რეტრომედია
რეტრომედია

როგორ გაიყოფენ იმპერიული ამბიციების მქონე რუსეთი, თურქეთი და ირანი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს

როგორ გაიყოფენ იმპერიული ამბიციების მქონე რუსეთი, თურქეთი და ირანი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს

„თბილისელები“, 1 სექტემბერი, 2014 წელი

2017-04-04 09:41:50

ბალანსი სულ არსებობს და თვით შეერთებული შტატებიც კი ბალანსდება. ახლა აღარ არის 1990-ანი წლები, როდესაც შტატები დომინირებდა. მეტიც, ჰეგემონი იყო და ითვლებოდა, რომ ის დაამყარებდა ახალ წესრიგს და ყველანი ამ ახალ წესრიგში ვიცხოვრებდით. ახლა ეს გაჭირდა, იმიტომ რომ ყველაფერს ეძებნება გამაწონასწორებელი. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მცირე ზომის ქვეყანა ვართ და ცოტანი ვართ და სწორედ დემოგრაფია უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი, ვფიქრობ, შეგვიძლია ჩვენი მდებარეობის და ჩვენი უცნაური ქარიზმის გამოყენება. ჩვენდამი დამოკიდებულება მაინც თავისებურია. რამდენი ქვეყანა იცით ჩვენი ზომის, რომ მისი პირველი სამივე პრეზიდენტი შეერთებული შტატების ყურადღების არეალში ყოფილიყოს აქტიურად?!

ნანახია - 198

კომენტარები - 0

რატომ გახდა გენერალი მაზნიაშვილი იძულებული, დაეტოვებინა სოჭი

რატომ გახდა გენერალი მაზნიაშვილი იძულებული, დაეტოვებინა სოჭი

„თბილისელები“, 21 ოქტომბერი, 2013 წელი

2017-04-03 10:56:28

ჯუღელმა სახალხო გვარდიის მეშვეობით განახორციელა შეტევა. მათ დაიკავეს კოდორის ხიდი, მტერს უკან დაახევინეს, საკმაო სამხედრო ალაფი ჩაიგდეს ხელში და ბოლშევიკები გაყარეს ახალი ათონიდანაც. მაგრამ არც ბოლშევიკები ისხდნენ გულხელდაკრეფილები, მათ დახმარება მიიღეს ჩრდილო კავკასიიდან, საიდანაც ავტომანქანებით, დაახლოებით, 2 000-კაციანი ქვედანაყოფი გადმოისროლეს. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულ საბჭოს, ანუ ადგილობრივ მთავრობას რთული სიტუაცია შეექმნა დუშეთის მაზრაში, სადაც აჯანყება დაიწყო ბოლშევიკების ხელმძღვანელობით და ძალები დაიქსაქსა. შესაბამისად, ბოლშევიკებმა 20 ივნისს ისევ დაიკავეს ახალი ათონი და ისევ დაემუქრნენ სოხუმს. აი, ამ დროს გერენალ მაზნიაშვილს შეატყობინეს, რომ ის დანიშნულია აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და, იმავდროულად, საქართველოს შავიზღვისპირეთის ფრონტის ჯარების სარდლად. მისი ბრძანებით საქართველოს ჩამოყალიბების პროცესში მყოფი რეგულარული საარმიო ნაწილები გუდაუთისკენ გაიგზავნა. 19 ივნისს მაზნიაშვილი სოხუმში ჩავიდა და აქედან იწყება მაზნიაშვილის შეტევა სოჭის მიმართულებით. 22 ივნისს მან გუდაუთა გაათავისუფლა ბოლშევიკებისგან, 28 ივნისს – გაგრა, საქართველოს სამხედრო ნაწილები შევიდნენ პილენკოვოში, დღევანდელ განთიადში და მიადგნენ მდინარე ფსოუს, სოჭის ოლქის საზღვარს.

ნანახია - 206

კომენტარები - 0

რატომ უჯდება ქართველ მომხმარებელს 16 თეთრი ელექტროენერგია, რომლის თვითღირებულება 4,5 თეთრია

რატომ უჯდება ქართველ მომხმარებელს 16 თეთრი ელექტროენერგია, რომლის თვითღირებულება 4,5 თეთრია

„თბილისელები“, 21 ოქტომბერი, 2011 წელი

2017-04-03 10:41:17

რაც შეეხება ტარიფის ზრდას: ბუნებრივია, ისმის კითხვა, რატომ გაიზარდა ტარიფი. იმიტომ რომ სახელმწიფომ დასახა ინვესტორის მოზიდვის ხელშეწყობის პოლიტიკა. ყველაფერზე მივდიოდით, რომ ინვესტორები ჩამოგვეყვანა საქართველოში, გაგვევითარებინა ენერგეტიკა და ეს ხდებოდა მომხმარებლის ხარჯზე. საქართველოს ენერგობაზარზე ჩეხური კომპანია „ენერგოპრო“ რომ შემოსულიყო, მხოლოდ ამიტომ გაიზარდა ხელოვნურად 2006 წელს ტარიფი. ფაქტობრივად, „ენერგოპროს“ შემოსვლამ გამოიწვია ტარიფის გაზრდა.

ნანახია - 169

კომენტარები - 0

ბარათაშვილის სკვერი მეძავებმა „დაითრიეს“

ბარათაშვილის სკვერი მეძავებმა „დაითრიეს“

„ალია“, 13 ოქტომბერი, 1997 წელი

2017-04-01 09:48:26

ნიკოლოზ ბარათაშვილის სკვერი მეძავებმა და ლოთებმა „დაითრიეს“. მიმდებარე ქუჩის მცხოვრებლები უკვე დიდი ხანია ბავშვებს ბაღში აღარ უშვებენ და ცდილობენ, პოეტის ძეგლს თვითონაც შორიდან მოუარონ. მათი აზრით, ძეგლთან თავმოყრილი ქალები პოლიციის საქმეა. თუმცა ჩუღურეთის რაიონის პოლიციის სამმართველოს უფროსის, ომარ ფოფხაძის მტკიცებით, „მოსახლეობისგან არანაირი სიგნალი არ შემოსულა, ეს ამბავი პირველად „ალიათი“ გავიგეთ და შესამოწმებლად ოპერატიული ჯგუფიც სწორედ მაშინ გავაგზავნეთო“.

ნანახია - 421

კომენტარები - 0

რატომ ხასიათდება ქართველი საზოგადოება აგრესიისა და სიძულვილის მაღალი დონით

რატომ ხასიათდება ქართველი საზოგადოება აგრესიისა და სიძულვილის მაღალი დონით

„თბილისელები“, 19 მაისი, 2014 წელი

2017-03-29 09:28:00

ყველას კარგად მოეხსენება, რით სრულდებოდა და სრულდება ჩვენს რეალობაში სუფრასთან თავშეყრა: საუკეთესო შემთხვევაში ჩოჩქოლით, უარესში – დაჭრა-მკვლელობითაც კი. თუკი ეს აფექტურობა სასმელს ბრალდებოდა, აწ უკვე სოციალურ და მედია-სივრცეში სავსებით ფხიზელი ადამიანები ისეთ აგრესიას აფრქვევენ, მისი ენერგიად გარდაქმნის საშუალება რომ იყოს, სამყაროს ასაფეთქებლად იკმარებდა. რა არის ჩვენს საზოგადოებაში არსებული აგრესიისა და სიძულვილის მიზეზი?

ნანახია - 187

კომენტარები - 0

სარეკლამო ბანერი
1000 X 80