სხვადასხვა
სხვადასხვა

ცხვრის კრეჭვა ოლიმპიურ „აღიარებას“ ელოდება

ცხვრის კრეჭვა ოლიმპიურ „აღიარებას“ ელოდება

for.ge

2017-04-06 12:35:17

ახალზელანდიელებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა გადაწყვიტეს, ცხვრის კრეჭვა ოლიმპიური თამაშების საჩვენებელ პროგრამაშია შესატანიო. სამხრეთ ნახევარსფეროს ეს ქვეყანა რომ ერთ-ერთი მოწინავეა ცხვრის ექსპორტით, არახალია. მერინოსის ჯიშის ცხვარს მადლიერმა ზელანდიელებმა ძეგლიც კი დაუდგეს. ასე რომ, უჩვეულოდ არ უნდა მოგვეჩვენოს მათი სურვილი თუ მოთხოვნა - ცხვრის კრეჭვა ოლიმპიურ თამაშებზე საჩვენებელ სპორტის სახეობად შეიტანონ. ახალზელანდიელი ფერმერები ამბობენ, დროა, ეს დისციპლინა მსოფლიო არენაზე გავიდეს. აქაოდა, ცხვრის კრეჭვა არაფრითაა ნაკლები ფეხბურთზე თუ ჩოგბურთზეო.

ნანახია - 115

კომენტარები - 0

სარეკლამო ბანერი
1000 X 80