საზოგადოება
საზოგადოება

„ზოგიერთ ღვთისმსახურსაც ღმერთთან ერთად კომერციის მიმართაც გაუჩნდა ინტერესი“

„ზოგიერთ ღვთისმსახურსაც ღმერთთან ერთად კომერციის მიმართაც გაუჩნდა ინტერესი“

მანანა ნოზაძე

2017-03-02 09:00:04

„დიდი ხანია საუბრობენ, რომ პატრიარქის ტახტის გარშემო დაპირისპირებები მიმდინარეობს. ბუნებრივია, ეს დაპირისპირება, როგორც ყველა ტახტის გარშემო არსებული დაპირისპირება, ისტორიულადაც არ არის უცხო. მეორე მხრივ, ბევრი დანაშაულებრივი მოვლენები ამოტივტივდა, რაც მხოლოდ პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლის ფარგლებს სცილდება. სადაც დანაშაულია, ამ დანაშაულის დაფარვის მიზნით, ადამიანები ძალიან ხშირად სწირავენ სხვა ადამიანებს. თვითონ დანაშაულის ლოგიკით ხდება ასე. ამ მეორე ასპექტის მთავარ დამნაშავედ მივიჩნევ იმას, რომ ეკლესიას კომერციული საქმიანობის უფლება მიეცა“.

ნანახია - 1322

კომენტარები - 0

„წმინდა სინოდის წევრები მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთას ითხოვენ“

„წმინდა სინოდის წევრები მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთას ითხოვენ“

თამთა ქარჩავა

2017-03-01 21:00:44

„ეს ვითარება ძალიან გავს 2003 წელს, როდესაც „რუსთავი 2“-მა „ვარდების რევოლუციის“ მოსაწყობად ხალხს მოუწოდა. „იგივეს აკეთებენ ახლა. ცდილობენ ხალხი აუმხედრონ ეკლესიას, რომ თურმე რეები ხდება იქ და ამ გზით ცდილობენ გადატრიალება მოაწყონ. ამას აკეთებენ ნაციონალები და რასაკვირველია, ამის თანამონაწილეა მეუფე პეტრე. უფრო სწორედ, არა მარტო თანამონაწილეა, ერთგვარი რევკომის შთაბეჭდილებას ტოვებს. აუმხედრდდა იმ წესრიგს რაც ეკლესიაში არის. თუ შეორენასთან დაკავშირებით სამხილები აქვს, შეუძლია სინოდის და პატრიარქის წინაშე ამხილოს, ამის შემდეგ რასაც პატრიარქი და სინოდი გადაწყვეტს, იმას უნდა დაემორჩილოს. ეს არის ძალიან ელემენტარული, რაც ეპისკოპოსმა კარგად იცის“.

ნანახია - 4723

კომენტარები - 23

„ლეგალიზაცია არ არის საჭირო. საჭიროა მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და არა მარიხუანის პროპაგანდა“

„ლეგალიზაცია არ არის საჭირო. საჭიროა მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და არა მარიხუანის პროპაგანდა“

ალა ისპირიანი

2017-03-01 14:30:13

„სახელმწიფომ სადამსჯელო მექანიზმების გარდა, თავის თავზე უნდა აიღოს მსგავსი ტიპის ადამიანების მოვლა-პატრონობა და შემდეგ საზოგადოებაში ინტეგრირება. თუმცა სახელმწიფო ამ კუთხით არაფერს აკეთებს და მხოლოდ სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს. მაგალითად, ამსტერდამში საკმაოდ მკაცრი რეგულაციებია და ესე არ არის, რომ სადაც გინდა, რამდენსაც გინდა იმდენს მოწევ, იქ შეზღუდვებია 5 გრამამდე მეტს ვერ იყიდი, ასევე ყველგან ვერ მოწევ და ა.შ ეს რეგულაციები სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს და უზრუნველყოს“.

ნანახია - 1062

კომენტარები - 0

„21-ე საუკუნეში ხიშტებით სახელმწიფოს არსებობა შეუძლებელია“

„21-ე საუკუნეში ხიშტებით სახელმწიფოს არსებობა შეუძლებელია“

მანანა ნოზაძე

2017-02-28 18:30:37

„რასიუ უმომ ნი პანიაც“. რეალურად კი, თუკი გადავხედავთ რუსეთის ისტორიას, რუსეთი ყოველთვის ომობდა მაშინ, როდესაც ქვეყნის შიგნით პრობლემები ჰქონდა. საგარეო ფრონტზე ომი იწვევდა რუსების კონსოლიდაციას და ეს იმ ფონზე ხდებოდა, როცა ძალზე დაპირისპირებული იყო ერთმანეთთან საზოგადოება, ხელისუფლება და მისი მოწინააღმდეგეები. რუსები ერთიანდებიან, როცა მათი ქვეყანა ეომება საქართველოს ან სხვა ქვეყანას. ეს ძალიან კარგად იცის რუსეთის ხელისუფლებამ, მაგრამ რატომღაც ავიწყდებათ, თოფიდან რომ გაისროლონ ტყვია, ეს ტყვია თოფში უნდა იყოს“.

