საქართველოს პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს
სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს

2017-09-12 16:10:47



საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მორატორიუმში შეტანილი დროებითი ცვლილება სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების ყოველგვარ შესაძლებლობას გამორიცხავს.



"მინდა, გამოვეხმაურო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ დაწესებულ დროებით მორატორიუმში შესწორების შეტანის საკითხს. უპირველეს ყოვლისა, მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ მორატორიუმი ძალაშია, უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება ნებადართული არ არის და ოპონენტების მიერ ამ თემაზე გაკეთებული განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სწორედ ჩვენი ხელისუფლების ინიციატივით იქნა აღიარებული სტრატეგიულ რესურსად და უცხოელებზე მის გასხვისებაზე დაწესდა შეზღუდვები; ამ საკითხთან დაკავშირებით, სპეციალური ჩანაწერი გაკეთდა კონსტიტუციის პროექტში. საუბარი იმაზე, რომ მორატორიუმში დროებით შეტანილი ცვლილება არაა შესაბამისობაში საკონსტიტუციო ჩანაწერთან, სიმართლეს არ შეესაბამება. ცვლილება ეხება მხოლოდ საფინანსო სექტორს და ისიც, შეზღუდული ვადით. საუბარია იმაზე, რომ საფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებს, კანონის ამოქმედებამდე, დარჩეთ სოფლის მეურნეობის დანიშნულების მიწების საკუთრებაში დროებით დარეგისტრირების უფლება, იმ შეზღუდვით, რომ გარკვეულ ვადაში მოახდენენ ამ მიწის რეალიზაციას, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე. აღნიშნული დროებითი ცვლილება განპირობებულია მხოლოდ იმ მიზნით, რომ ფერმერებს და გლეხებს შეეძლოთ საკუთარი მიწის ქონებრივ აქტივად გამოყენება, საფინანსო სექტორთან თანამშრომლობა და სოფლის მეურნეობის მთელი რიგი სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა და ამავდროულად, არავითარი საფრთხე არ დაემუქროს სასოფლო-სამეურნეო მიწების განვითარებას. კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დროებითი ცვლილება სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების ყოველგვარ შესაძლებლობას გამორიცხავს და ამ თემაზე სპეკულაციები მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მორატორიუმის მოქმედების პერიოდში უცხოელები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებას ვერ დაარეგისტრირებენ.

იმ შემთხვევებზე, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე უკვე ფლობს საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, მორატორიუმის მოქმედება არ ვრცელდება და მიწა მფლობელის საკუთრებაში რჩება.

ცვლილების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვება შეეზღუდათ: უცხო ქვეყნის მოქალაქეებს; საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს;


უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს.

მორატორიუმი ძალაში იქნება "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე.

შესაბამისი ცვლილებები "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში შევიდა.







 

 



 

კომენტარები

0

 







რუსიფიკაცია გრძელდება - სამხრეთის სამხედრო ოლქში რუსი სამხედროების 4 000 ოჯახი ჩაასახლეს

 5 წუთის წინ





რას „დავითვლით შემოდგომაზე“ – წვრთნებს თუ ომებს?

 26 წუთის წინ





გაზმომარაგების შეზღუდვა - 15 000 აბონენტი

 28 წუთის წინ



 







შსს-ს მაშველებმა მყინვარწვერზე მყოფ ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს

 32 წუთის წინ



შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის თანამშრომლებმა ყაზბეგში მყინვარწვერზე მყოფ ტურისტს, რომელსაც ქვედა კიდურის მოტეხილობა აღენიშნებოდა, დახმარება აღმოუჩინეს.







ყოფილი პირველი ლედი შვილთან ერთად საქართველოში დაბრუნდა

 35 წუთის წინ







სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

 39 წუთის წინ







პრემიერ–მინისტრმა სააკაშვილზე, როგორც წარსულზე, შეფასების გაკეთება არ ისურვა

 43 წუთის წინ







პროფკავშირეობის თავმჯდომარეობის კანდიდატი მის კანდიდატურას მოხსნის, თუ პეტრიაშვილი გადადგება

 46 წუთის წინ



 







კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადება

 50 წუთის წინ



"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის"-ის განცხადებით, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩა N15-თან, სამშენებლო კომპანიამ ტექნიკური სამუშაოების დროს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური მილი დააზიანა.







ცესკოს საარჩევნო უბნების წევრთა კვალიფიკაცია ზოგიერთი ადმინისტრაციის კვალიფიკაციას აღემატება

 14:59



სააგენტო "კვირაში" არასამთავრობო ორგანიზაცია IDMC-ის წარმომადგენელმა მიშა ჭიღლაძემ ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის შეფასებაზე ისაუბრა. შეფასება ეხება 21 აგვისტოდან დღემდე მიმდინარე საარჩევნო პროცესს.







რუსეთის სკოლებსა და ადმინისტრაციულ შენობებში მასობრივი ევაკუაცია ხორციელდება

 14:58







საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმი გარდაცვლილი იპოვეს

 14:44







საქართველოს რეგიონების ტურისტული ცნობადობის ამაღლებისთვის მარკეტინგული კამპანიები დაიწყება

 14:37







საოკუპაციო რეჟიმი სოფელ ხურვალეთთან ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებს აფართოებს

 14:04



 







კანდელაკის ქუჩაზე კორპუსის ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

 13:53



საბურთალოს რაიონში, კანდელაკის ქუჩა N6 კორპუსის ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.







სააკაშვილმა უკრაინაში არაკანონიერად შესვლის შესახებ პროტოკოლს ხელი არ მოაწერა

 13:48







ვითიბი ბანკმა 8 თვის განმავლობაში 36,2 მილიონი ლარის აგროსესხი გასცა

 13:48







მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავი-თბილისის გზასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 13:38







სოფელ ბოდბისხევში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

 13:28



 







ერაყში რუსეთის მოქალაქეს ჩამოახრჩობენ

 13:22



რუსეთის მოქალაქეს, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრობა ედება ბრალად, ერაყში სიკვდილით დასჯიან. შესაბამისი გადაწყვეტილება ბაღდადის სისხლის სამართლის ცენტრალურმა სასამართლომ მიიღო.







როგორ ზეიმობდნენ ბახუსს ჩვენს წელთაღრიცხვამდე და 21-ე საუკუნეში GWS-თან ერთად

 13:20







 „იავნანათი მიძინებული სინდისი“ – მსოფლიო ბანს მილიონობით ლარის მითვისებაში ამხელენ

 13:18







მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

 13:15







მსოფლიო ბაზარზე ოქრო გაძვირდა

 13:07



 















ლვოვის სასტუმროში, სადაც სააკაშვილი ცხოვრობს, პოლიციელები მივიდნენ



 



 







 



პოპულარული

მნიშვნელოვანი

ბიზნესი



 









რეჟისორმა სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას კლოუნადა უწოდა











პოროშენკომ მესაზღვრეები შეაქო, რომლებმაც სააკაშვილის წინააღმდეგ იარაღი არ გამოიყენეს











აპლიკაცია GOOGLE DRIVE იხურება











თბილისში მეტროს მუშაობა ამ დრომდე პარალიზებულია

















რუსეთის გენსაკონსულოს დიპლომატები აშშ–ში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ

 



 









 

 



 









მაიამი წყალში იძირება - შემზარავი კადრები შემთხვევის ადგილიდან (ვიდეო)











ცნობილი ადამიანები, რომლებიც სულელურად დაიღუპნენ











დააფასეთ ეს ბიჭი!







 







სარეკლამო ბანერი
1000 X 80