პრემიერ მინისტრი "მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული"ს გამოფენაზე შავი ზღვის უნივერსიტეტის სტენდი დაათვალიერა
სიახლეები

პრემიერ მინისტრი "მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული"ს გამოფენაზე შავი ზღვის უნივერსიტეტის სტენდი დაათვალიერა

პრემიერ მინისტრი "მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული"ს გამოფენაზე შავი ზღვის უნივერსიტეტის სტენდი დაათვალიერა
for.ge

2015-11-10 18:09:18

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 10-17 ნოემბერს საქართველოს მასშტაბით "მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული", გაიმართება. გახსნის ცერემონიალი საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ. სტუმრებმა მონაწილე უნივერსიტეტების წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერეს და წარმოდგენილ მასალებს გაეცნენ.

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოფენაზე გახსნილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტენდი დაათვალიერა. მან ისაუბრა უნივერსიტეტის რექტორს ფროფ. დოქტორს ილიას ჩილოღლუს და წამატებები უსურვა.

 ’’განათლება არის ჩვენი მთავრობის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი, რადგან განათლებული თაობის გარეშე ჩვენთვის წარმოუდგენელია როგორ უნდა შევძლოთ, ისეთი სიძნელეების გადალახვა, როგორიც არის უმუშევრობა, ეკონომიკა. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავრობა კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს მეცნიერების ხელშეწყობას,“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული გახსნაზე.

’’დარწმუნებული ვარ, მსოფლიო მეცნიერების უახლესი მიღწევების გაცნობასთან ერთად, აუცილებლად გავიხსენებთ ჩვენს დიდ მეცნიერებს და ახალგაზრდა თაობას გავუღვივებთ ინტერესს, რომ სხვადასხვა თაობის ერთობით, შევძლებთ გავხდეთ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცის სრულუფლებიანი წევრი.“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა და აღნიშნა, რომ სულ მალე ხელი მოეწერება ’’ევროკავშირის პროგრამის - ჰორიზონტ 2020-ის ასოცირებული წევრობის შესახებ“ ხელშეკრულებას, რაც ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო გააღრმაონ საერთაშორისო თანამშრომლობა, მოიზიდონ დამატებითი თანხები და აწარმოონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევები.“ - დასძინა პრემიერმა.
სარეკლამო ბანერი
1000 X 80