ნანახია - 977

კომენტარები - 3

„თუ ერთი პროცენტი გამართლდა, რასაც მეუფე პეტრე ამბობს, ყველა თანამდებობას დავტოვებ“

„თუ ერთი პროცენტი გამართლდა, რასაც მეუფე პეტრე ამბობს, ყველა თანამდებობას დავტოვებ“

თამთა ქარჩავა

2017-02-28 11:30:53

„ამ პროცესს თავისი რამდენიმე მიზანი ჰქონდა. პირველი მიზანი მიღწეულია - ეკლესიას სახელი გაუტყდა, დაიმსხვა მითები სრულ ერთსულოვნებაზე, რომელიც სამწუხაროდ აქამდე იყო. ამ სცენარის ავტორებს, ალბათ, სხვა მიზანიც აქვთ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ეკლესიას, ეს მარტო მათზე არ არის დამოკიდებული. ღვთის განგება რა სიურპრიზებს მოუმზადებს მათ, ამას ყველა ვნახავთ. სამწუხაროდ, არათანაბარი ბრძოლა არის. ამ ბრძოლაში თავისი დიდი ფინანსებით ჩართული არიან ქვეყნის გარეთ არსებული ძალიან დიდი ძალები. ღმერთი როგორ პასუხს გასცემს მათ, ახლა თუ არა - მომავალში, ეს მალე გამოჩნდება“.

ნანახია - 1211

კომენტარები - 9

დეზინფორმაცია, როგორც პოლიტიკა და მავნებლობა!

დეზინფორმაცია, როგორც პოლიტიკა და მავნებლობა!

ნუკრი მიხანაშვილი

2017-02-28 00:35:04

"ჩვენ გასართობი „კინოთეატრი“ კი არ გვჭირდება ტელევიზიების სახით, არამედ „ბიბლიოთეკა“ გვინდა ბეჭდური გამოცემების სახით, რათა ქართველი სეირის „მაყურებელი“ მოქალაქე, მოაზროვნე „მკითხველად“ იქცეს. ახლა ვნახოთ, ზემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი ინსტიტუციაა საქართველოში „საშუალოდ“ ნორმალური?! ვფიქრობ, არც ერთი! და როგორი ქვეყანა გამოდის საქართველო? – „საშუალოდ“ არანორმალური! თავისი უვარგისი ინსტიტუტებით, უვარგისი მასმედიით, მხოლოდ პროცესების „მაყურებელი“ მოქალაქეებით და ყველაფრის „მცოდნე“ დემაგოგებით...“

ნანახია - 1038

კომენტარები - 12

„ლიბერალ-დემოკრატები აგრესიულად, ცეცხლითა და მახვილით ატარებდნენ ტოლერანტობის პოლიტიკას“

„ლიბერალ-დემოკრატები აგრესიულად, ცეცხლითა და მახვილით ატარებდნენ ტოლერანტობის პოლიტიკას“

მანანა ნოზაძე

2017-02-27 14:30:42

მათ უფლება აქვთ, აკრიტიკონ მეორე მხარე, მაგრამ საკუთარ თავშიც დაინახონ პრობლემა, რომ აგრესია სწორედ მათმა არასწორმა, თავს მოხვევის პოლიტიკამ წარმოშვა. ერთ ფაქტს მოგიყვანთ ტრანსგენდერების ტუალეტთან დაკავშირებით. გუშინ ტრამპმა გააუქმა ობამას ის ბრძანება, რომლითაც ტრანსგენდერებს ნებისმიერ საპირფარეშოში შეეძლოთ შესვლა, რომელი სქესის კუთვნილებადაც თვლიდნენ საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, „ამნესტი ინტერნეშნლი“ ამას სიძულვილად ჩათვლიდა, მაგრამ, სინამდვილეში, საზოგადოება არ არის მზად იმისთვის, რომ ერთ ტუალეტში იაროს ყველამ.

