ეკონომიკა

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

ეკონომიკა

„დაზოგილი თანხები არ უნდა მოხმარდეს სხვა სამთავრობო პროექტებს - უნდა მოხდეს მისი ეკონომიკაში ჩატოვება“

„დაზოგილი თანხები არ უნდა მოხმარდეს სხვა სამთავრობო პროექტებს - უნდა მოხდეს მისი ეკონომიკაში ჩატოვება“

ბექა დანელია

2018-06-27 21:41:45

„მცირე მთავრობის მიმართულება არ არის ახალი, მთელი მსოფლიო ცდილობს ამ გზით იაროს და წამყვანი ქვეყნები, ვინც ეკონომიკის განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი, ამას ახერხებენ. ამიტომ ეს ნაბიჯები მისასალმებელია, თუმცა მცირე ზომის მთავრობა არ გულისხმობს მხოლოდ დასაქმებულთა რაოდენობას შეკვეცას ან სამინისტროების რაოდენობას შემცირებას. ეს ტერმინი გულისხმობს ეკონომიკურ პროცესებში მთავრობის რაც შეიძლება მცირე ჩარევას. შესაბამისად, ვსაუბრობთ იმაზე, რომ დაზოგილი თანხები კი არ იყოს გამოყენებული სხვა სახელმწიფო პროექტებისათვის, არამედ ეს თანხები არ უნდა იქნეს ამოღებული ეკონომიკიდან და უნდა მოხდეს გადასახადების შესაბამისი შემცირება“.

ნანახია - 487

კომენტარები - 15

ახალი პრემიერი ახალ კოდექსებს ითხოვს

ახალი პრემიერი ახალ კოდექსებს ითხოვს

ბექა დანელია

2018-06-27 19:16:22

„ვეთანხმები პრემიერის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დღევანდელი საგადასახადო და საბაჟო კოდექსი ვეღარ პასუხობს ვერანაირ მოთხოვნას. რომ წავიდეთ საბაჟოზე და ვცადოთ რაღაცის განბაჟება, დაგვჭირდება მინიმუმ ერთი დღე. პროცედურები მკვეთრად უნდა შეიცვალოს და შემსუბუქდეს. კოდექსი უნდა იყოს კითხვადი და მარტივი. სავსებით მოგვარებადია არსებული სიტუაცია, მთავარია, იყოს კეთილი ნება, რომელსაც ერთი შეხედვით ავლენენ კიდეც. დიდი ხანია, ქვეყანაში ბიზნესი სტაგნაციაშია და ამის მიზეზი კანონმდებლობაა“.

ნანახია - 406

კომენტარები - 0

სამშენებლო სექტორში ახალი საპროტესო ტალღა იწყება

სამშენებლო სექტორში ახალი საპროტესო ტალღა იწყება

ბექა დანელია

2018-06-23 20:12:44

„სვეტის“ მენაშენეებსაც დროში გაწელილი პროცესი ელით. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ აღნიშნული კომპანიის მშენებლობების ნაწილი საერთოდ უნებართვოა. ახალმა ინვესტორმა ზუსტად უნდა გამოიკვლიოს, რა ვალდებულებები აქვს კომპანიას აღებული და აგრეთვე ვადებიც მათ შესასრულებლად. არ უნდა დაგვავიწყდეს ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, ახალი გენგეგმა, სწორედ „სვეტის“ შემთხვევაში უცნობია, რამდენად შეესაბამება მომავალ გენარალურ გეგმას მისი წამოწყებული პროექტები ან რამდენად ჯდება უსაფრთხოებისა და სამშენებლო ნორმების სტანდარტებში“.

ნანახია - 603

კომენტარები - 2

დედაქალაქში სამშენებლო პრობლემები 2-3 კვირაში უნდა გადაიჭრას

დედაქალაქში სამშენებლო პრობლემები 2-3 კვირაში უნდა გადაიჭრას

ბექა დანელია

2018-06-23 14:00:52

„უკვე აღნუსხულია დაუსრულებელი მშენებლობები. მთელი თბილისის მასშტაბით ამგვარი მშენებლობა არის 170-ზე მეტი. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ქალაქისთვის. ამიტომ ჩვენი ამოცანა არის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მფლობელებს, რომ მათ დაასრულონ გაჩერებული შენობები. ამისთვის არსებობს რამდენიმე გზა. ცენტრალური ხელისუფლებისგან შესაძლებელია გარკვეული საგადასახადო შეღავათები დღგ-ს კუთხით. ჩვენ შეგვეძლება გარკვეული შეღავათები ფართების მომატების კუთხით განვიხილოთ“.

ნანახია - 694

კომენტარები - 17

საგადასახადო ამნისტია ნაცმოძრაობის პერიოდის ვალებს შეეხება

საგადასახადო ამნისტია ნაცმოძრაობის პერიოდის ვალებს შეეხება

ბექა დანელია

2018-06-21 23:00:35

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უსამართლო წესებზე ეკონომიკაში, ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო 2011-12 წლები, როდესაც ჩვენს მეწარმეებს და ქართული კომპანიების მნიშვნელოვან ნაწილს დაარიცხეს არასწორი საგადასახო ვალდებულებები. აქედან გამომდინარე და იმ მნიშვნელოვანი იდეის გათვალისწინებით, რომ გვსურს, ეკონომიკაში თითოეული აქტივი მონაწილეობდეს სრულფასოვნად, ჩვენი პირველი ინიციატივა შეეხება იდეას, რომ სრულად ჩამოვაწეროთ საგადასახადო დავალიანება ყველა გადამხდელს 2013 წლის პირელ იანვრამდე“.

