პოლიტიკა
პოლიტიკა

საქართველოს მოსახლეობა სტაბილურად რჩება ევროკავშირის და ნატო-ს მომხრედ

საქართველოს მოსახლეობა სტაბილურად რჩება ევროკავშირის და ნატო-ს მომხრედ

თამთა ქარჩავა

2017-01-17 09:30:54

„სასურველია, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ის განცდა, რომ ამ მიმართულებით სიტუაცია უმჯობესდება. ამის განცდა რომ არ არის, ეს არის პრობლემა. ძალიან ძნელი სათქმელია როგორ უნდა განაწყოს ოპტიმისტურად მომავლის მიმართ მოქალაქე სახელწიფომ ან კერძო სექტორმა, რადგან ეს ძალიან ბევრ კომპონენტს მოიცავს და მათ შორის საზოგადოებასთან ურთიერთობაში. საზოგადოებასთან ურთიერთობაში და ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ვხედავ პრობლემას, რომ საზოგადოება პესიმისტურად არის განწყობილი. ვიცით, რომ რაღაცა შენდება, რაღაცა იქმნება, მაგრამ ეს რაღაცა საზოგადოებამდე მიტანილი არ არის საიმისოდ, რომ მათ თავიანთ ქვეყანაზე წარმოდგენა შავ ფერებში არ ჩამოუყალიბდეთ“.

ნანახია - 1174

კომენტარები - 1

„ის ხალხი არ ვართ, ვინც საკუთარ თავს თვითკმაყოფილებით უყურებს“

„ის ხალხი არ ვართ, ვინც საკუთარ თავს თვითკმაყოფილებით უყურებს“

თეონა მანაგაძე

2017-01-16 21:00:21

„ჩვენი ბრალია ის, რომ დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები ჩავატარეთ. ასეთი არჩევნები რომ არა, ის ადამიანები, რომლებიც გვაკრიტიკებენ, პარლამენტში არ იქნებოდნენ. ოპოზიციონერების განცხადებები საფუძველი არ არის იმისა, რომ მათთან თანამშრომლობა მთლიანად შევწყვიტოთ და რაიმე სხვა ალტერნატივა განვიხილოთ გარდა კონსტრუქციული გარემოსი, ოპონირების რეჟიმისა და პოლიტიკური დებატების, რომლის ადგილიც პარლამენტშია. შესაძლებლობებს ჯანსაღად ვაფასებთ, რაც ოპოზიციაშია და წინასწარი შეთანხმება არ არსებობს, რომ არასოდეს, არაფერზე კონსტრუქციულ რეჟიმში მსჯელობას იმ ადამიანებთან არ ვაპირებთ, რომლებიც პარლამენტში არიან“.

ნანახია - 1240

კომენტარები - 9

„საქართველო მრავალფეროვან რეგიონში დემოკრატიის კუნძულია“

„საქართველო მრავალფეროვან რეგიონში დემოკრატიის კუნძულია“

თეონა მანაგაძე

2017-01-16 18:00:10

„მათ თავიანთი შეფასებები აქვთ, რომელიც რეალობას აცდენილია და უფრო ზედმეტად პოლიტიზირებულია. ნაციონალები რეალობას ადეკვატურად ვერ აფასებენ. ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ არ აფასებენ. გული მწყდება, რომ ჩვენი ხელისუფლება მაინც ვერ ეღირსა იმას, რომ სწორი და ქვეყნის ინტერესებზე მიმართული ოპოზიცია ჰყოლოდა, ვისთანაც წარმატებული საპარლამენტო თანამშრომლობა შედგებოდა. ოპონენტებში მიმდინარე ქვე და ღია დინებების მიუხედავად, მათ რიტორიკას შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ, რადგან მათი დემაგოგია მიმართულია იმისთვის, რომ საქართველო იყოს არა თავის კუთვნილ ღირსეულ ადგილზე, არამედ გარკვეული ძალებისთვის ერთადერთ ინსტრუმენტად იქცეს იმ მიზნით, რომ რუსეთი მწვავედ გააღიზიანოს, ვის წინაშეც იგივე ხალხი ენის მოჩლექვით საუბრობდა“.

