საზოგადოება
საზოგადოება

„ვინც კომკავშირულად და კომუნისტურად აზროვნებს, მისთვის მონარქიის გაგება რთულია“

„ვინც კომკავშირულად და კომუნისტურად აზროვნებს, მისთვის მონარქიის გაგება რთულია“

მანანა ნოზაძე

2017-06-24 16:00:58

„ჩვენი პრობლემა დღეს არის მონარქის პიროვნება. მონარქის პიროვნებაზე კი ცალსახადაა დამოკიდებული მონარქიის პრესტიჟი საქართველოში. ასე რომ, პატრიარქის განცხადებაში ლოგიკა არის, პრაქტიკული გათვლაც არის, მაგრამ გადაულახავი დაბრკოლება ამ წუთში არის ის, რომ მონარქობის კანდიდატი არ გვყავს. შესაძლებელია ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით მუხრან-ბაგრატიონის შვილი აღიზარდოს ეკლესიასთან ახლოს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათი შთამომავლის ხარისხი ვიცით“.

ნანახია - 155

კომენტარები - 0

კონსტიტუციის პროექტი არ წარმოადგენს საზოგადოებრივი კონსესუსის პროდუქტს

კონსტიტუციის პროექტი არ წარმოადგენს საზოგადოებრივი კონსესუსის პროდუქტს

მამუკა გიორგაძე, პაატა კოღუაშვილი

2017-06-24 14:00:58

„კონსტიტუციის პროექტი ზღუდავს მოქალაქის შესაძლებლობას დაიცვას თავი ძალადობისაგან სახელმწიფოს მხრიდან. ადგენს მიმართებას არაფრით არშეზღუდულ სახელმწიფო ძალასა და არაფრით არდაცულ მოქალაქეს შორის. ნათელია, სამწუხაროდ ისიც, რომ კონსტიტუციის „შემსწორებლები“ ბრმა სიჯიუტით უგულებელყოფენ და ეწინააღმდეგებიან სწორედ იმას, რაშიც დასავლური დემოკრატიის თეორიისა და პრაქტიკის გაზიარება გვმართებს, და იმავდროულად ცდილობენ მისდიონ იმას, რასაც სახელმწიფოს, როგორც ეროვნული ნების, პარალიზაცია მოსდევს“.

ნანახია - 158

კომენტარები - 2

ბარლდებული დეკანოზი წმინდა ზიარების გარეშე დარჩა

ბარლდებული დეკანოზი წმინდა ზიარების გარეშე დარჩა

თამთა ქარჩავა

2017-06-24 11:30:22

„მთავარმა მოწმემ დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი უნდოდა მკვლელობისთვის. ვერც ერთმა მათგანმა ვერ ახსნა ის გარემოებები, რატომ ინტერესდებოდა ბრალდებული მსხვერპლის ორგანიზმში აღმოაჩენდა თუ არა საწამლავს ექსპერტიზა და ისევ ის გამოგონილი ოქრომჭედელი ახსენეს, თითქოს მისთვის უნდოდა ბრალდებულს ეს საწამლავი. ბრალდებული დაპირისპირებული იყო შორენა თეთრუაშვილთან, ყველაფერს აკეთებდა მისი დისკრედიტაციისთვის და საწადელს რომ ვერ მიაღწია, დაგეგმა მისი მკვლელობა“.

ნანახია - 240

კომენტარები - 0

„ევროპას ამერიკის გარეშეც შეუძლია თავის გატანა, თუკი ის ერთიანი იქნება“

„ევროპას ამერიკის გარეშეც შეუძლია თავის გატანა, თუკი ის ერთიანი იქნება“

მანანა ნოზაძე

2017-06-23 20:21:38

გერმანელი ქალბატონის მსგავსად ფიქრობს ემანუელ მაკრონიც. საფრანგეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროპას მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს- მჭიდრო ინტეგრაცია. მაკრონი აღიარებს, რომ ევრო უნაკლო არ არის და რეფორმას საჭიროებს, ამიტომ მაკრონს სურს, ევროზონის ქვეყნებმა ფისკალური კავშირი შექმნან. აზრთა თანხვედრის მიუხედავად, მაკრონს სწორედ ამ კონტექსტში არ ეთანხმება გერმანია. გერმანელები ფიქრობენ, რომ ფისკალური კავშირი ღარიბ ქვეყნებში ფულის გადინების წყარო გახდება და გერმანიას დააზარალებს.

