კაზაკები და საქართველო
ბლოგი

კაზაკები და საქართველო

კაზაკები და საქართველო
ზურაბ დათუაშვილი

2012-07-07 13:57:50

კაზაკთა თავისუფალი, უბატონო თემების არსებობა XVII საუკუნეში რუსეთის ისტორიის უაღრესად საინტერესო ფურცელია. ამ საკითხზე საკმაოდ ვრცელი ისტორიოგრაფია არსებობს, რომლის მიმოხილვა ამჟამად ჩვენი ინტერესების სფეროში არ შედის. კაზაკური თემების გაჩენას ორმა ძირითადმა ფაქტორმა შეუწყო ხელი- სოციალურმა და გეოგრაფიულმა. სოციალური თვალსაზრისით, უბატონო საზოგადოების შექმნისთვის განსაკუთრებით ნოყიერი ნიადაგი შეიქმნა XVI საუკუნის შუა ხანებში, როდესაც რუსეთში მაქსიმალურად გამკაცრდა ბატონყმური ექსპლუატაცია და დაიწყო გლეხთა უმაგალითო მასშტაბის მიგრაცია სხვადასხვა მიმართულებით (შედარებისთვის- სწორედ აღნიშნულ პერიოდში, ბატონყმური უღლის დამძიმების საფუძველზე ანალოგიური პროცესი მიმდინარეობდა საქართველოშიც. რუსეთისგან განსხვავებით, ქართველი გლეხები ფეოდალურ ურთიერთობებს გაურბოდნენ ან მთიანეთში, ან აღმოსავლეთ კახეთში, სადაც თანდათან ყალიბდებოდა უბატონო თემები ქართული და დაღესტნიდან გადმოსული ლეკური ელემენტების მონაწილეობით. ბატონყმობას გარიდებული ქართველი გლეხობა თანდათან ისლამური ექსპანსიის სამიზნედ იქცა, რასაც XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში  ჯერ ამ რეგიონის კახეთისგან ჩამოცილება და შემდეგ დაკარგვა მოჰყვა შედეგად).

რაც შეეხება საკითხის გეოგრაფიულ ასპექტს, უნდა აღინიშნოს, რომ XVI-XVII საუკუნეების რუსეთის ცენტრალიზებული სახელმწიფო ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ აკონტროლებდა აღმოსავლეთ ევროპის ვაკის მიმდებარე სამხრეთ, სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ პერიფერიას. ეს კი მამაპაპეული ადგილებიდან აყრილ გლეხობას შესაძლებლობას აძლევდა, შეექმნათ კომპაქტური, სათემო ორგანიზაციის პრინციპზე დამყარებული უბატონო დასახლებანი. დროთა განმავლობაში ასეთი თემები ჩამოყალიბდა უკრაინაში, იმიერკავკასიასა  და სამხრეთ ვოლგისპირეთში (ზაპოროჟიელი, დონელი,  თერგისა და იაიკელი კაზაკები). ტერიტორიული განცალკევების მიუხედავად, კაზაკებს, რომლებიც ეთნიკურ-კულტურული თვალსაზრისით რუსულ სამყაროს განეკუთვნებოდნენ, მთლიანად არ გაუწყვეტიათ კავშირი მეტროპოლიასთან. 

არ იქნება მცდარი, თუ ვიტყვით, რომ XVII საუკუნეში ისინი საერთო რუსულ/სლავური სამყაროს შემადგენელ ნაწილად უნდა გავიაზროთ (ეს ითქმის არა მხოლოდ უკრაინის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის მომდევნო, არამედ მანამდელ პერიოდზეც).

