გააკეთე სწორი არჩევანი!
ბლოგი

გააკეთე სწორი არჩევანი!

გააკეთე სწორი არჩევანი!
ალექსი პეტრიაშვილი

2012-03-01 14:52:48

აშშ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია და მისი უსაფრთხოების, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მთავარი გარანტი. ამდენად, ბარაქ ობამას აშშ-ს პრეზიდენტობის მეოთხე წელს მიხეილ სააკაშვილის მასთან ვაშინგტონში პირველი შეხვედრისადმი, ბუნებრივია, საქართველოში ინტერესი დიდი იყო. არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც, რომლის გამო შეხვედრა ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის კიდევ უფრო მეტ დატვირთვას იძენდა. კერძოდ, ვიზიტი განხორციელდა იმ წელს, როდესაც საქართველოში უნდა ჩატარდეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასა და ამ გზით ძალაუფლების ოფიციალურად გადაცემას ამერიკის ადმინისტრაციაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. პრეზიდენტ ობამას მხრიდან პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულ საკითხებზე ხაზგასმაც ამის დამადასტურებელია.

სამწუხაროა, რომ ხელისუფლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში და ძალაუფლების ოფიციალურად გადაცემაში უშუალოდ მისთვის ხედავს საფრთხეს. ნაცვლად იმისა, რომ მისი წარმომადგენლები თავად იწყებდნენ და ასრულებდნენ ყველა გამოსვლას თუ სიუჟეტს მათ მიერ კონტროლირებად ნაციონალურ ტელევიზიებზე არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრით, პირიქით, ცდილობენ მიჩქმალონ, „თარგმანში დაკარგონ“ ან გადაფარონ სხვა საკითხებით, რომელთა მნიშვნელობაზეც არავინ არ დაობს. 

საქართველოსთვის ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტის მხრიდან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პოტენციალის შესწავლაზე საუბარი უაღრესად მნიშვნელოვანი და პოზიტიური სიგნალია. არ შეიძლება ადამიანს, ვისაც ქვეყნის ეროვნული ინტერესები გულთან ახლოს მიაქვს, ეს ფაქტი არ ახარებდეს. მის მნიშვნელობაზე სახელისუფლებო მედიაშიც საკმარისზე მეტი ითქვა, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ისევე როგორც ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხში, ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს ხელისუფლების პიარულ, რბილად რომ ვთქვათ, ეშმაკობებთან. მე პირადად არცერთხელ არ მომისმენია სახელისუფლებო გუნდის მხრიდან, რომ ეს განცხადება არის კარგი დასაწყისი იმ რთული და შრომატევადი პროცესისა, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს საბოლოო ჯამში ამ შეთანხმების ხელმოწერამდე. უმეტესწილად, ამ შეთანხმებას ჩვენ გვაწვდიდნენ უკვე როგორც შემდგარ ფაქტს. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა კონტექსტში იყო ნახსენები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალი პერსპექტიული მიმართულება. ამაზე ოდნავ მოგვიანებით.

თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ასევე უმნიშვნელოვანესი ამოცანა და უნდა ითქვას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან ზრუნავს ჩვენს თავდაცვისუნარიანობაზე სხვადასხვა პროგრამების განხორციელების მეშვეობით. ეს არის ასევე გრძელვადიანი, ურთიერთვალდებულებებზე დაფუძნებული პროცესი, მაგრამ თავდაცვისუნარიანობის საკითხი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისგან განცალკევებულად არც ამერიკის ადმინისტრაციაში არ განიხილება და არც ჩვენ არ უნდა გავმიჯნოთ. აქვე არ შემიძლია მადლიერების გრძნობით არ შევეხო ისეთ საამაყო საკიტხს, როგორიც არის ქართველი მებრძოლების სანიმუშო მონაწილეობა საერთაშორისო კოალიციის მიერ წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში ავღანეთში. მადლობა მათ. 

ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებასთან დაკავშირებით ასევე ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა, რომლითაც ჩვენმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა. თუმცა, ყველას კარგად ესმის, რომ ეს მხოლოდ აშშ-ს გადასაწყვეტი არ არის, მოითხოვს დროს და, რაც მთავარია, ჩვენი მხრიდან დემოკრატიულ რეფორმებში მნიშვნელოვან პროგრესს. 

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ყველა ზემოხსნებული უმნიშვნელოვანესი საკითხი ბარაქ ობამამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით ძალაუფლების გადაცემასთან კონტექსტში ჩამოთვალა, ისევე როგორც ისაუბრა დაწყებული რეფორმების წარმატებით გაგრძელებაზე. 

რაოდენ არ უნდა ეცადოს ხელისუფლება მის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიების მეშვეობით, რომ რეფორმების წარმატებით განხორციელება და თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები ჩვენს მოქალაქეებს არჩევნების კონტექსტიდან „მოგლეჯილად“ მიაწოდოს, ის ვერსად ვერ გაექცევა ამ დღეების განმავლობაში როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან დახურულ კარს მიღმა გამართული უმნიშვნელოვანესი შეხვედრების დროს მოსმენილ შეუნიღბავ სიმართლეს, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ხარისხი და ინტენსივობა პირდაპირ იქნება დამოკიდებული კონკურენტული წინასაარჩევნო გარემოს შექმნაზე, თავად არჩევნების დემოკრატიულობასა და სამართლიანობაზე და ამ არჩევნების გზით ძალაუფლების სრულფასოვნად გადაცემაზე. 

ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები, ბიძინა ივანიშვილთან, რესპუბლიკურ პარტიასთან და სხვა ჩვენს პარტნიორებთან ერთად მზად ვართ ბრძოლისთვის, მზად ვიქნებით არჩევნებისთვის და მზად ვიქნებით გამარჯვების შემდეგ ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ამოცანების გადასაჭრელად, მაგრამ ვიდრე საქართველოს მოქალაქეები გააკეთებენ არჩევანს, მანამდე ქვეყნისთვის და გნებავთ საკუთარი პოლიტიკური მომავლისთვისაც სწორი არჩევანის გაკეთება ხელისუფლებაზეა. ამიტომაც მივმართავ თითოეულ მათგანს: 

გააკეთე სწორი არჩევანი!

ნანახია - 11108

ავ–ტორი

2012-07-28 00:48:57

ალექსი, ჩაგიკუკე მისწრაფებაში (ნატოში) და მასთან ერთად, პარტნიორ, რესპუბლიკურ პარტიაშიც!

