ეკონომიკა
ეკონომიკა

„თხილის ამბავი წელსაც დამთავრებულია“

„თხილის ამბავი წელსაც დამთავრებულია“

ბექა დანელია

2017-06-27 01:23:45

„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ქიმიური წამლობის კამპანიასაც ატარებს. უახლოესი ერთი წლის განმავლობაში 100%-ით ეს პრობლემა ვერ აღმოიფხვრება, მინიმუმ რამდენიმე წელიწადი იქნება საჭირო. მხოლოდ ქიმიური ჩარევა საკმარისი არ არის და საჭიროა, თავად მოსახლეობამაც გამოიჩინოს საკმაოდ დიდი ყურადღება. მავნებელი ბრუნდება შემოდგომაზე თბილ ადგილებში, ეძებს სახლის სახურავებს. ამიტომ საჭიროა გარკვეული კუსტარული ხაფანგების მოწყობა. მოსაზრებები უსაფუძვლოა, რომ ჩვენ რაიმე დავაგვიანეთ“.

ნანახია - 519

კომენტარები - 1

სავალდებულო დაზღვევა არავის მოსწონს, ზარალის ანაზღაურებას კი ყველა ითხოვს

სავალდებულო დაზღვევა არავის მოსწონს, ზარალის ანაზღაურებას კი ყველა ითხოვს

ბექა დანელია

2017-06-24 21:00:34

„ბოლო პერიოდში მომხდარი რამდენიმე ხანძრის შედეგად, საკმაო ზარალი მიადგა სავაჭრო ცენტრებს, მათ მომხმარებლებს, იქ ფუნქციონირებად მცირე და საშუალო ბიზნესს. ამიტომ, შემოგვაქვს ცვლილება – სახელმწიფო შეადგენს ნუსხას და ამ ნუსხაში გათვალისწინებულ ობიექტებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და მათ მფლობელებს ექნებათ სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა, რათა მესამე პირების მიმართ სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონების ნაწილში მიყენებული ზიანი იყოს აუცილებელი წესით დაზღვეული“.

ნანახია - 556

კომენტარები - 2

ადამიანთა შემოსავლის დიდი ნაწილი ფიზიკურ გადარჩენას ხმარდება

ადამიანთა შემოსავლის დიდი ნაწილი ფიზიკურ გადარჩენას ხმარდება

ბექა დანელია

2017-06-23 18:00:41

„საბოლოოდ, ასეთმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მიგვიყვანა აგფლაციამდე (სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გაძვირება). გლეხს, რომელსაც ჩამოაქვს თავისი პროდუქცია დედაქალაქში, აღარც გარევაჭრობის შესაძლებლობა აქვს და არც ბაზარში დგომის საშუალება. ამიტომ პირდაპირ გადამყიდველებთან უწევს ურთიერთობა. ამის გამო უშუალოდ მომხმარებლამდე ბევრად ძვირად მიდის საკვები. მთავრობა ჯერ მოქმედებს და შემდეგ ფიქრობს. როცა ზაფხულში ფასები ასეთი მაღალია, ძალიან მძიმე ზამთარს უნდა ველოდოთ“.

ნანახია - 504

კომენტარები - 1

აგვისტოდან ხმაური იკრძალება, ბიზნესს ხარჯის გაწევა მოუწევს

 აგვისტოდან ხმაური იკრძალება, ბიზნესს ხარჯის გაწევა მოუწევს

ბექა დანელია

2017-06-22 21:30:53

„რესტორანსა და კლუბებს შეუძლიათ მუსიკას დაუწიონ და ბიზნეს საქმიანობა სწორედ ამ ფორმით გააგრძელონ. სასტუმროები გაკოტრების წინაშე არიან, რადგან სხვადასხვა კაფე-ბარებში გადამეტებული ხმაურის გამო მათთან არავინ ჩერდება. თუ ჩვენ მესამე მოსმენას ამ საგაზაფხულო სესიაზე მოვასწრებთ, კანონპროექტში წერია, რომ ხმაურზე შეზღუდვა 15 აგვისტოდან დაწესდება. სწორედ ამის შემდგომ შეიზღუდება ხმაური დღისა და ღამის საათებში. რეგლამენტი მთავრობამ უნდა მიიღოს, ამ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან მხოლოდ სანქციების შემოღება ხდება“.

