უინტერესო პარლამენტის საინტერესო სხდომა
ბლოგი

უინტერესო პარლამენტის საინტერესო სხდომა

უინტერესო პარლამენტის საინტერესო სხდომა
სულხან ღლონტი

2012-03-08 15:20:27

პრეზიდენტის ბოლო გამოსვლასაქართველოს უინტერესო პარლამენტში მართლაც საინტერესო გამოდგა. ეს იყო ისშემთხვევა, როცა საქართველოს მოქალაქეებმა დაინახეს თუ რა ძალა აქვს სიტყვას და სიმართლეს. 

არავისთვის სიახლე არ არის, რომ მმართველი ელიტა ძირითადად  ანუხორციელებელი და უსარგებლო„რეფორმების“ შემოქმედია, მაგრამ  ეს დღე  განსაკუთრებული კრახით დასრულდა მათთვის. გმირებისეპოქაში ვცხოვრობთ და ამ დღესაც ჰყავდა ორი გმირი და ერთი ანტიგმირი. გია ცაგარეიშვილისა და ჯონდიბაღათურიას მძაფრ კრიტიკას მოუმზადებლად  ეხვდა ნაციონალური ელიტის „დაუმარცხებელი“ ფალავანი დამოხდა ის, რაც ადრეც მომხდარა, მან ბრძოლის  ველი მიატოვა. 

კრიტიკის 15 წუთი

ოპოზიციონერ დეპუტატებს კრიტიკისთვის 15 წუთი ჰქონდათ, თუმცა ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა სააკაშვილისთვის (რომელიც დებატების რეჟიმსგადაჩვეულია)  მდგომარეობიდან გამოსულიყო და ჩვენ  პირდაპირ ეთერში, დიპლომატების თანდასწრებით, საპარლამენტო ტრიბუნიდან ვიხილეთ როგორ ემუქრებოდა პრეზიდენტის  სტატუსის  მქონე პირი დეპუტატს. ალბათ ადვილი წარმოსადგენია, მას როგორი შინაარსის „ბრძანების“  გაცემა შეუძლია მაშინ, როცა დაცულია ამ „ბრძანების“  კონფიდენციალურობა. 

აპლოდისმენტები სხდომათა დარბაზში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ალბათ ყველაზე უინტერესო ფიგურაა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში. იგი ერთგვარად ქართული პარლამენტს განასახიერებს.  არც მას და არც პარლამენტს არავინ არაფერს ეკითხება. თუმცა წლიდან წლამდე ერთი ფუნქცია ხელის ხელზე დატყლაშუნება მაინც შემორჩათ და ეს შანსი არ გაუშვეს ხელიდან.მერე რაა, რომ აპლოდისმენტები მუქარის შემცველი  შინაარსის სიტყვებს მოჰყვა და ეს ამორალურად ჩანდა, ფუნქცია ფუნქციაა და უნდა შესრულდეს. 

დაზიანებული ინტელექტი 

არსებობს სახელისუფლებო მოსაზრება და ამ  მოსაზრების განმარტებისთვის გამოყოფილი თანხებიც, რომელსაც პატრონიც ყავს, მას „ექსპერტი“ ჰქვია. ექსპერტი ჩვენს  რეალობაში ერთი „უბრალო“ კაცია, რომელმაც ყველაფერი იცის, ყველაფერზე თავისი აზრი აქვს და მასაც ჰყავს გმირი და ეს გმირი მუდმივად მართალია. ექსპერტების ნაც.  აწილმა, რომლებიც ყველაფერს ხედავენ საპარლამენტო გამოსვლაშიც შენიშნეს პოზიტივები. ანგარებით დაზიანებული ინტელექტი მოიხმეს და თქვეს რაც სათქმელი იყო, „ეს  იყო ძლიერი ლიდერის ნათელი გზავნილები“ - ალავერდი ნაც. არხებს!  რაში შესცდებიან ექსპერტები?! 

