თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალის გახსნა თსუ-ში
სიახლეები

თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალის გახსნა თსუ-ში

თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალის გახსნა თსუ-ში
for.ge

2018-04-15 18:57:35

16 აპრილს, 18.00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალი 

ფესტივალის გაიხსნება. წელს  ფესტივალი  28  პროფესიულ  გუნდს უმასპინძლებს. 

საქართველოში არსებულ პროფესიულ და ბავშვთა გუნდებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ უცხოეთის გუნდები. წელს  შვიდი პროფესიული გუნდი ჩამოდის  სხვადასხვა ქვეყნიდან: ბორდოს უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი “Le Choeur Voyageur”, კაუნასის გუნდი “Kamertonas”, ტალინის წმიდა კარლის ეკლესიის კამერული გუნდი „კანორუსი“, ფილიპინელთა ვოკალური ანსამბლი დუბაიდან, სოპოტის კამერული გუნდი “Continuo”, კამერული გუნდი “Cantamus Berlin”, Little Singers of Armenia. მონაწილეთა შორისაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი.

თბილისის  საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალი 2018 წლის 16 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით გაიმართება. განსხვავებული ფორმატით ჩატრადება 21 აპრილის საფესტივალო კონცერტი ივენთ ჰოლ ქარვასლაში –  ქართული მუსიკა  ზვიად ბოლქვაძესა და ქართული ესტრადის ცნობილ მომღერლებთან  ერთად.

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი“ 2011 წელს თბილისის მერიის  დაფინანსებითა და ხელოვნებათმცოდნე – მაია ჩაჩავას ინიციატივით დაფუძნდა.

2013 წლიდან, კი დაარსდა „თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი“. რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია ქორმაისტერი – არჩილ უშვერიძე.

მიმდინარე  ფესტივალის თანადამფინანსებელია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო   საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად. ფესტივალის პარტნიორი და თანაორგანიზატორია საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

ფესტივალი უკვე მერვე წელია, დიდი წარმატებით ტარდება და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა როგორც ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში, ასევე საგუნდო მუსიკის მოყვარულთა შორის. მისი მიზანია ქართული საგუნდო საშემსრულებლო ტრადაციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია; შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება უცხოეთის საგუნდო კოლექტივებთან და მათი შემოქმედების გაცნობა ქართველი მსმენელისთვის.

თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალის საზეიმო დახურვა  12 მაისს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.
სარეკლამო ბანერი
1000 X 80