ნანახია - 1509

კომენტარები - 22

„გაუმჯობესების ტენდენციაზე მორალურად ვერ ვსაუბრობ, რადგან მთავარია, ადამიანი მაცივარს რომ გააღებს, რა დახვდება“

„გაუმჯობესების ტენდენციაზე მორალურად ვერ ვსაუბრობ, რადგან მთავარია, ადამიანი მაცივარს რომ გააღებს, რა დახვდება“

თეონა მანაგაძე

2017-01-16 12:00:35

„იმ მინუსებთან შედარებით, სადაც ჩვენი მეზობელი და პარტნიორი ქვეყნები იმყოფებიან, საქართველოს სიტყვა ეთქმის, მაგრამ მთავარია ის, ადამიანი მაცივარს რომ გააღებს, რა დახვდება და რა რესურსი აქვს, რომ ბავშვები გამოკვებოს. ამ თვალსაზრისით, ცუდი მდგომარეობა გვაქვს. გაუმჯობესების ტენდენციაზე მორალურად ვერ ვსაუბრობ, თორემ ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი წინ მიდის. სანამ იმ ადამიანების მასა დიდია, რომელთაც უჭირს, პოლიტიკოსებს საშუალება არ გვაქვს წარმატებაზე ვისაუბროთ. საცხოვრებელი ფართი რაც უფრო მეტ დევნილს მივეცით, დარჩენილი მასა მით უფრო გაღიზიანდა, რომ მათ რიგი არ უწევთ. საოკუპაციო ხაზის 16 სოფელში წყალი მივიდა და ქვეყანა წინ მიდის. იცით, გულწრფელობის აღარ მჯერა, რადგან არ მგონია, რომ გოცირიძეს შენიშვნები რაიმე სიკეთისთვის სჭირდება. ამის მიზანი უფრო პანიკის დათესვა და წყლის ამღვრევა მგონია, რომ რაიმე პოლიტიკური დივიდენდი ჰქონდეთ“.

ნანახია - 1271

კომენტარები - 1

მსოფლიო პოლიტიკის ამერიკელი მაჩო

მსოფლიო პოლიტიკის ამერიკელი მაჩო

თამთა ქარჩავა

2017-01-16 09:10:58

„საქართველოს სტუმრობდა გავლენიან ამერიკელ სენატორთა ჯგუფი, მათ შორის, აშშ–ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ხელმძღვანელი ჯონ მაკკეინი, რომელმაც ახალი წელი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამავალ საოკუპაციო ხაზთან გაატარა. საგულისხმოა, რომ საქართველოში სტუმრად მყოფი კონგრესმენები „რესპუბლიკურ პარტიაში“ ამერიკის ახალი პრეზიდენთან ყველაზე მკვეთრად დაპირისპირებულ ფრთას წარმოადგენენ. საახალწლო ვიზიტიც მათ, სწორედ, იმ ქვეყნებში განახორციელეს, რომელთა საკუთარი გავლენის სფეროში დაბრუნება რუსეთს ყველაზე მეტად სურს და რასაც, შესაძლოა, ტრამპი არც შეეწინააღმდეგოს. ამ ქვეყანათა რიგებში საქართველო, უკრაინა და მოლდოვაც ყვებიან. ამ ვიზიტით კი მაკკეინმა და მისმა კოლეგებმა, ერთგვარი წითელი ხაზი გაავლეს ტრამპთან, რომლის გადაკვეთის უფლებასაც მას არ მისცემენ“.

ნანახია - 2539

კომენტარები - 63

„ზოგიერთი ცხვრის ტყავშია გადაცმული და თავი „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად მოაქვს“

„ზოგიერთი ცხვრის ტყავშია გადაცმული და თავი „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად მოაქვს“

თეონა მანაგაძე

2017-01-15 22:09:53

„კომიტეტში არჩევნები ყველანაირი წესის დაცვით ჩატარდა და ექსცესებს ადგილი არც ერთი მხრიდან არ ჰქონდა. ანუ, ისეთი რაღაც არ მომხდარა, რაც არჩევნებს ხელს შეუშლიდა. ჩემდა გასაკვირად, წინასაარჩევნო პერიოდში ისეთი ადამიანების აქტივობა ვნახე, რომლებიც ჩვენი გუნდის წევრებად მოიაზრებიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინი ჩვენი გუნდის წევრები არასოდეს არ ყოფილან. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ცხვრის ტყავში გადაცმულები არიან და თავი გუნდის წევრებად მოაქვთ. ისეთი ადამიანები არსებობენ, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ნაციონალებთან კარგ ურთიერთობაში და ტანდემში იყვნენ, ფულსაც აკეთებდნენ და ჩვენ ქვებს გვესროდნენ“.