ნანახია - 449

კომენტარები - 4

„ეკოომბუდსმენი მარტო ვერ გადაწყვეტს მტკივნეულ საკითხებს, თუ ინსტიტუცია არ იარსებებს“

„ეკოომბუდსმენი მარტო ვერ გადაწყვეტს მტკივნეულ საკითხებს, თუ ინსტიტუცია არ იარსებებს“

მანანა ნოზაძე

2018-06-21 19:30:27

„მე ამას ეკოომბუდსმენს მაინც არ ვუწოდებდი. ეს არის გარემოს დაცვითი ომბუდსმენი, რაც კარგი საშუალებაა მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის. გარემოს დაცვა არ არის მარტივი თემა. ჩვენი გაგებით, გარემოს დაცვა მხოლოდ ტყის დაცვას ნიშნავს. სინამდვილეში, გარემოს დაცვა აბსოლუტურად სხვა რამეა. ეს არის ბუნებრივი რესურსების სერიოზული მართვა, ბუნებრივ რესურსთა ხელმისაწვდომობა. პირველ რიგში, ეკონოომბუდსმენისთვის მნიშვნელოვანი იქნება ნარჩენების საკითხი“.

ნანახია - 282

კომენტარები - 0

სამინისტროებთან ერთად სსიპ-ების გაუქმებაც უნდა დაიწყოს

სამინისტროებთან ერთად სსიპ-ების გაუქმებაც უნდა დაიწყოს

ბექა დანელია

2018-06-20 18:00:23

„საქართველოში სსიპ-ებისა და აიპ-ების რაოდენობა გაუმართლებლად ბევრია. ფაქტია, რომ ეს ორგანიზაციები ხელოვნურად არის შექმნილი. წესით, ბევრი მათგანი უნდა იყოს გაუქმებული. ამისთვის უნდა მოხდეს მომსახურებათა კერძო სექტორისთვის გადაცემა. უხერხულია, როცა ამ ორგანიზაციების ჩამონათვალში გვხვდება საცეკვაო და თეატრალური დასები, საფეხბურთო და საკალათბურთო კლუბები და სხვა ორგანიზაციები, რომლებსაც თვითდაფინანსების შესაძლებლობა აქვთ. საბიუჯეტო სახსრები არარაციონალურად იხარჯება და ამ პრობლემას სახელმწიფომ როგორმე უნდა მიხედოს“.

ნანახია - 502

კომენტარები - 2

„ენგურჰესთა დაკავშირებით რაც კეთდება ახლა, კარგად დავიწყებული წარსულის განმეორებაა“

„ენგურჰესთა დაკავშირებით რაც კეთდება ახლა, კარგად დავიწყებული წარსულის განმეორებაა“

მანანა ნოზაძე

2018-06-19 18:00:25

„ადგილი, რომელიც შევარჩიეთ ენგურისთვის, ზუსტად თაღოვანი კაშხლისთვის ქმნიდა კარგ წინაპირობას. განხილული იყო მრავალი ვარიანტი და უპირატესობა მიეცა ბეტონის თაღოვან კაშხალს. ვფიქრობ, ენგურჰესით დასავლეთის ქვეყნებიდანაც დაინტერესდებიან, რადგან მთა, თოვლი, სუბტროპიკები და საინჟინრო ხელოვნება უფრო მეტად ევროპული ინტერესის საგანია. თუმცა იაპონელების, ჩინელების მხრიდანაც დაინტერესება არ არის გამორიცხული, რადგან იაპონია სეისმოაქტიური ქვეყანაა, სადაც ერთ წამში ორი მიწისძვრა ხდება. ოპერაციას რომ აკეთებს ექიმი, მიწისძვრის ბიძგების ქვეშ უხდება მუშაობა. ამიტომ იაპონელებს დააინტერესებთ, რომ მიწისძვრების თვალსაზრისით ასეთ აქტიურ ზონაში-საქართველოში ავაშენეთ ამხელა სიმაღლის თაღოვანი კაშხალი“.

ნანახია - 684

კომენტარები - 2

მამუკა ბახტაძემ ბიზნესმენებში კარგი სტარტი დაიბევა

მამუკა ბახტაძემ ბიზნესმენებში კარგი სტარტი დაიბევა

ბექა დანელია

2018-06-16 10:30:43

„პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იყო, მაგრამ ბოლოს გარკვეულ ცვლილებებს მამუკა ბახტაძე ახორციელებდა. თუ ქვეყანაში ვერ გაგვიგია, ვინ არის მმართველი, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, ვის ჰქვია მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი?! მაგალითად, ბოლო პერიოდში საფინანსო სფეროში ბახტაძის მიერ დაანონსებული ცვლილებები რეალურად მის საქმეს არ წარმოადგენდა და ეს ინიციატივები ეროვნული ბანკისგან უნდა წამოსულიყო. მეორე მხრივ, საკმაოდ მემარჯვენე მიდგომა იყო, როცა ფინანსთა სამინისტრომ მცირე ბიზნესს გადასახადი შეუმცირა და საგადასახადო აღრიცხვა მოაწესრიგა“.

ნანახია - 720

კომენტარები - 16


სარეკლამო ბანერი
1000 X 80