News
News

გიორგი კვირიკაშვილი - მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ გახდება მაგალითი იმისა, თუ როგორ არის ურბანული ტრანსპორტის განვითარება შესაძლებელი

გიორგი კვირიკაშვილი - მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ გახდება მაგალითი იმისა, თუ როგორ არის ურბანული ტრანსპორტის განვითარება შესაძლებელი

ipn

2017-10-16 13:15:58

მინდა დედაქალაქის მცხოვრებლებს მივულოცო ძალიან მნიშვნელოვანი დღე. დღეს ქალაქ თბილისის მეტროპოლიტენის 23–ე სადგური გაიხსნა. 20–წლიანი პაუზის შემდეგ 2015 წელს, ჩვენ განვაახლეთ ამ მეტროსადგურის მშენებლობა და დღეს ეს პროექტი წარმატებით დასრულდა. მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა 84 მილიონი ლარის სახით. მინდა მადლობა გადავუხადო აზიის განვითარევბის ბანკს, მათი დახმარებით მოხერხდა ამ პროექტის დაფინანსება. სამშენებლო სამუშაოები განახორციელა ერთ–ერთმა ცნობილმა კომპანიამ, რომელსაც უმსხვილესი პროექტები აქვს განხორციელებიული მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
სარეკლამო ბანერი
1000 X 80