საზოგადოება
საზოგადოება

პარლამენტმა კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა შეაჩერა

პარლამენტმა კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა შეაჩერა

თამთა ქარჩავა

2018-09-18 12:00:52

„კანაფის წარმოება–კულტივაციის თემა სიღრმისეულად უნდა განიხილონ და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ. თუ ამის შემდეგ კითხვები იქნება, ჩვენს პოზიციას კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ. საზოგადოებას რაც არ უნდა, ის არ უნდა გაკეთდეს არც კანონით და არც რაიმე სხვა ძალისხმევით. შეიძლება ველოდოთ, რომ გაწვევა მოხდეს. საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია არ აქვს, რა ცვლილებებზეა საუბარი. ნარკოტიკულ საშუალებებზე საუბრობენ მაშინ, როცა საუბარი სხვა პროდუქციაზეა. როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი ხარვეზია კომუნიკაციაშიც“.

ნანახია - 2886

კომენტარები - 0

„გლეხი რომელიც გამწარებულია თავისი მდგომარეობით, ყურძენს გაჩეხავს და მარიხუანას მოიყვანს – გასაკვირი იქნება?“

„გლეხი რომელიც გამწარებულია თავისი მდგომარეობით, ყურძენს გაჩეხავს და მარიხუანას მოიყვანს – გასაკვირი იქნება?“

თამთა ქარჩავა

2018-09-15 15:00:01

„ქვეყანა როცა მოახერხებს სხვა მძიმე პრობლემის მოგვარებას, მერე დასვას ეს საკითხი. ეფექტურობა აჩვენოს რაღაცა რგოლებში, დაწყებული ნარკომანიის დაძლევიდან, დამთავრებული იგივე სოფლის მეურნეობის ნაწარმის ხელშეწყობით, რომ გლეხი სტიმულირებული იყოს. ჯერ ეს აჩვენოს და მერე მეეჭვება, რომ ამ საზოგადოებას მარტო იმიტომ, რომ მარიხუანა ჰქვია, ასეთი მძიმე რეაქცია ჰქონდეს. ქვეყანა ამდენ თემას ვერ უვლის და დღეს გვინდა კიდევ უფრო რთული სიტუაცია შევქმნათ“.

ნანახია - 3929

კომენტარები - 0

„რითი განსხვავდება ზურაბიშვილი სხვა კანდიდატებისგან? - არც ერთი განცხადება არ ყოფილა პოპულისტური“

„რითი განსხვავდება ზურაბიშვილი სხვა კანდიდატებისგან? - არც ერთი განცხადება არ ყოფილა პოპულისტური“

თამთა ქარჩავა

2018-09-13 16:00:01

„ეს არის სოციალური დემაგოგია. თუ დააკვირდებით კანდიდატები, ძირითადად, სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფენას ხვდებიან. მათი მთავარი მეთოდი და მესიჯი არის დემაგოგია, რომ ხელისუფლება მშიერი გამყოფებთ და მე მოგცემთ 400-ლარიან პენსიას. ეს არის დემაგოგია და იაფფასიანი პოპულიზმი, რომელიც შედეგზე არ არის გათვლილი. შემდეგ სხვა გზებს გამოიყებენ ტემპერატურის ასაწევად. პროვოკაციაზე წავლენ, ისეთზე როგორიც კორცხელის ინციდენტია, მათი მეთოდიც ეს არის“.

ნანახია - 4043

კომენტარები - 11

პროკურატურა პარლამენტის დადგენილებას ელოდება

პროკურატურა პარლამენტის დადგენილებას ელოდება

თამთა ქარჩავა

2018-09-11 10:00:16

„საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც პრაქტიკულად „ევროპული საქართველოს“ დასკვნაა, არასერიოზულია. „დასკვნა პირადად მათთვის ერთი დიდი პოლიტიკური კრახია ვინაიდან საზოგადოებას ჰპირდებოდნენ, რომ გამოავლენდნენ მკვლელს, რადგან თითქოს პროკურატურამ და შსს–მ ვერ გამოავლინეს. ჰპირდებოდნენ, რომ გახსნიდნენ ამ კომპლექსურ და ძალიან სენსიტიურ საქმეს, გამოავლენდნენ პირებს, ვინც დამნაშავეებს ხელა აფარებდა, ვერც ერთი მოლოდინი ვერ გაუმართლეს საზოგადოებას. ვთვლი, რომ მათ სერიოზული ახსნა მოუწევთ, რატომ შექმნეს მოლოდინი, იყო თუ არა ეს უპასუხისმგებლობა“.

