პოლიტიკა
პოლიტიკა

„ოცნების“ რჩეული მაია ცქიტიშვილია

„ოცნების“ რჩეული მაია ცქიტიშვილია

მართა ლაბაძე

2018-07-25 14:00:57

„როდესაც გენდერული ნიშნით იწყებ ამაზე ფიქრს, ამით ქალებს აყენებ შეურაცხყოფას. ანუ, ამით ქალებს რას ეუბნება კობახიძე – თქვენ კი არ იმსახურებთ, მაგრამ გადმოგიგდებთ ამ ინსტიტუტსო. არა იმიტომ, რომ იმსახურებთ, არამედ იმიტომ, რომ ქალები ხართ. აი, ეს არის ძალიან შეურაცხმყოფელი. გენდერულ პრობლემატიკაზე ირაკლი კობახიძეს ძალიან მახინჯი წარმოდგენა აქვს. მით უმეტეს როდესაც ასაკზე იწყებს ლაპარაკს, ეს არის ერთადერთი საკითხი, რაზეც ქალთან ლაპარაკი არ შეიძლება და ამ დროს ხაზს უსვამს, რომ ის უნდა იყოს ბებერი და უნდა იყოს ქალი. ანუ, წინასწარ შეურაცხყოფას აყენებს ინსტიტუსაც და ქალებსაც“.

ნანახია - 1998

კომენტარები - 5

„კუდიან დედაბერს ეძებენ? - სამარცხვინოა და გაუგებარი, ასე რომ ფიქრობდე, ხმამაღლა მაინც როგორ უნდა თქვა?!“

„კუდიან დედაბერს ეძებენ? - სამარცხვინოა და გაუგებარი, ასე რომ ფიქრობდე, ხმამაღლა მაინც როგორ უნდა თქვა?!“

ლალი ზირაქიშვილი

2018-07-25 12:00:25

„დღევანდელი მოცემულობით არც ერთ ოპოზიციურ პარტიას შანსი არ აქვს, რომ ხელისუფლებას მოუგოს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კრიზისული მომენტები მხოლოდ ხელისუფლებაში კი არ არის, არამედ მთლიანად, პოლიტიკური ელიტაა გაკოტრებული, პოლიტიკური ელიტის კრიზისია, როგორც სახელისუფლებო, ასე ოპოზიციური. შესაბამისად, ამომრჩეველს არ აქვს არჩევანი - ცუდსა და უარესს შორის არის ასარჩევი, კარგ არჩევანს ვერ ხედავს. ნეგატიურ არჩევნებს კი მხოლოდ რესურსები იგებს და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას იტყვის და რას შეპირდება - გადაიხადე და გადმოგიგდებ - დაახლოებით ამ ტიპის არჩევნები იქნება“.

ნანახია - 1822

კომენტარები - 0

„დემოკრატიული ღირებულებები უფრო ადრე და სწრაფად იკიდებს ფეხს ქვეყანაში, ვიდრე მას ეწევა ეკონომიკა“

„დემოკრატიული ღირებულებები უფრო ადრე და სწრაფად იკიდებს ფეხს ქვეყანაში, ვიდრე მას ეწევა ეკონომიკა“

მარიამ თოდაძე

2018-07-25 00:15:58

„შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილი თავადაც იცავდა იმ პოზიციას, რომ ბანკებთან დაკავშირებით რეგულაციები უფრო ადრეც უნდა შემოღებულიყო. ერთ-ერთი ძირითადი და მძიმე კითხვა, რომელიც გუნდთან შეხვედრაზე კვირიკაშვილის და ქუმსიშვილის მიმართ დაისვა, იყო ინფორმაციის დაფარვა. თურმე, ქუმსიშვილი და კვირიკაშვილი მალავდნენ სავალუტო ფონდის კვლევას. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი და მძიმე შეკითხვა გუნდთან შეხვედრაზე. სწორედ ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე“.

ნანახია - 1641

კომენტარები - 20

„საკითხავია, ვართ კი ჩვენ მზად, რომ მცირე მთავრობა გვყავდეს?“

„საკითხავია, ვართ კი ჩვენ მზად, რომ მცირე მთავრობა გვყავდეს?“

თამთა ქარჩავა

2018-07-23 21:00:36

„მცირე მთავრობა სრულიად სხვა კონცეფციაა და არა მექანიკური შემცირება, ან გაზრდა. ვიცოდი, რომ წარმოდგენილი მცირე მთავრობის კონცეფცია არ მოიტანდა შედეგს და არ მოიტანს. მცირე მთავრობა ნიშნავს, რომ გარკვეული უფლებამოსილებების დელეგირება ხდება ცენტრიდან რეგიონებში, მთავრობის სტრუქტურებიდან კერძო სექტორში და ა.შ. როდესაც ქვეყანაში ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს სოციალურ პროექტს, როდესაც კულტურის სამინისტრო თეატრს და კინოს აფინანსებს და ეს ყველაფერი ბიუჯეტიდან ხორციელდება, რომელ მცირე მთავრობაზეა ლაპარაკი?!

