დაიჯესტი
დაიჯესტი

კანონპროექტი, რომელიც ნაციონალების გამო, სამი წელი პარლამენტის თაროზე იდო, განსახილველად ჩამოიღეს

კანონპროექტი, რომელიც ნაციონალების გამო, სამი წელი პარლამენტის თაროზე იდო, განსახილველად ჩამოიღეს

თეონა მანაგაძე

2016-11-29 12:00:40

„საუბარია არა პასუხისმგებლობის მოხსნაზე, არამედ პასუხისმგებლობის თანაზომადი პრინციპის განსაზღვრაზე. საქართველოს ორწლიანი სანქცია იმის გამო დაედო, რომ ევროსაბჭოს წევრი დეპუტატების მიმართ პასუხისმგებლობის გამოყენება მოხდა. მათ მიმართ კანონის გამოყენება მოხდა და ქვეყანა დაისაჯა, რადგან ორი წელი სანქცია გვედო და ქვეყანაში ევროსაბჭოს ეგიდით არც ერთი საერთაშორისო ღონისძიება არ ტარდებოდა. მთავარია არა ის, რომ ნაციონალები გაგვაკრიტიკებენ, არამედ ის, რომ ევროპელი ლიდერები საქართველოს სანქციას არ ადებდნენ“

ნანახია - 1172

კომენტარები - 5

დათო კიკალიშვილი „რუსთავი 2“-დან მიდის, გადაცემა „20/30“ იხურება, „ტაბულას“ რეორგანიზაცია კი 2017 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება?

დათო კიკალიშვილი „რუსთავი 2“-დან მიდის, გადაცემა „20/30“ იხურება, „ტაბულას“ რეორგანიზაცია კი 2017 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება?

ნინო დოლიძე, "ვერსია"

2016-11-24 09:29:13

„დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ ვიცი, რომ „რუსთავი 2“-ის დატოვებას გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანი და ამ არხის ძირძველი თანამშრომელი, დავით კიკალიშვილი აპირებს. როგორც მითხრეს, ამის თაობაზე მას განცხადება ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაცების გამო თავი შეიკავა. კიკალიშვილი რომელიმე სხვა ტელევიზიაში კი არა, არამედ, აშშ-ში სასწავლებლად წავა და არხის დატოვებასაც ამით ახსნის.

ნანახია - 1156

კომენტარები - 0

სააკაშვილს პარტიაში „სვეტი“ ლიდერების არსებობა არ მოსწონს, ბოკერიას მის წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანია

სააკაშვილს პარტიაში „სვეტი“ ლიდერების არსებობა არ მოსწონს, ბოკერიას მის წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანია

თეონა მანაგაძე

2016-11-17 09:00:15

„პარტიაში დაპირისპირება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა. ამ გადაწყვეტილებას პარტიის ერთი ნაწილის მხრიდან ძალიან აგრესიული რეაქცია მოჰყვა, რომელმაც ჩვენთან დაკავშირებით ძალიან ბინძური კამპანია წაახალისა, რომ თითქოს, ივანიშვილს შევეკარით. ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო, ისევე როგორც ძალიან დიდი შეცდომაა არჩევნებზე ხელის ჩაქნევა და გამოცხადება, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს მაშინ, როცა წინ თვითმმართველობის არჩევნები გველის. ამ არჩევნებზე ბრძოლას ჩვენს აქტივთან ერთად ვაპირებთ. ჩვენი ამოცანა, ხალხის გვერდზე დგომაა და არა ამ ბინძური კამპანიის წახალისება“.

ნანახია - 1699

კომენტარები - 3

რადას დეპუტატი: „ოდესის გუბერნატორი შესაძლოა, იმიტომ გადადგა, რომ კოკაინი გაუთავდა!“

რადას დეპუტატი: „ოდესის გუბერნატორი შესაძლოა, იმიტომ გადადგა, რომ კოკაინი გაუთავდა!“

ვერსია

2016-11-14 09:17:07

„მხოლოდ რიტორიკით დიდხანს ვერ გაიტან. მას მისცეს სამუშაოს კონკრეტული მონაკვეთი - და ის რომ იქ არ წასულიყო, ყველა იფიქრებდა, რომ ის ჭკვიანია. ის მოვიდა ოდესაში და ამჟამად ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს იმიტომ, რომ მთელმა ქალაქმა იცის, რეებს სჩადის“, - ამბობს რაბინოვიჩი და ვარაუდობს, რომ ოდესის გუბერნატორი ნარკოტიკებს მოიხმარს. ,,მესმის, მას ერთგვარი კოკაინის დრაივი აქვს. მთელი ოდესა ლაპარაკობს, რომ ის რაღაც მძიმე ნივთიერებებზეა. შედის ოთახში, მერე გამოდის აღგზნებული და დარბის. შევთავაზე, ამ ჭორების გასანეიტრალებლად მოეცა თმის ღერი ანალიზისთვის. მას ეს არ სურს“

ნანახია - 1145

კომენტარები - 5

სარეკლამო ბანერი
1000 X 80