რეტრომედია
რეტრომედია

გიორგი კანდელაკის მოკრივეებმა „ნაციონალები“ და ჟურნალისტები დაარბიეს

გიორგი კანდელაკის მოკრივეებმა „ნაციონალები“ და ჟურნალისტები დაარბიეს

„ალია“, 29-30 მაისი, 2003 წელი

2017-04-22 09:00:17

გორი პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრად იქცა. მთავარი გმირები არიან ხელისუფლება და ნაციონალური მოძრაობა. მათ შორის დაპირისპირება განსაკუთრებით 26 მაისიდან გახდა შესამჩნევი, როცა ახალგაზრდა „ნაციონალებმა“ პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა კარიკატურები გორის ცენტრში გამოფინეს და კვერცხები დაუშინეს. მეორე დილით შიდა ქართლში სახელმწიფო მინისტრის სტუმრობას ნაციონალები აქციით შეხვდნენ. მათი თქმით, აქციის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება წინასწარ იყო ინფორმირებული და საკმაოდ მომზადებულიც ჩანდა.

ნანახია - 234

კომენტარები - 0

რატომ შეიძულეს აფხაზებმა და სამხრეთელმა ოსებმა ქართველები

რატომ შეიძულეს აფხაზებმა და სამხრეთელმა ოსებმა ქართველები

„თბილისელები“, 24 მარტი, 2014 წელი

2017-04-21 10:07:08

გაერთიანება კომუნიკაციის დასაწყებად შესაძლებელია საერთო ღირებულებებზე. რატომ არის, რომ საქართველოში დღემდე არ გაჩნდა და ვერც უახლოეს ხანში გაჩნდება კრიტიკული მასა რუსეთის პოლიტიკის მხარდამჭერების?! იმიტომ რომ დღეს რუსეთის ღირებულებები არ უთავსდება საქართველოს, ქართველი მოსახლეობის ღირებულებებს. ჩვენც უნდა მოვძებნოთ ის მთავარი ღირებულებები, რაც საერთო გვაქვს აფხაზებსა და ქართველებს და შევჯერდეთ მათზე. მით უმეტეს, ყირიმის პრეცედენტის შემდეგ აფხაზეთს ძალიან დიდი პრობელმა დაუდგა.

ნანახია - 167

კომენტარები - 0

„ან ვიცხოვრებთ ერთად ან ავტომატის ლულიდან შევხედავთ ერთმანეთს“

„ან ვიცხოვრებთ ერთად ან ავტომატის ლულიდან შევხედავთ ერთმანეთს“

„თბილისელები“, 17 თებერვალი, 2010 წელი

2017-04-20 11:04:43

ჩვენ ყოველთვის გვქონდა სურვილი, რომ საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობა გვქონოდა. 2008 წლის 7 აგვისტოსაც კი, ჩვენი საგანგებო დავალებათა ელჩი, პოპოვი, ცხინვალსა და თბილისს შორის ცდილობდა რაღაც კონტაქტის დამყარებას, რომ თავიდან აგვეცილებინა კონფლიქტი. მეტიც, 7 აგვისტოს თბილისში ამბობდნენ, რომ სამხედრო ოპერაცია არ იქნებოდა. ჩვენთვის სამხედრო სცენარი იყო ყველაზე უარესი, რადგან გვესმოდა, რომ ამ შემთხვევაში განზე ვერ დავრჩებოდით. შემდეგ მოხდა, რაც მოხდა და ეს ტრაგედია საქართველოში აღიქვეს, როგორც აგრესია რუსეთის მხრიდან.

ნანახია - 171

კომენტარები - 0

"ვინც ოდესმე ივანიშვილის გაცურება მოინდომა, ყველას თავისი მიეზღვება"

"ვინც ოდესმე ივანიშვილის გაცურება მოინდომა, ყველას თავისი მიეზღვება"

„კვირის პალიტრა“, 27 მაისი, 2013 წელი

2017-04-20 10:56:42

ივანიშვილი სრულად აკონტროლებს სიტუაციას. საქმე სხვა რამეა - ობიექტურად შევხედოთ იმას, რომ ივანიშვილისთვის პოლიტიკაში ყოფნა და სახელმწიფოს მართვა ჯერ ისევ ახალი ხილია. აქედან გამომდინარე, ზოგიერთ გადაცდომაზე შეიძლება თვალიც დავხუჭოთ. ივანიშვილს საყვედურობენ ძალიან გულახდილი განცხადებების გაკეთებას და ზოგიერთ საკადრო გადაცდომას. ისე, მე ვიცი, რომ ზოგჯერ პრემიერს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, რამაც შემდეგ ზოგიერთის კარიერა და მდგომარეობა შეიწირა.

ნანახია - 262

კომენტარები - 0

რატომ არის პუტინი დასავლეთისთვის სტალინზე საშიში

რატომ არის პუტინი დასავლეთისთვის სტალინზე საშიში

„თბილისელები“, 15 ივნისი, 2010 წელი

2017-04-19 09:45:16

პუტინის გაპრემიერმინისტრება, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალება იყო. ხედავთ, რა პროცესი მოხდა რუსეთში? ყველა ვალი დაფარა რუსეთმა! ვითარება ისე აეწყო, რომ ლოიდ ჯორჯის მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორება უკვე აღარ შეეძლოთ მის პოლიტიკურ მემკვიდრეებს. იმ შეცდომის გაგრძელებაა ნატოს წევრი ქვეყნის, საფრანგეთის, მიერ რუსეთისთვის „მისტრალის“ მიყიდვაც. პუტინმა თქვა: სსრ კავშირის დაშლა დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყოო, ანუ ეს ადამიანი სტალინზე უფრო საშიშია! სტალინი ასეთ რაღაცეებს ხმამაღლა მაინც არ ამბობდა.

ნანახია - 158

კომენტარები - 0

სარეკლამო ბანერი
1000 X 80