რეტრომედია
რეტრომედია

როგორ აღმოჩნდა ვასილ მჟავანაძე ტყავის წარმოებიდან ცენტრალურ კომიტეტში

როგორ აღმოჩნდა ვასილ მჟავანაძე ტყავის წარმოებიდან ცენტრალურ კომიტეტში

„თბილისელები“, 14 აპრილი, 2014 წელი

2018-10-31 15:25:14

„არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, როგორი მიზნები, განზრახვები და რწმენა აქვს ადამიანს. მას მისი საქმეების მიხედვით შეაფასებენ...” – დიახ, გენერალ-ლეიტენანტი ვასილ მჟავანაძე საქართველოს ისტორიას სწორედ თავისი კეთილი და მნიშვნელოვანი საქმეებით შემორჩა. მისი ქალიშვილის, ნინა მჟავანაძის მეგზურობით გაიგებთ, როგორი იყო „ვასილ მჟავანაძის საქართველო” 50-60-იან წლებში, როგორი პიროვნებები იდგნენ სათავეში და როგორ მართავდნენ ქვეყანას.

ნანახია - 156

კომენტარები - 0

როგორ დაამსხვრია „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთობის მითი

როგორ დაამსხვრია „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთობის მითი

„თბილისელები“, 26 ნოემბერი, 2012 წელი

2018-10-31 15:19:30

ქართული პოლიტიკური ცხოვრება ისე აეწყო, რომ ბოლო დრომდე ლობისტები მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალას ჰყავდა. შესაბამისად, დასავლეთის მხარდაჭერასა და სიმპათიებსაც ის ერთადერთი იმსახურებდა. მაგრამ ხანი გამოხდა და ქართულ პოლიტიკურ ავანსცენაზე ლობისტებით შეიარაღებული მეორე პოლიტიკური ძალაც გამოჩნდა და ხელისუფლებაში ძალთა ბალანსიც შეიცვალა. შესაბამისად, ქვეყნის შიგნით ამ ორი პოლიტიკური ძალის, ქვეყნის გარეთ კი მათი ლობისტების შერკინების მოწმენი გავხდით. ბუნებრივია, პროცესი უჩვეულოა და, ჩვენს ბედს პირდაპირ რომ ეხებოდეს, მეტად საინტერესო სანახავიც იქნებოდა. რა სარგებელი მოაქვს ლობიზმს, ერთი მხრივ, კონკრეტული პოლიტიკოსისა და პოლიტიკური პატიისთვის და, რაც მთავარია, ქვეყნისთვის.

ნანახია - 80

კომენტარები - 0

რატომ არ შეუძლია საქართველოს აჭარის ავტონომიის დამოუკიდებლად გაუქმება

რატომ არ შეუძლია საქართველოს აჭარის ავტონომიის დამოუკიდებლად გაუქმება

„თბილისელები“, 12 მარტი, 2012 წელი

2018-10-30 14:09:07

მართალია, სამთავრობო დონეზე უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ახალციხეში რაბათის მეჩეთი აღდგება, ხოლო ბათუმში აზიზიეს სახელობის მეჩეთი თავიდან აშენდება, მაგრამ საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არაერთგვაროვანია, მათ შორის, მუსლიმანი ქართველებისაც, რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ (ახალციხეში, მოგეხსენებათ, მუსლიმანი მოსახლეობა ფიზიკურად არ არსებობს). მათი განმარტებით, მეჩეთის აშენება ადგილობრივი მრევლის გადასაწყვეტია და არა უცხო ქვეყნის მთავრობის.

ნანახია - 107

კომენტარები - 0

როდის ჩაიფიქრა ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან ომი

როდის ჩაიფიქრა ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან ომი

„თბილისელები“, 11 აგვისტო, 2010 წელი

2018-10-30 14:06:24

ჩემი აზრით, არ ღირს იმპერიალისტურ პოლიტიკაში ამ კონფლიქტის იდეოლოგიური შემადგენლის გაზვიადება. რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა, მიუხედავად იმისა რომ აგრესიულია, იმავდროულად, არის პრაგმატული. პუტინისა და მისი გარემოცვისთვის რუსეთი არ არის სახელმწიფო, რომელიც უნდა განვითარდეს, ის უბრალოდ პირადი გამდიდრების ინსტრუმენტია: მთავარია „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ ინტერესები, რაზეც უნდა იმუშაოს მთელმა სახელმწიფო მანქანამ. საერთოდ, რუსეთში სახელმწიფო, როგორც ასეთი, არც არსებობს, რადგან ის პრივატიზებული აქვთ ფეოდალურ კლანებს. ანუ რუსეთი არის ფეოდალური იმპერიის აგრესიული ნარჩენი, სადაც კლანები მიისწრაფიან მაქსიმალური გავლენის მოსაპოვებლად. პუტინი, როგორც მთავარი ოლიგარქი, რა თქმა უნდა, თავისი კლანის ინტერესებს აყენებს ნებისმიერ სახელმწიფო ინტერესზე მაღლა.

