პოლიტიკა
პოლიტიკა

„2017 წელს ლიბერალური ფუნდამენტალიზი მნიშვნელოვნად შესუსტდება ევროპაში“

„2017 წელს ლიბერალური ფუნდამენტალიზი მნიშვნელოვნად შესუსტდება ევროპაში“

თამთა ქარჩავა

2016-12-26 09:30:30

„ეს პროცესი შეიძლება შეეხოს უკრაინას, მოლდოვას და ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი თავის გავლენის სფეროებად მიიჩნევს. დასავლეთის პოზიცია შეიძლება შერბილდეს, მათ შორის ევროპაშიც. ტრამპსა და პუტინს შორის დამყარებული ურთიერთობების ხასიათზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. 2017 წელს ევროპაშიც მნიშვნელოვანი პროცესებია მოსალოდნელი. ვიცით, რომ გერმანიაში არის კანცლერის არჩევნები. შესაძლებელია, სოციალ–დემოკრატებმა მნიშვნელოვანი კონკურენცია გაუწიონ მერკელს. ასევე საფრანგეთში, ორივე შემთხვევაში, პრაგმატული ძალები იბრძვიან, რომლების აზრით, რუსეთი ბევრად უფრო შედეგის მომტანია, როგორც მოკავშირე, ვიდრე მოწინააღმდეგე. "

ნანახია - 2518

კომენტარები - 12

„მიზანმიმართულად უნდათ დასწიონ კონტრაზვერვის როლი ქვეყნაში, რადგან ასე უფრო იოლია საზოგადოების მანიპულირება“

„მიზანმიმართულად უნდათ დასწიონ კონტრაზვერვის როლი ქვეყნაში, რადგან ასე უფრო იოლია საზოგადოების მანიპულირება“

თამთა ქარჩავა

2016-12-24 14:15:51

„სად არის, თუნდაც ეკონომიკური უსაფრთხოების მიმართულება - რაც ემართება ეროვნულ ვალუტას, რაც ხდება რეალურად ეკონომიკაში, ამას ხომ ყველა ვხედავთ?! საფრთხეების გათვალიწინებით და ამ სტრუქტურებში, უცხო ქვეყნის წლობით ჩანერგილი აგენტურიდან გამომდინარე ხელახლაა ეს სტრუქტურა შესაქმნელი. ჩვენი სპეცსამსახურები გაძეძგილია საქართველოს სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი აგენტურით. იმიტომ ვხედავთ შედეგად, რომ რეალურად, ქვეყნის ეფექტიანი მართვა არ მიმდინარეობს. მეხუთე წელი დაიწყო და სერიოზულ პრობლემებს ვხედვათ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და თუნდაც იგივე, თავდაცვითუნარიანობის მხრივ. წინსვლას ვერ ვხედვათ და ამის ერთ-ერთი მიზეზი გახლვათ ის, რომ ჩვენი სპეცსამსახურები არაეფექტიანად მოქმედებენ“.

ნანახია - 2674

კომენტარები - 5

თბილისს მოსკოვის ცრემლების არ სჯერა

თბილისს მოსკოვის ცრემლების არ სჯერა

თამთა ქარჩავა

2016-12-24 11:45:23

„მიუხედავად რუსეთთან ურთიერთობაში არსებული დიდი სირთულეებისა, ჩვენ მზად ვართ, სახელმწიფოს ინტერესების სრული დაცვით, გავაგრძელოთ დიალოგი და ძალისხმევა ამ პრობლემების ეტაპობრივად მოსაგვარებლად, რაც უმთავრესად ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების ფორმატში ხდება. რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გამარტივებას ან გაუქმებას, საქართველოს ხელისუფლებამ, ჯერ კიდევ 2011 წლიდან, ცალმხრივად გააუქმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნები, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისიდან გამარტივდა რუსეთის სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის. თუკი რუსეთის მხარე გადადგამს შემდგომ ნაბიჯს, ჩვენ ამას მივესალმებით, თუმცა ეს გადაწყვეტილება მათი პრეროგატივაა“.

