საზოგადოება
საზოგადოება

ზაზა სარალიძეს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ზაზა სარალიძეს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თამთა ქარჩავა

2018-10-27 01:23:41

„ბატონი ზაზა სარალიძე პოლიციის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ხერხებს მიმართავდა, თუმცა გვესმოდა ადამიანურად მისი მდგომარეობა და ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, პოლიცია მთელი ამ თვეების განმავლობაში უბრალოდ იდგა და ყველაფერზე თვალს ხუჭავდა. უკვე დღეს, სამწუხაროდ, პოლიცია იძულებული გახდა, რომ ემოქმედა, რადგან ეს უკვე იყო აშკარა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, აშკარა თავდასხმის ფაქტი, რამაც პოლიციას სხვა გზა არ დაუტოვა, გარდა იმისა, რომ მის მიმართ იძულების ღონისძიება – დაკავება გამოყენებულიყო“.

ნანახია - 3343

კომენტარები - 10

„ჯულბარსი“, „ზორო“, „სკრიპკა“ და... ირანის შაჰის ხალათი

„ჯულბარსი“, „ზორო“, „სკრიპკა“ და... ირანის შაჰის ხალათი

სანტიაგო გაუჩო

2018-10-21 09:45:46

„ზოროს“ კვალი უმალვე აუღია და სწრაფად მიჰყოლია მას. ორასიოდე მეტრში, ერთ კერძო სახლში შევარდნილა და შაჰის ნაჩუქარი, ტრუსიკისამარა, ოქროს ძაფებით მოქარგულ ხალათში გამოწყობილი ჩვენი მილიციის უფროსი გამოუთრევია. კეთილაძეს, თურმე, ენა მუცელში ჩაუვარდა. საქმე კი ის იყო, რომ ჩვენი უფროსი დილით სამსახურის ნაცვლად თავის საყვარელთან წასულა... იმ ქალის არასრულწლოვან ვაჟს ღამით იმ ცნობილი ადამიანის სახლი გაუქურდავს, ნივთები სახლში მიუტანია და... ჩვენი უფროსიც ამიტომ იყო გამოწყობილი შაჰის ხალათში.

ნანახია - 3956

კომენტარები - 0

„უტოპიურია მოსაზრება, რომ ჩანაწერებით მოსული ეს ხელისუფლება ჩანაწერებითვე დაასრულებს ძალაუფლებას“

„უტოპიურია მოსაზრება, რომ ჩანაწერებით მოსული ეს ხელისუფლება ჩანაწერებითვე დაასრულებს ძალაუფლებას“

მანანა ნოზაძე

2018-10-19 12:00:56

„არა მგონია, მსგავსი ჩანაწერებით გაისტუმრონ „ქართული ოცნება“. სრულიად ცხადია, რომ ეს ჩანაწერები არის სიბინძურის და პროპაგანდის მანქანა, რასაც წარმოადგენს „რუსთავი 2“. ეს არის ინსცენირება, წარმოდგენა, სპექტაკლი. იმდენად დისკრედიტირებულია გვარამია და მისი ტელევიზია, რომ ზუსტად პირიქითაა საქმე. „რუსთავი 2“-მა სრული სიმართლეც რომ თქვას, უკვე აღარ დაეჯერება. პირადად მე როცა რამეს გავიგებ, შეიძლება მართალიც იყოს, მაგრამ, თუ „რუსთავი 2“ გადმოსცემს, იმ წუთასვე ეჭვი მიჩნდება, რომ ტყუილი იქნება“.

ნანახია - 3719

კომენტარები - 1

„მირზა სუბელიანის ეპიზოდმა პატარკაციშვილის შემთხვევა გამახსენა, როცა კოდუა მასთან მივიდა და პატარაკაციშვილი „ჩაეწერა“

„მირზა სუბელიანის ეპიზოდმა პატარკაციშვილის შემთხვევა გამახსენა, როცა კოდუა მასთან მივიდა და პატარაკაციშვილი „ჩაეწერა“

მანანა ნოზაძე

2018-10-18 15:30:59

„სუბელიანმა მოითხოვა, „ოცნების“ დეპუტატი მასთან მისულიყო და ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო წინასწარი სცენარით. ეს იყო პატარკაციშვილის ვარიანტი, როცა კოდუა წავიდა და პატარაკაციშვილი მას „ჩაეწერა“, ზუსტად იგივე სცენარია. ნაცისტური სპეცსამსახურების და მათი თანამშრომლების მანერა არ იცვლება. უბრალოდ, აქ ინიცირება წამოვიდა მირზა სუბელიანისგან. ცხადია, სუბელიანმა ყველაფერი იცოდა, ისიც იცოდა, ვინ იწერდა და როგორი იქნებოდა ჩანაწერი. ის „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის პროვოცირებას ახდენდა, რომელიც უბრალოდ გამოიყენეს, როგორც ბნელი კატა“.

