ეკონომიკა
ეკონომიკა

„სად გაგონილა, ბეტონით სავსე დიზელის ვეებერთელა მანქანები დედაქალაქში მოძრაობდეს?!“

„სად გაგონილა, ბეტონით სავსე დიზელის ვეებერთელა მანქანები დედაქალაქში მოძრაობდეს?!“

მანანა ნოზაძე

2017-06-20 23:08:02

„ჩვენ არც ის ვიცით, რამდენად არის გაჟღენთილი სამშენებლო მასალები რადიაციით. სამშენებლო ინდუსტრიაში ცალკე პრობლემაა რადონის დაგროვება სახლებში, რომელიც კანცეროგენური გაზია. ამაზე ვინმე ლაპარაკობს? ან ვინმეს გაუზომია როდონის შემცველობა ჩვენს სახლებში? ე.წ. ჩვენი გარემოს დაცვის უწყება ამბობს, ამ ყველაფერს ვზომავთ, იაპონური დანადგარები გვაქვსო. სინამდვილეში, როდონი მსოფლიო პრობლემაა. სართულებს შორის გროვდება როდონი, რომელიც ბეტონიდან გამოიყოფა. ამისთვის მსოფლიოში ახალი ტექნოლოგებია დანერგილი, რომ როდონი არ იყოს. ჩვენში არავინ კითხულობს ცემენტის ხარისხს, მთავარია, იაფი ცემენტი იყიდონ. არც ის იციან, უკრაინიდან შემოსულ არმატურაში რადიაციის დონე როგორია“.

ნანახია - 1384

კომენტარები - 6

მთავრობისა და საპარტნიორო ფონდის მიერ, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის ასეთი პოლიტიკა არანაირ გამართლებას არ ექვემდებარება

მთავრობისა და საპარტნიორო ფონდის მიერ, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის ასეთი პოლიტიკა არანაირ გამართლებას არ ექვემდებარება

პაატა კოღუაშვილი (ეკონ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი)

2017-06-17 19:04:26

„ადრე განხორციელებული პროგრამების მსგავსად, ეს პროგრამაც გათვლილია დიდი ფართობების მქონე ინდივიდებზე ან შპს-ებზე, რომლებიც მხოლოდ დაქირავებული შრომის გამოყენებაზე არიან ორიენტირებული და ყველაზე უარეს შემთხვევაში - სხვა ქვეყნების კომპანიების მოზიდვაზე და მათთვის სახელმწიფო მიწების გადაცემაზე, რასაც აუცილებლად მოყვება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მასიური შემოდინება სამეურნეო სამუშაოებში მათი დასაქმების მოტივით იმ ტერიტორიებზე მათი მუდმივი დამკვიდრების მიზნით“.

ნანახია - 1289

კომენტარები - 15

„ენერგოდანახარჯების შემცირება ქართველებმაც უნდა ვისწავლოთ“

„ენერგოდანახარჯების შემცირება ქართველებმაც უნდა ვისწავლოთ“

მანანა ნოზაძე

2017-06-16 21:30:07

„თუკი მოსახლეობა დაგმანავს კარ-ფანჯარას, შეცვლის ნათურებს და დაათბუნებს შესასვლელ კარებს, შეიძლება, 10%-ით მაინც დაზოგოს თავისი ენერგოდანახარჯები. ხოლო, თუკი ვარვარა ნათურებს ენერგოდამზოგავი ნათურებით შეცვლიან, მაშინ შეიძლება ხუთჯერ შეამცირონ ენერგომოხმარება. თუნდაც ავიღოთ ჩვენში ასე გავრცელებული 100-ვატიანი ვარვარა ნათურა, ასეთი ნათურა 20-ვატიანით ან უფრო ნაკლებით რომ ჩავანაცვლოთ, ისეთივე განათებას მოგვცემს, როგორც 100-ვატიანი ნათურა და ამ დროს ხუთჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. ამით დავზოგავთ ჩვენს დანახარჯებს განათებაზე“.

ნანახია - 969

კომენტარები - 1

შეფარდებითი უპირატესობის კონცეფცია და საქართველოს მომავალი

შეფარდებითი უპირატესობის კონცეფცია და საქართველოს მომავალი

გიორგი ბაღათურია (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი)

2017-06-16 01:08:13

„ქვეყნები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მათ სხვადასხვა ეკონომიკური შესაძლებლობები აქვთ, შესაბამისად ამ განსხვავების წყალობით (ან, ამ გასხვავებათა გამო) მათ შეუძლიათ მიიღონ სარგებელი, თუკი აწარმოებენ იმას, რასაც კარგად ან, იდეალურ შემთხვევაში, ყველაზე უკეთესად აკეთებენ. ბუნებრივია, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს აწარმოოს ყველა ის პროდუქტი, რომელიც მას ესაჭიროება. ამრიგად, საერთაშორისო ვაჭრობა უზრუნველყოფს მსოფლიო წარმოების ზრდას ცალკეული ქვეყნის სპეციალიზაციით ამა თუ იმ საქონლის წარმოებაზე, რომელსაც ესა თუ ის ქვეყანა ყველაზე უკეთ ახერხებს“.