ნანახია - 2803

კომენტარები - 6

კობახიძის კეთილი ნება და უსუფაშვილის უარი, მარგველაშვილის გაბუტვა და შავგულიძის პოლიტიკური შიშები

კობახიძის კეთილი ნება და უსუფაშვილის უარი, მარგველაშვილის გაბუტვა და შავგულიძის პოლიტიკური შიშები

თეონა მანაგაძე

2016-12-24 09:30:19

„საკონსტიტუციო კომისია პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქმიანობას ხვალ დაიწყებს და ახალი კონსტიტუციური მოდელის მიღებას ოთხი თვის ვადაში შეეცდება, რასაც ექსპერტები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. კონსტიტუციონალისტები ვარაუდობენ, რომ კომისიას მუშაობისთვის ოთხი თვე არ ეყოფა, ირაკლი კობახიძე კი, განსაზღვრულ დროს რეალისტურად უყურებს. როგორც for.ge-ს კობახიძემ განუცხადა, როცა ვადაზე იყო საუბარი, ბუნებრივია, მმართველ გუნდს ეს ვადა ჰაერიდან არ მოუტანია. მისი თქმით, ოთხ თვეში კონსტიტუციის გადახედვა რეალისტურია, თუმცა იმ შემთხვევაში თუკი, პროცესის ხარისხს საფრთხე შეექმნება, ასეთ ვითარებაში, ვადის გადახედვას წინ არაფერი არ დაუდგება“.

ნანახია - 2601

კომენტარები - 0

„ევროპას ვერ გადაუწყვეტია, გაამკაცროს კანონმდებლობა თუნდაც ადამაინის უფლებების ხარჯზე, თუ - არა“

„ევროპას ვერ გადაუწყვეტია, გაამკაცროს კანონმდებლობა თუნდაც ადამაინის უფლებების ხარჯზე, თუ - არა“

თამთა ქარჩავა

2016-12-23 14:15:57

კანონმდებლობის გამკაცრება და სპეცსამსახურების მუშაობის გააქტიურება, თავისთავად ბადებს კითხვას - სად გაივლის ზღვარი ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოებას შორის. ეს პრობლება არსებობს და სწორედ ამიტომ, ევროპელები თავს იკავებენ. თუ ვლაპარაკობთ სპეცსამსახურების გააქტიურებაზე, მათ შორის კანონმდებლობის შეცვლაზე, თავისთავად ეს გულისხმობს, ეთნიკურ და რელიგიური უმციერესობების კონტროლს. თუ შეიზღუდება მათი უფლებები, იქნება მეტი კონტროლი და შეიძლება მოხდეს ადამიანის უფლებების დარღვევა, მათი მხარიდანაც არ დააყოვნებს ადეკვატური რეაქცია. ჩვენ გვახსოვს რა მოხდა საფრანგეთში რამდენიმე წლის წინ, როდესაც მუსლიმი არასრულწლოვანი საფრანგეთის მოქალაქე მოკლეს“.

ნანახია - 2406

კომენტარები - 3

„ქართულ პოლიტიკაში ითვლება, რომ რაც უფრო მკვახედ ილაპარაკებ ოპოზიციაზე, მით უფრო ვაჟკაცი ხარ“

„ქართულ პოლიტიკაში ითვლება, რომ რაც უფრო მკვახედ ილაპარაკებ ოპოზიციაზე, მით უფრო ვაჟკაცი ხარ“