ნანახია - 4132

კომენტარები - 0

„ციხე შიგნიდან ტყდება“

„ციხე შიგნიდან ტყდება“

მანანა ნოზაძე

2018-10-18 13:30:55

„ვინც იღებდა „კარანტინის დაშლის“ კადრებს, მან ძალიან ზუსტად იცოდა, რა უნდა გადაეღო. ახლაც, ვინც ჩაწერა სუბელიანის საუბარი, იმასაც უნდა სცოდნოდა, რას იწერდა, ანუ რა შინაარსის საუბარი იქნებოდა, დაახლოებით მაინც უნდა სცოდნოდა. ისე რა აზრი ჰქონდა ამის ჩაწერას? ანუ ეს ნიშნავს, რომ წინასწარ იყო დადგმული. თავად მირზა სუბელიანმა რაც ილაპარაკა და, როგორი ისრებიც გაუშვა დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, მარტო ხელისუფლების მიმართ რომ ყოფილიყო, კიდევ არაფერი, ეს იყო სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა მათი დისკრედიტაციის მიზნით“.

ნანახია - 3576

კომენტარები - 0

თბილისის ტელეანძაზე მოძრავი იატაკის მქონე რესტორანი, ლიფტები, ბარი, საკონფერენციო დარბაზი განთავსდება

თბილისის ტელეანძაზე მოძრავი იატაკის მქონე რესტორანი, ლიფტები, ბარი, საკონფერენციო დარბაზი განთავსდება

მანანა ნოზაძე

2018-10-18 00:10:26

„თბილისის სატელევიზიო ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის კონცეფცია ესტონურმა კომპანიამ „კოკო არქიტექტორებმა“ შეიმუშავა. ესკიზის მიხედვით, ანძის განვითარების ორი ვარიანტი არსებობს. ორივე ვარიანტით, ანძაზე ტურისტებისთვის სპეციალური სივრცე მოეწყობა. პირველი ვარიანტით, საუბარია ორსართულიან სამკუთხედის ფორმის სივრცეზე, რომელიც აერთიანებს რესტორანს, ბარს, ტექნიკურ ოთახებს სატელევიზიო კოშკისთვის, ლაუნჯს, ტერასას და საკონფერენციო ოთახს“.

ნანახია - 2589

კომენტარები - 0

„ტყუილით აგიყირავებთ“ – სამი ჩანაწერი სუბელიანის მონაწილეობით

„ტყუილით აგიყირავებთ“ – სამი ჩანაწერი სუბელიანის მონაწილეობით

თამთა ქარჩავა

2018-10-16 22:00:48

„უკვე მკიდია რას ვიტყვი, ხო, ვიტყუები და მაქვს... მერე მაგათმა ამტკიცონ რომ ტყუილი ვთქვი, ხალხი ხომ დაიჯერებს? – სარალიძისგან იჯერებს და... ხალხს ხომ ჰგონია რომ მაქვს, ხო და გამოვალ და ვიტყვი და დაიჯერებენ. მერე მაგათმა იმართლონ თავი, რომ ვიტყუები და არ მაქვს... ხალხი ხომ არ დაიჯერებს მაგათ ლაპარაკს... გადამრიეს უკვე რა... ყველანაირ სიბინძურეზე მიდიან ჩემზე. ჩემს ოჯახს და ბავშვებს რას ერჩიან? ეგრე არ არის, ძმაო, ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების დანგრევა. ხო და მეც ვიტყვი, რომ ბევრი რამე მაქვს და მერე არკვიონ რა მაქ და რა არის სიმართლე და ტყუილი“.

ნანახია - 3383

კომენტარები - 0

პუტინს აწყობდა ქვეყნებს შორის ომის დროს სააკაშვილის პრეზიდენტობა!

პუტინს აწყობდა ქვეყნებს შორის ომის დროს სააკაშვილის პრეზიდენტობა!

