რეტრომედია
რეტრომედია

როგორი იყო ძველად საბურთალო და რა ტრადიციები ჰქონდათ პირველ საბურთალოელებს

როგორი იყო ძველად საბურთალო და რა ტრადიციები ჰქონდათ პირველ საბურთალოელებს

„თბილისელები“, 10 სექტემბერი, 2011 წელი

2018-11-17 15:10:02

არაერთი ტრადიცია იყო. მეზობლებს ძალიან კარგი დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთთან. ჩვენი ოჯახის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია ის იყო, რომ სხვადასხვა დღესასწაულზე ბაბუაჩემი მთელ სამეზობლოს და არა მარტო მათ, ნახევარ თბილისს, ფქვილს, პასქასა და კვერცხებს ურიგებდა უფასოდ. ჩვენს თონეში თითქმის მთელი თბილისიდან მოდიოდნენ პურის საყიდლად. ისეთ ადგილას იყო, გინდა – არ გინდა, მაინც შეხვიდოდი. საბურთალოელებს ერთი სასაფლაო გვქონდა – ლისის ფერდობზე. საბჭოთა ხელისუფლებამ გზა სასაფლაოზე გაიყვანა. ასფალტის ქვეშ ჩემი პატარა ძმისა და დედაჩემის მშობლების საფლავებიც კი მოყვა. მაგრამ, ვისიც დარჩა, იმას ვპატრონობ. ბაბუაჩემს, გიორგი უთმელიძეს, ნუცუბიძის ქუჩაზე ჰქონდა სახლი. ცოლი რომ გარდაეცვალა, გაჯიუტდა – ეზოში უნდა დავკრძალოო და ასეც ქნა. მე ვცდილობ, სანამ ცოცხალი ვარ, დავიცვა საბურთალოელების საფლავები და ყველა ის ტრადიცია, რაც ადრე იყო.

ნანახია - 59

კომენტარები - 0

სააკაშვილს "საქართველოს განმათავისუფლებელი შტაბი" აქვს შექმნილი

სააკაშვილს "საქართველოს განმათავისუფლებელი შტაბი" აქვს შექმნილი

„ალია“, 24 ივლისი, 2014 წელი

2018-11-16 16:35:39

პრეზიდენტობიდან პატიმრობამდე მიხეილ სააკაშვილს ცხელი ზაფხული აშორებს, თუკი სააკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე ნებით არ გამოცხადდება, მას ძალით ჩამოათრევენ. 21-ე საუკუნის "სიკვდილის ანგელოზს" პროკურატურა დამსახურებულ "საჩუქარს" უმზადებს. ხელისუფლებამ არაორდინარული ნაბიჯი გადადგა, პანიკიორი სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების საქმეებს, ახლა უკვე მსოფლიოში ცნობილი სისხლის სამართლის პრაქტიკოსი სპეციალისტების ჯგუფის დახმარებით გამოიძიებენ. მათი ვერდიქტის შემდეგ, დასავლეთს არ დარჩება კითხვები და დამნაშავე რეჟიმის არქიტექტორების დაკავება ვეღარ გახდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. პრემიერი ამკვიდრებს სტანდარტს, როცა ქვეყანაში უზენაესია კანონი და არა სტატუსი, რომელსაც დამნაშავე ელემენტები პოლიტიკურ თავშესაფრად იყენებენ.

ნანახია - 85

კომენტარები - 0

ჯიბეცარიელები...

ჯიბეცარიელები...

„თბილისელები“, 23 იანვარი, 2012 წელი

2018-11-14 15:21:34

ვიდრე 100 000 სულ მოსახლეზე 539 პატიმარი სასჯელს იხდის, ჩვენი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ჟურნალ „სთაილს“ ინტერვიუს აძლევს. ბუნებრივია, თავს იწონებს ქართული ეკონომიკის წარმატებებით (გნებავთ, გამდგრადებით) და განა მარტო ეკონომიკურად?! ასე, მაგალითად (მოვიხმობ ციტატას): „უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ახალგაზრდა, მაგრამ, მაინც დემოკრატია ვართ, სადაც არიან პარტიები, რომლებიც იბრძვიან ხელისუფლებაში მოსასვლელად, არსებობს გამოხატვის თავისუფლება (აქ, მგონი, რაღაც შეეშალა!), დამოუკიდებელი მედია (ვგონებ, აქაც), ტარდება საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ აღიარებული არჩევნები (თითქმის აქაც).“ თუმცა, აღნიშნავს: „ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ სულ რაღაც 8 წლის წინ ნულიდან დავიწყეთ“ (თუმცა, თუ მოხმობილი ციტატისმაგვარი იდილიაა ქვეყანაში, ნეტავ, რაღა დარჩა გასაკეთებელი? შესაძლოა, ბავშვები, იმიტომ რომ დემოგრაფიულად ისევ გვიჭირს).

ნანახია - 83

კომენტარები - 0


სარეკლამო ბანერი
1000 X 80