ეკონომიკა
ეკონომიკა

პარკირების გადასახადის გაზრდაზე უკვე ძალიან ხშირად საუბრობენ

პარკირების გადასახადის გაზრდაზე უკვე ძალიან ხშირად საუბრობენ

ბექა დანელია

2018-07-14 18:30:03

„დედაქალაქში პარკირების საფასური ზონირების მიხედვით უნდა დაწესდეს. ასეთი სისტემა უცხოეთშია. ვფიქრობთ, თბილისის ცენტრში პარკირების საფასური გაცილებით ძვირი უნდა იყოს, ვიდრე ქალაქის პერიფერიებში. ეს აუცილებლად არის გასაკეთებელი. ცალკე დოკუმენტი უნდა შემუშავდეს ქალაქში პარკირების ორგანიზებისთვის. რამდენჯერ ძვირი უნდა იყოს ქალაქის ცენტრში პარკირება, რამდენის გადახდას შეძლებს მოსახლეობა, ამას კვლევა სჭირდება, გარკვეული სტრატეგიაა შესამუშავებელი. რამდენადაც ვიცი, მერია ამაზე მუშაობას უახლოეს მომავალში აქტიურად დაიწყებს“.

ნანახია - 489

კომენტარები - 4

ტაქსისტების ხარჯი ოქტომბრიდან საგრძნობლად გაიზრდება

ტაქსისტების ხარჯი ოქტომბრიდან საგრძნობლად გაიზრდება

ბექა დანელია

2018-07-13 22:00:57

„2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან თბილისში ტაქსის მძღოლებმა ლიცენზია უნდა აიღონ. 2019 წლიდან ავტომფლობელებს მანქანების შეცვლაც მოუწევთ, რადგან ქალაქში ერთი ფერის ტაქსებმა უნდა იმოძრაონ. ამ ყველაფერს პოლიცია გააკონტროლებს, რომელსაც ისედაც უამრავი ფუნქცია აქვს დაკისრებული და უკვე ძალიან უჭირს თავისი მოვალეობის აღსრულება. უკვე ცნობილია ტაქსების ნებართვის საფასურიც - ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში - 50 ლარი, ხოლო ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის - 100 ლარი. რაც შეეხება ელექტრო მანქანებს, მათთვის ნებართვა უაფსო იქნება“.

ნანახია - 550

კომენტარები - 2

გადასახადების გაზრდის ჟორჟოლიანისეული კომბინაცია ჩანასახშივე უარყვეს

გადასახადების გაზრდის ჟორჟოლიანისეული კომბინაცია ჩანასახშივე უარყვეს

ბექა დანელია

2018-07-12 23:00:39

„ჩემი მხარდაჭერა ამ ინიციატივას არ ექნება, რადგან ასეთი ტიპის მოდელი არასწორია. ბევრ ევროპულ ქვეყანაში, სადაც არსებობს ეს მოდელი, განიხილავენ, რომ შეცვალონ, რადგან ასეთმა სისტემამ საკმაოდ დიდი პრობლემები შეუქმნა ამ ქვეყნებში მოქალაქეებს. ასეთი ტიპის მიდგომა შეაფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ერთია, რომ თვითონ პრინციპი არ არის სწორი და მეორე, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება მსგავსი ტიპის განცხადებები, რადგან კონსტიტუციის მიხედვით არ აქვს უფლება სახელმწიფოს, რომ გადასახადებში რამე ცვლილება შეიტანოს“.

ნანახია - 504

კომენტარები - 3

„მცირე და მსხვილი მეწარმე თითქმის ერთნაირად იბეგრება, ამიტომ მცირე მეწარმეების 80-90% გადასულია ჩრდილქვეშ“

„მცირე და მსხვილი მეწარმე თითქმის ერთნაირად იბეგრება, ამიტომ მცირე მეწარმეების 80-90% გადასულია ჩრდილქვეშ“

მანანა ნოზაძე

2018-07-09 14:00:17

„მთელ მსოფლიოში ასეა, რომ მცირე მეწარმეობისთვის ან პირდაპირი სუბსიდირება უნდა გაიღოს სახელმწიფომ, რათა მცირე მეწარმის მიერ შექმნილი სამრეწველო პროდუქცია კონკურენტუნარიანი გახდეს მსხვილი მეწარმის პროდუქციასთან მიმართებით, ანდა მისცენ ფიქსირებული გადასახადები შეღავათების სახით. სწორედ ამ უკანასკნელს აპირებს ახლა ჩვენი ხელისუფლება. როგორც წესი, ამ გზას ღარიბი ქვეყნები ირჩევენ, რომ უნდა მისცენ ფიქსირებული გადასახადების სახით შეღავათები, მდიდარი ქვეყნები კი ირჩევენ სუბსიდირებას. ამერიკიდან დაწყებული, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა მცირე მეწარმეობაში ათეული მილიარდობით დოლარის სუბსიდირებას ახდენს“.