gogita

2012-10-13 14:58:26

ყველას ყველას ყველას არჩევნებს ამერიკაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს და რესპუბლიკელების მოსვლის შემთხვევაში არევას ეცდებიან ნაცები(შეძლებენ თქო სათუოა მარა აუცილებლად ეცდებიან იმდენი სიბინძურეები აქვთ ჩადენილი ქართველობაც მზად უნდა დავხვდეთ )და აი რატომ რესპუბლიკელი მაკკეინის თანაგუნდელი რომელიც(მაკკეინი)ამავე დროს არის მიშას ლობი, მათი კანდიდატი რომნი აღმსარებლობით არის ::მორმონი:: და აბსოლიტურად შეურაცხჰყოფს არსით ქრისტიანობას და განსაკუთრებით მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ქალბატონ თეას სასწრაფოდ ახალ წლამდე გაუშვით მიშა მიეცით მხოლოდ მას და მის ოჯახს გარანტიები სანახევროდ კანონთან მიმართებაში თუ ჩაეტევა ისე არა მგონია მაინც დასაჭერია ,როგორც ისრაელის 78 წლის პრეზიდენტი ზის ციხეში სწორედ მასე, (((((((( ------- მთელი საქართველოს მოსახლეობა, ისე ქართველობა, ივანიშვილისაგან ფულებს კი არა, მათ ნაცმოძრაობის სამაგალითო დასჯას ელოდება ყველა დონეზე,ვერ ატყობთ რომ არჩევნებს ელოდებიან ამერიკაში რომნი არის აღმსარებლობით მორმონი , ,მორმონები გახრწნილობაში ერთერთი მოწინავე ასე რომ ვთქვათ დაჯგუფებაა მსოფლიოში სექტათაგან,,მაგათთან რელიგიის დონეზეა აყვანილი მრავალცოლიანობა და ერთ მამაკაცს 11 მდე ცოლიც კი შეიძლება ჰყავდეს,ცხოვრობენ ყველანი ერთად,და ცოლები ისე ჰგვანან ერთმანესთს ,ინკუბატორში გამოჩეკილები გეგონებიან ,რადგან ყველა თითქმის ერთმანეთის ნათესავია ,პირველი ცოლი შეიძლება 60 წლისა ჰყავდეს და ბოლო კი სულ რაღაც 15 წლისა, სისხლისაღრევის ერთერთი უპრეცედენტო აღმსარებლობაა,,,აი ასე ცხოვრობენ და ბედს არ უჩივიან ,ან თითქმის არ უჩივიან.. ასე რომ ძალიან საგულისხმოა რესპუბლიკელების სენატორთა ასევე სომხური ლობის არგამარჯვება ამ ეტაპზე, ობამას გამარჯვება სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართული სახელმწიფოსთვის,ხოლო ოთხი წლის შემდგომ რომნი რესპუბლიკელებიდან ვეღარ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება ვინმე ნორმალური ადამიანი და ქართველებს ეს ოთხი წელი სრულიად გვეყოფა ქართული სახელმწიფოებრიობის ადამიანზე ორიენტირებული, მართლა დემოკრატიული, ქვეყნის აშენებისათვის, სადაც მართლა აღარასოდეს დავბრუნდებით უკან ნაცისტების ანდაც შინმოსული ქვეყნის მტრების ხანაში და ხელში------------------:::))));;--გაიგეთ ახლა რატომ უნდა გაიმარჯვოს ერთცოლიანობის მომხრე ობამამ რომელიც არაბულ სამყაროშიც კი ხალხის დემოკრატიის მმართველობაზე აკეთებს აქცენტს და არა ძაღლის შვილია მარა ჩვენი ძაღლისშვილიაო რესპუბლიკელებივით--;;, მორმონები უგულავა სააკიან მინასიან თუთბერიძე კალანდაძე ნაბიჭვარგაჩენილების რამიშვილ გაუგონარი უზნეობის სექტა აღმსარებლობაა,ვინმე ბაქრაძე უნივერსიტეტის პროფესორი რომ იყო გახსოვს კანადაში სტუდენტები რომ წაიყვანა და მათი მამა მარჩენალ ქმარი რომაა დღემდე აი მაგენი არიან კიდე მორმონები,მიშასავით ქალისგაზრდილი კაცუნ ქალუნების ექცევიან ყველაზე ხშირად მაგ აღმსარებლობის ქვეშ გაიგეეე,მაგათ მართმადიდებლობა უდიდეს მტრად ჰყავთ მონათლული რაც მათი ბნელი ზრახვების განხორციელებაში ხელს უშლით ამიტომ ექცეოდნენ მასე პატრიარქს და მრევლს.---უფალო დაიფარე ახალ დიდგორმოგებული ერი ქართველთა ეს ხომ არჩევნები არ იყო -----და როგორც დავითის შემდგომ დღემდის მისი მოგებული დიდგორით გადავრჩით, ისე ამ დღევანდელი ინერციით გაგვეტანოს კიდევ ქართველობა 9 საუკუნე ნურც მის შემდგომ დასდგომოდეს ქართულ მსოფმხედველობას საქართველოს ყველა მოყვარულ მოსახლეთა შთამომავლებს ასევე ქართულ ჯიშს ასეთი განსაცდელი,აწ და მარადის !!!:::::::::::::: ;;;;;;;-------------------------------------------------------ასევე ყველა შვებულებადაწერილმა საჯარო მოხელემ, რომლებიც ძველი მოქკავშირელები იყვნენ მერე განიცადეს ტრანსფორმაცია ნაციონალურ მოძრაობას ეხმარებოდნენ არჩევნებში კომისიის თავჯდომარე მოადგილეები, ნაციონალებიდან კომისიის წევრები, სატელიტი პარტიებიდან წევრები,რომლებიც წლებია უღმერთოდ აყალბებდნენ არჩევნებს, ყველამ უნდა აგოს პასუხი ,ისინი კი მიუბრუნდნენ სამსახურებს ეს სისხლის-სამართლის დამნაშავეები და არსადაც არ წავალთო, მათ მოპარულ არჩევნებზე დასმენებზე შედეგი დგებოდა და პირდაპირი და არაპირდაპირი მკვლელობებია ჩადენილი ნერვიულობაზე მოპარულ შედეგებზე ხალხია დაღუპული,ესაა სიმართლე და ამ სიმართლეს ეძებდა ხალხი და ელოდება უახლოეს მომავალში.