ნანახია - 714

კომენტარები - 1

„სად გაგონილა, ბეტონით სავსე დიზელის ვეებერთელა მანქანები დედაქალაქში მოძრაობდეს?!“

„სად გაგონილა, ბეტონით სავსე დიზელის ვეებერთელა მანქანები დედაქალაქში მოძრაობდეს?!“

მანანა ნოზაძე

2017-06-20 23:08:02

„ჩვენ არც ის ვიცით, რამდენად არის გაჟღენთილი სამშენებლო მასალები რადიაციით. სამშენებლო ინდუსტრიაში ცალკე პრობლემაა რადონის დაგროვება სახლებში, რომელიც კანცეროგენური გაზია. ამაზე ვინმე ლაპარაკობს? ან ვინმეს გაუზომია როდონის შემცველობა ჩვენს სახლებში? ე.წ. ჩვენი გარემოს დაცვის უწყება ამბობს, ამ ყველაფერს ვზომავთ, იაპონური დანადგარები გვაქვსო. სინამდვილეში, როდონი მსოფლიო პრობლემაა. სართულებს შორის გროვდება როდონი, რომელიც ბეტონიდან გამოიყოფა. ამისთვის მსოფლიოში ახალი ტექნოლოგებია დანერგილი, რომ როდონი არ იყოს. ჩვენში არავინ კითხულობს ცემენტის ხარისხს, მთავარია, იაფი ცემენტი იყიდონ. არც ის იციან, უკრაინიდან შემოსულ არმატურაში რადიაციის დონე როგორია“.

ნანახია - 1098

კომენტარები - 6

მთავრობისა და საპარტნიორო ფონდის მიერ, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის ასეთი პოლიტიკა არანაირ გამართლებას არ ექვემდებარება

მთავრობისა და საპარტნიორო ფონდის მიერ, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის ასეთი პოლიტიკა არანაირ გამართლებას არ ექვემდებარება

პაატა კოღუაშვილი (ეკონ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი)

2017-06-17 19:04:26

„ადრე განხორციელებული პროგრამების მსგავსად, ეს პროგრამაც გათვლილია დიდი ფართობების მქონე ინდივიდებზე ან შპს-ებზე, რომლებიც მხოლოდ დაქირავებული შრომის გამოყენებაზე არიან ორიენტირებული და ყველაზე უარეს შემთხვევაში - სხვა ქვეყნების კომპანიების მოზიდვაზე და მათთვის სახელმწიფო მიწების გადაცემაზე, რასაც აუცილებლად მოყვება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მასიური შემოდინება სამეურნეო სამუშაოებში მათი დასაქმების მოტივით იმ ტერიტორიებზე მათი მუდმივი დამკვიდრების მიზნით“.

ნანახია - 1118

კომენტარები - 15

„ენერგოდანახარჯების შემცირება ქართველებმაც უნდა ვისწავლოთ“

„ენერგოდანახარჯების შემცირება ქართველებმაც უნდა ვისწავლოთ“

მანანა ნოზაძე

2017-06-16 21:30:07

„თუკი მოსახლეობა დაგმანავს კარ-ფანჯარას, შეცვლის ნათურებს და დაათბუნებს შესასვლელ კარებს, შეიძლება, 10%-ით მაინც დაზოგოს თავისი ენერგოდანახარჯები. ხოლო, თუკი ვარვარა ნათურებს ენერგოდამზოგავი ნათურებით შეცვლიან, მაშინ შეიძლება ხუთჯერ შეამცირონ ენერგომოხმარება. თუნდაც ავიღოთ ჩვენში ასე გავრცელებული 100-ვატიანი ვარვარა ნათურა, ასეთი ნათურა 20-ვატიანით ან უფრო ნაკლებით რომ ჩავანაცვლოთ, ისეთივე განათებას მოგვცემს, როგორც 100-ვატიანი ნათურა და ამ დროს ხუთჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. ამით დავზოგავთ ჩვენს დანახარჯებს განათებაზე“.

ნანახია - 814

კომენტარები - 1

სარეკლამო ბანერი
1000 X 80