მამუკა გიორგაძე, პაატა კოღუაშვილი

2018-10-16 18:21:33

„რუსთავი 2“-ის გავრცელებული ფარული ჩანაწერიდან გამოდის, რომ ან რუსეთი ისეთი დემოკრატიული სახელმწიფოა, რომ მასთან ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის საშინაო საქმეებში არ ერევა (!) და მისი მთავარსარდლის „დამხობის“ შემოთავაზებულ წინადადებაზე უარს ამბობს (!), ან პუტინს აწყობდა ქვეყნებს შორის ომის დროს სააკაშვილის პრეზიდენტობა! „რუსთავი 2“-მა, მისდა უნებურად, ამხილა სააკაშვილი და საკუთარი თავი მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენა: ან ერთი უნდა დაგვიმტკიცოს ან მეორე“.

ნანახია - 3548

კომენტარები - 0

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე საქართველოს რუკის გამოსახვა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე საქართველოს რუკის გამოსახვა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება

მანანა ნოზაძე

2018-10-15 21:30:42

„მიუხედავად ჩვენი არაერთგზისი მოთხოვნისა, მაინც არ შეიტანეს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში 7 ათასი კვადრატული კილომეტრი. ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის ამ შელფის ფასეულობა, მაგრამ არ შეაქვთ ეს რუკაზე. ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაა, მასზე ვრცელდება ისეთივე სასაზღვრო რეჟიმი, როგორც ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე. გეკითხებით, საქართველოს ტერიტორიული წყლებისა და ეკონომიკური ზონის გარეშე რუკების გამოხატვა არის თუ არა იგივე დანაშაული? ეს რუკა ხომ მთლიანად არ აფიქსირებს საქართველოს ტერიტორიას?“.

ნანახია - 2731

კომენტარები - 0

ოლიმპიური ჩემპიონების „კრიმინალური თავგადასავალი“

ოლიმპიური ჩემპიონების „კრიმინალური თავგადასავალი“

სანტიაგო გაუჩო

2018-10-14 09:17:38

გამოიძახეს ნიდერლანდებისა და საბჭოთა კონსულები. დაჰკითხეს სერგეი და მან თქვა: ეს კაცები იმიტომ ვცემე, რომ ჩემთან მოვიდნენ. ერთ-ერთმა კი უკანალზე ისე მომისვა ხელი, როგორც მეძავ ქალსო. იქვე მყოფმა ნიდერლანდების კონსულმა კი განგვიმარტა: “ეს არცაა გასაკვირი, რადგან თქვენ (ნოვიკოვს) გეების სამოსი გაცვიათ, რომელზედაც აწერია: „შეგიძლიათ, მოსინჯოთ ჩემი ხავერდოვანი უკანალი“... ეს ისტორია იმით დასრულდა, რომ საბჭოთა სპორტკომიტეტმა დაზარალებულებს ფულადი კომპენსაცია გადაუხადა. სერგეი ნოვიკოვმა კი თავისი „ზიზიები“ მიუნხენის პოლიციაშივე შემოიხია ტანზე და მოსკოვში სპორტულებით დაბრუნდა“.

ნანახია - 3654

კომენტარები - 0

პოლიეთილენის პარკების აკრძალვა პროდუქციას გააძვირებს

პოლიეთილენის პარკების აკრძალვა პროდუქციას გააძვირებს

მანანა ნოზაძე

2018-10-13 21:30:57

„პოლიეთილენის პარკების აკრძალვა პურის ფასზე აისახება და პური გაძვირდება, რადგან ქაღალდის პარკები მაინც ძვირადღირებული მასალაა. თანაც, ჩვენთან სიახლე ძვირი სიამოვნებაა. ბევრ რამეზე უნდა დავფიქრდეთ და მერე მივიღოთ გადაწყვეტილება. ნებისმიერ რეგულაციას მოსდევს წარმოების გადაწყობა, ახლა ამას დაემატება ახალი პარკების შეძენა. თუ დააკვირდებით, საქართველოში შესაფუთი მასალები საკმაოდ ძვირადღირებულია. ფირმები, რომლებიც შესაფუთ მასალებს ამზადებენ, ამით გამდიდრდნენ“.

ნანახია - 2861

კომენტარები - 1


სარეკლამო ბანერი
1000 X 80