ეკონომიკა
ეკონომიკა

დენის ტარიფი მცირედით გაიზრდება ან საერთოდ იგივე დარჩება

დენის ტარიფი მცირედით გაიზრდება ან საერთოდ იგივე დარჩება

ბექა დანელია

2017-12-19 17:14:53

რაღაც ცვლილება ტარიფში იქნება, თუმცა არა ისეთი, რომ მოსახლეობაზე უარყოფითად იმოქმედოს. მაგალითად, ენგურჰესის გენერაციის ტარიფი უნდა გაზარდონ. უნდა აღინიშნოს, რომ ლარის კურსი მოწესრიგდა, შესაბამისად, ეს კომპონენტი ვეღარ იქონიებს გავლენას დენის გადასახადზე. ამ ეტაპზე რჩება ინვესტიციების კომპონენტი. ამ კუთხით მაქვს ინფორმაცია, რომ მთელ რიგ ენერგოკომპანიებს განუცხადეს, თანხები ინვესტიციიდან ამოეღოთ და გადაეტანათ მიმდინარე, საოპერაციო და სხვა ხარჯებში. ასე რომ, რამე კატასტროფული ზრდა ტარიფზე არ იქნება

ნანახია - 336

კომენტარები - 0

რატომ ქრება სატრანზიტო ტვირთები?

რატომ ქრება სატრანზიტო ტვირთები?

ბექა დანელია

2017-12-18 23:20:18

„გაუგებარია რომელი ტრანზიტული პოტენციალის დაკარგვაზეა საუბარი, როდესაც ირგვლივ, რაც კი რკინიგზებია და ქვეყნებია ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი საქართველოს აქვს. „საქართველოს რკინიგზა“ არის სატრანზიტო პოტენციალის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, მაგრამ არის თუ არა მილსადენები, რომელიც ასევე საქართველოზე გადის სატრანზიტო პოტენციალის ნაწილი? - რასაკვირველია არის. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ საქართველომ დაკარგა ეს ტვირთი, უბრალოდ, მილსადენებში გადავიდა და მისი მეშვეობით ისეთივე სატრანზიტო ნაწილია ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც „საქართველოს რკინიგზის“ შემთხვევაში იყო“.

ნანახია - 771

კომენტარები - 0

ინვეტიციების გაზრდით ქვეყანამ უფრო მეტი სარგებელი უნდა მიიღოს

ინვეტიციების გაზრდით ქვეყანამ უფრო მეტი სარგებელი უნდა მიიღოს

ბექა დანელია

2017-12-13 19:30:58

„საქართველომ უნდა მოიზიდოს ინვესტიციები დარგებში, რომლებიც იყენებენ თანამედროვე ინდუსტრიის მიმართულებებს. წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრდა და დღემდე გრძელდება ინვესტორების მოზიდვის სტანდარტული მეთოდი, როდესაც თანხის დაბანდება, ძირითადად, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ხდება. უნდა გადავიდეთ კონკრეტული დარგებისა და სექტორების წახალისებაზე. გარდა ამისა, არის ფაქტორები, რომელთა გამო ინვესტორთა ნაწილი განსაკუთრებით ფრთხილობს, ეს არის კონფლიქტური რეგიონები ქვეყანაში და რუსეთის ფაქტორი“.

ნანახია - 381

კომენტარები - 0

სოციალურად ორიენტირებულია - ინფრასტრუქტურასაც დაეხმარება და ბიზნესსაც?

სოციალურად ორიენტირებულია - ინფრასტრუქტურასაც დაეხმარება და ბიზნესსაც?

მარიამ თოდაძე

2017-12-12 20:27:19

„ბიუჯეტი დაგეგმილია 3%-იან დეფიციტზე, 4,5 %-იან შიდა პროდუქტის ზრდაზე და პრაქტიკულად, იმ ვარიანტით, რომელიც არის წარმოდგენილი, მთავრობა და ხელისუფლება ფიქრობს, რომ 740 მილიონი ლარით მეტს დახარჯავს მომავალ წელს, ვიდრე წელს იხარჯება... მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტი არის გათვალისწინებული იმისათვის, რომ ბიზნეს, ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტები განხორციელდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ დამატებითი ბიზნეს აქტიურობა, დამატებითი სამუშაო ადგილები და მეტი პროექტები იქნება ამ ქვეყანაში“.