ნანახია - 583

კომენტარები - 8

„ყოველი ახალშობილი 4500 ლარზე მეტი ვალით იბადება“

 „ყოველი ახალშობილი 4500 ლარზე მეტი ვალით იბადება“

ბექა დანელია

2018-07-05 19:00:05

„ეკონომიკასთან (მშპ-ს თან) მიმართებით ვალი არის 43-44%. ხუთი წლის წინ იყო - 34%. მკვეთრი ზრდაა ბოლო პერიოდში. ეს მეტწილად უკავშირდება ლარის კურსის გაუფასურებას, მაგრამ ამის მიუხედავად, მთავრობა განაგრძობს ვალის სწრაფი ტემპით აღებას. ეს ყველაფერი მოქმედებს ქვეყნის რეიტინგებზე, გადახდისუნარიანობაზე და საკრედიტო მდგომარეობაზე. ისეთი ტემპებით, რითაც ვალის აღების მიმართულებით მივდივართ, ჩვენ კრიტიკულ ზღვარს ვუახლოვდებით. შეიძლება ამ კონკრეტულ მომენტში ჩვენ არ ვიღუპებით, მაგრამ იზრდება ვალი მშპ-სთან, რაც ცალსახად უარყოფითია“.

ნანახია - 442

კომენტარები - 1

„ყოველთვის კრიჭაში ვედექი „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ ნაშიერებს, - მომყვებიან ბოლომდე და მდიონ“

„ყოველთვის კრიჭაში ვედექი „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ ნაშიერებს, - მომყვებიან ბოლომდე და მდიონ“

ბექა დანელია

2018-07-05 15:00:52

„მე დეკლარაციაში ყველაფერი ასახული მაქვს დადგენილი წესის მიხედვით. გავყიდე საცხოვრებელი ბინა, რომელსაც დავამატე საბანკო კრედიტი და ჯამური თანხით შევისყიდე მიწა. უბრალოდ ბინის გაყიდვა ამ დეკლარაციაში ვერ მოხვდა, მომდევნო დეკლარაციაში მოხვდება, ვინაიდან გაიყიდა გაზაფხულზე, თუმცა მიწა, როგორც საკუთრებაში არსებული ქონება, დადგენილი წესით ასახულია დეკლარაციაში. ყველაფერი წესრიგშია და ხაბეიშვილს შეუძლია მშვიდად იყოს. შეუძლიათ რეესტრში შევიდნენ და ნახონ, რომ 140 კვადრატული მეტრის ბინა, რომელიც ჩემს საკუთრებაში იყო, გავყიდე, დავამატე კრედიტი და შევიძინე მიწის ნაკვეთი“.

ნანახია - 541

კომენტარები - 4

ყვითელი მიკროავტობუსების ბედი სპეციალური კვლევის შემდეგ გადაწყდება

ყვითელი მიკროავტობუსების ბედი სპეციალური კვლევის შემდეგ გადაწყდება

ბექა დანელია

2018-07-04 23:49:28

„ყვითელ ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ, თუმცა მიდის მათი განახლება. დღეს რომ შევზღუდოთ და არ გამოვიყვანოთ, ხალხს ხომ სჭირდება გადაადგილება. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ყველაზე მეტი მგზავრი მათ გადაჰყავთ. აქაც არის მძიმე მდგომარეობა. მათი 90 პროცენტი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მგონია, რომ რესურსი ამოწურული აქვთ. დღეს რომ მათ ლიცენზია ჩამოვართვათ, ეს გადაადგილების სერიოზულ პრობლემას წარმოქმნის. ძალიან მალე გვექნება სრული სურათი, საერთოდ გვჭირდება თუ არა ე.წ. ყვითელი „მარშრუტკები“.

ნანახია - 459

კომენტარები - 1

„გატიალდა სოფლები, ადამიანი რომ ბრუნდება საკუთარ სახლში, ხან დათვი ხვდება და ხან მგელი“

„გატიალდა სოფლები, ადამიანი რომ ბრუნდება საკუთარ სახლში, ხან დათვი ხვდება და ხან მგელი“

მანანა ნოზაძე

2018-07-02 22:00:24

„თუ გაზი, შუქი, ამბულატორია არ აქვს, ისე ვინ წავა სოფელში? აგერ, რიკოთის უღელტეხილზე ხარჯავენ 2 მილიარდს, რომ 15 წუთით ადრე შავი ჯიპებით ქუთაისის პარლამენტში მივიდნენ. ეს 2 მილიარდი დოლარი დახარჯონ სოფლების კეთილმოწყობასა და ინფრასტრუქტურაზე, საქართველოს ამით ეშველება. განა არ შეიძლება, 3-4 წლის შემდეგ დაიწყონ რიკოთის უღელტეხილის გზის რეკონსტრუქცია? ქალაქებს არ აქვთ წყალი, რუსთავს წყალი არ აქვს, ქუთაისს წყალი არ აქვს, საკურორტო ზონას-ბორჯომს მხოლოდ ახლა გაუყვანეს წყალი, წაღვერის კურორტს, ამ რესპუბლიკური მნიშვნელობის კურორტს, წყალი არ აქვს“.

ნანახია - 948

კომენტარები - 7


სარეკლამო ბანერი
1000 X 80