ნანახია - 1028

კომენტარები - 0

მიწის ფასი ქართველებისთვის და უცხოელებისთვის

მიწის ფასი ქართველებისთვის და უცხოელებისთვის

ბექა დანელია

2017-06-14 23:00:54

„ჩვენ მცირემიწიანი ქვეყანა ვართ. მისი გასხვისების შემთვევაში, ქართველი გლეხები რჩებიან მიწის გარეშე, დასაქმების გარეშე. 1 ჰექტარი მიწა საქართველოში 5-7 ათას დოლარამდე ღირს, მეორადი მანქანის ფასია სულ. აზიისა და აფრიკის რეგიონებში წარმოშობილია 60 მილიონი დევნილი, რომელიც ეძებს ადგილს, სადაც უნდა ჩასახლდეს. უზარმაზარი საფრთხეები არსებობს, ამიტომ სწორი გადაწყვეტილებაა ის, რომ უშუალოდ კონსტიტუციაში ჩაიწეროს ეს საკითხი. სანამ საკითხი ჩაიწერება კონსტიტუციაში და ძალაში შევა, მანამდე რომ არ მოხდეს შესყიდვა, ჩვენ მიწის გასხვისებაზე მორატორიუმს ვაცხადებთ“

ნანახია - 998

კომენტარები - 15

დავით ზარდიაშვილი: „ვაჩნაძეებმა თელავში საქონლის სამწყემსად სამი აზერბაიჯანული ოჯახი ჩამოიყვანეს, რომელიც დღეს უკვე თელავის სოფელ ყარაჯალას შეადგენს“

დავით ზარდიაშვილი: „ვაჩნაძეებმა თელავში საქონლის სამწყემსად სამი აზერბაიჯანული ოჯახი ჩამოიყვანეს, რომელიც  დღეს უკვე თელავის სოფელ ყარაჯალას შეადგენს“

მანანა ნოზაძე

2017-06-14 11:30:55

ვინ ყიდულობს ჩვენს მიწას? ის ადამიანები, რომლებსაც თავიანთ ქვეყანაში არ ეცხოვრებათ. არაბები, ინდოელები, პაკისტანელები ყიდულობენ მიწას სპეკულაციისთვის. კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, ირანელმა თავის ქვეყანაში ერთი ჰექტარი მიწა გაყიდა, აქ ჩამოვიდა და იმ ერთი ჰექტრის ფასად ასი ჰექტარი იყიდა მცხეთაში, მერე დაყო ეს თითო-თითო ჰექტრად და ისევ თავის თანამემამულეებს მიჰყიდა ირანში იმავე ფასად. წარმოგიდგენიათ, რამხელა მოგება ნახა?

ნანახია - 1206

კომენტარები - 6

რუსული ენერგოგიგანტი საქართველოს მთავრობას 125 მილიონს თხოვს!

რუსული ენერგოგიგანტი საქართველოს მთავრობას 125 მილიონს თხოვს!

ბექა დანელია

2017-06-13 12:00:39

„მათ აქვთ პრეტენზია “ხრამჰესის” ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით. „ხრამზე“ მათ ვუთხარით, რომ თუ ამისთვის საფუძველი გააჩნიათ სამართლებრივად, პრივატიზაციის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, რადგან ეს პრივატიზაციით 2011 წელს იქნა გაყიდული, შეუძლიათ მიმართონ მარეგულირებელ კომისიას და მიიღებს სემეკი გადაწყვეტილებას, ხოლო თუ არ იქნება დამაკმაყოფილებელი სემეკ-ის გადაწყვეტილება, შეუძლიათ მიმართონ საარბიტრაჟო დავას. სწორედ ამ ორი ძირითადი თემის საარბიტრაჟო დავის ფორმატში განხილვას აპირებს რუსული მხარე”

ნანახია - 903

კომენტარები - 12

ქართული ცხვრის დასაცავად კანონი იცვლება

ქართული ცხვრის დასაცავად კანონი იცვლება

ბექა დანელია

2017-06-09 22:33:34

„მაგალითად, იორდანია არაფრით არ იღებს სომხურ ცხვარს, რომლის იმიჯი არაბულ ქვეყნებში ძალიან შელახულია. ამის მიზეზი გაყალბებული დოკუმენტებია, რის გამოც სომხეთს არაკეთილსაიმედოდ მიიჩნევენ. საქართველო კი ვეტერინარული თვალსაზრისით საიმედო ქვეყნად არის აღიარებული და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. საყურადღებოა ისიც, რომ რეექსპორტი ადგილობრივი, ქართული პროდუქციის რეალიზაციასაც ხელს უშლის. ჩვენ კი ამ მხრივ სერიოზული უპირატესობა გვაქვს, რადგან ბევრი ქვეყანა მიიჩნევს, რომ ქართული პროდუქცია საიმედოა და პატივს გვცემს“.

ნანახია - 894

კომენტარები - 0

სარეკლამო ბანერი
1000 X 80