სხვადასხვა
სხვადასხვა

სააღდგომო ტრადიციები საქართველოში

სააღდგომო ტრადიციები საქართველოში

for.ge

2017-04-15 10:11:08

"აღდგომას დასავლეთ საქართველოში ყველა ადრიანად ემზადებოდა ცისკარზე წასავლელად. ახალი მიცვალებულის პატრონი თავისი ჩამოსარიგით მიდიოდა თავისი მიცვალებულის საფლავზე და იქვე სუფრაზე აწყობდა სანოვაგეს. გათავდებოდა თუ არა ცისკარი, მღვდელი ჩამოივლიდა ყველა სუფრას, აკურთხებდა და შემდეგ ჭირისუფალი თავისი სანოვაგიდან ურიგებდა ცოტ-ცოტას ყველაფერს იქ მყოფთ. ოჯახში კი, სანამ სადილად დასხდებოდნენ, უფროსი ქალი აიღებდა საოჯახო განატეხს (ანთებული სანთელი კედელზე უნდა ყოფილიყო მიკრული), ჭიქით ღვინოს, განატეხს წაღმა შეატრიალდებდა და დაილოცებოდა: “აღდგომის ძალო და მადლო! კაი წელიწადი დაგვიყენე, ბევრი აღდგომა მოასწარი ყველა ჩვენიანს”.

ნანახია - 162

კომენტარები - 0

სააღდგომო განძეული

სააღდგომო განძეული

for.ge

2017-04-15 09:59:52

პეტრე კარლ ფაბერჟე 1846 წელს სანკტ-პეტერბურგში დაიბადა. ევროპაში ძალიან ახალგაზრდა გაემგზავრა საიუველირო საქმის შესასწავლად. რუსეთში დაბრუნებულმა დააარსა „ფაბერჟეს ფირმა“. 1882 წელს ფაბერჟეს ნაკეთობები ძალიან მოეწონა ალექსანდრე მესამეს და სამეფო კარის იუველირად დანიშნა, თუმცა, განსაკუთრებული დიდება ფაბერჟეს სააღდგომო კვერცხების კოლექციამ მოუტანა. პირველი ასეთი სააღდგომო კვერცხი 1885 წელს იმპერატორმა შეუკვეთა მეუღლისთვის საჩუქრად. 1917 წელს ფაბერჟემ სააღდგომო კვერცხების 71 უნიკალური ნიმუში შექმნა, აქედან 54 – სამეფო კარის შეკვეთით.

ნანახია - 153

კომენტარები - 0

სარეკლამო ბანერი
1000 X 80