ნანახია - 1528

კომენტარები - 4

„გუნდურობის მიუხედავად, კრიტიკული აზრის პირველი გამხმოვანებლები ჩვენ ვიქნებით და ერთ ხმაში არ ვილაპარაკებთ“

„გუნდურობის მიუხედავად, კრიტიკული აზრის პირველი გამხმოვანებლები ჩვენ ვიქნებით და ერთ ხმაში არ ვილაპარაკებთ“

თეონა მანაგაძე

2017-01-13 14:00:08

„როცა კომისიის თავმჯდომარეობაზეა საუბარი, პრეზიდენტი ერთ-ერთი თანათავმჯდომარე ვერ იქნებოდა, რადგან გარკვეული სიმბოლიზმი არსებობს, რაც მოცემული დღევანდელი კონსტიტუციით გვაქვს და ქვეყანაში ის პირველი პირია. ამიტომ იურიდიული ლოგიკით, პირველი პირი პარლამენტის თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო და თანათავმჯდომარე პრემიერ-მინისტრი უნდა ყოფილიყო, რაც იურიდიული ნონსენსი გამოდიოდა, რადგან საკონსტიტუციო საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების უფლება საპარლამენტო უმრავლესობას აქვს. შესაბამისად, ერთ-ერთი, რიგითი თანათავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარე ვერ იქნებოდა. ანუ, იურიდიულად ყველაფერი სწორად დალაგებული რომ ყოფილიყო, კომისიის თავმჯდომარე პარლამენტის თავჯდომარე უნდა ყოფილიყო და კომისია საპარლამენტო ფორმატში, პარლამენტის წიაღიდან უნდა შექმნილიყო“.

ნანახია - 1377

კომენტარები - 5

„რეანიმაციაში ვიყავით, პალატაში გადმოვედით და მალე გარეთაც გავალთ“

„რეანიმაციაში ვიყავით, პალატაში გადმოვედით და მალე გარეთაც გავალთ“

თეონა მანაგაძე

2017-01-13 10:00:52

„როცა ასეთი ტიპის რეფორმაზე მიდიხარ, საზოგადოების მხრიდან სულ მცირე თანადგომის და გააზრების გრძნობა უნდა გქონდეს, რომ ეს ნაბიჯები შენი სიკეთისთვის იდგმება. ზოგიერთი რეფორმა იმიტომ არ ხორციელდება, რომ მას დაზარალებული მხარე ჰყავს. თუკი დაზარალებული მხარე დიდი დოზისაა, მაშინ რეფორმა წინ ვერ მიდის და იჭედება. ჩვენ დასაჭერი ეს ბალანსი გვაქვს. ეკონომიკური „გენიოსების“ ხედვები მესმის იმის თაობაზე, ეს ნაბიჯები სწრაფი თუ რატომ ვერ იქნება, მაგრამ ადამიანების განათლების დონეს ვითვალისწინებ. ჩვენი დევიზია, მოდით, ყველანი ერთად წავიდეთ“.

ნანახია - 2754

კომენტარები - 14

ერთი მედლის ორი ბნელი მხარე

ერთი მედლის ორი ბნელი მხარე

თეონა მანაგაძე

2017-01-12 23:40:08

„სააკაშვილი ლიდერობის ღირსი არ არის. ეს პარტია მიხეილ სააკაშვილს არ შეუქმნია, ის ამ პარტიის პირველი თავმჯდომარე იყო, მაგრამ პარტია ძალიან ბევრმა თავისუფალმა და ძლიერმა ადამიანმა შექმნა. მათი ნაწილი ციხეში იმყოფება. მათ შორის პარტიის გენერალური მდივანი... ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი და მისი არაფორმალური მმართველობა. მიხეილ სააკაშვილი არის დღეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა. მიხეილ სააკაშვილი თითოეული ჩვენგანისთვის ადამიანური ტკივილია. ეს ადამიანი ლიდერობას აღარ ასხივებს. ამას გულის ტკივილით ვამბობ, რადგან ეს მიხეილ სააკაშვილი არ არის, რომელიც ლიდერობას ასხივებდა და რომელიც, 2002 წელს, ხალხს იმედს აძლევდა“.

