„საქართველოს ნატოში გაწევრიანება წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“

თამთა ქარჩავა
2018-03-23 14:30:20
„ტერიტორიები ოკუპირებულია, ასე რომ, შეუძლებელია საქართველოს ნატოში გაწევრიანება ისე, რომ ამ ტერიტორიებზე დროებით მაინც არ გავრცელდეს მე-5 მუხლი. შეიძლება ვიდავოთ, რომ წარსულში არსებობდა მსგავსი პრეცედენტი და მაგალითად გერმანია მოიყვანოთ, მაგრამ გერმანიის შემთხევაში ცოტა განსხვავებული სიტუაცია იყო. აღმოსავლეთ გერმანია არ იყო ოკუპირებული ისე როგორც ოკუპირებულია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. საქართველოს შემთხვევაში ეს ვარიანტი არ იქნება შესაძლებელი, რადგან არ გაჩნდეს მინიშნების საფრთხე, რომ ეს ტერიტორიები დაკარგულია“.ნანახია - 2025
რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციას ნაციონალებმა და პატრიოტებმა მხარი არ დაუჭირეს

თამთა ქარჩავა
2018-03-21 20:01:07
„ძალიან უყურადღებოდ უსმენდით ჩემ გამოსვლას, რადგან აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთეთ. აქ არის ბევრი ადამიანი, ვინც მოისმინა ჩემი გამოსვლა, ასევე სტენოგრამას გადმოგცემთ სახსოვრად, რომ ასეთი რამ არ მითქვამს. მართალი გითხრათ, არც იმის მჯერა, ყველაფერი რომ ყოფილიყო გათვალისწინებული, რეზოლუციას მხარს დაუჭერდით. თქვენ უბრალოდ პოლიტიკური გაბედულება არ გაქვთ დღეს თან წამოღებული, რომ ამ რეზოლუციას მხარი დაუჭიროთ“.ნანახია - 2049
კომენტარები - 5
მოსამართლეთა უვადო გამწესება, შესაძლოა, დროებით შეჩერდეს

მარიამ თოდაძე
2018-03-21 18:30:17
„ნებისმიერი ცვლილება, რომელიც გირგვლიანის სახელით განხორციელდება უნდა მოიცავდეს სასამართლო სისტემის არსებითად გარდაქმნას. ანა ნაცვლიშვილის თქმით, სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მოსამართლეების სახელით, წლების განმავლობაში, უსამართლობას ფუთავდნენ და აფორმებდნენ სამართლიანობის სახელით. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, სასამართლო სისტემა უნდა გაჯანსაღდეს და მხოლოდ ასეთ პირობებში იქნება შესაძლებელი, რომ ქვეყანა დაცული იყოს სისტემური დანაშაულების გამეორებისგან“.ნანახია - 1658
კომენტარები - 2
დეპუტატები სხდომის გაცდენისთვის დაისჯებიან

მარიამ თოდაძე
2018-03-20 14:00:10
„ინიცირებული პროექტის მიხედვით, მხოლოდ იმის დაწერა, რომ დეპუტატი სხდომაზე ოჯახური პირობების გამო ვერ მოვა, დამაკმაყოფილებელი არ იქნება. ასეთ შემთხვევაში დეპუტატმა უნდა წარმოადგინოს კონკრეტული დოკუმენტი იქნება ეს სამედიცინო ფურცელი, ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან, თუ რაიმე უბედური შემთხვევის დამადასტურებელი ცნობა. ძალიან კონკრეტდება მიზეზები, რის გამოც პარლამენტის წევრს სხდომების გაცდენა შეიძლება საპატიოდ ჩაეთვალოს“.ნანახია - 1724
კომენტარები - 0
„ცნობილი რუსული გამოთქმაა - сам дурак- ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ რუსეთს სათქმელი არაფერი აქვს“

ლალი ზირაქიშვილი
2018-03-19 08:00:57
„საქმე მართლაც ძალზე სერიოზულადაა. ის განცხადებები, რომელიც გააკეთა დიდმა ბრიტანეთმა და ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა და გადაიდგმება, ასევე მხარდაჭერა რომელიც მას დასავლეთის სახელმწიფოებმა გამოუცხადეს, ნიშნავს იმას, რომ რუსეთის აღვირახსნილი საქციელი საერთაშორისო არენაზე უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. იმედი უნდა ვიქონიოთ, დასავლეთს ეყოფა გონიც და პოლიტიკური ნებაც, რომ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგან რუსეთის საქციელის აღსაკვეთად. ჯერჯერობით, უფრო მეტი განცხადებებია, ვიდრე რეალური ნაბიჯები, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ის შემთხვევაა, როდესაც რეალურ ნაბიჯებს უნდა ველოდეთ“.ნანახია - 2598
კომენტარები - 7
„საქართველო აღიქმება, როგორც აშშ-ის განსაკუთრებული პარტნიორი და ამას განსაკუთრებული დაფასება სჭირდება“

