ვიდეო
ვიდეო

სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დაკავების ახალი ვიდეოკადრები გავრცელდა(VIDEO)

სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დაკავების ახალი ვიდეოკადრები გავრცელდა(VIDEO)

1TV

2018-02-13 10:04:27

სოციალურ ქსელში ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ახალი ვიდეოკადრები გავრცელდა. ვიდეომასალიდან ჩანს, რომ კადრები რესტორნის სათვალთვალო კამერით არის გადაღებული. უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან გააძევეს. უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილი კიევიდან, 12 თებერვალს ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ჩარტერული რეისით გაფრინდა. შეგახსენებთ, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორანში SULUGUNI დააკავეს. სოციალურ მედიაში სააკაშვილის დაკავების ვიდეომასალაც გავრცელდა.

ნანახია - 433

კომენტარები - 1

ვაჟა მარგველაშვილის იპონი საუკეთესო ოცეულში (ვიდეო)

ვაჟა მარგველაშვილის იპონი საუკეთესო ოცეულში (ვიდეო)

1TV

2018-02-08 16:11:31

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) 2017 წლის 20 საუკეთესო იპონის ვიდეო გამოაქვეყნა. ოცეულში ერთადერთი ქართველი – ვაჟა მარგველაშვილი მოხვდა. ევროპის ჩემპიონმა გორელმა ფალავანმა ეს აღიარება დიუსელდორფის გრან-პრიზე შესრულებული გდებით დაიმსახურა. ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე, მან რუს ქამალ ხან-მოგამედოვს ეფექტური გდება შეხვედრის დაწყებიდან 1:45 წამში შეუსრულა და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა. საბოლოოდ მარგველაშვილმა ეს ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულა. ხან-მოგამედოვის ძლევის შემდეგ, მან ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელ – ტალ ფლიკერს, ფინალში კი იაპონელ – ნორიჰიტო ისოდას მოუგო.

ნანახია - 378

კომენტარები - 0

სარეკლამო ბანერი
1000 X 80