ნანახია - 3606

კომენტარები - 0

„ქართველები, ძირითადად, იმ მოტივით ღალატობდნენ სამშობლოს, რომ მტერი ძლიერია“

„ქართველები, ძირითადად, იმ მოტივით ღალატობდნენ სამშობლოს, რომ მტერი ძლიერია“

თამთა ქარჩავა

2018-09-07 09:30:31

„პოლიტიკაში ძალიან ხშირად გადამწყვეტი არის ხოლმე ძალა. ქართველები ძირითადად იმ მოტივით ღალატობდნენ სამშობლოს, რომ მტერი ძლიერია და რატომ უნდა შევაკლათ თავიო. მტრის ძალის დანახვა ფსიქოლოგიური ომის ერთ–ერთი საშუალებაა. ის, რომ ოკუპანტმა ქვეყანამ შენს ტერიტორიაზე მედიაშოუ გამართა და ვერაფერი ვერ გააწყე, ეს ძალის დემონსტრაციაა და აი, ამ დემონსტრაციით საქართველოში შეიძლება გამრავლდეს რუსეთის მხარდამჭერები. ამ მხრივ არის სახიფათო ის, რაც ახლა თბილისში ხდება“.

ნანახია - 5158

კომენტარები - 26

„ტყიბულის საწარმოს დინჯი კაპიტალი სჭირდება, რომელიც საბოლოო მოგებაზეა გათვლილი“

„ტყიბულის საწარმოს დინჯი კაპიტალი სჭირდება, რომელიც საბოლოო მოგებაზეა გათვლილი“

მანანა ნოზაძე

2018-08-23 18:30:52

„სახელმწიფო ბიუჯეტს უფრო ძვირი დაუჯდება ტყიბულის შენახვა, იქ რომ შახტი არ იყოს. ამიტომ იყოს მინიმალური, მაგრამ უტყუარი მოგება და სახელმწიფომ შეუხამოს კანონმდებლობა, რათა კონკურენტუნარიანი გახდეს ტყიბულის ნახშირი. დღეს რომ საზღვარგარეთელი ინვესტორი მოიყვანოთ, მერე ესენი ისე შეცვლიან კანონებს, რომ გახდიან წამგებიანს მათ ბიზნესს და აღარავინ შემოვა. ამიტომ ეს თავის თავზე უნდა აიღოს სახელმწიფომ. სახელმწიფო ბიუჯეტმა უნდა იკისროს ამის დაფინანსება, რადგან მისი შესანახია ეს საზოგადოება“.

ნანახია - 6236

კომენტარები - 9

„საქართველო ისეთ საწვავს მოიხმარს, რომელსაც ძირითადად აფრიკის ქვეყნები იყენებენ“

„საქართველო ისეთ საწვავს მოიხმარს, რომელსაც ძირითადად აფრიკის ქვეყნები იყენებენ“

მანანა ნოზაძე

2018-08-22 10:00:55

„ზოგიერთი პარლამენტარი განცხადებას აკეთებდა, რომ საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის დიდი ნაწილი უვარგისი და საკვებად გამოუსადეგარი იყო. ეს მათი დიდი დანაშაულია, რომ დღეს ისინი ამაზე ხმას აღარ იღებენ. როდესაც ამაზე კანონმდებელი, პარლამენტარი ღიად ლაპარაკობს, სხვა ცივილიზებულ ქვეყანაში სერიოზული რეაქცია მოჰყვებოდა ამას სამართალდამცავთა, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. საერთაშორისო ორგანიზაციებიც აყვებოდნენ ამას, მაგრამ ასე არ ხდება საქართველოში, რადგან ყველა პარლამენტარს თავისი ბიზნესი აქვს“.

