პოლიტიკა
პოლიტიკა

უმრავლესობამ ვენეციის კომისიის „ვედიქტს“ დაასწრო

უმრავლესობამ ვენეციის კომისიის „ვედიქტს“ დაასწრო

მარიამ თოდაძე

2017-09-22 12:00:28

„ვიცით, რომ ეს ყველაფერი ერთ ადამიანზე იყო მორგებული. დღეს ძალიან კარგი დოკუმენტი გვაქვს და ტექსტი ძალიან კარგია, რასაც ვენეციის კომისია ადასტურებს. მართალია, რომ კონსენსუსის ხარისხი ვერ გაფართოვდა და გარკვეული პრობლემები შეიქმნა, რაც ოპოზიციის იმ პროვოკაციული მოქმედების შედეგად იყო, რაც მათ ამ თვეების განმავლობაში განახორციელეს. ვინაიდან, ტექსტი კარგია, კონსენსუსი უმრავლესობის შიგნით შედგა და საკონსტიტუციო უმრავლესობით მიღებულ კონსტიტუციას არანაირი პრობლემა არ ექნება.

ნანახია - 5

კომენტარები - 0

პროპორციული სიის ცნობადი და უცნობი სახეები

პროპორციული სიის ცნობადი და უცნობი სახეები

თამთა ქარჩავა

2017-09-22 09:27:44

თვითმმართველობის არჩევნებამდე 29 დღით ადრე, პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო სიის ათეული გამოაქვეყნეს. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მხარდამჭერთა კლუბში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის პროპორციული სიის ათეული წარადგინა - მარიკა დარჩია, ბექა დავითულიანი, თინათინ ნიბლოშვილი, ირაკლი ზარქუა, დათო რურუა, გიორგი ჩაკვეტაძე, დავით უჯმაჯურიძე, გიორგი ახვლედიანი, ლევან ჯაფარიძე და გიორგი ალიბეგაშვილი.

ნანახია - 238

კომენტარები - 3

ვახტანგ მაისაია: „ტიმოშენკო, ნალივაიჩენკო და სააკაშვილი კრემლის კარგად შენიღბული ტროას ცხენები არიან“

ვახტანგ მაისაია: „ტიმოშენკო, ნალივაიჩენკო და სააკაშვილი  კრემლის კარგად შენიღბული ტროას ცხენები არიან“

მანანა ნოზაძე

2017-09-21 15:23:50

როგორც კი სააკაშვილი გადავიდა უკრაინაში, უნგრეთმა იმავე დღეს, როცა სააკაშვილმა გადალახა საზღვარი, უკრაინას ულტიმატუმი წაუყენა, გამოუცხადა დიპლომატიური ომი. უნგრულმა მხარემ აღნიშნა, რომ ამიერიდან უნგრეთი არც ერთ საერთაშორისო არენაზე აღარ დაეხმარება უკრაინას და კატეგორიულად მოსთხოვა ენის შესახებ კანონის გაუქმება. ამ მოვლენებიდან სამი კვირით ადრე კი უნგრეთში ჩასული იყო ვლადიმერ პუტინი, რომელიც დახურულ კარს მიღმა სამი საათი ესაუბრა ბატონ ურბანს...

ნანახია - 1158

კომენტარები - 7

გაერო საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად რუსეთს უპირისპირდება

გაერო საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად რუსეთს უპირისპირდება

თამთა ქარჩავა

2017-09-21 13:00:25

„საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება მსოფლიოში მიმდინარე პროცესების მიმართ არის მნიშვნელოვანი. ეს მსოფლიოს დამოკიდებულებას გამოხატავს იმ მწვავე თემასთან მიმართებაში, რომელიც მსოფლიოს აწუხებს და მათი შეშფოთების, კონკრეტული მოქმედების თუ პოლიტიკური სტრატეგიის რაღაც სეგმენტს წარმოადგენს. ეს არის მნიშვნელოვანი. ნუ შევხედავთ ამას როგორც მხოლოდ ტრიბუნიდან ნათქვამ სიტყვებს. მსოფლიოს დამოკიდებულება ყალიბდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში

ნანახია - 574

კომენტარები - 6

ვაჟა ბერიძე: „ყველაზე კარგი გამოსავალი ვადამდელი არჩევნები იქნებოდა“

ვაჟა ბერიძე: „ყველაზე კარგი გამოსავალი ვადამდელი არჩევნები იქნებოდა“

ლალი ზირაქიშვილი

2017-09-20 09:04:42

არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ: მთავარია, საქართველო სირიის გზით არ წავიდეს და იმედია არ წავა. ბუნებრივია, რომ გეოპლიტიკური კონიუნქტურის შეცვლიდან გამომდინარე, საქართველოში ბევრი ინტერესი იკვეთება, უფრო მეტი, ვიდრე იკვეთებოდა 7 წლის წინ სირიაში. ეს ინტერსები მოდის, როგორც ჩრილოეთიდან, ისე სამხრეთიდან და უკვე აღმოსავლეთიდანაც. რა თქმა უნდა, სერიოზული კატაკლიზმებია მოსალოდნელი. საშინაო და საგარეო ფრონტი ძალიან მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია და ყველას აქვს დასაყრდენი.

ნანახია - 744

კომენტარები - 3

პრეზიდენტმა კონსტიტუციის ალტერნატიული პროექტი შექმნა

პრეზიდენტმა კონსტიტუციის ალტერნატიული პროექტი შექმნა

თამთა ქარჩავა

2017-09-20 00:23:09

„დოკუმენტი გადაეგზავნება „ქართულ ოცნებას“ და ვენეციის კომისიას. იმ იმედით და განცდით, რომ როგორც საზოგადოებამ, როგორც პოლიტიკურმა კულტურამ, ჩვენ უნდა შევძლოთ მისვლა საერთომდე და თანხმობამდე. ყოველ შემთხვევაში ის მითი, თითქოს საქართველოში განსხვავებული შეხედულებების ადამიანები ვერასდროს ვერაფერზე თანხმდებიან, ნამდვილად დამსხვრეულია. სრულიად განსხვავებული შეხედულების პარტიები დგანან გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ერთ პოზიციაზე. ამისათვის საჭიროა თანხმობის სულისკვეთება, დიალოგი, სადაც შენ არა ხელის გადაწევას, არამედ სხვის აზრს მოისმენ”.

ნანახია - 495

კომენტარები - 4

„ქართული ოცნება“ გარდაბანში „კაცის კაცს“ წარადგენს?..

„ქართული ოცნება“ გარდაბანში „კაცის კაცს“ წარადგენს?..

მართა ლაბაძე

2017-09-19 11:38:22

ჯამარაულსა და ხელისუფლების გარკვეულ წრეებს შორის უთანხმება მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც ჯამარაულმა გარდაბნის შესასველში დეკორატიული სვანური კოშკის აშენება დაიწყო. შესაბამისმა სამსახურებმა ჯარამაულის გადაწყვეტილება არაპოლიტკორექტულად მიიჩნიეს, რადგან ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოსახლეობამ უკმაყოფილება გამოთქვა და ამ მოტივით მშენებლობა შეაჩერებინეს. ამ შეჩერებამ რომ გარდაბნის ეთნიკური ქართველების (მათ უმრავლესობას სწორედ სვანები შეადგენენ) უკმაყოფილება გამოიწვია, ამაზე არავის უდარდია (ალბათ, გამგებლის გარდა).

ნანახია - 1919

კომენტარები - 39

გიორგი კახიანი: „პრეზიდეტის სურვილია მუდამ პოლიტიკურ ეპიცენტრში იმყოფებოდეს“

გიორგი კახიანი: „პრეზიდეტის სურვილია მუდამ პოლიტიკურ ეპიცენტრში იმყოფებოდეს“

თამთა ქარჩავა

2017-09-18 15:30:13

ვერ ვხვდები რას ვაშანტაჟებთ. სიმართლე გითხრათ, ამ პროცესთან მიმართებაში უკვე იმდენად არარელევანტურია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებები, რომ მისიგანცხადებების მოსმენის ინტერესიც არ მაქვს. ყოველთვის ჩვენ ინიციატივას ვამაგრებდით ძალიან მყარი სამართლებრივი არგუმენტებით. ამის საწინააღმდეგოს ვერ ვისმენდით. ჩვენს სამართლებრივ და საკმაოდ ძლიერ არგუმენტებს,მეორე მხრიდან უპირისპირდებოდა დემაგოგია, პოპულიზმი და ფაქტიურად სამართლებრივი არგუმენტები საერთოდ არ უხსენებიათ, თუ არ ჩავთვლით გამონაკლის შემთხვევებს.