თამთა ქარჩავა

2016-12-23 09:15:54

„ბალასტი თუ გაქვს, გამოდის, რომ მანამდეც გქონდა ბალასტი. ეს არ არის შესატყვისი ტერმინი, არ ასახავს ოპტიმიზაციას, ეს არის შეცდომა. მინისტრმა თვითონ განმარტა, რომ ბალასტში გულისხმობდა იმ პოლიციელებს, რომლებიც ლახავენ ამ სამინისტროს რეპუტაციას, მაგრამ ვინც რეპუტაციას ლახავს, ის შემცირებასთან არანაირ კავშირში არ არის. ბალასტი თუ გქონდა, მანამდეც უნდა გაგენთავისუფლებინა. მინისტრმა არასწორი ტერმინი გამოიყენა, რაც სწორი არ არის და ეს არის პრეს-სამსახურის პრობლემა. როდესაც მინისტრი გამოდის საჯაროდ, სიტყვებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა“.

ნანახია - 2430

კომენტარები - 2

„ძნელად, მაგრამ ქვეყანა შეიძლება დაადგეს აღმავლობის გზას“

„ძნელად, მაგრამ ქვეყანა შეიძლება დაადგეს აღმავლობის გზას“

ლალი ზირაქიშვილი

2016-12-22 14:00:09

„თუ ქართული ეკონომიკა განვითარდებოდა იმის შესაბამისად, როგორც ეს ქვეყნის განვითარების კონცეფციაში იყო მოცემული, დროთა განმავლობაში ერთი დოლარის ღირებულება 4 ლარის ფარგლებში იმერყევებდა. ეს ხელოვნურად კი არ ხდება, არამედ მზარდი ეკონომიკის პირობებში, გაზრდილი წარმოებისა და მომსახურების ხარჯზე, გაზრდილი ფულის მასის, გაზრდილი ხელფასების, მოგების ხარჯზე, რომელიც იძლევა იმის სტიმულს რომ ყველაფერი კვლავ განვითარდეს. დღეს ეკონომიკა კვდება, ფაქტობრივად, განადგურების პირას არის. ის სტატისტიკა, რასაც გვეუბნებიან, სასტუმროები და ა.შ. არასერიოზულია, - არც ერთი ქვეყანა მხოლოდ ტურიზმით არ გამდიდრებულა და განვითარებულა“.

ნანახია - 3360

კომენტარები - 35

პოლიტიკური ბედის ირონია - ნაციონალები იმას ითხოვენ, რასაც ადრე თავად უარყოფდნენ

პოლიტიკური ბედის ირონია - ნაციონალები იმას ითხოვენ, რასაც ადრე თავად უარყოფდნენ

თეონა მანაგაძე

2016-12-22 11:30:35

„უმრავლესობა ამის საჭიროებას ვერ ხედავს, ჩვენ ვხედავთ. მინისტრებმა საზოგადოებას ანგარიში უნდა ჩააბარონ, რათა ხალხმა წინ გაიხედოს, რა ელოდება და უახლოესი თვეების განმავლობაში, როგორი იქნება გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფი. მინისტრებს მოვიწვევთ და სამწუხაროა, რომ უმრავლესობა ამის საჭიროებას ვერ ხედავს. მათ ადგილზე რომ ვიყო, იმას რასაც ოპოზიცია აკეთებს, უმრავლესობიდან გავაკეთებდი, რომ მოსახლეობისთვის დამენახებინა, ამ ქვეყანაში ის ადამიანები არსებობენ, რომელთაც გაჭირვება აწუხებთ“.

ნანახია - 1785

კომენტარები - 16

„სააკაშვილის ინფორმატორები თუ ელისო კილაძე და ახალაიას ფლანგია, ინფორმაცია უნდა გადაამოწმოს“

„სააკაშვილის ინფორმატორები თუ ელისო კილაძე და ახალაიას ფლანგია, ინფორმაცია უნდა გადაამოწმოს“

