ყვითელი სახე, ანუ როდესაც შუა უკვე გაკაფულია
ბლოგი

ყვითელი სახე, ანუ როდესაც შუა უკვე გაკაფულია

ყვითელი სახე, ანუ როდესაც შუა უკვე გაკაფულია
დავით ზურაბიშვილი

2012-02-05 23:00:04

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ღიად განაცხადა, რომ აპირებს შექმნას ოპოზიციური პოლიტიკური ერთობა, გაიმარჯვოს არჩევნებში და შეცვალოს ამჟამინდელი ხელისუფლება, სახელისუფლო პროპაგანდა ნამდვილმა ისტერიამ მოიცვა. პირველი განცხადებიდან სულ რამდენიმე საათი იყო გასული, რომ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში უკვე გადაიცა მოზრდილი სიუჟეტი თემაზე “რუსი მოდის, რუსი მოდის!” ოდესღაც ცნობილი ქველმოქმედი და “ნახევარი საქართველოს მამა” (ნანუკა ჟორჟოლიანი) უმალ შეირაცხა “პუტინის პროექტად”. ტელეიმედს არც სხვა მედია-საშუალებები ჩამორჩნენ: თვალის დახამხამებაში ბიძინა გახდა ბორისი, ივანიშვილი - ივანაშვილი, ის ხან ზებრაზე შესვეს, ხან ოკულტისტად გამოაცხადეს. ხოლო პუტინის უკანასკნელი იმედი რომაა, ამის დადასტურებას, ლამის მასვე თხოვდნენ პრესკონფერენციაზე.

რამოდენიმე ფრაგმენტი ამ თემისადმი მიძღვნილი პუბლიკაციებიდან:

“პროჭორვილელ ბიძინა ივანიშვილის „ქერის ორმოსთან“ ქართველ ოპოზიციონერთა გრძელი რიგი დადგა. ოლიგარქის თბილისის ჰარი პოტერის სასახლესა და ჭორვილას საიდუმლო ლაბორატორიის ირგვლივ, მალე ალბათ კარვების ქალაქები გაჩნდება.”

ბიძინა ივანიშვილთან ერთად შემოვიდა ფულის რელიგია. მან უკვე იყიდა უპირობო წინამძღოლის პოზიცია, რამდენიმე პარტია, ვაჭრობს ტელევიზიებზე და, საბოლოოდ, სურს ხელისუფლებაც შეიძინოს.

ეს დაჯგუფება ექსტაზშია შესული და მესიის ყოველი ამოსუნთქვით მოხიბლული, რაღაცა გრანდიოზულს და ზოგადსაკაცობრიოს ელოდება. ლამის მახვილმომარჯვებული, სამების ტაძართან დადარაჯებული „არმია“ კი, „ბიძინას აშენებულ ეკლესიაში“ პოლიტიკურ ოპონენტებს შესვლას უკრძალავს.

“ბატონი ბიძინა, როგორც მესია, შედგა – ამას მის მიერ გაცოცხლებული პოლიტიკური გვამების რიცხვი მოწმობს.”

შეიძლებოდა გაცილებით მეტი მარგალიტის მოძიება, მაგრამ ვგონებ ესეც საკმარისია. პუბლიკაციათა სათაურებიც ერთ რამედ ღირს: “ბიძინა ივანიშვილი და აგრესიული მრევლი”, “ ბიძინა ივანიშვილი - "ძროხა", რომელსაც წველიან”, “წმინდა ბიძინა და მისი მოციქულები”...

რაც მთავარია აქ პრაქტიკულად შეუძლებელია ერთმანეთისგან განასხვავო ვთქვათ აშკარად ტაბლოიდური “პრესა.გე” და სოლიდურობაზე პრეტენზიის მქონე “ტაბულა”. მთელი სახელისუფლო პროპაგანდა, მინისტრებისა და დეპუტატების ჩათვლით ერთხმად ალაპარაკდა ე. წ. ყვითელი პრესის ენით, და უკვე ვეღარ გაიგებ ვისი სიუჟეტი ვის ტელეეთერშია, ან სად მთავრდება გოგა ხაჩიძე და სად იწყება შოთა მალაშხია ...