ნანახია - 442

კომენტარები - 9

„საცხოვრებლად ცუდი ქალაქი გახდა თბილისი, განსაკუთრებით, ის რაიონები, რომლებიც ადრე პრესტიჟულად ითვლებოდა“

„საცხოვრებლად ცუდი ქალაქი გახდა თბილისი, განსაკუთრებით, ის რაიონები, რომლებიც ადრე პრესტიჟულად ითვლებოდა“

მანანა ნოზაძე

2017-06-23 13:30:08

„მშენებლობის მასშტაბი თბილისში ძალიან დიდია. არსებულ ბინებს კიდევ უამრავი ბინა ემატება და ამ ყველაფერს ჩვენ ვხედავთ. ბინებზე მოთხოვნა მაღალია, რადგან პარალელურად იზრდება დედაქალაქის მოსახლეობის რაოდენობაც. საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი თბილისში ცხოვრობს. ამ ფონზე ბევრი ადამიანი ხვდება, რომ ასეთ ეკოლოგიურ გარემოში ცხოვრებას უარყოფითი ზეგავლენა აქვს მათ ჯანმრთელობაზე. ამიტომაც ადამიანები ცდილობენ, თბილისის გარეთ გავიდნენ და შემოგარენიდან იარონ დედაქალაქში სამუშაოდ. ძველი და ახალი თბილისელები სწორედ ასეთი მიდგომით ცხოვრობენ“.

ნანახია - 742

კომენტარები - 2

ნატო–რუსეთის დაპირისპირება ბალტიის ნეიტრალურ წყლებში

ნატო–რუსეთის დაპირისპირება ბალტიის ნეიტრალურ წყლებში

თამთა ქარჩავა

2017-06-22 17:00:19

„უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავზე ხდება მსგავსი ქმედება. უკვე სერიოზულად საუბრობენ, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის შეიძლება გაიმართოს სამხედრო კონფლიქტიც კი, რადგან ომის წარმოების მეექვსე ფაზის მიჯნაზე არიან. ამერიკელი და რუსი ექსპერტები არ გამორიცხავენ სიტუაციის ამგვარ განვითარებას, როგორც ჩანს, მხარეები მორალურად არიან მზად იმისათვის, რომ სამხედრო კუთხით მოხდეს დაპირისპირება, ანუ, გაცილებით უფრო მძიმე დაპირისირება იქნება, ვიდრე ცივი ომის პერიოდში“.

ნანახია - 839

კომენტარები - 10

„უწმინდესმა ბრძანა, რომ მამა გიორგის დაჭერა ეკელსიის დისკრედიტაციისაკენ არის მიმართული“

„უწმინდესმა ბრძანა, რომ მამა გიორგის დაჭერა ეკელსიის დისკრედიტაციისაკენ არის მიმართული“

თამთა ქარჩავა

2017-06-22 11:30:09

„მიუხედავად იმ წინააღმდეგობისა, რომელიც მამა დავით ჭინჭარაულისგან მოდიოდა, მაქსიმალუარდ შევეცადეთ მისი უწმინდესობისთვის გვეთქვა სიმართლე. კვლავ იმ პოზიციაზე ვრჩები, რომ უწმინდესს საქმეზე სრული ინფორმაცია არ აქვს. პატრიარქმა გვითხრა, მამა გიორგისგან ცუდი არაფერი გამიგიაო და ეს ყველაფერი მიმართული არის საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციისკენო. გვითხრა, რომ ვილოცოთ ერთად იმისათვის, გამოვლინდნენ ის პიროვნებები, ვინც ამ საქმის უკან დგანანო. პატრიარქი ენდობა მამაოს, დარწუნებულია, რომ მამა გიორგი დამნაშავე არ არის“.

ნანახია - 629

კომენტარები - 3

„მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ“ მთელი საქართველო მოიცვა

„მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ“ მთელი საქართველო მოიცვა

მანანა ნოზაძე

2017-06-21 21:14:19

„საუკეთესო პედაგოგის გამოსავლენად, რომელსაც ჯილდოს სახით ათი ათასი ლარი გადაეცემა, საქართველოს რეგიონებში უკვე იმართება შეხვედრები. თავის მხრივ, არც პედაგოგები პასიურობენ და კონკურსის პირობებს ეცნობიან. უკვე 700-ზე მეტ პედაგოგთან გაიმართა შეხვედრა, რაც „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მიმართ მაღალ ინტერესზე მეტყველებს. პედაგოგთა აქტიურობა გასაკვირი არაა, რადგან „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფარგლებში დაწესებული ასეთი მასშტაბის კონკურსი პირველად ტარდება საქართველოში. ეს გახლავთ კოალიციის - „განათლება ყველასათვის“ ინიციატივა“.