ნანახია - 367

კომენტარები - 0

რეგიონებში დასაქმება ჭირს, კვალიფიციური მუშახელი კი სანთლით საძებარია

რეგიონებში დასაქმება ჭირს, კვალიფიციური მუშახელი კი სანთლით საძებარია

ბექა დანელია

2017-12-11 18:30:42

„სოფლის დაცლის შემთხვევაში ადამიანი სამსახურის საძიებლად მიდის ან თბილისში, სადაც ეგულება პერსპექტიული ვარიანტი, ანდა - ბათუმისკენ, ისიც - სეზონურად. ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს ქვეყანაში სხვადასხვა სფეროში სპეციალისტების ნაკლებობაც, რომლებიც არ გვყავს. მოთხოვნაა ფაბრიკა-ქარხნების ამოქმედებაზე, თუმცა რეალური მუშახელი, რომელიც შეძლებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, არ არსებობს და შესაძლოა, ასეთ ობიექტებში მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ადამიანები დასაქმდნენ. ეს კი ადგილობრივ დონეზე დასაქმების პრობლემას ვერ გადაწყვეტს“.

ნანახია - 378

კომენტარები - 0

ვარკეთილსა და დიდ დიღომში იანვრიდან გაზი გაძვირდება

ვარკეთილსა და დიდ დიღომში იანვრიდან გაზი გაძვირდება

ბექა დანელია

2017-12-06 22:05:44

„დღეს და ხვალ გამოსავალს ვერ ვხედავ, მაგრამ იგი აუცილებლად უნდა ვეძებოთ. ის, რომ „ვარკეთილაირი“ პირდაპირი ტრანსპორტირების ხაზთან საკუთარი ქსელის მშენებლობას ცდილობს, ვითარების გამოსწორების ერთ-ერთი კომპონენტია. ასევე შესაძლოა, არსებობდეს სხვა სახის გამოსავალიც. გაზის გამანაწილებელი პატარა კომპანიებისთვის არსებობდეს სპეციალური ქსელი. ჩემი რეკომენდაციაა მცირე კომპანიების მიმართ, რომ მათ იფიქრონ, სიტუაცია როგორ გამოასწორონ. მაგალითად – შერწყმის შედეგად, თუ მათ ხარჯები შეუმცირდებათ და ამით მომხმარებელს ტარიფი არ გაუძვირდება“.

ნანახია - 443

კომენტარები - 0

ყოველი მეორე ოჯახის შემოსავალი 400 ლარს არ აღემატება

ყოველი მეორე ოჯახის შემოსავალი 400 ლარს არ აღემატება

ბექა დანელია

2017-12-06 18:00:56

„როცა ქვეყანა იმპორტზეა დამოკიდებული და ეროვნული წარმოება არ გააჩნია, ყოველთვის გასაჭირშია. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეიმჩნევა სურსათისა და სამომხმარებლო პროდუქციის გაძვირების ტენდენცია, მაგრამ ჩვენთან ამ პრობლემას ლარის გაუფასურებაც დაემატა. შემოსავლები ან საერთოდ არ იზრდება, ან იმდენად მცირე ტემპით მატულობს, რომ ხალხი ვერც კი გრძნობს. კომუნალური მომსახურებაც ძვირდება, რის გამოც არათუ დაბანდებისთვის, ხალხს ფული პროდუქტის მოსამარაგებლადაც არ ყოფნის. შემოსავლების ნაწილი შთანთქა ინფლაციამ, ნაწილი - გაძვირებულმა პროდუქტმა და ცხოვრება კიდევ უფრო გაჭირდა. საშუალო ფენის კრიზისია ქვეყანაში“.

ნანახია - 3233

კომენტარები - 0

სარეკლამო ბანერი
1000 X 80