ჩვენ როგორღაც მივეჩვიეთ ამგვარ ვითარებას და ისე სასხვათაშორისოდ მოვიხსენიებთ ხოლმე სახელისუფლო პროპაგანდას, როგორც ბანალურ ფაქტს. არადა ეს ყვითელი ჟურნალისტიკა, იმედის და რუსთავი-2-ის სიუჟეტები, ეს მკითხავებში მოსიარულე რეალ.ტვ. პრესა.გე, დრონი.გე და მსგავსი სააგენტოები, ეს ისტერიულ-ღვარძლიანი რიტორიკა, ვიღაც მოხალისეების თვითშემოქმედება ხომ არ არის? ეს ყველაფერი დაფინანსებული და ორგანიზებულია უშუალოდ სახელმწიფოს, კერძოდ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. ამის პარალელურად კი სახელმწიფო თავს ესხმის ბანკი “ქართუს” საინკასაციო ავტომანქანას, აპატიმრებს მოლარეებსა და ინკასატორებს, აიძულებს სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებს, უარი თქვან ამ ბანკის მომსახურებაზე, აჩერებს საბაჟოზე რაგბის სტადიონებისა და სამედიცინო ცენტრისთვის გამოგზავნილ ტვირთს, სამსახურიდან გაგდებითა და დაპატიმრებით ემუქრება მათ, ვინც ღიად დააფიქსირებს ივანიშვილისადმი მხარდაჭერას..

ეს ყველაფერი ცნობილია და ყველაფერ ამას ისე აღვიქვამთ, როგორც ჩვეულებრივ ამბავს. თითქოს სახელმწიფოს ამდაგვარ ქმედებებში უჩვეულო არაფერია, თითქოს ეს ნორმალურია - ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.

არ ვიცი, შეიძლება ეს მართლაც ნორმალურია და მე ვარ არანორმალური, მაგრამ მაინც მგონია, რომ არანორმალური სწორედ ყველაფერ ამის ნორმალურად ჩათვლაა.

და როცა ადამიანები, იმ ქვეყნის მოქალაქეები, სადაც ეს ყველაფერი ხდება, სერიოზულად თვლიან, რომ ამის ჩამდენ ხელისუფლებას ლიბერალიზმისა და დემოკრატიის დამკვიდრება სურს და დასავლეთში ინტეგრაციისკენ ისწრაფვის, ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა.

მე პრეტენზია არა მაქვს იმ ხალხთან, ვისაც დიქტატურა და რკინის წესრიგი უნდა. ვისთვისაც ადამიანის უფლებები, სამართლის უზენაესობა, თავისუფალი მედია, ხელისუფლების ანგარიშვალდებულება და სხვა ლიბერალური ზიზილ-პიპილები ფეხებზე ჰკიდია და ტრასაზე დაგებული ასფალტი ურჩევნია.

მაგრამ არაფრის დიდებით არ მესმის, რანაირად შეიძლება ადამიანს, რომელსაც თავი ლიბერალური ღირებულებების მხარდამჭერად მოაქვს, ეს ყველაფერი მეორეხარისხოვნად მიაჩნდეს სააკაშვილის გუნდის ხელისუფლებაში დარჩენასთან შედარებით. უკვე რვა წელიწადზე მეტია, ამ ხელისუფლების მმართველობას უყურებენ. საინტერესოა, ამისთანას რას ელიან სააკაშვილისგან, რომ ფართოდ დახუჭული თვალებით შეჰყურებენ ყველა იმ უმსგავსოებას, რასაც ამჟამინდელი პრეზიდენტი და მისი გუნდი ლამის ყოველდღიურად გვთავაზობს?

ვერ ვიტყვი, რომ ასეთი ხალხი ბევრია, მაგრამ არც ისე ცოტაა, ყურადღებას რომ არ იმსახურებდნენ.