ნანახია - 889

კომენტარები - 0

„მეფე უფრო კარგად შეასრულებს იმ ნეიტრალური არბიტრის როლს, რაც დღეს ჩვენს პრეზიდენტს აკისრია“

„მეფე უფრო კარგად შეასრულებს იმ ნეიტრალური არბიტრის როლს, რაც დღეს ჩვენს პრეზიდენტს აკისრია“

მანანა ნოზაძე

2017-06-21 18:30:42

რთული სათქმელია, რა იქნება 15 და 20 წლის შემდეგ. ეჭვი მეპარება, რომ კონსტიტუციური მონარქიის აღდგენამ შეძლოს აფხაზებთან და ოსებთან ასე დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის გამოსწორება. თუმცა, რაც დღეს ჯდება პრეზიდენტის ინსტიტუტის შენახვა, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ყველაფერს თავი დავანებოთ, წარმოიდგინეთ, მარტო იმხელა სასახლის შენახვა რა ჯდება? სწორედ დღეს ვუსმენდი, ტელევიზიით გამოვიდა პოეტი დავით-დეფი გოგიბედაშვილი და ამაში რუსული კვალი დაინახა. რა შუაშია აქ რუსეთი? თუ პოლიტიკური სპეკულაციის საგანი არ არის, რა შუაშია ბაგრატიონების სტატუსის აღდგენა ან კონსტიტუციური მონარქია რუსეთთან? ან რა გავლენა შეიძლება ამით მოიპოვოს რუსეთმა?“

ნანახია - 936

კომენტარები - 19

„წარმატებული და წარუმატებელი ლარიზაცია მთავრობის ეკონომიკურ გუნდზეა დამოკიდებული“

„წარმატებული და წარუმატებელი ლარიზაცია მთავრობის ეკონომიკურ გუნდზეა დამოკიდებული“

მანანა ნოზაძე

2017-06-20 17:00:56

„როგორც მოიქცევა ხელისუფლება, ისეთ ლარიზაციას მიიღებს ხალხიც. ეკონომიკურ პოლიტიკაში რა ადგილიც ექნება ლარს, ისეთი იქნება მოსახლეობის დამოკიდებულებაც ლარისადმი. ლარის შემოღების პერიოდიდან დღემდე გვახსოვს პერიოდები, როცა ლარის მიმართ ნდობა მაღალი იყო. ის ადამიანები, ვისაც შემოსავალი ლარში ჰქონდა, მთლიანად ლარზე გადავიდნენ, მაგრამ, როდესაც თანდათანობით ხელისუფლებამ სხვა აქცენტების გაკეთება დაიწყო და დოლარი სულ სხვა დოზით შემოვიდა ჩვენს ყოველდღიურობაში, ხალხმაც პირი იბრუნა ადგილობრივი ვალუტისგან. ამის შემდეგ რამდენჯერმე მოხდა ლარის გაუფასურება ძირითადად უცხოურ ვალუტებთან მიმართებით. ამანაც ლარის ავტორიტეტსა და პერსპექტივაზე სერიოზული უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა“.

ნანახია - 777

კომენტარები - 1

„9 მონარქი რომ დასვა საქართველში, არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას ვერ შეცვლის“

„9 მონარქი რომ დასვა საქართველში, არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას ვერ შეცვლის“

თამთა ქარჩავა

2017-06-20 14:30:19

„საკონსტიტუციო მონარქის დამკვიდრების შემთხვევაში ტახტის მემკვიდრეობაზე პრეტენზიები შეიძლება ძალიან ბევრს გაუჩნდეს. ბაგრატოვანთა წარმომადგენლებში არის დაპირისპირება. იმერეთის შტო არის ცალკე. ერთი ნაწილი ამბობს, რომ იმერეთის შტო უნდა გახდეს მონარქი, მეორე ნაწილი ამბობს, რომ ჯერჯერობით კანდიდატი არ არსებობს. ერთი-ორჯერ დაიწყო ამაზე საუბარი და თვითონ ბაგრატოვანთა შორის იყო ძალიან დიდი დაპირისპირება, ვერ მოხერხდა შეთანხმება, ვინ უნდა ყოფილიყო ტახტის მემკვიდრე. უფრო მეტიც, ხელოვნურადაც კი შეიქმნა საქართველოში სამეფო ოჯახი, რომელიც მერე გაყრით დასრულდა“.

