პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით კიდევ 212 დევნილი დაფინანსდება
სიახლეები

პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით კიდევ 212 დევნილი დაფინანსდება

პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით კიდევ  212 დევნილი დაფინანსდება
for.ge

2018-03-13 17:42:11

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო  212 დევნილ სტუდენტს, რომლებიც სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში სწავლობენ ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს. 

სააგენტო „დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამას“  2016 წლიდან ახორციელებს.  პროგრამის ფარგლებში, 2016-2017 წლებში, სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო სასწავლებლებში ჩარიცხული 500-მდე დევნილი სტუდენტი უკვე დაფინანსდა და ეს პროცესი 2018 წელსაც გაგრძელდება.

ტრანსპორტირების ხარჯების დაფინანსების მოთხოვნით, დევნილმა სტუდენტებმა, წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში, უნდა შეავსონ განაცხადი და ჩააბარონ სააგენტოში, მისამართზე - ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა ან სკანირებული განაცხადი, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, გამოგზავნონ სააგენტოს ოფიციალურ ელ. ფოსტაზე - info@livelihood.gov.ge

 

 

სარეკლამო ბანერი
1000 X 80