გასაგებია კონფორმიზმიც, მატერიალური თუ სხვა რამ პრივილეგიების დაკარგვის შიშიც (რამდენი უნიჭო და უმეცარია დღეს “წარმატებული” მარტოოდენ იმის ხარჯზე, რომ ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერია!), მაგრამ ხომ არიან მათ შორის ისეთებიც, ვინც ალალად გულშემატკივრობს დღეს სააკაშვილს და რომ ჰკითხო, დალაგებულად ვერც აგიხსნის - რატომ. მხოლოდ ათასჯერ გადაღეჭილ კლიშეებს გაიმეორებს - არ მოსწონს ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ არ უნდა ბნელ წარსულში დაბრუნება, არ უნდა ქურდები, კორუფცია, შოვინიზმი და რელიგიური ფანატიზმი. და ამას ისე გეტყვის, თითქოს შენ გინდოდეს და დღე და ღამე ამაზე ოცნებობდე.

ისე, საინტერესოა, რაში შენიშნეს ბიძინა ივანიშვილს ან კორუმპირებულობა, ან ფანატიზმი, ან კრიმინალური მიდრეკილებები? საქმეც ისაა რომ არც არაფერში! მაგრამ მაინც მიშა ურჩევნიათ, თუნდაც სრულიად გაყვითლებული სახით - არავითარი მნიშვნელობა არა აქვს რა სისულელეებს ილაპარაკებს ყველა თავის გამოსვლაში, რამდენჯერ მოიტყუება, რამდენ აუშენებელს გამოაცხადებს აშენებულად, რამდენ მარცხს წარმატებად, რამდენ კიჩს ხელოვნების მაღალ ნიმუშად. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს რას დაწერენ მის ჟურნალებში, რას უჩვენებენ მისი ტელევიზიები, ვის დაიჭერენ და ვის მოხსნიან. მას ყველაფერი ეპატიება, იმიტომ რომ... არ ვიცი რატომ. რაციონალური ლოგიკა აქ უძლურია. აშკარად რაღაც ირაციონალურთან, არაცნობიერში ჩამარხულ ტრავმებთან და კომპლექსებთან გვაქვს საქმე. არა, ჩუმად რომ იყვნენ კიდევ ჰო, მაგრამ აქეთ რომ გედავებიან პატრიოტულ-მორალური თუ მოსვეცკო-მოინტელექტუალურო ტრიბუნებიდან?!

ვიღაცეებს ძალიან არ მოეწონათ ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ “შუა უნდა გაიკაფოს”, რომ უნდა მოხდეს პოლარიზაცია ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის... იყო საყვედურები, რომ ეს ავტორიტარული სულისკვეთების გამოვლინებაა, “ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია” და ა.შ. არადა, სინამდვილეში, პოლარიზაცია სხვა არაფერია, თუ არა რეალურად არსებული ვითარების გაცნობიერება.

პოლარიზაციაა, აბა რა არის, როცა ამ ქვეყანაში ყოველგვარი აზრი დაკარგა პოლიტიკურ თემებზე დისკუსიამ. დღეს კამათში ჭეშმარიტება არ იბადება. ნებისმიერ დებატებს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუკი რაღაც საბაზისო ღირებულებებზე მაინცაა თანხმობა, მაგრამ როგორ გინდა ეკამათო ადამიანს, რომელიც თვლის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთი დამარცხდა, ქართული სასამართლოს ნდობა იზრდება და მადლობას უხდის საჯარო რეესტრს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გამო? როგორ ველაპარაკო და რა უნდა ავუხსნა იმას, ვინც მშვენივრად იცის, რომ 26 მაისს ადამიანი მოკლეს, მეტროს სახურავზე დააგდეს და ოფიციალურად გამოგვიცხადეს დენმა დაარტყაო, მაგრამ არათუ არ არის ამით აღშფოთებული, იმდენს ბედავს, რომ აქეთ გედავება.

