News
News

მეუფე დიმიტრი - პატრიარქი ანდერძით მემკვიდრეს ვერასოდეს დატოვებს - ეს აბსურდია, რაც შეეხება კანდიდატებს, ყველა შეიძლება მოიაზრებოდეს, ჩემს გარდა

მეუფე დიმიტრი - პატრიარქი ანდერძით მემკვიდრეს ვერასოდეს დატოვებს - ეს აბსურდია, რაც შეეხება კანდიდატებს, ყველა შეიძლება მოიაზრებოდეს, ჩემს გარდა

interpressnews.ge

2017-02-27 11:00:39

ფაქსიმილეს გაქრობაზე ინფორმაცია ყურით მოტანილი ჭორია, საპატრიარქოდან არაფერი გამქრალა, - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მეუფე დიმიტრის თქმით, ამ კონტექსტში რამდენჯერმე გაიჟღერა პატრიარქის ანდერძის საკითხმა და გარკვეულმა ჯგუფმა ანდერძთან თავად მეუფე დიმიტრიც დააკავშირა, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და თვალში ნაცრის შეყრის მცდელობაა.

„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის საუკეთესო ფილმის ჯილდო „მთვარის შუქის“ ნაცვლად შეცდომით „ლა ლა ლენდს“ გადასცეს

„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალზე წლის საუკეთესო ფილმის ჯილდო „მთვარის შუქის“ ნაცვლად შეცდომით „ლა ლა ლენდს“ გადასცეს

.interpressnews.ge

2017-02-27 10:26:18

წლევანდელ ცერემონიალზე გარკვეული უხერხული სიტუაცია შეიქმნა. მსახიობმა უორენ ბიტიმ წლის ფილმად თავდაპირველად „ლა ლა ლენდი“ დაასახელა, თუმცა მას შემდეგ რაც აღნიშნული ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი სცენაზე ავიდა და „ოსკარი“ გადაეცა, ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას აცნობეს, რომ „მოხდა გაუგებრობა“ და წლის ფილმი „შეცდომით წაიკითხეს“. ამის შემდეგ აჩვენეს კონვერტი, სადაც მითითებული იყო, რომ წლის საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ რეალურად არა „ლა ლა ლენდს“, არამედ „მთვარის შუქს“ გადაეცა.
სარეკლამო ბანერი
1000 X 80