ნანახია - 586

კომენტარები - 3

ირაკლი გოგავა: „პოროშენკო ცდილობს სააკაშვილის პროექტით ტიმოშენკოს წაართვას ხმები“

ირაკლი გოგავა: „პოროშენკო ცდილობს სააკაშვილის პროექტით ტიმოშენკოს წაართვას ხმები“

თამთა ქარჩავა

2017-09-18 09:03:38

ვინც მოახერხებს კოალიციური უმრავლესობის შექმნას, მისი იქნება ძალაუფლება. ვინც იცნობს სააკაშვილს, იცის მისი „ვაჟკაცობის“ ამბავი და იმასაც ხვდება, რომ პოროშენკოსთან შეთანხმების გარეშე ის არ გარისკავდა და ოდნავ შანსიც რომ ყოფილიყო საქართველოში მისი დეპორტაციის, უკრაინას არ გაეკარებოდა. სააკაშვილი ცოტნე დადიანი არ არის, თაფლი წაისვას და მცხუნვარე მზეზე დაჯდეს, მას კომფორტული ცხოვრება უყვარს და ფულიც გვარიანად აქვს ამ კომფორტის უზრუნველსაყოფად – ქართველებისგან ნაძარცვი ფული.

ნანახია - 2143

კომენტარები - 25

ამერიკა ტერორიზმის ყველაზე მეტ საფრთხეს უკრაინასა და თურქეთში ხედავს

 ამერიკა ტერორიზმის ყველაზე მეტ საფრთხეს უკრაინასა და თურქეთში ხედავს

თამთა ქარჩავა

2017-09-16 16:30:53

„არაფერი განსაკუთრებული საფრთხე უკრაინაში არ არსებობს, მაგრამ ამ პოლიტიკური მიდგომებიდან გამომდინარე, საჭირო იყო ეს გზავნილი. რაც შეეხება ანკარას, მოგეხსენებათ, რომ უაღრესად უკმაყოფილონი არიან ერდოღანის ქმედებებით და საერთოდ მიდგომებით. ასევე, ერდოღანის მიერ იმ დოკუმენტზე ხელის მოწერით, რომელიც თურქეთისთვის რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის C-400-ის გადაცემას გულისხმობს. ყველაფერმა ამან განაპირობა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ეს განცხადება“

ნანახია - 1088

კომენტარები - 10

სააკაშვილმა-პოროშენკო - ორნი ერთ ნავში?

სააკაშვილმა-პოროშენკო - ორნი ერთ ნავში?

თამთა ქარჩავა

2017-09-15 12:00:36

მას შემდეგ, რაც პოროშენკომ ოდესის გუბერნატორობიდან გადააყენა ბატონი სააკაშვილი, იქვე მოხდა შეთანხმება ამ ორ სუბიექტს შორის. კერძოდ, სააკაშვილს ეტვირთა მართული, პოროშენკოს ჯიბის ოპოზიციის როლი, რაზეც სააკაშვილი დათანხმდა და სწორედ ამის შემდეგ შეუდგა მძაფრ ოპოზიციურ საქმიანობას. თუმცა, მისმა 6-თვიანმა მოღვაწეობამ ოპოზიციაში ვერ მოიტანა შედეგი და მისი რეიტინგი მხოლოდ 2%-მდე ავიდა, რამაც გააჩინა იმისსაჭიროება, რომ პოროშენკოს და სააკაშვილს მოეფიქრებინათ გეგმა, როგორ მიეღწია სააკაშვილს უფრო მეტი მხარდაჭერისთვის და სწორედ ამიტომ შექმნეს ეს სცენარი, რომელსაც ე.წ საზღვრის დარღვევის სცენარი შეიძლება ვუწოდოთ.

ნანახია - 1876

კომენტარები - 14

"რუსულმა პროპაგანდამ მოახერხა და ამაზეც კი მიაბ-მოაბა კუდი..."

"რუსულმა პროპაგანდამ მოახერხა და ამაზეც კი მიაბ-მოაბა კუდი..."

თამთა ქარჩავა

2017-09-14 13:46:08

მოსახლეობის ნაწილი ისევ რუსული პროპაგანდის ქვეშ იმყოფება. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, საქართველოში მცხოვრები ადამიანების სოციალური და ეკონომიკური ყოფა სულ უკანმიდის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს რაღაცა წარმატებები დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს რთული, რაც მიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ადამიანების განწყობას. მიმაჩნია, რომ რუსეთი საერთოდ არ იყენებს რბილ ძალას, პირდაპირ გადადის ზომების გატარებაზე, რომელიც რუსულ ხასიათთან არის დაკავშირებული.

ნანახია - 1758

კომენტარები - 14

სარეკლამო ბანერი
1000 X 80