მინდა სწორად გამიგოთ: მე არ ვარ რევანშისტი. თუკი რაიმეს კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, პირველ ყოვლისა - პოლიტიკური სიმპატიის მიხედვით ადამიანების მტრებად და მეგობრებად დაყოფისა, თუკი რაიმეა ჩემთვის მიუღებელი, ეს სხვაგვარად მოაზროვნეთა გარიყვა და “ჩარეცხვა“ (ბუნებრივია, ფაშისტებს და მანიაკებს არ ვგულისხმობ) მე მინდა ვცხოვრობდე ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველაზე მარგინალურ ჯგუფების წარმომადგენლებსაც ექნებათ სამოქმედო ასპარეზი და ეს არ იქნება აღქმული, როგორც “ქართველობის დაკარგვის” საფრთხე, მაგრამ ასეთი პერსპექტივა არ გვექნება, თუ თავი არ დავაღწიეთ იმ წუმპეს, რომელშიაც დღეს ყველანი ერთად ვისვრებით, თუ ვერ მოვახერხეთ ამ ნაადრევად დაბერებულ და გახისტებულ ყმაწვილთა მმართველობისგან თავის დაღწევა. მათემატიკის ენაზე რომ ვთქვათ ეს წინსვლისთვის არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელი პირობაა.

ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ კარგად გავაცნობიერებთ: ვერანაირი დიალოგი, ვერანაირი აზრთა შეჯერება ამ ხელისუფლების მომხრეებთან ვერ შედგება. თუკი ჩვენ შევეცდებით მათ გავუგოთ, ისინი არასდროს შეეცდებიან ჩვენს გაგებას (ეს ხომ საკუთარი უზნეობის აღიარების ტოლფასი იქნება), თუკი ჩვენ რამეს დავუთმობთ, ისინი არაფერს დაგვითმობენ, თუკი რამეში დავეთანხმებით, ისინი არაფერში დაგვეთანხმებიან. უფრო მეტიც - ისინი არც მაშინ დაგვინდობენ, თუკი ხელისუფლების ზონდერები და სპეცრაზმელები რომელიმე ჩვენგანს ცემაში სულს ამოხდიან, დიდი-დიდი თქვან, გამოძიებამ და სასამართლომ დაადგინოს მტყუან-მართალიო.

და არც მათ ნამუსზე შეგდებას, კრიტიკას თუ ლანძღვას აქვს რაიმე აზრი. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და მათაც უნდა იცხოვრონ იმ საქართველოში, სადაც (ღრმად ვარ ამაში დარწმუნებული!) სააკაშვილის მმართველობის პერიოდი ერთ დიდ სამარცხვინო ლაქად შემორჩება ისტორიას. ამიტომ ყველაზე სწორი მათი სრული იგნორირება მგონია. თუკი მათ აქამდე ვერ დაინახეს რა უბედურებასთან აქვთ საქმე ამ ხელისუფლების სახით, ვერც მის ამჟამინდელ, ყვითელ სახეს დაინახავენ.

მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა უკვე კარგა ხანია “შუა გაკაფა.” ისინი კარგა ხანია გაცდნენ იმ ზღვარს, როდესაც ელემენტარული მორალი და კეთილგონიერება არ უნდა გაძლევდეს მისი მხარდაჭერის უფლებას, თუ, რა თქმა უნდა კლინიკური შემთხვევა არა ხარ. და რახან მაინც არიან ასეთები, ეს ნიშნავს რომ მათ თვითონ გაავლეს წყალგამყოფი, თავად მოახდინეს პოლარიზაცია და რაც მალე გავაცნობიერებთ ამ რეალობას ყველა, ვინც დღევანდელ ხელისუფლებით არა ვართ აღფრთოვანებული, მით უკეთესი ჩვენთვის.