თეონა მანაგაძე

2016-12-22 09:10:07

„სამწუხაროა, რომ სააკაშვილი პარტიის რყევის რეჟიმშია გადასული. ჩვენი ამოცანა პარტიის შენარჩუნება, ერთიან ფასეულობებზე ყოფნა და პარტიის განვითარებაა. პარტიის გახლეჩისთვის ხელი არც ერთ ეტაპზე არ შეგვიწყვია და შეურაცხყოფა არავისთვის მიგვიყენებია, მათ შორის, არც მიხეილ სააკაშვილისთვის. ჩვენ პარტიის განვითარების გეგმაზე ვსაუბრობთ, რის გარეშეც ივანიშვილს ვერ დავამარცხებთ. სამწუხაროდ, სააკაშვილმა პარტიის განვითარება და ჩვენი ხედვა უსაფუძვლოდ აღიქვა, როგორც მის წინააღმდეგ ბრძოლა და ახლა ბრალდებებს ისვრის და დაკავებულია პარტიის რყევით, რაც შედეგს მხოლოდ ივანიშვილს მოუტანს“.

ნანახია - 2522

კომენტარები - 4

„საბიუჯეტო თანხებს ვერ ითვისებენ და ახლა დააანონსეს, რვა მილიარდ ლარს აითვისებენ - ეს როგორ?“

„საბიუჯეტო თანხებს ვერ ითვისებენ და ახლა დააანონსეს, რვა მილიარდ ლარს აითვისებენ - ეს როგორ?“

თეონა მანაგაძე

2016-12-21 12:00:53

„ეშმაკი დეტალებშია. გუნდის შიგნით საუბარი იქნება, მაგრამ მე ჩემი პიროვნული დამოკიდებულება მაქვს. მგონია, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა იყოს. ჩვენს გუნდს ამ საკითხზე მტკიცე პოზიცია გააჩნდა და არ მგონია, ეს შეიცვალოს. პრეზიდენტი არჩევითი უნდა იყოს და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღევანდელ პირობებში მგონია, როცა ერთ პოლიტიკურ ძალას და უფრო სწორად ერთ ადამიანს, რომელიც ამ ძალაუფლებას აკონტროლებს, გააჩნია, როგორც შეუზღუდავი ძალაუფლება, ასევე ფინანსები. ამ პირობებში ხელისუფლების ნებისმიერი შტოს დამოუკიდებლობა ეს იქნება პრეზიდენტი თუ მასმედია, პირდაპირი გარანტია ქვეყანაში დემოკრატიისა და პოლიტიკური სტაბილურობის. ნებისმიერი დისბალანსის გამძაფრება შეიძლება ქვეყნისთვის დამღუპველი იყოს“.

ნანახია - 1397

კომენტარები - 13

ალეპოში მიმდინარე პროცესებმა საქართველოს პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

ალეპოში მიმდინარე პროცესებმა საქართველოს პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

თეონა მანაგაძე

2016-12-20 12:00:29

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ ამ ვითარებაშიც რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს. უკეთეს შემთხვევაში, ეს თავის წარმოჩენის მცდელობაა, რადგან საქართველოს არათუ განცხადების ნაწილში, არამედ კონკრეტული საქმიანობის ნაწილში მონაწილეობის სრული მზადყოფნა გააჩნია. გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაც არსებობს. პროცესებს შევაჯამებთ და გადაწყვიტილებას შემდეგ მივიღებთ, პარლამენტს თუ რა სახის რეაგირება უნდა ჰქონდეს, რადგან ნაციონალების განცხადებები პოპულიზმისგან შორს არ ყოფილა და ეს გამოცდილებამაც აჩვენა. ბევრ საკითხზე მისაღები განცხადება ნაციონალების მხარდამჭერის გარეშე დარჩა, მაგრამ არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი უყურადღებოდ არ გაგვიშვია. არ უნდა დავუშვათ, რომ პარლამენტი პოპულისტური განცხადებების გაკეთების ადგილად იქცეს“.

