დაიჯესტი
დაიჯესტი

ექსკლუზიური ინტერვიუ ალექსანდრე ჯეჯელავასთან

ექსკლუზიური ინტერვიუ ალექსანდრე ჯეჯელავასთან

ნინო ლურსმანაშვილი,"ვერსია"

2017-04-10 09:20:53

ზოგ სკოლაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. სკოლას საცხოვრებლის მიხედვით კი არა (ასე რომ იყოს, პრობლემა არ შეიქმნებოდა), იმიჯის, სახელის მიხედვით ირჩევენ. გამოდის, ,,ცუდი'' სკოლების რაოდენობა უნდა შევამციროთ. ამ მიზნით გვინდა, პოპულარულ სკოლებს ახლომდებარე, ნაკლებპოპულარული სკოლები ,,მივუერთოთ''. ვგულისხმობ იმას, რომ ისინი, ერთ ქსელში, ბრენდული სკოლის პარტნიორები იქნებიან. თუმცა სკოლა, რომელიც ლიდერთა სიაში არაა, დამოუკიდებლად რჩება, იგივე დირექტორით და მასწავლებლებით. მათ უნდა განავითარონ ერთმანეთი. ასევე გვინდა მოვსინჯოთ კერძო და საჯარო სკოლების პარტნიორობა, რაც ვფიქრობ, დადებით შედეგს გამოიღებს.

ნანახია - 534

კომენტარები - 0

გია ხუხაშვილი: „როცა შენი ქვეყნის კეთილდღეობის ინდექსი ევროპულისგან მკვეთრად განსხვავდება, თანაბარ პარტნიორობაზე საუბარი შეუძლებელია!“

გია ხუხაშვილი: „როცა შენი ქვეყნის კეთილდღეობის ინდექსი ევროპულისგან მკვეთრად განსხვავდება, თანაბარ პარტნიორობაზე საუბარი შეუძლებელია!“

მაია მიშელაძე,"ვერსია"

2017-04-10 09:19:13

გარკვეული პერიოდის განმავლობაში შიდა ბაზრის დაცვას. სამი ან ხუთი წელი ადგილობრივ, გნებავთ უცხოელ ინვესტორებს, საშუალება უნდა მივცეთ, ინვესტიციები რეალურ სექტორში განახორციელონ. ეკონომიკური საზღვარი კი ისე დავიცვათ, რომ პირველ ეტაპზე, გარანტირებული შიდაბაზარი ჰქონდეთ. როცა კონკურენტუნარიანი ადგილობრივი პროდუქცია გვექნება, იმპორტი სახიფათო აღარ იქნება. მარტივი სქემაა და ასე იმოქმედა ყველა ქვეყანამ საკუთარი ეკონომიკის შესაქმნელად. უმუშევრობის პრობლემა მხოლოდ ამ გზით მოგვარდება, რადგან დასაქმება მხოლოდ რეალურ სექტორშია შესაძლებელი.

ნანახია - 495

კომენტარები - 0

საქართველოს პირველი პრეზიდენტის იღბალი და ბედისწერა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის იღბალი და ბედისწერა

ნინო ლურსმანაშვილი,"ვერსია"

2017-04-03 08:49:26

რამდენიმე წლის შემდეგ, ხალხში გავრცელდა ლექსი ,,ქრისტესშობა'', რომელზედაც ითქვა, ზვიადმა იჯევანში დაწერაო. ეს ლექსი არის ფსევდოეპიგრაფი, თუმცა რადგან ძლიერ ემოციურ მუხტს ატარებს, ადამიანებს უჭირთ დაჯერება, რომ ზვიადის ლექსი არაა. არადა, ექსპერტულად დავადასტურებ, რომ მას არ ეკუთვნის. ის განწყობაც, რაც იქ არის - გაბზარული, დამსხვრეული... ზვიად გამსახურდიას არ ახასიათებდა. მტკიცება, რომ ამ ლექსის ავტორი ზვიადია, მათ წისქვილზე ასხამს წყალს, ვინც დღემდე გვთავაზობს ნარატივს, თითქოს დეპრესიაში ჩავარდნილმა გამსახურდიამ თავი მოიკლა.

ნანახია - 585

კომენტარები - 3

რა ზედმეტ თანხას გვახდევინებენ გაზის კომპანიები – დიდი ფინანსური მაქინაცია

რა ზედმეტ თანხას გვახდევინებენ გაზის კომპანიები – დიდი ფინანსური მაქინაცია

მაია მიშელაძე,"ვერსია"

2017-03-29 09:49:53

დიახ, კომისია ფიქრობს, რომ არაგონივრული ხარჯები ტარიფში არ უნდა აისახოს, მით უმეტეს, მომხმარებელი ამაში ფულს არ უნდა იხდიდეს! მაგალითად, ,,ძირითადი საშუალებების მწყობრიდან გამოსვლის შედეგად საქმიანობის შეჩერების დაზღვევა'' მიუღებელი შემოსავლის დაზღვევაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია მისივე რისკს აზღვევს, თუმცა ეს რისკი მოგებაში აქვს ასახული, კომპანიას კი იმხელა მოგება აქვს, რომ ასეთი რისკები თვითონვე გადააზღვიოს, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ეს გონივრული ხარჯი არ არის და ამაში მომხმარებელმა ფული არ უნდა გადაიხადოს.