აკრძალული ოცნება

სხდომაზე იყო კიდევ ერთი კონტექსტი, რომელსაც ყველაზე ხშირად გაიგონებდით. სახელისუფლებო აზროვნებაში სიახლეა, მათი გმობის ობიექტი ამჯერად უკვე აღიარებულიმილიარდერია, რომლის სახელის ხსენებასაც კი ვერ ბედავენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი. თუმცა ყველაფერი ნათელია, დადგა ახალი ეტაპი და ამეტაპს პირობითად  კრძალული ოცნებების ხანა ჰქვია. მინაშვილის მუქარა უტოპიას გასცდა და იგი ყველა ჩვენგანის აზროვნების მატრიცაში შემოიჭრა და აგვეკრძალა ოცნებამომავალზე. თუმცა ეს ოცნება უცნაური რამ არის და იგი განსაკუთრებით გვიყვარს ქართველებს. აი, მაგალითად, მე ვოცნებობ (თანაც საჯაროდ), რომ მომავალ  საპარლამენტოარჩევნებში დამარცხდეს ნაციონალური მოძრაობა, საქართველოს მოქალაქეები აღარ ჩურჩულებდნენ სახლებში, ჟურნალისტები ამბობდნენ იმას, რაც რეალურადხდება, მოქალაქეები არ იხოცებოდნენ პოლიციის შენობებში, ბიზნესი იყოს თავისუფალი და მასწავლებელი  უფრო თამამი, ვიდრე არის დღეს,  ქვეყანაში იყოსთავისუფლებისადა პერსპექტივის განცდა. 

ნანახია - 14370

ushba11

2012-08-17 18:14:54

წარმატებები სულხან, ძალიან საინტერესოა

new group

2012-08-17 18:15:48

ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ამ ქვეყნის თავისუფლებაში

diana_diana

2012-08-17 18:16:37

ვამაყობთ სუხო შენით შენი სკოლელები. დიანა

malamo1

2012-08-17 18:19:10

ამ ქვეყანაში სამართლიანობის და აზროვნების პრობლემა დგას ყველაზე ძალიან. წლები ვიბრძოლე სულხან, მაგრამ არაფერი გამოვიდა, ტვინში ჯერ კიდევ კომუნიზმია და ამის ბოლო "სიკეთებს" შენი თაობა იგრძნობს. დამიჯერე შვილო