ნანახია - 1694

კომენტარები - 8

„ამ დაპირისპირებაში მთავარია, ვის როლს შეასრულებს ბატონი სააკაშვილი – ლენინის თუ ტროცკის“

„ამ დაპირისპირებაში მთავარია, ვის როლს შეასრულებს ბატონი სააკაშვილი – ლენინის თუ ტროცკის“

თამთა ქარჩავა

2017-01-12 19:00:07

„საზოგადოება გაარკვიონ, საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნების რა პერსპექტივა აქვს ბატონ სააკაშვილს. თუ ეს საკითხი არ გადაწყდა, მოსწონს ვინმეს თუ არა, დაცინვის საგანი გახდება ის ნაწილი, რომელიც თვლის, რომ სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში რაიმე სერიოზული როლის შემსრულებელი იქნება. საინტერესოა, რომ არა სკაიპი, როგორ განვითარდებოდა კარს მომდგარი ბოლშევიკების როლი. ყრილობა შედგება და შედეგიანი იქნება იმ კუთხით, რომ პარტია ბოლშევიკებად და მენშევიკებად გაყოფილი აღმოჩნდება. დიდი ალბათობით, ბოლშევიკები „ნაციონალურ მოძრაობად“ დარჩებიან, მენშევიკები კი, შესაძლოა, ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ გახდნენ. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ვნებს ქართულ პოლიტიკას და მხოლოდ პოლიტიკური პროცესების არასერიოზულობაზე მიგვანიშნებს“.

ნანახია - 2306

კომენტარები - 25

„მივედით ყრილობამდე, რომელიც სადამსჯელო მიტინგია“

„მივედით ყრილობამდე, რომელიც სადამსჯელო მიტინგია“

თეონა მანაგაძე

2017-01-11 20:30:54

„სააკაშვილმა ისიც კი არ გააკეთა - კარგით, ვერ ვთანხმდებით და ცივილიზებულად გავეყაროთო. მან გადაწყვიტა, რომ ტყუილი და რაღაც გარიგებები დაგვაბრალოს, რაც არსებითად მოღალატეობრივი ბრალდებაა. ასევე ყოფილი თანაგუნდელები დაგვარქვას, შეურაცხყოფა მოგვაყენოს და „პეროიანები“, „ბლანჟიანები“ გვეძახოს. პარტიიდან რაღაც ტიპის ინფორმაციები არ გაგვქონდა და არასოდეს არ გვიკადრებია, რომ შიდა სამზარეულოს გამოგვეტანა დაგვწეყო და რაც მთავარია, დამანხიჯებულად. თუ რატომ ვიჩხუბეთ, ამის თაობაზე იმ ადამიანებს კითხვის ნიშნები გაუჩნდათ, რომელთაც პარტიის ბედი აწუხებთ. სიტუაცია მივიღეთ და მივედით ყრილობამდე, რომელიც ტარდება არა იმიტომ ვიღაცამ რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს როგორც ეს დემოკრატიიულ ქვეყანაში ხდება, არამედ ყრილობამდე, რომელიც სადამსჯელო მიტინგია".

ნანახია - 2287

კომენტარები - 59

„მსოფლიოში ოთხი გავლენის ცენტრი შეიქმნება - ამერიკა, ჩინეთი, რუსეთი, ევროკავშირი და, სამწუხაროდ, - „დაიში“

„მსოფლიოში ოთხი გავლენის ცენტრი შეიქმნება - ამერიკა, ჩინეთი, რუსეთი, ევროკავშირი და, სამწუხაროდ, - „დაიში“

მანანა ნოზაძე

2017-01-09 12:00:56

„სწორედ ჩინეთ-ამერიკის ეპიცენტრი იქნება მთავარი დაპირისპირების არეალი. თავიანთი იდეოლოგიური და გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ჩინეთი და რუსეთი შეიძლება უფრო ახლოს დადგნენ და ბევრი საერთო შეხების წერტილი ნახონ ერთმანეთთან. კვადროპოლარულ სამყაროში შეიძლება მოხდეს, პირველი, ჩინეთისა და რუსეთის დამეგობრება და, მეორე, ევროკავშირისა და ამერიკის დაახლოება. თუმცაღა, შეიძლება დაიწყოს დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური თამაშებიც და მსოფლიო წესრიგი დაეფუძნოს წმინდა კლასიკური ტიპის ფორმატს. ანუ ოთხივე გავლენის ცენტრს ექნება საკუთარი ინტერესები და გავლენის ზონების ფარგლებში მოხდება ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება“.

