საზოგადოება

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

საზოგადოება

პოლიეთილენის პარკების გადაყლაპვის შედეგად წელიწადში 1 მილიარდი ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება

პოლიეთილენის პარკების გადაყლაპვის შედეგად წელიწადში 1 მილიარდი ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება

მანანა ნოზაძე

2018-04-24 18:00:13

„დროა, გადავიდეთ მუყაოს პარკებზე, როგორც ეს ბევრ ევროპულ ქვეყანაშია. მიუხედავად იმისა, რომ ხის გახშირებული ჭრა არ არის გამართლებული, პოლიეთილენი იმდენად მავნებელია, რომ სჯობს, ამ კომპრომისზე წავიდეთ და მუყაოს პარკები გამოვიყენოთ. პოლიეთილენით არა მარტო ბინძურდება გარემო, არამედ უვარგისი ხდება ამ პარკებში შენახული პროდუქციაც. ამას გარდა, არის კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც ევროპა უარს ამბობს პოლიეთილენზე. საქმე ისაა, რომ ევროპულ ქვეყნებში ფასიანი გახდა პოლიეთილენის პარკები. ამან გამოიწვია, რომ ჩვენი ბებიებისა და ბაბუების მსგავსად, ევროპელებიც სახლიდან ატარებენ ტომსიკების მაგვარ პარკებს“.

ნანახია - 1644

კომენტარები - 1

„მსხვერპლის ბუნება იმდენად დასუსტებულია, რომ ხან იცავს მოძალადეს, ხან ამტყუნებს“

„მსხვერპლის ბუნება იმდენად დასუსტებულია, რომ ხან იცავს მოძალადეს, ხან ამტყუნებს“

მანანა ნოზაძე

2018-04-23 23:00:55

„მსხვერპლის ბუნება იმდენად დასუსტებულია, რომ მას ნებელობა შინაგანად წართმეული აქვს, ამიტომ ხან ასე იტყვის, ხან ისე. ამიტომ პედალირება იმაზე, რომ მსხვერპლმა მაინცდამაინც ასე უნდა გააკეთოს, ნიშნავს, რომ მსხვერპლის ფსიქოლოგიურ ბუნებას არ ვიცნობთ. ამიტომ არ შეიძლება, ეს კანონის ენაზე გადაიტანონ, აქ ფსიქოლოგის ენაა საჭირო. ფსიქოლოგის ენა უნდა გაითვალისწინოს კანონაქტებმა. ადამიანი თუ მართლაც მსხვერპლია, ამას ადგენს საიდენტიფიკაციო ჯგუფი“.

ნანახია - 1337

კომენტარები - 0

„ხალხი თუ გაუბედურდა, ღამე თუ არ ეძინა და დაიტანჯა, ასეთი „ღამის ეკონომიკა“ ვის რად უნდა?“

„ხალხი თუ გაუბედურდა, ღამე თუ არ ეძინა და დაიტანჯა, ასეთი „ღამის ეკონომიკა“ ვის რად უნდა?“

მანანა ნოზაძე

2018-04-23 21:00:22

„ღამის ხმაური, უსაფრთხოების დაცვა, ეს უკვე ის დეტალებია, რომლებიც მოგვარებადია. ცხადია, უცხოეთში განვითარებულია „ღამის ეკონომიკა“. ეს უფრო არასამუშაო დღეების თავისუფალი დროის განკარგვის პროცედურებია. „ღამის ეკონომიკა“ ცოტა განსხვავებულია ჩრდილოეთის ქვეყნებში, სადაც მოკლე დღეებია და ადრე ღამდება. სხვანაირად ხდება ეს იტალიასა და ესპანეთში, სადაც ფიესტაა. სიცხის გამო იქ ძალიან ადრე ასრულებენ სამუშაოს, მთელი დღის განმავლობაში მცხუნვარე მზეს ეფარებიან შენობებში და შემდეგ გამოდიან. ამ შემთხვევაში, საქართველო შუალედშია“.