დავანებოთ მათ თავი, დავტოვოთ ისინი თავიანთ ილუზიებსა და გაუკუღმართებულ წარმოდგენებთან. ერთადერთი, რასაც მათი პოზიცია ეფუძნება, არის მხოლოდ ამ ხელისუფლების მარადიულობის განცდა. ამიტომ უბრალოდ დავანახოთ მათ, რომ ყველა ხელისუფლება წარმავალია, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი და ცვლილებების ჟამიც ახლოა. ერთადერთი, რამაც შეიძლება გარდატეხა შეიტანოს მრავალი მათგანის დამოკიდებულებაში, არის არა მორალის კითხვა, არამედ საპროტესტო განწყობის კონსოლიდაცია. იმ ფაქტის თვალსაჩინოდ წარმოჩენა, რომ ისინი ძალიან ცოტანი არიან, ჩვენ კი ძალიან ბევრნი ვართ.

შეიძლება, ცოტა ცინიკურად ჟღერს, მაგრამ ნამდვილად ასეა.

ნანახია - 12063

გოკა ობამა

2012-06-15 22:39:28

ძალიან კარგად გვახსოვს,დავით,არშემდგარო მწერალო,და ,,თავისუფლების ინსტიტუტიდან ,, გამოჩეკილო კიდევ უფრო არშემდგარო ,,პოლიტიკოსო,, თუ როგორ ულოკავდი უკანალს სააკოვს,როგორ უწოდებდი მას ,,საქართველოს პოლიტიკის ამომავალ ვარსკვლავს,,!.
დიდი ხანია,ძალიან დიდი ხანია,რაც შენი ბინის კარები არ ,,დაუსვარკიათ,,სვარკის აპარატით! ხომ არ მოგენატრა,კოჭლო დავით?

Rock Forever!

2012-06-20 20:44:39

ერთი რამის თქმა შემიძლია ცალსახად: ახლა საქართველოს გაუჩნდა რეალური და უიშვიათესი შანსი, რომ თავი დააღწიოს ამ წუმპეს. თუ ახლა ეს შანსი გამოყენებული არ იქნა, თუ ახლა ბიძინა ივანიშვილი დამარცხდა ამ არჩევნებში, მაშინ კიდევ ძალიან დიდხანს მოგვიხდება ამ ნაგავში ცხოვრება!

გოკა ობამა

2012-06-23 12:21:41

Rock Forever!
ივანიშვილთან მიმართებაში გეთანხმებით აბსოლუტურად,მაგრამ დავამატებ,რომ ივანიშვილსაც,და პირველ რიგში ქართველ ხალხსაც, დავით ზურაბიშვილის მსგავსი ცინიზმითა და ბოღმით გაჟღენთილი ყოფილი ,,თავისუფლების ინსტიტუტელები,, კარგს ვერაფერ მოგვიტანან,ხოლო მათთვის ჩვეული გველური სისინითა და ცინიზმით ბევრ სიბინძურესაც გააკეთებენ!

ის არი

2012-07-26 00:14:49

ეს უსუსური ბჟუტური არ მოგწყინდა? ასეთი ინტელექტით ღარიბი მოპოლიტიკოსო ელემენტები არენას უნდა მოშორდნენ. შუაშისტი ეს არის – დაცლილი ლოგიკისგან და საღი აზრისგან. for.ge რატომ აქვეყნებს ასეთ სუსტ წერტილებს?

avtandili

2012-09-02 21:50:51

რა გჭირთ ხალხო. ეხლა ერთმანეთის ლანძღვის დრო არააა. მაგ კაცმა თავის დროზე მოინანია შეცდომები. ეხლა ერთმანეთ თუ არ დავუდექით საბოლოოთ დავიღუპებით.

თამი

2012-09-20 18:44:38

აუ გაიტანეთ ეს გრელანდია,და საერთოდ ნეტა რა გვეშველება ამდენი გრელანდიის ხელში!!

