ეკონომიკა
ეკონომიკა

ბაქო-ყარსის რკინიგზა იხსნება, რა მიიღებს საქართველო?

ბაქო-ყარსის რკინიგზა იხსნება, რა მიიღებს საქართველო?

ბექა დანელია

2017-03-30 19:30:12

„საქართველო ტრანზიტული ფუნქციის მატარებელი ქვეყანაა და ამ ინტეგრაციულ პროცესებში მონაწილეობა მის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას აძლიერებს. რაც შეეხება ეკონომიკურ სარგებელს, აქ გარკვეული კითხვის ნიშნებია. სხვა რომ არაფერი, ამ მონაკვეთის ღირებულება მთლიანად ჩვენი გადასახდელია. ვფიქრობ, რისკი გვექნება ფოთისა და ბათუმის პორტების მიმართულებით, რადგან თუ არ გაიზარდა ტვირთბრუნვა და არსებული ტვირთნაკადები ორ ნაწილად გაიყო, ამით ფოთისა და ბათუმის პორტები შემოსავალს დაკარგავენ“.

ნანახია - 1172

კომენტარები - 3

სკოლის წიგნების თაობაზე დაპირისპირება ისევ გრძელდება

სკოლის წიგნების თაობაზე დაპირისპირება ისევ გრძელდება

ბექა დანელია

2017-03-29 18:00:07

„პირველი და ყველაზე მთავარი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა არის ის, რომ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა არ შეჩერებულა და არანაირი საფრთხე არ ემუქრება. არა იმიტომ, რომ გუშინ, ან გუშინწინ ვინმემ გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით, არამედ იმიტომ, რომ 2016 წელს, როცა ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა დამტკიცდა, იქ არის გაწერილი ეს პროგრამა, რომელიც აუცილებლად განხორციელდება. ყველა ინსინუაცია, რომ პროგრამას რამე პრობლემა აქვს, ეს მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაგროვების სურვილია და მეტი არაფერი“.

ნანახია - 463

კომენტარები - 3

პარკებისა და პლასტმასის ჭურჭლის გამოყენება შეიზღუდება

პარკებისა და პლასტმასის ჭურჭლის გამოყენება შეიზღუდება

ბექა დანელია

2017-03-29 15:00:43

„პლასტიკის პარკები რეალურ საფრთხეს უქმნის ცოცხალ ბუნებას. იგი ქარის მეშვეობით ადვილად ხვდება ტყეებში, ზღვებში, მდინარეებსა და ტბებში. დაახლოებით 1 მილიარდი ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება წელიწადში პოლიეთილენის პარკების გადაყლაპვის შედეგად. პლასტიკის წვა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ამ დროს გამოიყოფა ტოკსინები, მავნე ნივთიერებები, რომლებიც აბინძურებენ ატმოსფეროს. ეს პროცესი ხელს უწყობს სათბურის ეფექტის შექმნას, რაც, თავის მხრივ, იწვევს კლიმატის გლობალურ ცვლილებას“.

ნანახია - 548

კომენტარები - 1

უვიზო რეჟიმის ამოქმედების წინ ევროპის საზღვრებზე კონტროლი მკაცრდება

უვიზო რეჟიმის ამოქმედების წინ ევროპის საზღვრებზე კონტროლი მკაცრდება

ბექა დანელია

2017-03-27 21:00:22

„ევროპას მიგეზებულ ქართველებს კი არც ადგილობრივი კონტროლი აღელვებთ და არც დასავლეთის ქვეყნების მებაჟეთა სიმკაცრე. ბებერ კონტინენტზე წასვლის მსურველთა რაოდენობა სწრაფად მატულობს. ამიტომაც ევროპის მიმართულებით ავიაბილეთების ფასმა არნახულად მოიმატა. თუკი აქამდე ქუთაისიდან ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ბილეთები 140-160 ლარადაც იშოვებოდა, ახლა ფასმა 500 ლარს გადააჭარბა. ტურისტულ კომპანიებში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს სექტემბრის საგზურებიც კი წინასწარ აქვთ შეძენილი“.