ნანახია - 1149

კომენტარები - 24

უმრავლესობის აუდიენცია შს მინისტრთან - ვის შეიწირავს მუხთარლის საქმე

უმრავლესობის აუდიენცია შს მინისტრთან - ვის შეიწირავს მუხთარლის საქმე

თამთა ქარჩავა

2017-06-20 12:00:00

„მინდა ცალსახად გამოვრიცხო, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეში შსს-ს თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი. საერთოდ, როგორ ფიქრობთ, მოვლენათა ყველაზე წარმოუდგენელი განვითარების შემთხვევაშიც, კრიმინალური პოლიცია, თავისი ფორმით, იტაცებს ადამიანს დღისით-მზისით, ქალაქის ცენტრში და ამას ვერავინ ხედავს?! სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ამოვიღეთ ვიდეოკამერების ჩანაწერები, გამოვკითხეთ უამრავი პირი... დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პოლიციის ტანსაცმლიანი ადამიანის მოძრაობა მიმდებარე ტერიტორიებზე დროის მოცემულ მონაკვეთში საერთოდ არ ფიქსირდება“.

ნანახია - 1026

კომენტარები - 2

„დღეს ერდოღანს არ აქვს ისეთი მდგომარეობა, ამერიკას ჭიდაობა დაუწყოს“

„დღეს ერდოღანს არ აქვს ისეთი მდგომარეობა, ამერიკას ჭიდაობა დაუწყოს“

მანანა ნოზაძე

2017-06-19 23:45:32

„ნუ ავიწყდება ერდოღანს, რომ მისი ქვეყანა მაინც ნატოს წევრია და მთელი მისი სამხედრო სტრუქტურა, შეიარაღებიდან დაწყებული, ლოჯისტიკით დამთავრებული, მიბმულია ალიანსზე. გარდა ამისა, ერდოღანს საბოლოოდ რუსეთთანაც არ აქვს დალაგებული ურთიერთობა. ამას წინათ პუტინს ვიღაც ეკითხებოდა პროვინციიდან, ჩვენ საბოლოოდ ვიძიეთ თუ არა შური თურქეთზე თვითმფრინავის ჩამოგდების გამოო? ჩვენ ხომ ვიცით, ეს კითხვები კრემლში წინასწარ იწერება და პუტინთანაა შეთანხმებული. რახან ეს კითხვა გაუშვეს, მართლა იძია თუ არა შური რუსეთმა თურქეთზე, ამითაც ჩანს, რომ თვითონ რუსეთიც მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ არის თურქეთთან ურთიერთობით“.

ნანახია - 1116

კომენტარები - 4

დონალდ ტრამპი მიგრანტების „ალაგმვის“ კამპანიას აგრძელებს

დონალდ ტრამპი მიგრანტების „ალაგმვის“ კამპანიას აგრძელებს

მანანა ნოზაძე

2017-06-19 21:00:48

„ამერიკაში ბევრი არალეგალის შვილი იბადება. ამერიკის კონსტიტუციის თანახმად, ისინი ამერიკის მოქალაქეები არიან. ამერიკაში დაბადებული ყველა ბავშვი ავტომატურად ამერიკის მოქალაქე ხდება, თუკი მის მშობელს ასე სურს. შეიძლება, ქართველ ან რუს დიპლომატს ამერიკაში ბავშვი გაუჩნდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ავტომატურად ამერიკის მოქალაქეა, ეს მშობლის სურვილზეა დამოკიდებული. ამიტომ არალეგალთა შვილებს ჯერ ვერ გამოყრიან, რადგან ამერიკის კონსტიტუციაშია ჩაწერილი ეს და, რომ გამოყარონ, მაშინ კონსტიტუცია უნდა შეცვალონ“.

ნანახია - 953

კომენტარები - 0

სარეკლამო ბანერი
1000 X 80