ნანახია - 111

კომენტარები - 0

"ნაცმოძრაობიდან" წასული და დარჩენილი ლიდერების ფარული ზრახვები

"ნაცმოძრაობიდან" წასული და დარჩენილი ლიდერების ფარული ზრახვები

„კვირის ქრონიკა“, 1 ივნისი, 2015 წელი

2018-10-29 16:11:02

"ნაცმოძრაობაში" დაშლა-მოშლის პროცესი დაიწყო. პარტია მისმა ოთხმა ლიდერმა დატოვა - ზურაბ ჯაფარიძემ, პალიკო კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ. ვრცელდება ხმები, რომ პარტიას მალე დატოვებენ დავით ბაქრაძე, გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, სერგი რატიანი და მარიამ საჯაია. მართალია, ეს ხუთეული უარყოფს ამ ხმებს, ირწმუნებიან, არსად წასვლას არ ვაპირებთო, მაგრამ რაღაც ორიოდე თვის წინ, არც წასული ოთხეული აპირებდა სააკაშვილის მიტოვებას და პარტიის ერთგულებაზეც სდებდნენ თავს. მოკლედ, რასაც 2012 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ "ნაციონალებს" ყველა უწინასწარმეტყველებდა, ახდა - მიხეილ სააკაშვილს მისი გამოზრდილი პოლიტიკოსები ტოვებენ. სხვათა შოროს, "ქრონიკამ" წელიწად-ნახევრის წინათ გამოაქვეყნა იმ ლიდერთა სია, რომლებიც "ნაცმოძრაობის" დატოვებას აპირებდნენ. მათ შორის ეს უკვე წასული ოთხეულიც იყო და წასასვლელად გამზადებული ხუთეულიც. "ნაცმოძრაობიდან" ოთხი განდგომილის შესახებ სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება.

ნანახია - 170

კომენტარები - 0

როგორ იჭერდნენ ლარის კურსს "ნაციონალები" და რატომ გაურბით "მეოცნებეებს"?

როგორ იჭერდნენ ლარის კურსს "ნაციონალები" და რატომ გაურბით "მეოცნებეებს"?

„ალია“, 3 დეკემბერი, 2014 წელი

2018-10-29 16:08:44

ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს ჰკითხეს, რატომ ეცემა ბოლო დროს ლარის კურსი ყოველდღიურად. მან დაასახელა ლარის გაუფასურების რამდენიმე მიზეზი: პირველი - რუსეთიდან, უკრაინიდან და საბერძნეთიდან ქართველი ემიგრანტები სამშობლოში აღარ აგზავნიან იმ რაოდენობის დოლარს, რამდენსაც აქამდე აგზავნიდნენ (გამოდის, თუ ემიგრანტებმა ფული აღარ გამოაგზავნეს, ჩვენი ეკონომიკა განადგურდება), მეორე - საქართველოდან აღარ ხდება მეორადი ავტომობილების რეექსპორტი აზერბაიჯანის მიმართულებით. ბოლოს ნოდარ ხადურმა მაინც ოცნების იმედად დაგვტოვა, მან გვითხრა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც კარგ მომავალზე უნდა ვიოცნებოთ. ამასობაში კი კურსი ახალ სარეკორდო ნიშნულამდე დაეცა 1 დოლარი - 1.86 ლარი.

ნანახია - 107

კომენტარები - 0

"გიგი უგულავა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც შევიდა აჭარის უშიშროების სამინისტროში და რაც კი ღირებული იყო, ტრაილერებით გაზიდა!"

"გიგი უგულავა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც შევიდა აჭარის უშიშროების სამინისტროში და რაც კი ღირებული იყო, ტრაილერებით გაზიდა!"

„კვირის ქრონიკა“, 7 ივლისი, 2014 წელი

2018-10-27 16:20:16

ბოლო დღეებში ყველგან ისმის კითხვა: გიგი უგულავას დაპატიმრება არის სამართლიანობის აღდგენის პროცესი თუ პოლიტიკური დევნა? "ნაცბანდის" მომხრეები თვლიან, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, მაგრამ რა ვუყოთ იმ უამრავ დანაშაულს, რაც ამ ადამიანს და არა მხოლოდ მას უდასტურდება? რა ვუყოთ ფაქტებს, მტკიცებულებებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც მთელი 9 წლის განმავლობაში იტანჯებოდნენ?

ნანახია - 176

კომენტარები - 0

"ვისაც კი წაუკითხავს გებელსის სიტყვები, ყველა აღიარებს, რომ გებელსი ახლოსაც ვერ მიდიოდა სააკაშვილთან"

"ვისაც კი წაუკითხავს გებელსის სიტყვები, ყველა აღიარებს, რომ გებელსი ახლოსაც ვერ მიდიოდა სააკაშვილთან"

„კვირის ქრონიკა“, 17 ნოემბერი, 2014 წელი

2018-10-27 16:15:30

საერთაშორისო მაწანწალა აი, უკვე მერამდენედ აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველო დააჩმორა და გააბანძა, ფაქტობრივად, რაც მთელი ამ ხნის მანძილზე ამ ჩმორმა და ჩმორების სექტამ ქართველ მოსახლეობას გაუკეთა, დღეს ყველა ამ ცოდვას ივანიშვილსა და მის ხელისუფლებას კისერზე ჰკიდებს. მართალია, "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკური სკლეროზი დიდი ხანია სჭირს, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას ყველაფერი ახსოვს, ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ესმის, რაც მათ მიტინგზე კიდეც აისახა. შეიძლება ითქვას, რომ "ნაცმოძრაობა" კიდევ ერთხელ გაბანძდა, ეს იყო სამარცხვინო ადამიანების თავყრილობა. ამ აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისე არ წვიმს, როგორც ქუხს.

ნანახია - 194

კომენტარები - 0


სარეკლამო ბანერი
1000 X 80