ნანახია - 1030

კომენტარები - 4

„საინფორმაციო ოპერაციების ჯარი“ - გაცხადდა ის, რაც ისედაც ხდებოდა

„საინფორმაციო ოპერაციების ჯარი“ - გაცხადდა ის, რაც ისედაც ხდებოდა

მანანა ნოზაძე

2017-02-27 11:30:37

რუსეთის მხრიდან ეს საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებაა. იმ ფაქტის ხმამაღლა გაცხადება, „საინფორმაციო ოპერაციების ჯარს“ ვქმნითო, თავისთავად პროპაგანდისტული ნაბიჯია. რუსები ამით გვეუბნებიან, ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია, ჩვენ ამას ვაკეთებდით ადრეც და მომავალშიც გავაკეთებთ. პრინციპში, ამას აკეთებს ყველა ქვეყანა და არაერთი ინფორმაცია ვიცით ამის შესახებ. რუსეთი კი ახდენს დემონსტრირებას, რომ ისინი ძლიერები არიან არა მხოლოდ უხეში ძალით, არამედ მზად არიან ჰიბრიდული ტექნოლოგიური ომებისთვისაც.

ნანახია - 1022

კომენტარები - 3

მილიციის მაიორი „შავეთერას“ თავგადასავალი

მილიციის მაიორი „შავეთერას“ თავგადასავალი

სანტიაგო გაუჩო

2017-02-26 10:41:51

ერთ-ერთ „სპალნაში“ რომ შევედით, ეთერს სახე გაუქვავდა – ქალისა და მამაკაცის შიშველ წყვილს გაოგნებული უყურებდა. მერე უცებ გამოერკვა, მეძავს ზურგში გაშლილი სილა ჩაარტყა და იქვე დააგდო. შიშველ მამაკაცს კი ეცა და სულ წიხლები ურტყა „სუსტ ადგილებში“, თან უყვიროდა: " ფოთში ხარ, ხომ, ფოთში! წყლის ამოსაკაჩავებლად, შე საოხრეგასახმობო, გათახსირებულო..." ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ საოხრეგასახმობი, შიშველი მამაკაცი ნუგზარა, შავეთერას ქმარი იყო და ცოლმა ისე სასტიკად სცემა... ხელიდან ძლივს გამოვგლიჯეთ“.

ნანახია - 1868

კომენტარები - 1

ადვოკატი: „მამა გიორგის სიცოცხლე საფრთხის წინაშე დგას“

ადვოკატი: „მამა გიორგის სიცოცხლე საფრთხის წინაშე დგას“

თამთა ქარჩავა

2017-02-25 00:23:15

პროკურორი: "თქვენ შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ იმ მასალებით და განმარტებებით, რომლებიც გააკეთა პროკურატურამ. გარკვეულ დეტალებზე ღიად საუბარმა შესაძლოა გამოძიების ინტერესები დააზიანოს. როდესაც ასეთი საფრთხე აღარ იქნება, ეს მტკიცებულებები გახდება საჯარო საზოგადოებისთვის. თუ როდის მოხდება ეს, ამის წინასწარ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - როგორც კი აღარ იქნება აღნიშნული საფრთხე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ეს მტკიცებულებები გასაჯაროვდება"

ნანახია - 1205

კომენტარები - 9

"პირამიდებში" გამქრალი ათეულობით მილიონი

"პირამიდებში" გამქრალი ათეულობით მილიონი

ბექა დანელია

2017-02-24 23:30:39

ადვოკატის განცხადებით, კომპანიის ხელმძღვანელი უკვე რამდენიმე თვეა საქართველოდან წასულია და დაკითხულიც არ არის. „კომპანიას 100-ზე მეტი მეანაბრე ჰყავს, თუმცა ნაწილი გამოჩენისგან თავს იკავებს, ჰგონიათ, რომ გადაუხდიან. პირადად მე ვარ 50 მეანაბრის ადვოკატი, კომპანიას მათ მიმართ 900 000 დოლარის დავალიანება აქვს. მთლიანად, საუბარია დაახლოებით, 2 მილიონი დოლარის ოდენობის ანაბარზე", - განაცხადა მაღრაძემ. MFX Broker Georgia-ის ერთ-ერთი მეანაბრე, მამუკა კაპანაძე ამბობს, რომ თუ მათი საკითხი არ მოგვარდა, მეანაბრეები პერმანენტული აქციების გამართვას აპირებენ.

ნანახია - 1180

კომენტარები - 2

სარეკლამო ბანერი
1000 X 80