kotiko94

2012-10-11 18:01:30

ტქვენ დაგტყნატ ბუბა სანიკიდზემ,,, კალადზე ბუბა სანიკიდზის ცოლ სჰვილს, ბიდზინა მოტყნავს ალასანიას ოჯახს,ალასანიას ოჯახი ბიდზინასს მახინჯ ცოლს და ესე ტყანიტ ერტმანეტი

gogita

2012-10-17 21:53:42

დაგმონ სომხებმა სააკიანის მთავრობის საქციელი საქართველოში როგორც გერმანელებმა ჰიტლერის და მისი მთავრობის და არაა პრობლემა მეგობრობის და მეზობლობის მაგრამ::::::::: პასუხი ზოგიერთებს აუცილებლად კარგად წაიკითხეთ !!! რა შოვინიზმი,ესე იგი შოვინიზმია ქართველმა თავი რომ დაიცვას საკუთარ სახლში სტუმარმასპინძელის შემქმნელ ერს რაღაცეებსა გვასწავლიან და რასაც მაგენი სჩადიოდნენ საქართველოს მოქალაქეების მიმართ დემოკრატია და ვაიმე სომხებმა არ გაგვიგონო, გაგვიგონ კი არა პირიქით უნდა ერთი კარგად გავაგებინოთ!!!!! რა არ იციან რომ ყველასთან ზიზღს რომ იმსახურებენ სამეზობლოში არავინ ელაპარაკებათ არც ირანელი არც თურქი არც აზერბაიჯანელი არც რუსებს ამოსდით მათზე მზე და მთვარე, ბერძნების და ებრაელების მათ მიმართ დამოკიდებულება ცნობილია და ასე შემდეგ... ჩვენღა დავრჩით რომ უმსუბუქებთ ყოფას და ნახე რამხელა ღალატით გვიპასუხეს ხალხოო ამ ყველასთან რომ იტყვიან აფერისტობით და ზურგში ხანჯლის ჩამრტყმელმა დაშნაკურ ქსენოფობიით შეპყრობილმა ერმა სამშობლოს გვედავებოდნენ დაუფარავად!!! აღარასოდეს რომ უნდა მოხვდეს მასე განწყობილი ეთნოსი სახელისუფლებო ვერტიკალთან არც ერთ დონეზე ეს ხომ ნაღდია 20 წელია ეგენი გვთხრიან---------- ბაგრამიანის ბატალიონები აფხაზეთ ცხინვალში ბებიამაგათმა შექმნა არაა??? ქართველებს მეზარბაზნეები არა ჰყავთო თბილისი რომ ააოხრებინეს მარსიდან ჩამოსულები იყვნენ?? და ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გაყვანა რომ დაგვაბრალეს მთელ ერს ყველა ცნობილი ჯალათი მაგ ეთნოსის რომ იყო საქართველოში და რა სომხურ პრესაში უნდა მოხვდესო რის დაწერა მაგათმა იმ თავის პრესაში თუ კეთილმეზობლობა უნდათბ დაწერონ და დაგმონ მათი საქციელი და ვიყოდ ძმები არაა პრობლემა რის შოვინიზმიი ყველას შემოვევლე ფერადკანიანიდან დაწყებული აფრო ამერიკელ ჩინელებით დამთავრებული------------------------ მაგ საქართველოს ამოგდებაზე მლოცველი ეთნოსის გარდა, ეგენი აღარასოდეს დაუსაბამოდ არ მიეშვას ქართველ მართმადიდებელ ნებისმიერ ხელისუფლებას დაუსაბამოდ და მარადის დაისვენებს ქართველი ერი და მისი სწორედაც მრავალეთნიკური მოსახლეობა , ჩვენ გვაქვს მათ წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში საჩივლელი შევიფარედ და აქეთ გენოციდი მოგვიწყეს ზიზღი რომ ჰქონდა ქართველთმბრძოლი რომაა მინასიან სააკიან მელიქოვების ხელისუფლება მაგაზე ხილული დადასტურებული ათასი ფაქტი ღაღადებს,ხალხის დახარისხება სადმე გაგიგიათ ხალხო ფაშისტების შემდგომ ამ დაშნაკ სომხურამერიკულ ლობს ამოფარებულმა აფერისტმა ფაშისტებმა მოახერხეს თითქმის მთელი დემოკრატიული სამყაროს მათ შორის ამერიკაევროპის მოტყუება და ეს იყო დემოკრატია?--------დაგმონ თვითონ აქ მაცხოვრებლებმაც ერევნელმა საზოგადოებამაც და მათმა ლობისტებმა სომხებმა სააკიანის მთავრობის საქციელი როგორც გერმანელებმა ჰიტლერის, აქ დასაძრახისი არაფერია და ღმერთმა გაუმარჯოთ რაა მაგის თქმაც რომ არ უნდათ ერთი გენახად არჩევნებზე რა დღეში იყვნენ და ახლა როგორი დამჟავებული სახეები აქვთ ქუჩაში კი არ ნანობენ გულდაწყვეტილები არიან ხალხოო ამ ერის მწამებლების ფაშისტების დამარცხების გამო, აღარ მინდა უფრო შორს წავიდე,უფალი ფარავდეს საქართველოს დედაღვთისმშობელო შეეწიე ქართული საქმის მკეთებელს დაუსაბამოდ გაგვმარჯვებოდეს,ჩემი აზრის გამოთქმისათვის ამპარტავნება შემინდოს ღმერთმა მე ძლიერ ცოდვილს 