ნანახია - 672

კომენტარები - 0

შტურმი ქართულზე

შტურმი ქართულზე

ნუკი გაგულიძე,"versia.ge"

2017-03-29 09:48:30

ისე, ენის პრობლემა სკოლებიდან იწყება: ინტეგრირებული სწავლებაა ანუ ქართული ენა და ლიტერატურა შეერთებულია და მასწავლებელს დრო არ რჩება, გრამატიკა ახსნას... 2010 წელს, რამდენიმე საგანში, მათ შორის ქართულშიც დაწყებითი კლასები შემოწმდა და აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებმა გრამატიკა ლიტერატურაზე ორჯერ უკეთ იციან. შემდეგ საბაზისო, განსაკუთრებით კი, დამასრულებელ საფეხურზე ყველაფერი ეს ნულამდე დადის, რადგან ამ საფეხურებზე გრამატიკას ყურადღება საერთოდ აღარ ექცევა და ის ცოდნაც, რაც მოწაფეებს დაწყებითში ჰქონდათ, იკარგება. აქ საუბარი იმაზეა როგორ ცოდნას ვაძლევთ...

ნანახია - 616

კომენტარები - 7

შენელებული მოქმედების “ციანიდის საქმე”

შენელებული მოქმედების “ციანიდის საქმე”

ნანა დევდარიანი,"geworld.ge"

2017-03-24 10:49:33

სადაც არის ცოცხალი ადამიანი, იქ არის ბრძოლა დაწინაურებისთვის, ბობოქარი ადამიანური ვნებები და ეს არც ეკლესიისთვის არის უცხო. მთავარია, სად გადის ზღვარი, რომლის გადაბიჯების უფლება არათუ სასულიერო პირს, არამედ საეროსაც არ აქვს! “მეუფე ყანდურებზე” პირველად სწორედ “საქართველო და მსოფლიო” წერდა და არა ეკლესიასთან ბრძოლის, არამედ მის რიგებში უღირსთა მხილების მიზნით. დრო გადიოდა და ყველაფერი ისევ ისე რჩებოდა. ჭირმა კი თავი არ დამალა და, თუ “ციანიდის საქმეს” არა მხოლოდ საერო, არამედსასულიერო სჯულის კანონით არ გაეცემა პასუხი, შენელებულიმოქმედების ნაღმი უთუოდ ამოქმედდება.

ნანახია - 624

კომენტარები - 0

"რუსთავი 2"-ის თანამშრომლების გადაბირება გრძელდება

"რუსთავი 2"-ის თანამშრომლების გადაბირება გრძელდება

რეზონანსი

2017-03-23 11:01:16

"ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ "იმედის" წარმომადგენლები და უკვე იმედში გადასულები ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ "რუსთავი 2"-ის კიდევ რამდენიმე თანამშრომელთან. კულუარული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია და ტელეკომპანიაში ტექნიკური მიმართულებით მუშაობს, უკვე დაითანხმეს და მისი "ტრანსფერის" შესახებ ინფორმაცია ამ დღეებში გავრცელდება. "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ბადრი პატარაკაციშვილის ტელევიზიის ხელმძღვანელობა მისი თანამშრომლების გადაბირებას ყოველთვის ცდილობდა და მომავალშიც ეცდება.

ნანახია - 976

კომენტარები - 0

რა კავშირშია ბათუმის მოვლენები ანკარა-მოსკოვთან?

რა კავშირშია ბათუმის მოვლენები ანკარა-მოსკოვთან?

ლუკა დვალი,"ვერსია"

2017-03-23 09:42:27

„მიხეილ სააკშვილის 9-წლიანი მმართველობით ქვეყანამ უზარმაზარი პროგრესი განიცადა. თუმცა ბევრი თვლიდა, რომ იქ არსებობდა პოლიტიკური ოპონენტების შევიწროების ფაქტები, რაც აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც მოხვდა. სააკაშვილის გუნდმა ამიტომაც წააგო 2012 წლის არჩევნები. მიუხედავად ამისა, მიიჩნევა, რომ კორუფციასთან ბრძოლაში სწორედ მკაცრი ხელი იყო საჭირო'', - ვკითხულობთ HRB-ის სტატიაში, სადაც ამერიკელი მკვლევარები, ჯერ კიდევ 2013 წლის იანვარში, მიანიშნებდნენ რუსული ძალის გაძლიერების მაღალ ალბათობაზე საქართველოში.

ნანახია - 492

კომენტარები - 0

სარეკლამო ბანერი
1000 X 80