ნანახია - 6513

კომენტარები - 26

„ნიტრატმზომები გააუქმეს იმ კორუფციული სისტემის კარნახით, რომლითაც იკვებებოდა ზოგიერთი ჩინოვნიკი“.

„ნიტრატმზომები გააუქმეს იმ კორუფციული სისტემის კარნახით, რომლითაც იკვებებოდა ზოგიერთი ჩინოვნიკი“.

მანანა ნოზაძე

2018-08-21 21:30:13

„ნიტრატმზომები აჩვენებდა, რომ მდგომარეობა საგანგაშო იყო, ამიტომ ბაზარში მხოლოდ ერთეულ ადგილებზე ხდებოდა შედარებით ვარგისიანი პროდუქტების შესყიდვა. ეს სტატისტიკა როდესაც დაიდო და შესაბამისი სამსახურები როცა დარწმუნდნენ, რომ სიტუაცია ახლო მომავალში აფეთქდებოდა, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საკუთარი დადგენილებით ნიტრატმზომები საერთოდ ამოიღეს ხმარებიდან. მომხმარებელს არ უნდა ენახა, რა საწამლავს მიირთმევდა თავად, თავის ოჯახის წევრებთან ერთად“.

ნანახია - 5440

კომენტარები - 1

„როგორ შეიძლება შახტში მუშაობა, თუკი იქ ჯარზე უფრო მეტი დისციპლინა არ არის?!“

„როგორ შეიძლება შახტში მუშაობა, თუკი იქ ჯარზე უფრო მეტი დისციპლინა არ არის?!“

მანანა ნოზაძე

2018-08-17 18:00:04

„პროდუქციის ძირითადი მომხმარებელია ცემენტის წარმოება, რადგან კლინკერის დამზადების დროს იყენებენ ქვანახშირს. ათი წლის წინ საქართველოში გაზზე მომუშავე ღუმელები გადაიყვანეს ქვანახშირზე, რადგან წვის პროცესში კლინკერი უფრო ხარისხიანი გამოდის და ქვანახშირით უფრო მაღალი ხარისხის ცემენტი მიიღება. თუმცა ნელ-ნელა მოიმატა გაზზე გამომწვარი კლინკერების მოცულობამ, რომელიც 20-25%-ით იაფია, მაგრამ უხარისხოა. ამიტომაც გაანახევრეს მოთხოვნა ჩვენს ქვანახშირზე, უხარისხო კლინკერის ნახევარი შემოაქვთ ირანიდან, ურევენ ერთმანეთში და მიდის ცემენტის წარმოება ამ არასწორი გზით“.

ნანახია - 5621

კომენტარები - 6

„ცენტრალურ უბნებს საპარკინგე სივრცეების რესურსი არ გააჩნია“

„ცენტრალურ უბნებს საპარკინგე სივრცეების რესურსი არ გააჩნია“

მანანა ნოზაძე

2018-08-17 09:00:53

„მთავარია, პარკირება იყოს ცალკეულ უბნებში, სადაც ამის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ იქვე უნდა იყოს ისეთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ გააჩერო მანქანა სადგომზე და შემდეგ უკვე ცენტრალურ ნაწილში შეხვიდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის საშუალებით. ასე ხდება უცხოეთშიც, სადაც ქალაქის ცენტრში შესვლა ფასიანია. იქ ცენტრში შედიან ადამიანები, რომელთაც უღირთ ამ თანხის გადახდა, სხვა შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ. ასე ხდება თუნდაც ლონდონსა და სხვა დიდ ქალაქებში, სადაც ავტომობილის შესვლა ძვირია, პარკირებაც ძვირია“.

ნანახია - 6211

კომენტარები - 44


სარეკლამო ბანერი
1000 X 80