ნანახია - 1537

კომენტარები - 6

„ოცნებას“ ურჩევნია, დაასახელოს მისგან მეტ-ნაკლებად დისტანცირებული, მაგრამ ავტორიტეტის მქონე სუბიექტი“

„ოცნებას“ ურჩევნია, დაასახელოს მისგან მეტ-ნაკლებად დისტანცირებული, მაგრამ ავტორიტეტის მქონე სუბიექტი“

მანანა ნოზაძე

2018-07-23 14:00:29

„მარგველაშვილმა „ოცნება“ კი არ დააყენა დარტყმის ქვეშ, არამედ გაჭედა სახელმწიფო სისტემის ნორმალური ფუნქციონირება იმ თვალსაზრისით, რომ პრეზიდენტი ოპოზიციაში ჩაუდგა საკუთარ მთავრობას, რაც გაუგონარი სისულელე იყო ასეთი პოლიტიკური წყობის, საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში. ეს უცნაური რამ არის და ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. სალომეს კი ეყოფა პოლიტიკური კულტურაც, გამოცდილებაც, განათლებაც, შორსმჭვრეტელობაც და ალღოც, რომ ასეთი რამ არ გააკეთოს. გააჩნია, თუკი „ოცნება“, თავის მხრივ, ისეთ საქციელს არ ჩაიდენს, რომ იძულებული გახდება სალომე, ასე იმოქმედოს“.

ნანახია - 1489

კომენტარები - 3

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს

თამთა ქარჩავა

2018-07-23 12:00:27

„არ გამოვრიცხავ უმრავლესობის დაშლას, მაგრამ ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ და მის აღმასრულებელ ხელისუფლებას საფრთხე არ ემუქრება. იმიტომ, რომ 76 დეპუტატი დარჩებათ, რაც სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მთავრობა დააკომპლექტონ. საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავენ, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ არც სჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლსობა. შესაბამისად, ახალი პარტიის შექმნა, ზოგადად, პოლიტიკურ კრიზისს ვერ გამოიწვევს. პარტია დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად დაიშლება, მაგრამ ეს არ მოგვცემს არაფერს“.

ნანახია - 1953

კომენტარები - 5

„ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გარეშე „ნაციონალური მოძრაობა“ გავა მეორე ტურში, რომელსაც მერე დალეწავს დაფშვნის, დააუთოებს „ქართული ოცნება“

„ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გარეშე „ნაციონალური მოძრაობა“ გავა მეორე ტურში, რომელსაც მერე დალეწავს დაფშვნის, დააუთოებს „ქართული ოცნება“

ლალი ზირაქიშვილი

2018-07-19 12:00:13

„ნაძალადევის შუალედურ არჩევნებზე როდესაც მე წარმოვადგენდი რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას, მივაღწიეთ იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გავასწარით პირველ ტურში, ხოლო ხელისუფლებამ ვერ მიიღო 50% - მაშინ თამარ კორძაია იყო ხელისუფლების კანდიდატი და დაახლოებით 40%-მდე აიღო. მსგავსი რამ მოხდა ირმა ინაშვილის შემთხვევაში საგარეჯოში. ანუ დადასტურებულია, რომ თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია გამოვა ერთიანი კანდიდატით, ჩვენ ვუგებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, გავდივართ მეორე ადგილზე და ინიშნება მეორე ტური. მეორე ტურში კი გვაქვს მოგების მაღალი შანსი“.

ნანახია - 1963

კომენტარები - 17

ოპოზიციის არაადეკვატურობის კოეფიციენტი

 ოპოზიციის არაადეკვატურობის კოეფიციენტი

მანანა ნოზაძე

2018-07-19 09:00:27

„გრიგოლ ვაშაძის დასახელება კლინიკურ-კომიკურ სიტუაციაში გადადის. ამას უკვე მდაბიო იუმორის მქონე „ვანოს შოუსაც“ ვეღარ დავარქმევთ. ელემენტარულად, რუსეთის მოქალაქესა და ყოფილ საბჭოთა სპეცსამსახურებთან მოთანამშრომლე გრიგოლ ვაშაძეს ბევრად სჯობს გიორგი მარგველაშვილი თუნდაც იმიტომ, რომ ის რუსეთის მოქალაქე მაინც არ არის და რუსეთის სპეცსამსახურებთან მარგველაშვილს ურთიერთობა არ ჰქონია. აგვისტოს ომიდან სამ თვეში მარგველაშვილი, ვაშაძის მსგავსად, წერილებს არ სწერდა რუსეთის კულტურის მინისტრს ალექსანდრე ავდეევს და თანამშრომლობას არ სთავაზობდა“.

ნანახია - 1952

კომენტარები - 5

რა საერთოა ე.წ. ტრაქტორების, კაბელების და ე.წ. „კვირიკაშვილის შავი სიის“ საქმეებს შორის

 რა საერთოა ე.წ. ტრაქტორების, კაბელების და ე.წ. „კვირიკაშვილის შავი სიის“ საქმეებს შორის

მართა ლაბაძე

2018-07-18 19:00:19

„როგორ უნდა დავიჯეროთ მე ან საზოგადოებამ, რომ 20 დღის წინ, დიმიტრი ქუმსიშვილის გადადგომიდან 10 დღეში, მიუვიდა გამომძიებელს სამუშაო მაგიდაზე იმ ტიპის ქაღალდი, რომ მასთან კითხვა გაუჩნდა?! ამ პროცესში, პირველ რიგში, შემაშფოთებელი და გასაანალიზებელია ის, თუ როდის ხდება ბატონი ქუმსიშვილის დაბარება გამოკითხვაზე თუ გასაუბრებაზე, როდის ეძახიან მას პროკურატურაში პასუხების მისაღებად - როდესაც ის პოლიტიკურად აღარ არის წონიანი ფიგურა, აღარ ჰყავს მფარველი“.

ნანახია - 1890

კომენტარები - 7


სარეკლამო ბანერი
1000 X 80