თამთა ქარჩავა
2018-03-17 09:00:36
„რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის რუსეთის კრემლის კამპანია, რომელიც მიმართულია დაასუსტოს დასავლური დემოკრატიები, რომელებიც იწყება ისეთ ადგილებში, როგორიც საქართველოა, უკრაინა და მოლდოვაა. თუმცა ჩვენ ვხედავთ, როგორ ფართოვდება ეს პოლიტიკა აშშ-მდე. მიზეზი, რატომაც გვჭიდება, კონგრესის მხარდაჭერის კონსოლიდაცია, არის ის, რომ ჩვენ არ გვჭიდება ვუპასუხოთ რუსებს, ჩვენ გვინდა უფრო ლოგიკური და კარგად გაგებული, ერთობლივი სტრატეგია, რომელიც რეალურად გააძლიერებს თავისუფლების ფრონტს და ეს ხაზი სწორედ საქართველოზე გადის“.ნანახია - 2529
კომენტარები - 9
რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციაზე შეთანხმება მიღწეულია

თამთა ქარჩავა
2018-03-16 19:27:28
„მთავრობა საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების მიმართ სანქციებს დათანხმდა. ყველა იმ პირმა, ვინც მოღვაწეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იქნება ეს პირდაპირ რუსეთის რეგულარული სტრუქტურების წარმომადგენლები თუ მარიონეტული სტრუქტურების წარმომადგენლები, უნდა იცოდეს, რომ თუ ის ჩაიდენს ან ხელს დააფარებს ასეთ დანაშაულს, მას სამიზნე ექნება დახატული შუბლზე და ის იქნება მთელი ცხოვრების განმავლობაში სამიზნე ამ სანქციების მთელ ცივილიზებულ სამყაროში“.ნანახია - 2353
კომენტარები - 2
ოპოზიცია კვირიკაშვილს პარლამენტში იბარებს

თამთა ქარჩავა
2018-03-16 09:30:16
„მე საგარეო საქმეებში და ქართულ პოლიტიკაში საკმაოდ დიდი ხანია ვარ. უამრავი განცხადება და დოკუმენტი მინახავს, ბევრის მომზადებაში მიმიღია მონაწილეობა და მინდა, ერთი რამ გაითვალისწინონ, განსაკუთრებით ყიჟინით აღსავსე ჩვენმა კრიტიკოსებმა - დოკუმენტების, განცხადებების წაკითხვას საკმაო გამოცდილება და ცოდნა სჭირდება. პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებაში გათვალისწინებულია უამრავი კონიუნქტურული მომენტი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან და რომელზეც ადამიანი საჯაროდ არ ისაუბრებს“.ნანახია - 2427
კომენტარები - 9
ჟენევის ფორმატის ცვლილება და აშშ-ის პოლიტიკური მხარდაჭერა კვირიკაშვილს

თამთა ქარჩავა
2018-03-15 08:30:46
„მიმაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს სწორი მიმართება ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ, რა თქმა უნდა, მას მხარს ვუჭერთ. ასეთი ტიპის ფორმატებში აუცილებელია, ჩართულნი იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ გადაწყვეტილების მიღების საშუალება. რა თქმა უნდა, მონაწილეებს სურთ პროგრესი, თუმცა გვჭირდება გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები. რაც შეეხება ჩვენს ჩართულობას, ამასთან დაკავშირებით გავივლით კონსულტაციებს პრემიერ-მინისტრთან, თუ სად ხედავს ჩვენ თავს“.ნანახია - 2668
კომენტარები - 6
„პრემიერის მიმართვაში ოპოზიციამ ამოიკითხა ისეთი დებულებები, რაც ტექსტში საერთოდ არ წერია“

თამთა ქარჩავა
2018-03-14 11:30:49
„როდესაც ადამიანს ტვინი გადაბრუნებული აქვს, ის ყველაფერს გადაბრუნებულად ხედავს. პრემიერი საუბრობს დიალოგზე აფხაზებთან და ოსებთან, აფხაზ და ოს ხალხთან, საზოგადოებასთან, ადამიანებთან და არა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტებთან. სად არის იქ მინიშნება ვირაცის სუბიექტად აღიარებაზე? ასეთი დილეტანტური და ტენდენციური შეფასებები ჩვენი ზოგიერთი ოპონენტის კვალიფიკაციაზე და ბევრ სხვა რამეზეც მიუთითებს“.ნანახია - 2618
კომენტარები - 2
„მიხეილ სააკაშვილი კრემლს კვიპროსის ვარიანტზე ევაჭრებოდა“