ფეოდალურ-ბატონყმური ურთიერთობებისგან თავის დაღწევამ ხელი შეუწყო ორიგინალური, კაზაკური ცხოვრების წესისა და ნორმების დამკვიდრებას, რაც შესანიშნავად აისახა რუსულ ხელოვნებაში (საკმარისია, გავიხსენოთ ილია რეპინის ცნობილი ფერწერული ტილო- ”კაზაკები პასუხს წერენ თურქეთის სულთანს”, ასევე- ნიკოლაი გოგოლის მოთხრობა ”ტარას ბულბა” და მიხეილ შოლოხოვის რომანი ”წყნარი დონი”. მართალია, ეს უკანასკნელი მეოცე საუკუნის პირველი მეოთხედის დრამატულ მოვლენებს ასახავს, მაგრამ მაინც უაღრესად საინტერესო ძეგლია კაზაკური სამყაროს აღწერის თვალსაზრისით). კაზაკები, რომლებიც იძულებით არ იყვნენ ჩართული სოციალურ ვალდებულებათა განსაზღვრულ სისტემაში, ნადავლსა და სარჩო-საბადებელს ძირითადად მეზობელ რეგიონებში თარეშის გზით შოულობდნენ. დროთა განმავლობაში, ასეთი მარბიელი რეიდები მათი ცხოვრების ორგანულ, თანამდევ ელემენტად ჩამოყალიბდა. გეოგრაფიულმა მდებარეობამ თავისთავად განსაზღვრა კაზაკთა ლაშქრობის ძირითადი მიმართულებანი.  დასავლეთით -ეს იყო პოლონეთი, ხოლო სამხრეთით - ყირიმი, შავი და კასპიის ზღვისპიპირეთი.

ერთი შეხედვით, შეიძლება გასაოცრადაც კი მოგვეჩვენოს, რა ნიადაგზე შეიძლება აღმოცენებულიყო საქართველოსა და კაზაკთა ურთიერთობანი. გეოგრაფიული სიახლოვის მიუხედავად, მათი საკონტაქტო სივრცე საიმედოდ იყო ჩაკეტილი ისეთი იმ დროისათვის ისეთი ძნელად გადასალახი ბარიერებით, როგორებიც იყო  შავი ზღვა და დიდი კავკასიონი. ამის მიუხედავად, საისტორიო წყაროებში საკმაოდ საინტერესო ცნობებია დაცული ამ ურთიერთობათა შესახებ, თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა უცხოური წარმოშობისაა. ქართულმა ნარატიულმა თუ დოკუმენტურმა ძეგლებმა, სამწუხაროდ, სათანადოდ ვერ დააფიქსირეს აღნიშნული კონტაქტები.

ძნელი მისახვედრი არაა, რომ ქართველთა და კაზაკთა ურთიერთობა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლის საერთო ინტერესით იყო განპირობებული.  ქართული სამყაროდან ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული აქტიურობით სწორედ ბრწყინვალე პორტას ხელდებული დასავლეთ საქართველო (იმერეთის სამეფო, ოდიშის, გურიისა და აფხაზეთის სამთავროები) გამოირჩეოდა. XVII საუკუნის დასაწყისში ეს რეგიონი მთლიანად მოექცა თურქთა გავლენის სფეროში. იმ დროისათვის სტამბულმა შეძლო პრაქტიკულად განეხორციელებინა ის, რაც ფორმალურად უკვე გადაწყვეტილი იყო ამასიის ცნობილი საზავო ხელშეკრულებით (1555 წელი). სწორედ XVII საუკუნის პირველ მესამედში დასრულდა ოსმალური ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულის (ჩილდირის ვილაიეთი ანუ ახალციხის საფაშო) ჩამოყალიბება თურქთაგან მიტაცებული ყოფილი სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე. ამის შემდეგ გაოსმალების საფრთხე უშუალოდ მესხეთის ქედის ჩრდილოეთით მიმდებარე ტერიტორიას დაემუქრა. ქართველ ხელისუფალთა წინააღმდეგობას რეალური შედეგი არ მოჰყოლია. XVII საუკუნის დასაწყისში სულთნის ხელისუფლება ჯერ კიდევ საკმაოდ მძლავრი იყო საიმისოდ, რომ დიდი ძალისხმევის გარეშე გადაეჭრა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში არსებული პრობლემები.  საამისოდ მას სულაც არ სჭირდებოდა ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები. დადიანისა და გურიელის მიერ 1614-1615 წლებში განხორციელებული აჯანყების შემდეგ საკმარისი იყო, ოსმალთა ფლოტს შავი ზღვის სანაპიროს ბლოკირება მოეწყო, რომ ორივე მთავარი მყისვე დადგა საზავო მოლაპარაკების ხასიათზე.