ნანახია - 1521

კომენტარები - 2

„თურქები ჩვეული აღმოსავლური ეშმაკობით იქცევიან, თან ნატოდან არ გადიან, თან რუსეთთან კარგი ურთიერთობები აქვთ“

„თურქები ჩვეული აღმოსავლური ეშმაკობით იქცევიან, თან ნატოდან არ გადიან, თან რუსეთთან კარგი ურთიერთობები აქვთ“

მანანა ნოზაძე

2018-04-23 19:30:53

„ნატოში საქართველოს გაწევრიანებისა და ნატოს გაფართოების თაობაზე რამდენიმე დღის წინ მკაფიოდ ჩამოაყალიბა ბატონმა ჩავუშოღლუმ და პირდაპირ განაცხადა, თურქეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს ამ მისწრაფებას. „ამის საფუძველს იძლევა ის, რომ თურქეთის ინტერესებშია, მის ჩრდილოეთ საზღვრებთან იყოს მოკავშირე ქვეყანა. დღეს ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და, თუკი თანამშრომლობა თურქეთსა და საქართველოს შორის გაღრმავდება, განსაკუთრებით, სამხედრო-პარტნიორულ, სტრატეგიულ სფეროში, ეს თურქეთის ინტერესშია“.

ნანახია - 1686

კომენტარები - 8

„ბიძინა ივანიშვილს სთავაზობენ ისეთ პოსტს, რომელიც კონსტიტუციას დაანგრევს“

„ბიძინა ივანიშვილს სთავაზობენ ისეთ პოსტს, რომელიც კონსტიტუციას დაანგრევს“

მანანა ნოზაძე

2018-04-23 16:30:58

„ეს არის მძიმე შეცდომა, რასაც გია ხუხაშვილი ამბობს. თუკი ინსტიტუციურ წესრიგზე ვსაუბრობთ, ამ ინსტიტუციური წესრიგისთვის მთავარია ის, რაც კონსტიტუციაში გვიწერია, ანუ საპარლამენტო რესპუბლიკა. საპარლამენტო რესპუბლიკაში კი ბიძინა ივანიშვილი რომ გახდეს პრეზიდენტი და იმ პოსტიდან შეეცადოს მთავრობისა და პარლამენტის დალაგებას, მაშინ სწორედ ივანიშვილი გამოვა კონსტიტუციური წესრიგის დამრღვევი. ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტს თავისი პოზიციიდან გამომდინარე, უკვე არავითარი ბერკეტი არ აქვს და არც შეუძლია, პოლიტიკაში ჩაერიოს. ის უნდა იყოს დისტანცირებული პოლიტიკისგან“.

ნანახია - 1648

კომენტარები - 3

„მარტივი სქემაა: დამოუკიდებლობით დაღლილებმა უძღები შვილის მონანიებით უნდა მივაშუროთ „მშობლიურ“ სამყაროს“

„მარტივი სქემაა: დამოუკიდებლობით დაღლილებმა უძღები შვილის მონანიებით უნდა მივაშუროთ „მშობლიურ“ სამყაროს“

თამთა ქარჩავა

2018-04-23 09:00:36

„დღევანდელი დასავლური ცხოვრების მთავარ ნაკლად მისი წარმომადგენლები ღირებულებებზე ორიენტირების დეფიციტსა და ღირებულებით რელატივიზმს მიიჩნევენ - სწორედ იმას, რაც ჩვენში ბევრს თანამედროვე ცხოვრების ნიშნად მიუჩნევია. იმასაც დაინახავდა, რომ დასავლეთის მრავალი გავლენიანი ადამიანი შეაწუხა მსოფლმხედველობრივი ცხოვრების გადატანამ „მსოფლმხედველობათა ბაზრის“ ენაზე და ხედავენ, თუ როგორ აღატაკებს ეს თავად ადამიანის იდეას“.

