რეტრომედია
რეტრომედია

კიდევ რამდენი პოლიტიკოსი გაილახება არჩევნებამდე?

კიდევ რამდენი პოლიტიკოსი გაილახება არჩევნებამდე?

„რეზონანსი“, 27 სექტემბერი, 2003 წელი

2017-01-21 10:23:28

არჩევნებამდე 37 დღით ადრე ბოლნისში „ნაციონალებისა“ და ლევან მამალაძის მხარდამჭერები ერთმანეთს დაერივნენ. ამ რაიონში „ნაციონალი“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ჯემალ მურადხანოვის წარსადგენად ბოლნისში ჩასულ სააკაშვილსა და მის გუნდს ბოლნისის შესასვლელთან მამალაძის მხარდამჭერები დახვდნენ. სტუმარ-მასპინძლებმა ერთმანეთს ქვები და ხელკეტები დაუშინეს. ათეულობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბოლნისის რაიონის გამგებელი ზურაბ ჯაფარიძე და საკრებულოს თავმჯდომარე აბას აბასოვი. ეს უკანასკნელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ნანახია - 276

კომენტარები - 0

„ქართული ენის გადარჩენა შევარდნაძის დამსახურება არაა“

„ქართული ენის გადარჩენა შევარდნაძის დამსახურება არაა“

„რეზონანსი“, 15 აპრილი, 2000 წელი

2017-01-19 11:32:39

ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე, რომელიც 1978 წლის 14 აპრილს ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით გამოსული სტუდენტების დემონსტრაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა ქართული საზოგადოების ზეწოლის შედეგად დათანხმდა კონსტიტუციაში ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის დაფიქსირებას და არა საქართველოს ცკ-ის მაშინდელი პირველი მდივნის, ედუარდ შევარდნაძის „თითქოს და თავდადების“ გამო.

ნანახია - 213

კომენტარები - 1

ჰყავს თუ არა სააკაშვილს პირადი დიზაინერი

ჰყავს თუ არა სააკაშვილს პირადი დიზაინერი

„კვირის პალიტრა“, 8-14 თებერვალი, 2010 წელი

2017-01-19 11:28:30

ერთ-ერთ ფოტოზე მიხეილ სააკაშვილს ყვითელ მაისურზე ცისფერი პერანგი ჩაუცვამს, ერთგან ცისფერ მაისურზე წითელი და თეთრზოლიანი პულოვერი და ყავისფერი ქურთუკი აცვია. საზოგადოების განსაკუთრებული გაოცება გამოიწვია პრეზიდენტის ფოსფორისფერმა მწვანე სპორტულმა კოსტიუმმა, რომელსაც მუქი, შინდისფერი ელვით გაწყობილი შავი ჟაკეტი ამშვენებდა. ალბათ პრეზიდენტის თინეიჯერულ სტილზე ყურადღება ასე არც გამახვილდებოდა, რომ იგი ამავე სამოსით ოფიციალურ შეხვედრაზე არ გამოცხადებულიყო.

ნანახია - 167

კომენტარები - 0

ზაზა სიორიძემ მილიონერობა აღიარა

ზაზა სიორიძემ მილიონერობა აღიარა

„რეზონანსი“, 23 სექტემბერი, 1998 წელი

2017-01-18 12:33:45

პარლამენტარებს თავიანთი შექმნილი დეკლარაციების შევსება ძალიან უჭირთ. ამ მიზნით, პარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის დროებითი კომისიის ორ-ორი წევრი 24 საათის განმავლობაში მორიგეობს, რათა დეპუტატებს დეკლარაციის შევსებაში დაეხმაროს. ასეთი კონსულტაცია პარლამენტის თავმჯდომარესაც კი დასჭირდა. მან თბილისში საცხოვრებელი სახლი 70 ათასად შეაფასა. ეს ციფრი საკმაოდ დიდ ირონიას იწვევს მიხეილ სააკაშვილში, რომელიც აცხადებს, რომ „ეტყობა ზურაბ ჟვანიას პარლამენტის თავმჯდომარეზე დიდი წარმოდგენა აქვს, თორემ ასე ძვირად არ შეაფასებდა თავის ბინას“.

ნანახია - 278

კომენტარები - 1

„სააკაშვილს უთქვამს, თუ მეფარიძე სოფელს ჭამს, გააძევეთ და ჩაქოლეთო!“

„სააკაშვილს უთქვამს, თუ მეფარიძე სოფელს ჭამს, გააძევეთ და ჩაქოლეთო!“

„ალია“, 11 სექტემბერი, 2000 წელი

2017-01-18 12:28:21

ძალიან მიკვირს, რა საქმე აქვს სააკაშვილს ამ მაფიასთან? როგორ ვიწამო მისი დეპუტატობა, იურისტობა?... სააკაშვილმა წყნეთის გამგებლის მოადგილედ უახლოესი მეგობარი, გია ოძელაშვილი დანიშნა. ბრალი დამდო, მიწები გაყიდა და „დვარეცი“ აიშენაო. ჩემი სახლი ბელეტაჟზე დგას... ეს არის სასახლე? მაბრალებენ, მეფარიძე ტყეს წვავს და ჭრისო. კაცო, 50 წელია თბილისის გარშემო ხეებს ვრგავ და ჩემს დარგულს მევე ვჩეხავ? პრეზიდენტს დეპეშა გავუგზავნე, მიმიღეთ-მეთქი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემს დეპეშას დაბლოკავენ და არ გადასცემენ.

ნანახია - 234

კომენტარები - 0

სარეკლამო ბანერი
1000 X 80