საქმე ისაა, რომ თურქებს გვიან შუა საუკუნეებში მთლიანად ჰქონდათ ხელში აღებული დასავლეთ საქართველოს ვაჭრობის მონოპოლია. ყველა სახეობის უმნიშვნელოვანესი პროდუქცია, მათ შორის ისეთი პირველადი მოხმარების საქონელი, როგორიცაა რკინა და მარილი, საქართველოშო ოსმალო სოვდაგრებს შემოჰქონდათ (სხვათა შორის, იმავე საუკუნის 40-იან წლებში ოდიშში ნამყოფი რუსი ელჩი ფედოტ ელჩინი თავის ჩანაწერებში აღნიშნავდა- დადიანი სულთანს ხარკს მხოლოდ იმიტომ უხდის, რომ საზღვაო გზით რკინის და მარილის შემოტანა არ შეფერხდესო).  ფრანგი მისიონერის ლუი გრანჟიეს ცნობით, ოდიშისა და გურიის მთავრები იძულებული გახდნენ  სულთნის სასარგებლოდ ხარკი ეკისრათ, თუმცა ამას ფრიად სიმბოლური ხასიათი ჰქონდა და წელიწადში 800 არშინი ტილოთი განისაზღვრებოდა. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ტყვეთა სყიდვა, რის ლეგალიზაციასაც ჯიუტად მოითხოვდა სულთნის ხელისუფლება.

ოფიციალურად დეკლარირებული ვასალური დამოკიდებულების მიუხედავად, გურიელი, განსაკუთრებით კი დადიანი მხოლოდ ფორმალურად ექვემდებარებოდნენ ოსმალეთს. ამას ხაზგასმით აღნიშნავს ყველა იმდროინდელი კომპეტენტური  და ინფორმირებული ავტორი, როგორებიც იყვნენ: არქანჯელო ლამბერტი, პიეტრო დელა ვალე, პატრი ლუკა, ჟან ტავერნიე და სხვები. თურქთა ყოველგვარი მცდელობა, ფეხი მოეკიდებინათ და ციხე აეგოთ რიონის შესართავთან, წარუმატებლად მთავრდებოდა. ლევან II დადიანი მათ ამის საშუალებას არ აძლევდა.

თავის მხრივ, XVII საუკუნის კაზაკურ სამყაროს სრული საფუძველი ჰქონდა, თურქეთი თავის მოსისხლე მტრად მიეჩნია. იმ დროისათვის სულთნის ხელისუფლება მყარად აკონტროლებდა ყირიმის სახანოსა და იმიერკავკასიის მნიშვნელოვან ნაწილს, ესე იგი, მისი გავლენის სფერო უშუალოდ ემეზობლებოდა უბატონო თემებს დონსა და თერგზე. კაზაკებს მუდმივი ქიშპი ჰქონდათ სულთნის დაქვემდებარებაში მყოფ ყირიმის ხანებთან და შამხლებთან, რომლებიც ხშირად აწყობდნენ საპასუხო დამსჯელ ექსპედიციებს მათ მიწებზე. ამდენად, კაზაკები ბუნებრივი სოლიდარობის გრძნობით იყვნენ გამსჭვალული შავი ზღვის პირას მცხოვრები ქრისტიანი ხალხებისადმი, რომლებსაც ისინი საკუთარ მოკავშირეებად მოიაზრებდნენ ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მოთარეშე რაზმებს განსაკუთრებით იზიდავდათ საქართველოს შავიზღვისპირეთის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და გაუვალი ტყის მასივები, სადაც მათ იოლად შეეძლოთ თავი დაეღწიათ თურქთა სანაპირო დაცვის ხომალდების დევნისაგან.

რუსეთის მიმართ ქართველების მომლოდინე და მოიმედე დამოკიდებულების შესახებ კარგადაა ცნობილი ისტორიოგრაფიაში. მაგალითად, რომის პაპის ელჩი კობულოვიჩი იმ ხალხებს შორის, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ ოსმალეთის წინააღმდეგ რუსეთის გალაშქრებას, პირველ რიგში ქართველებს ასახელებს. აქედან გამომდინარე, იმერეთისა და გურია-ოდიშის ხელისუფალნი ხალისით თანამშრომლობდნენ თურქთა მოწინააღმდეგე ძალებთან, მათ შორის- კაზაკებთანაც, მით უმეტეს, რომ ეს უკანასკნელნი სახელმწიფოებრივად ორგანიზებულ პარტნიორებს არ წარმოადგენდნენ და მათთან ურთიერთობა იოლი დასაფიქსირებელი არ იყო სულთნის აგენტურისთვის.