ნანახია - 548

კომენტარები - 8

რიკოთის ავტომაგისტრალი 2020 წელს დასრულებული იქნება

რიკოთის ავტომაგისტრალი 2020 წელს დასრულებული იქნება

ბექა დანელია

2017-03-25 22:00:51

„რიკოთის უღელტეხილზე, ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთის მონაკვეთის 42 კმ სიგრძის 4-ზოლიანი გზის მშენებლობის პროექტირება იწყება, რომელიც 90-მდე ხიდსა და 40-მდე გვირაბს მოიცავს. ეს ნიშნავს, რომ სულ რაღაც 3-4 წელიწადში დედაქალაქს ზღვისპირა ქალაქებთან მაგისტრალი დააკავშირებს. თავისი მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე რიკოთის მონაკვეთზე გადაადგილება, შესაძლოა, ფასიანი გახდეს. პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 800 მილიონ დოლარს შეადგენს, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება“.

ნანახია - 1294

კომენტარები - 1

მთავრობა უმუშევრობის კომპენსაციის შემოღებაზე ფიქრობს

მთავრობა უმუშევრობის კომპენსაციის შემოღებაზე ფიქრობს

ბექა დანელია

2017-03-25 17:00:50

„ესაა კომპლექსური საკითხი, რომელზეც მსჯელობა და კონსულტაცია უნდა გაგრძელდეს. ეს არ არის ჯადოსნური გასაღები. სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა გამოცდილება აქვს ამ მხრივ. ამაზე მუშაობა და მსჯელობა რაც სამინისტროშია, სულ მიმდინარეობს. ვფიქრობ, უმუშევრობის კომპენსაცია მიზნობრივი სოციალური დახმარების რეფორმის ერთ-ერთი ნაწილი გახდება, როდესაც ახალგაზრდა, ფიზიკურად ჯანსაღ ჩვენს მოქალაქეებს აქტიურად დავეხმარებით დასაქმებაში, მაგრამ თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ არ ისურვეს მრავალჯერადი შეთავაზების შემდეგ, ალბათ, სოციალური დახმარება მილევადი იქნება. ეს მრავალი ქვეყნის პრაქტიკაა. ამაზე ჩვენ ვმუშაობთ და საბოლოო სახე ჯერ არ გვაქვს“.

ნანახია - 618

კომენტარები - 1

მთავრობისა და კერძო კომპანიების სატენდერო ჩიხი

მთავრობისა და კერძო კომპანიების სატენდერო ჩიხი

ბექა დანელია

2017-03-25 15:00:52

„სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიებში თანამშრომლებისთვის ხელფასების დაგვიანებას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მათ შორისაა, ტენდერების დემპინგური ფასებით მოგება და პროექტის ცვლილებები. მთავარი მიზეზი მაინც ენდერების დაბალი ფასით მოგებაა. კომპანიები ადეკვატურ ფინანსურ გათვლებს არ აკეთებენ და ხშირ შემთხვევაში ტენდერში გამარჯვების გამო სხვა ვალდებულებებს უგულებელყოფენ. მეორე მიზეზი პროექტის ცვლილების გამო ობიექტის ჩაბარების გაჭიანურებაა, რაც ავტომატურად ხდება ხოლმე ხელფასების დაგვიანების მიზეზი“.

ნანახია - 504

კომენტარები - 0

ექსპორტმა სიჩქარე აკრიფა

ექსპორტმა სიჩქარე აკრიფა

ბექა დანელია

2017-03-22 18:00:30

„საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესების პარალელურად, მოსალოდნელია ექსპორტის შემდგომი ზრდა, რასაც ხელს შეუწყობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმებები. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის დივერსიფიკაციის შესაძლებლობების ზრდაზე. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დასრულებული და მიმდინარე მოლაპარაკებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, ქმნის ექსპორტის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას, რაც საგარეო ვაჭრობის გზით მიღებულ ნეგატიურ ზეგავლენას მნიშვნელოვნად შეამცირებს“.

ნანახია - 806

კომენტარები - 0

შემოდის თუ არა საქართველოში ბრაზილიური ვადაგასული ხორცი?

შემოდის თუ არა საქართველოში ბრაზილიური ვადაგასული ხორცი?

