთის, ან შუაზე გაყოფილი - ორივესი ერთად. და  მაშინ, არც არჩევანის დილემა გვექნებოდა გადასაწყვეტი: ევროპული გზა აგვერჩია თუ რუსულ-აზიური“.

ნანახია - 3823

კომენტარები - 116

სოციალური კაპიტალი და „არშემდგარი სახელმწიფოები“

ნუკრი მიხანაშვილი

2013-12-20 00:07:15

„ადამიანთა შორის ნდობას, როგორც სოციალური კაპიტალის ფორმას, ფრენსის ფუკუიამა განიხილავს ეფექტიანი ეკონომიკური სტრუქტურის შექმნის მნიშვნელოვან წინაპირობად. მისი მტკიცებით, აშშ-სა და იაპონიას გაცილებით მეტი აქვთ საერთო, ვიდრე ამას ფიქრობდნენ. „ორივე ქვეყანის მოქალაქეებს ახასიათებთ მაღალი უნარი ენდონ არანათესავებს, დაიქირაონ პროფესიონალი მენეჯერები და ასე შექმნან დიდი ინდუსტრიული კორპორაციები. ნდობის დაბალი დონის მქონე ქვეყნებში კი, მაგალითად, ლათინურ ამერიკაში, ბიზნესი თითქმის მთლიანად ოჯახური საწარმოს სახით შენარჩუნდა“ და ამიტომ ვერ ვითარდება. ამგვარად, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ მსოფლიოში ეკონომიკური ჩამორჩენილობის დიდი ნაწილი უნდა აიხსნას ერთმანეთისადმი ნდობის არარსებობით“.

ნანახია - 3179

კომენტარები - 7

1
სარეკლამო ბანერი
1000 X 80