თამთა ქარჩავა
2018-03-14 08:30:46
„რაც შეეხება პრემიერის განცხადების შინაარსს, აბსოლუტურად ადეკვატური იყო. მტერთან მოლაპარაკება არ არის დასაძრახი. თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი კრემლს კვიპროსის ვარიანტზე ევაჭრებოდა. სააკაშვილი ამბობდა - თუ აფხაზეთში ამოქმედდებოდა კვიპროსის ვარიანტი, მზად იყო საქართველო ნატოს ჩამოეცილებინა. ამის შესახებ არსებობს როგორც დოკუმენტები, ასევე მისი გამოსვლები. საერთოდ, სააკაშვილი უფრო შორს მიდიოდა და თუ ღალატზეა ლაპარაკი, უმჯობესი იქნება სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა გაიხსენონ როგორ ევაჭრებოდა სააკაშვილი პუტინს“.ნანახია - 3287
კომენტარები - 5
„ჩვენი რუსოფილების გასაგონად მინდა ვთქვა, ის, რასაც რუსული მხარე აკეთებს, გვამის შეგინება ჰქვია“

თამთა ქარჩავა
2018-03-13 09:30:31
არა მგონია, პრემიერს ილუზია ჰქონდეს, რომ რუსეთი დაჰყვება მისი განცხადების „სირბილეს“ და ტატუნაშვილის გვამის გადმოცემაზე იზრუნებს. ვფიქრობ, ეს უფრო დასავლელის ყურისათვის საჭირო „დიპლომატიური ფიგურა“ იყო. თუმცა, ეს ვარაუდი დადასტურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ განცხადებას დასავლეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი დიპლომატიური შტურმი მოჰყვება, რომლის დროსაც ჩვენი დიპლომატები ამ განცხადების ხასიათს და რუსეთისა და მისი სატელიტების რეაქციას ჩვენს სასარგებლოდ გამოიყენებენ. ყველა სხვა შემთხვევაში ამ განცხადების სირბილე ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების უმწეობად იქნება აღქმული“.ნანახია - 2976
კომენტარები - 4
„ოპოზიციის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი არ მესახება - ძალიან რთულია, ინაშვილი და მელია გაერთიანდნენ“

მანანა ნოზაძე
2018-03-12 14:30:59
„ვერავითარ შემთხვევაში, ერთი მხრივ, „ნაცები“ და „ევროპული საქართველო“, ვერ გამონახავენ საერთო ენას. ხოლო, მეორე მხრივ, იქ მეორე ბანაკიცაა, „პატრიოტთა ალიანსის“ სახით, სადაც შეუძლებელია რაიმე კომპრომისზე საუბარი. ამას ემატება წვრილი ოპოზიციაც, რომლებიც ნამცეცებს ელოდებიან სუფრისგან. ისინი შეიძლება შეიერთოს ან ერთმა ბანაკმა, ან მეორემ, ან მესამემ. თუმცა ეს მაინც არ იქნება გაერთიანებული ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახელი შეიძლება დაირქვან. ასეთი პრაქტიკა გვქონდა საქართველოში, როცა რამდენიმე წვრილი პარტია გაერთიანდებოდა ხოლმე და დაირქმევდნენ რაღაც სახელს“.ნანახია - 2705
კომენტარები - 15
პრემიერი მზად არის თავად ჩაერთოს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში

თამთა ქარჩავა
2018-03-10 09:30:34
„ამჟამად ჩვენს წინაშე არის არჩევანი - აღნიშნულ თარიღს შევხვდეთ ურთიერთბრალდებებითა და მწვავე განცხადებებით, რომელთა ნაკლებობა ამ წლების განმავლობაში ნამდვილად არ იყო, ან გადავდგათ გონივრული, თუნდაც მცირე ნაბიჯები ამ მოჯადოებული წრიდან ჩვენი ურთიერთობების გამოსაყვანად. ჩვენ ადრეც განვაცხადეთ და კვლავ ვადასტურებთ, რომ დაინტერესებულნი ვართ მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზაობა“.ნანახია - 3619
კომენტარები - 70
გზავნილი ბრიუსელიდან - „საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე არ ემუქრება“

კომენტარები - 26