gogita

2012-10-13 14:55:01

ყველას ყველას ყველას არჩევნებს ამერიკაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს და რესპუბლიკელების მოსვლის შემთხვევაში არევას ეცდებიან ნაცები(შეძლებენ თქო სათუოა მარა აუცილებლად ეცდებიან იმდენი სიბინძურეები აქვთ ჩადენილი ქართველობაც მზად უნდა დავხვდეთ )და აი რატომ რესპუბლიკელი მაკკეინის თანაგუნდელი რომელიც(მაკკეინი)ამავე დროს არის მიშას ლობი, მათი კანდიდატი რომნი აღმსარებლობით არის ::მორმონი:: და აბსოლიტურად შეურაცხჰყოფს არსით ქრისტიანობას და განსაკუთრებით მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ქალბატონ თეას სასწრაფოდ ახალ წლამდე გაუშვით მიშა მიეცით მხოლოდ მას და მის ოჯახს გარანტიები სანახევროდ კანონთან მიმართებაში თუ ჩაეტევა ისე არა მგონია მაინც დასაჭერია ,როგორც ისრაელის 78 წლის პრეზიდენტი ზის ციხეში სწორედ მასე, (((((((( ------- მთელი საქართველოს მოსახლეობა, ისე ქართველობა, ივანიშვილისაგან ფულებს კი არა, მათ ნაცმოძრაობის სამაგალითო დასჯას ელოდება ყველა დონეზე,ვერ ატყობთ რომ არჩევნებს ელოდებიან ამერიკაში რომნი არის აღმსარებლობით მორმონი , ,მორმონები გახრწნილობაში ერთერთი მოწინავე ასე რომ ვთქვათ დაჯგუფებაა მსოფლიოში სექტათაგან,,მაგათთან რელიგიის დონეზეა აყვანილი მრავალცოლიანობა და ერთ მამაკაცს 11 მდე ცოლიც კი შეიძლება ჰყავდეს,ცხოვრობენ ყველანი ერთად,და ცოლები ისე ჰგვანან ერთმანესთს ,ინკუბატორში გამოჩეკილები გეგონებიან ,რადგან ყველა თითქმის ერთმანეთის ნათესავია ,პირველი ცოლი შეიძლება 60 წლისა ჰყავდეს და ბოლო კი სულ რაღაც 15 წლისა, სისხლისაღრევის ერთერთი უპრეცედენტო აღმსარებლობაა,,,აი ასე ცხოვრობენ და ბედს არ უჩივიან ,ან თითქმის არ უჩივიან.. ასე რომ ძალიან საგულისხმოა რესპუბლიკელების სენატორთა ასევე სომხური ლობის არგამარჯვება ამ ეტაპზე, ობამას გამარჯვება სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართული სახელმწიფოსთვის,ხოლო ოთხი წლის შემდგომ რომნი რესპუბლიკელებიდან ვეღარ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება ვინმე ნორმალური ადამიანი და ქართველებს ეს ოთხი წელი სრულიად გვეყოფა ქართული სახელმწიფოებრიობის ადამიანზე ორიენტირებული, მართლა დემოკრატიული, ქვეყნის აშენებისათვის, სადაც მართლა აღარასოდეს დავბრუნდებით უკან ნაცისტების ანდაც შინმოსული ქვეყნის მტრების ხანაში და ხელში------------------:::))));;--გაიგეთ ახლა რატომ უნდა გაიმარჯვოს ერთცოლიანობის მომხრე ობამამ რომელიც არაბულ სამყაროშიც კი ხალხის დემოკრატიის მმართველობაზე აკეთებს აქცენტს და არა ძაღლის შვილია მარა ჩვენი ძაღლისშვილიაო რესპუბლიკელებივით--;;, მორმონები უგულავა სააკიან მინასიან თუთბერიძე კალანდაძე ნაბიჭვარგაჩენილების რამიშვილ გაუგონარი უზნეობის სექტა აღმსარებლობაა,ვინმე ბაქრაძე უნივერსიტეტის პროფესორი რომ იყო გახსოვს კანადაში სტუდენტები რომ წაიყვანა და მათი მამა მარჩენალ ქმარი რომაა დღემდე აი მაგენი არიან კიდე მორმონები,მიშასავით ქალისგაზრდილი კაცუნ ქალუნების ექცევიან ყველაზე ხშირად მაგ აღმსარებლობის ქვეშ გაიგეეე,მაგათ მართმადიდებლობა უდიდეს მტრად ჰყავთ მონათლული რაც მათი ბნელი ზრახვების განხორციელებაში ხელს უშლით ამიტომ ექცეოდნენ მასე პატრიარქს და მრევლს.---უფალო დაიფარე ახალ დიდგორმოგებული ერი ქართველთა ეს ხომ არჩევნები არ იყო -----და როგორც დავითის შემდგომ დღემდის მისი მოგებული დიდგორით გადავრჩით, ისე ამ დღევანდელი ინერციით გაგვეტანოს კიდევ ქართველობა 9 საუკუნე ნურც მის შემდგომ დასდგომოდეს ქართულ მსოფმხედველობას საქართველოს ყველა მოყვარულ მოსახლეთა შთამომავლებს ასევე ქართულ ჯიშს ასეთი განსაცდელი,აწ და მარადის !!!:::::::::::::: ;;;;;;;-------------------------------------------------------ასევე ყველა შვებულებადაწერილმა საჯარო მოხელემ, რომლებიც ძველი მოქკავშირელები იყვნენ მერე განიცადეს ტრანსფორმაცია ნაციონალურ მოძრაობას ეხმარებოდნენ არჩევნებში კომისიის თავჯდომარე მოადგილეები, ნაციონალებიდან კომისიის წევრები, სატელიტი პარტიებიდან წევრები,რომლებიც წლებია უღმერთოდ აყალბებდნენ არჩევნებს, ყველამ უნდა აგოს პასუხი ,ისინი კი მიუბრუნდნენ სამსახურებს ეს სისხლის-სამართლის დამნაშავეები და არსადაც არ წავალთო, მათ მოპარულ არჩევნებზე დასმენებზე შედეგი დგებოდა და პირდაპირი და არაპირდაპირი მკვლელობებია ჩადენილი ნერვიულობაზე მოპარულ შედეგებზე ხალხია დაღუპული,ესაა სიმართლე და ამ სიმართლეს ეძებდა ხალხი და ელოდება უახლოეს მომავალში.

როჟა

2013-09-15 20:01:22

ბურჯანაძის გოშიებო, რა იყო გაგიცივდათ ტაკოები? იქნებ ვინმემ გაასაჯაროოს თუ საიდან ფინანსდება ბურჯანაძის სუნიანი პარტია... ცოტა აზრზე მოდით და წინ გაიხედეთ, ისე კი თქვენ არავინ არაფერს არ გეკითხებათ უსაქმურებო და ნუ ხდებით კლავიატურის კაი ბიჭები და გოგოები...

qedo sakokhia

2013-10-25 15:56:37





























გამოსვლასაქართველოს

ანუხორციელებელი გმირებისეპოქაში დამოხდა
რეჟიმსგადაჩვეულია) ვიხილეთ როგორალბათ

ნაც. აწილმა, თქვეს რაც სათქმელი იყო,
აღიარებულიმილიარდერიაამეტაპს საპარლამენტოარჩევნებში იყოსთავისუფლებისადა











































რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80