ნანახია - 4200

კომენტარები - 40

რეზოლუცია მიღებულია, მარშანია კი ინტერესდება - „რა არის მიზანი - ნატო-ში შესვლა თუ სოხუმში შესვლა?!“

რეზოლუცია მიღებულია, მარშანია კი ინტერესდება - „რა არის მიზანი - ნატო-ში შესვლა თუ სოხუმში შესვლა?!“

თეონა მანაგაძე

2016-12-30 09:30:46

„ჩვენი მთავარი ამოსავალი ქვეყნის გამთლიანება უნდა იყოს. რა არის ჩვენი მიზანი - ნატო-ში შესვლა თუ სოხუმში შესვლა? რად გვინდა, ეს ნატო?! ნატო რად გვინდა, ქვეყანა რომ გავამთლიანოთ თუ როგორღაც შევიდეთ და ჯანდაბას, მერე როდესმე გაერთიანდება ქვეყანა?! იმ რეგიონებიდან რა დარჩება? თქვენ იცით, აფხაზეთში რა უმძიმესი და ტრაგიკული პროცესი მიმდინარეობს? - მთელი მოსახლეობა შიდსით და ტუბერკულოზით არის დაავადებული. ხელოვნურად არის შეცვლილი დემოგრაფიული სურათი და იქედან, მალე პოლიტიკურ განცხადებებს მივიღებთ - გესმით, რას გეუბნებით?“

ნანახია - 3240

კომენტარები - 40

ერთი-ორი, ერთი-ორი, შემცირებები...

ერთი-ორი, ერთი-ორი, შემცირებები...

თეონა მანაგაძე

2016-12-28 17:30:34

„კომპენსაცია 209 სამხედრო მოსამსახურეს - ოფიცერს მიეცა, მაგრამ ამ ეტაპზე, კადრების განკარგულებაში 160 სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. ამ პროცესის შედეგს უახლოეს მომავალში დავინახავთ, რაც თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ემსახურება. სტრუქტურული რეორგანიზაცია იმ სტანდარტებთან მიახლოებული უნდა იყოს, რომელიც რეკომენდებულია უცხოელების მიერ. ოპტიმიზაციის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ სტრუქტურული ერთეულების ოპტიმიზაცია მომხდარიყო და ეს საშტატო ერთეულებს შეხებოდა, რომელიც გაბერილიიყო. ეს პროცესი მტკივნეულია, მაგრამ გარდაუვალია“,

ნანახია - 2809

კომენტარები - 0

ფოფხაძე და კილაძე ერთმანეთს ვერ ეწყობიან, უმრავლესობა პოლიტიკური დილემის წინაშეა

ფოფხაძე და კილაძე ერთმანეთს ვერ ეწყობიან, უმრავლესობა პოლიტიკური დილემის წინაშეა

თეონა მანაგაძე

2016-12-28 09:20:06

გედევან ფოფხაძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე წინა მოწვევის პარლამენტშიც იყო და ის ამ თანამდებობიდან წასვლას არანაირი ალტერნატიული წინადადების სანაცვლოდ არ აპირებს. for.ge-სთან საუბარში ფოფხაძე აცხადებს, რომ არანაირი ალტერნატივა არარსებობს, რის გამოც, მან შესაძლოა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი დატოვოს. „არანაირი ალტერნატივა არ არსებობს, რომ აქედან სადმე წავიდე. თუ ასეთი ალტერნატივა იქნება, არ დავთანხდები, რადგან ამ კომიტეტში საქმიანობას ჩემთვის უფრო სტრატეგიულად და მნიშვნელოვანად მივიჩნევ”, - აღნიშნავს ფოფხაძე.

ნანახია - 3659

კომენტარები - 5

სარეკლამო ბანერი
1000 X 80