სწორედ იმ გარემოებამ. რომ კაზაკობა სახელმწიფოებრივად ორგანიზებულ ძალას არ წარმოადგენდა, განსაზღვრა მასთან ქართული სამყაროს ურთიერთობის არაინტენსიური, სპორადული და შემთხვევითი ხასიათი. ძირითადად, ეს კონტაქტები საქართველოს ზღვისპირეთთან არსებობდა, ისიც იმ შემთხვევეაში, როდესაც ოსმალთა დასახლებული პუნქტების დასარბევად მიმავალი (ან, პირიქით, თარეშიდან დაბრუნებული) კაზაკები რაიმე მიზეზის გამო ქართულ სანაპიროზე გადმოსხდებოდნენ ხოლმე.

ბუნებრივია, კაზაკები ტერიტორიულად საკმაოდ დაშორებული თურქული სანაპიროების დასარბევად საზღვაო გზით გადაადგილდებოდნენ. იმის გამო, რომ მათ დიდი ზომის ხომალდები არ გააჩნდათ, იძულებული იყვნენ პატარა ნავები (ე.წ. ”სტრუგები” და ”კომარები”) გამოეყენებინათ. ასეთი ნავების მცირე მოცულობის გამო მათზე საჭირო რაოდენობით სურსათისა და მტკნარი წყლის მომარაგება შეუძლებელი იყო. ამის გამო (პლუს  შტორმის დროს უეჭველი დაღუპვის შიშით) ეკიპაჟები ზღვის სიღრმეში შესვლას ვერ ბედავდნენ და სანაპირო ხაზის გასწვრივ მიცურავდნენ (საზღვაოსნო ტერმინოლოგიით ამას კაბოტაჟური ცურვა ეწოდება). საკვებისა და სამელი წყლის მარაგის შესავსებად ნავები ხშირად მიადგებოდნენ ხოლმე ოდიშისა და გურიის ზღვისპირა სოფლებს. ნაპირზე გადამსხდარი კაზაკები, ბუნებრივია, კონტაქტს ამყარებდნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან. იტალიელი მისიონერი პატრი ლუკა აღნიშნავს, რომ მას საკუთარი თვალით უნახავს გურიის ერთ-ერთი ზღვისპირა სოფლის ეკლესიაში კაზაკების მიერ შემოწირული ოქროსა და ვერცხლის მონეტები. ჩანს, იღბლიანი ლაშქრობის შემდეგ მოთარეშეები ნადავლისგან ხელს სწორედ გურიასა და ოდიშში იცლიდნენ (სხვაგვარად, ალაფის გადატანა მცირე ზომის ნავებით შეუძლებელი იყო). ამის შესახებ პირდაპირ გვიამბობს პიეტრო დელა ვალეც.

ნაპირზე გადასხდომის შემდეგ კაზაკები ბანაკს აწყობდნენ. ჩანს, მათ წინასწარ ჰქონდათ შეგულებული საამისო ადგილები, რომლებსაც სისტემურად იყენებდნენ კიდეც საბანაკოდ. ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრების თანახმად, ამას მოწმობს ზღვისპირა სამეგრელოში დაფიქსირებული ტოპონიმი ”ნახუტურუ”, რაც ნახუტორევს, ანუ კაზაკთა ნამყოფ ადგილს ნიშნავს.

თურქი მემატიანე ევლია ჩელები და კაფის დომინიკანელთა მისიონის პრეფექტი ემილი დორტელი დ, ასკოლი აღნიშნავენ, რომ საქართველოს ზღვისპირა ზოლში არაერთი ხელსაყრელი ადგილი იყო, რომელსაც კაზაკები ნავსადგურებად იყენებდნენო: ისკურია (ისგაური),  სკურჩა, სოხუმი, გაგრა, ადლერი. მოთარეშეთა პატარა ნავები, რომლებიც სწრაფი მანევრირების უნარით გამოირჩეოდნენ, იოლად აღწევდნენ თავს ოსმალთა საპატრულო ხომალდების დევნას და კოლხეთის პატარა მდინარეთა შესართავებში აფარებდნენ თავს. დიდი წყალწყვის მქონე თურქული გემები კი ასეთ მდინარეთა ვიწრო კალაპოტებში ვერ მანევრირებდნენ, გაუვალი ტყის სიღრმეში შესვლა  და იქ თავშეფარებულთა ძებნა კი უპერსპექტივო საქმე ჩანდა. ამის გამო სულთნის ხელისუფლება კატეგორიულად მოითხოვდა მდინარეთა შესართავებში გადამღობი ჯებირების მოწყობას, რასაც მთავრები არ ასრულებდნენ. თუ ოსმალები საკუთარი ინიციატივით გადაღობავდნენ კალაპოტს, ადგილობრივი ხელისუფლება პირველსავე ხელსაყრელ შემთხვევაში ანადგურებდა ხერგილებს.