giorgimchedo

2012-11-05 14:01:49

ვარ, გიორგი მჭედლიშვილი. ისტ.მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
სპეციალობით ისტორიკოს კულტუროლოგი.

მსურს ბლოგისთვის გამოგიგზავნოთ სტატიები. იმედი მაქვს ვითანამშრომლებთ.

გთხოვთ შემეტყობინოთ რა მისამართზე გამოგიგზავნოთ.

ჩემი საკონტაქტო ტელეფონი, 555 39-28-67.
იმეილი mchedo@yahoo.com ან gmchedlishvili@cu.edu.ge.

omexi

2015-02-19 20:04:27

ალექს, რა ფუფლოს ბაზრობ. რატომ აბოლებ გაუცნობიერებელ ხალხს, რა ნატო რა ევროკავშირი დებილებისთვის რამდენჯერ უნდა გაგიმეორონ ნატომ და ევროკავშირის ლიდერებმა რომ უკრაინის და საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე ლაპარაკი არ არისოოოო!!!! 20 წელი მაინცოო!!!! ის ხელშეკრულება რაც ნატოსთან მოაწერეთ ხელი 100 ქვეყანას ააქვს მოწერილი რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ ნატო. ერთი მითხსრი ალექსი, შენი აზრით რამდენ წელიწადში შევალთ ნატოში და როგორ ვიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს? და მერე "ნატოში საბოლაო შესვლაზე ხელმოწერამდე" რუსეთისგან შენ დაგვიცავ თუ ალასანია?ან კიდევ რა მონურად ბაზრობ,კარგია არა ავღანეთში რომ ვარ წარმოდგენილებიო. რაშია კარგი, რომ იხოცებიან?ან მონებივით ამხელა კონტიგენტით რატომ ვართ?წადი შენი შვილი გაუშვი ან ალასანიამ გაუშვას ამერიკაში რომ ყავს და ასწავლის სხვისი უღარიბესი ოჯახის შვილების ხარჯზე გინდათ არა ხელისუფლებაში ყოფნა(ოპოზიციაც კარგია აკრიტიკე პასუხისმგებლობა ზერო) და ნიდევ უმადურობა ტეხავს ბიძინა რომ არა პაელამენტს დურბინტით ვერ დაინახავდით, მაშინ კარგი იყო როცა სიმართლე უთხრა შენს შეფს კრისული საქციელისთვის თურმე ცუდი ყოფილა. კიდევ მომხრე ხარ თუ არა ერთსქესიანთა ქორწინების და ბავშვის აყვანის ჯფლების მიცემის რაც ევროკავშირის ქვეყნებშია და სკანდინავიაში ინსესტი ამას რომ ითხოვენ ევროპელები რას იტყვი ალექსი? ხალხს აბოლებთ და ამერიკელებს უძვრებით რათა პოლიტიკაში იტივტივოთ რა ტივტივებს იცით.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80