ნანახია - 1186

კომენტარები - 2

„თუ პოლიტიკაში დარჩენა უნდათ, ხელის გულზე უნდა ატარონ კვირიკაშვილი გუნდის დანარჩენმა წევრებმა“

„თუ პოლიტიკაში დარჩენა უნდათ, ხელის გულზე უნდა ატარონ კვირიკაშვილი გუნდის დანარჩენმა წევრებმა“

თამთა ქარჩავა

2016-12-19 09:30:16

„ზოგადი ფორმულა იციან, რომ რადგან თვითონ არიან მთავრობაში, ამიტომ უნდა იძახონ, რომ ყველაფრი კარგად არის. მაგრამ თუ ყველაფერი კარგად არ არის, როგორ უნდა დაიკავონ თავი ისე, რომ თან საქმე არ გააფუჭონ, თან კარგი იერი შეუნარჩუნო ხელისუფლებას, მაგდენი არ იციან. პიარის ცუდად ცოდნა არის ის, რაზედაც ახლა მოგახსენებთ. ისევე როგორც მაღალი ხელფასები და პრემიები უნდა დაინიშნონ, ესეც პიარის ცუდად ცოდნაა. ცნობილი ისტორიაა - ომის დროს ინგლისის დედოფალმა ბუხარი არ დაანთებინა, სხვები ჩემთან კვამლს რომ დაინახავენ, რას იფიქრებენო - ეს პიარსვლა იყო. რასაც ინგლისის დედოფალმა გაუწია ანგარიში, გაითვალისწინეთ, რომ ეს პიარი ამათმა არ იციან“.

ნანახია - 3114

კომენტარები - 0

„თუ დროულად არ გამოვფხიზლდით, ძნელი სათქმელია, რით დასრულდება ეს ყველაფერი“

„თუ დროულად არ გამოვფხიზლდით, ძნელი სათქმელია, რით დასრულდება ეს ყველაფერი“

ლალი ზირაქიშვილი

2016-12-16 19:00:43

„სსფ-ს მითითებებით შემოფარგვლა არ მგონია, წაადგეს ქვეყნის განვითარებას. გაცილებით საინტერესოდ მეჩვენება ახალი ხედვები დასავლეთისგან, რომელიც საკმაოდ სწრაფად მოვიდა საქართველომდე, მაგრამ რომელსაც, რატომღაც, არ დახვდა შესაბამისი ნიადაგი. მსოფლიოში ინდუსტრიული პერიოდი, რომელიც ტექნოლოგიური რევოლუციებით ხასიათდება, მთავრდება. ამერიკაში ტრამპის ფაქტორიც იმაზე მეტყველებს, რომ უკვე დროა, დავიწყოთ ფიქრი ახალ ეპოქაზე, უნდა ვიფიქროთ არა ტურიზმსა და მომსახურებაზე დაფუძნებულ, არამედ ინდუსტრიულ განვითარებაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე“.

ნანახია - 2073

კომენტარები - 5

მარგველაშვილის პოლიტიკური არჩევანი

მარგველაშვილის პოლიტიკური არჩევანი

თამთა ქარჩავა

2016-12-16 15:30:14

„როგორც ჩანს, მაგრველაშვილი უკვე ემზადება. მარგველშვილის პოზიციაში რომ ჩავდგეთ, არ იქნება გასაკვირი ვიგულისხმოთ, რომ სამომავლოდ აპირებს პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას. ალბათ, ამ პოზიციიდან იმ ჯგუფებს შეარჩევს, რომლებიც მას უფრო მყარ საყდენს მისცემს, თორემ ჯფუფები, რომლებიც ლიდერებმაც კი დატოვეს, არა მგონია, რომ საყრდენად გამოადგეს მაგრველაშვილს. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ეს შეხვედრები არის კავშირების შენარჩუნება ამ წრეებთან, მაგრამ მეეჭვება, რომ ეს შეხვედრები მომავალი პოლიტიკუგრი გუნდის შექმნას უკავშირდებოდეს“.

ნანახია - 2121

კომენტარები - 17

სარეკლამო ბანერი
1000 X 80