anzor

2012-10-20 15:42:06

ბატონი დავითი ერთ-ერთი ყველაზე თავმდაბალი, განათლებული და პრაქტიკოსი პოლიტიკოსია, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი კეთილსინდსიერებითა და გონიერებით გამორჩეულო ვაჟკაცო.

leilach

2012-10-31 00:51:04

ძალიან მინდოდა,რომ თქვენ გემუშავათ განათლების პოლიტიკის სფეროში. ვიმედოვნებ,რომ ეს წარმატებული იქნება ქართველი ხალხისთვის.თქვენ ერთ-ერთ ტელეგადაცემაში აღნიშნეთ,რომ მემკვიდრეობითობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის ის ამოსავალი, რომელიც უნდა გაეთვალისწინებინათ თქვენ წინამორბედებს 90-იანი წლებიდან, ამან დიდად განაპირობა ის წარუმატებლობა განათლების სფეროში, რითაც დღეს უკმაყოფილონი ვართ. ახლა, მე მგონი ორი ნაბიჯი უნდა გადაიდგას უკან და ერთი ნაბიჯი წინ. ამას სჭირდება პროფესიონალების ჩართვა საქმეში და აუჩქარებლად სასწრაფო გადაწყვეტილებების მიღება. გისურვებთ მოგეძებნოთ ასეთი პროფესიონალები. ეს ისე მოკლედ. ვრცლად, საჭირო იქნება ალბად, უშუალოდ თქვენთან შეხვედრა.

mamaia9

2012-12-12 21:26:09

იმაზე მეტად ჭკვიანი ყოფილხართ ბ-ნო დავით ვიდრე ვფიქრობდი. მაგარია, ჩემი ნაფიქრალია. გმადლობ. საუკეთესოა. გაიხარეთ!!!!!!

roma

2013-01-12 01:57:07

წარმოდგენა არ აქვთ განათლების სიტემაზე ეს ზუსტად ვიცი

omexi

2013-06-11 05:38:21

ზურაბიშვილო მამული, ენა, სარწმუნოება. ისე გაბფთხობს როგორც ეშმაკს ჯვარი შენ რა პოლიტიკა უნდა აწარმოო განათლებაში. მაგრამ ბიძინა დიდი ხანი არ გაგულავებთ,რადგან იცის ქართველი ერის დამოკიდებულება რესპებზე. ნაცებზე არა ნაკლები მტრები ხართ ყველაფერი ქართულის და პირიქით ბევრ საკითხში ქართულის სიძულვილში უსწრებთ კიდევაც. ჯეკპოტი მოიგეთ არა? 2%-ანო პარტიავ ვერასოდეს რომვერ მოხვდებოდით პარლამენტში ბიძინამ შეგათრიათ მაგრამ ამ შეცდომას გამოასწორებს არა და თვითონ გახდება საშველი.

omexi

2013-06-11 05:54:50

KOТIKO 94-ტო, საცოდავი უნტელეტო фалосиხარ.

nato1953

2013-07-10 21:09:05

ეს კაცი განათლების გარდა ყეველაფერზე ლაპარაკობს

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80