ზაზა ფაჩულია თიბისი ბანკთან ერთად ბიზნესის წამოწყების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს
სიახლეები

ზაზა ფაჩულია თიბისი ბანკთან ერთად ბიზნესის წამოწყების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს

ზაზა ფაჩულია თიბისი ბანკთან ერთად ბიზნესის წამოწყების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს
for.ge

2017-08-10 12:32:51

ზაზა ფაჩულია თიბისი ბანკთან ერთად საქართველოში ბიზნესის წამოწყების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ კალთბურთელმა 9 აგვისტოს „იმპაქთ ჰაბში“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც ის თიბისი ბანკის პროექტ სტარტაპერის და  ბიზნესდაჯილდოების ნომინაცია „წლის სტარტაპერის“ მონაწილეებს შეხვდა.

„ბევრი საერთოა ჩემს როგორც სპორტსმენსა და თქვენს როგორც ბიზნესმენებს შორის,“ - განაცხადა ფაჩულიამ.  „საქართველოში არიან ადამიანები, ვისაც დიდი პოტენციალი აქვთ, მაგრამ ბიძგი და დახმარება ჭირდებათ, სწორედ ამას აკეთებს თიბისი და მეც მოვედი, რომ გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. თქვენს გვერდით მიგულეთ და მადლობა მეგობრობისთვის.“

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის ნიკოლოზ ქურდიანის თქმით: „ძალიან მნიშნელოვანია, რომ დღეს შევკრიბეთ ხალხი, ვინც ქვეყანაში იწყებს ახალ ინიციატივებს, ქმნის ახალ ბიზნესებს, ნერგავს ახალ იდეებს და აქცევს მათ რეალობად. ამით ისინი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას უწყობენ ხელს, ბევრ სამუშაო ადგილს ქმნიან და სოციალურ ფონს აუმჯობესებენ. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც დიდ საქმეს აკეთებს. ზაზა ფაჩულიას დამეგობრება „სტარტაპერთან“ მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მან ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდი შრომის შედეგად მიაღწია დიდ მიზანს, რაც სტარტაპის თემატიკასთან ძალიან ახლოსაა.“

ცნობილმა კალათბურთელმა, ასევე, ისაუბრა შეცდომების დაშვების, გამბედაობის, ძლიერი გუნდის ყოლის და თვითდაჯერებულობის მნიშვნელობაზე. „კითხვის დასმა და შეცდომის დაშვება სირცხვილი არ არის, პირიქით, იყავით გამბედავები, მიღებული გამოცდილებით ბევრს ისწავლით.“

ზაზა ფაჩულია თავადაც მონაწილეობდა თიბისი ბანკის მიერ ორგანიზებულ პროექტებში.  მაგალითად, შარშან მისი სტარტაპი „სნეპი“ ბიზნესდაჯილდოებაში იღებდა მონაწილეობას. წელს კი კალათბურთელი ბიზნესდაჯილდოებაში ნომინაცია - „წლის სტარტაპერის“  წარმდგენი იქნება.

ღონისძების ბოლოს ფაჩულიამ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. „უნდა იფიქროთ სულ განვითარებაზე, ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ. თქვენი წარმატება ქვეყნის წარმატებაა,“ -  განაცხადა კალათბურთელმა.

 
სარეკლამო ბანერი
1000 X 80