ბექა დანელია

2017-03-22 16:00:51

„ბრაზილიის ხელისუფლებამ ვადაგასული ხორცით ვაჭრობის მასშტაბური სქემა გაშიფრა. ქვეყანაში უკვე 30-ზე მეტი მაღალჩინოსანი გადააყენეს და ხორცის გადამამუშავებელი 3 ქარხანა დახურეს, კიდევ 20 საწარმო კი, ამჟამად მოწმდება. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში წარმოებული უვარგისი ხორცპროდუქტები სხვადასხვა ქვეყნებში ექსპორტზეც გადიოდა. ბრაზილიის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ კომპანიები ვადაგასულ, უვარგისს ხორცს სპეციალური ქიმიური ნივთერებებით ამუშავებდნენ“.

ნანახია - 818

კომენტარები - 6

გალარების პროგრამაში მონაწილეობა მსესხებელთა 80%-ს არც უფიქრია

გალარების პროგრამაში მონაწილეობა მსესხებელთა 80%-ს არც უფიქრია

ბექა დანელია

2017-03-21 23:23:10

„23 იანვარს ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე ერთთვიანი რეფინანსირების სესხი - 400 მლნ ლარი უფეშქაშა საბანკო ოლიგოპოლიას. „მადლიერმა“ ორმა ბანკმა: „ჩვენ ვიცით, ამ რესურსს როგორ გამოვიყენებთო“ და იმის ნაცვლად რომ სესხები გაელარებიათ, თებერვალ-მარტში „ბეზპრეძელი“ დაატრიალეს სავალუტო ბაზარზე. მაგალითად, კლიენტს 3 თებერვალს სესხი გაულარდა კურსით 2.71, ხოლო თავად კომერციულმა ბანკმა პოზიციის დასახურად საჭირო დოლარი ეროვნული ბანკისგან 3 მარტს შეიძინა კურსით 2.42. რა მივიღეთ? მადლიერი საბანკო ოლიგოპოლია, დაზარალებული კლიენტი, მოტყუებული მთავრობა და გადასახადის გადამხდელები და უსუსური ეროვნული ბანკი“.

ნანახია - 631

კომენტარები - 4

ღვინის ფალსიფიკაციის საფრთხე იზრდება, შეზღუდვა მალე დაწესდება

ღვინის ფალსიფიკაციის საფრთხე იზრდება, შეზღუდვა მალე დაწესდება

ბექა დანელია

2017-03-18 16:00:38

„კერძო სექტორი საკითხს აყენებს, რომ შეიზღუდოს ჩამოსასხმელი სახით ღვინის გატანა, რათა არ მოხდეს შემდეგ ამ ღვინის „გაბევრება“. ჩვენ საქართველოში შეგვიძლია ვაკონტროლოთ თუ რამდენი ღვინო ისხმება და გადის. როდესაც გადის ქვეყნის გარეთ, მისი კონტროლი ჩვენს ძალებს აღემატება. მოთხოვნა ქართულ ღვინოზე წლიდან წლამდე იზრდება, ბოლო წლებში ღვინის ექსპორტი გაორმაგებულია და ნაკლებად არის საჭიროება, რომ ღვინო ჩამოსასხმელი სახით გავიდეს ქვეყნიდან და სჯობს ეს ფული ქვეყნის შიგნით დაიხარჯოს“.

ნანახია - 626

კომენტარები - 0

სახელმწიფო დაზღვევის საფეხურები ღარიბებიდან მდიდრებამდე

სახელმწიფო დაზღვევის საფეხურები ღარიბებიდან მდიდრებამდე

ბექა დანელია

2017-03-18 09:00:14

„ვიდრე კიდევ რამეს შეცვლიდნენ, უნდა გაითვალისწინონ, რომ შეიძლება ადამიანი ღარიბი არ არის, მაგრამ სამედიცინო ხარჯების წინაშე საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანი ყოველთვის უძლურია. ფაქტია, რომ ამ სფეროში მიმდინარე ცვლილებები უარყოფითად შეეხო 100 000 ადამიანს - ისინი დაზღვევის გარეშე დარჩნენ. ხვალ მათ გულის ოპერაცია ან ონკოლოგიური მკურნალობა რომ დასჭირდეს, დაფინანსება არ ექნებათ. იმედია, აპრილში ისეთ ცვლილებებს გაატარებენ, რომ დამატებით უარყოფით შედეგებს აღარ მივიღებთ“

ნანახია - 642

კომენტარები - 9

სარეკლამო ბანერი
1000 X 80