ნანახია - 1810

კომენტარები - 0

ფორთოხლის აკენწვლის „გაკვეთილი“

ფორთოხლის აკენწვლის „გაკვეთილი“

სანტიაგო გაუჩო

2018-04-22 10:22:25

ცხრის ნახევრის შემდეგ თენგიზა და ბოროვსკი უსხედან „ქვევრივით" იმ მაცივარს და სვამენ და სვამენ, დეიყვანეს ბოლომდე, მარა, გაგიგონია?! უსაშველო გაჭირვებაში არიან. ხომ ამდენი სითხე მიიღეს, მაინც ვერაფრით მოშარდეს. „პეპსი - კოლა", „ფანტა", რა ვიცი, რა აღარ ხუხეს. ამ წვენებს რომ მორჩნენ, უფიქრიათ, როდემდე ვიყურყუტოთო და შამპანურზე გადავიდნენ. ჰოდა, დიდი ამბით ელოდებიან, ააა, ახლა წამოვა, აბა, რას იზამსო. მარა, ამდენი დავიდარაბის მიუხედავად, არაფერი სიკეთე მაგათ არ შეეტყოთ თურმე. რა გინდა რო ქნა?! კატეგორიულად ითხოვენ შარდს ესაპანელები.

ნანახია - 1731

კომენტარები - 3

„ლომბარდში ჩადებული ქონებიდან მიღებული თანხა სათამაშო ბიზნესს ხმარდება“

„ლომბარდში ჩადებული ქონებიდან მიღებული თანხა სათამაშო ბიზნესს ხმარდება“

მანანა ნოზაძე

2018-04-21 20:00:36

„მშენებლობას ვერ გააკონტროლებ, რადგან კერძო ბიზნესია, შახტაში შრომის უსაფრთხოების ნორმებს ვერ გააკონტროლებ, რადგან აქაც კერძო ბიზნესია. როგორც ლიბერალური ეკონომიკის შემომტანი საქართველოში იტყოდა, რესტორანში თუ ადამიანი მოიწამლა, იმ რესტორანში სხვა აღარ შევა და ეს არის თურმე კონტროლის მექანიზმი. ეკონომიკის ფუნდამენტი საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებაა. ეკონომიკის მთავარი პრინციპია თითოეული მოქალაქის მაღალ დონეზე ცხოვრების უზრუნველყოფა. ამიტომ საბაზრო ეკონომიკის ეს მთავარი პრინციპი არ უნდა გადაჰყვეს ლიბერალურ ეკონომიკას“.

ნანახია - 1423

კომენტარები - 24

„შემოვლითი რკინიგზა რისკებს ერთი ადგილიდან აცილებს, მეორეში ქმნის“

„შემოვლითი რკინიგზა რისკებს ერთი ადგილიდან აცილებს, მეორეში ქმნის“

მანანა ნოზაძე

2018-04-21 16:00:57

„საინტერესოა, რომ გენგეგმას კრიტიკულად არ დაუსვამს საკითხი, ღირს თუ არა რკინიგზის გადატანა. შეიძლება, მათ ეს არც ევალებათ, მაგრამ, როდესაც მთავრობის პოზიცია შეიცვალა და გაჟღერდა მოსაზრებები, რომ იქნებ, რკინიგზის გადატანის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დავსვათ და ჯერ ჩავატაროთ დეტალური კვლევა, ღირს თუ არა საერთოდ გადატანა, ან სხვა ალტერნატივა სჯობდეს, ეს კითხვა დღემდე უპასუხოა. გენგეგმამ გააგრძელა ისევ იმავე მიმართულებით მუშაობა, რომ ნავთლუღ-დიდუბის მონაკვეთზე რკინიგზა აღარ იყოს“.

ნანახია - 1199

კომენტარები - 3

სარეკლამო ბანერი
1000 X 80