თიბისის თი ბოტი მომხმარებლებისთვის ახალ აქციას იწყებს

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

სიახლეები

თიბისის თი ბოტი მომხმარებლებისთვის ახალ აქციას იწყებს

თიბისის თი ბოტი მომხმარებლებისთვის ახალ აქციას იწყებს
for.ge

2018-07-11 12:08:31

თიბისი ბანკის  ჩათ ბოტი, თი ბოტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საბანკო ოპერაციების შესრულება, მომხმარებელს ახალ აქციაში ჩართვას სთავაზობს.

აქციის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც Ti Transfer-ით ნებისმიერი ოდენობის თანხას გადარიცხავენ, Taxify-ის ან Luca Polare-ს ვაუჩერებით დასაჩუქრდებიან. აქცია 10 ივლისს დაიწყო და  4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ყოველკვირეულად  გამოვლინდება 500 გამარჯვებული.

Ti Transfer -ით გადარიცხვის შესასრულებლად საჭიროა:

·         შეხვიდეთ მესენეჯრის აპლიკაციაში იმ მეგობართან სასაუბროში, რომელთანაც გსურთ თანხის გადარიცხვა;

·         დააჭიროთ „+" ღილაკს და აირჩიოთ თი ბოტი (extension-ების მენიუდან);

·         მიუთოთოთ სასურველი ანგარიში და გადასარიცხი თანხა;

·         დაადასტუროთ გადარიცხვა;

·         მეგობარი თანხის ჩარიცხვის შესახებ შეტყობინებას მესენეჯრის სასაუბროშივე მიიღებს.

·         „მიიღე თანხის" ღილაკის დაჭერის შემდეგ  თანხა ჩაირიცხება მითითებულ ანგარიშზე;

თი ბოტი თიბისი ბანკის ჩათ ბოტია, რომლის  საშუალებით  მესენჯერიდან გაუსვლევად შესაძლებელია სხვადასხვა საბანკო ოპერაციის შესრულება: თანხის გადარიცხვა, ბალანსის შემოწმება, მობილური ბალანსის შევსება, TKT.ge-დან ბილეთების შეძენა, დაგეგმილი ღონისძიებების, ახლომდებარე ბანკომატებისა და ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციის მიღება.

 

სარეკლამო ბანერი
1000 X 80