კაზაკებისგან მიყენებული ზიანი იმდენად დიდი იყო, რომ თურქთა საპატრულო კატარაღები ხანდახან მდინარეთა შესართავების ხანგრძლივ ბლოკირებას ახდენდნენ, რათა უსურსათობით დაუძლურებული მოწინააღმდეგეენი აეძულებინათ დანებებულიყვნენ. მეკობრენი ასეთი შემთხვევებისთვისაც იყვნენ მზად და თუ დამსჯელი რაზმი ხმელეთის სიღრმეში მოინდომებდა შეღწევას, ხანგრძლივი თავდაცვისთვის გამიზნულ სიმაგრესაც აწყობდნენ. ასეთ დროს ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად ეხმარებოდა კაზაკებს სურსათით და მეგზურებით.

რუსმა არქეოლოგმა გ. სიზოვმა მდინარე სკურჩას შესართავთან აღმოაჩინა და შეისწავლა მიწაზვინული. მან დაასკვნა, რომ ეს ობიექტი კაზაკების მიერ თურქთა წინააღმდეგ მოწყობილი თავდაცვითი სისტემის შემადგენელი ნაწილი იყო.

ცნობილია, რომ კაზაკებს ზღვისპირა მაღლობებზე მოწყობილი ჰქონდათ სათვალთვალო პუნქტები, საიდანაც თვალს ადევნებდნენ აკვატორიაში თურქული ხომალდების გადაადგილებას. ერთი ასეთი სათვალთვალო პუნქტი მდებარეობდა თანამედროვე გალის რაიონში,  ტერიტორიაზე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა საათანჯოს ეძახის.

ცხადია, საქართველოს სანაპიროზე ყოფნისას კაზაკები მხოლოდ უბრალო მოსახლეობასთან როდი ამყარებდნენ კონტაქტს. მათი ყოველი გამოჩენის შესახებ საქმის კურსში იყო ადგილობრივი ხელისუფლება. გურია-ოდიშის მთავრების დამოკიდებულება მეკობრეთა მიმართ არაერთგვაროვანი იყო და პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარეობდა. უმეტესწილად, ისინი კეთილად მასპინძლობდნენ დაუპატიჟებელ სტუმრებს და მფარველობდნენ კიდეც. მაგალითად, ცნობილია, რომ ერთხელ ლევან II დადიანმა შეიფარა ოსმალთა დევნას გამორიდებული 400 კაზაკი და  საშუალება მისცა მათ, იმერეთზე გავლით აღმოსავლეთ საქართველოში გადასულიყვნენ, საიდანაც შემდეგ რუსეთში გაემგზავრნენ (თუმცა, უნდა ითქვას, რომ ლევან II მაინც გახდა იძულებული, რამდენიმე ათეული კაზაკი გადაეცა თურქებისთვის. სავარაუდოდ, მან ეს გააკეთა იმ მიზნით, რომ სიუზერენი ერთგულებაში დაერწმუნებინა, თანაც შეძლო თავშეფარებულთა ძირითადი ნაწილის გადარჩენა). აქვე შეიძლება გავიხსენოთ ევლია ჩელების ცნობა იმის შესახებ, თუ რა აქტიურად ეხმარებოდა ადგილობრივი მოსახლეობა გონიოს ციხეში მყოფ კაზაკებს, თუმცა ოსმალებმა მაინც მოახერხეს ციტადელის აღება და მეკობრეთა ამოჟლეტა.

არც თუ იშვიათად, პირიქითაც ხდებოდა. ცნობილია შემთხვევები, როცა გურიასა და სამეგრელოში კაზაკები ტყვედ შეიპყრეს და ოსმალო ვაჭრებს მიჰყიდეს. ქართველთა მხრივ ასეთ მოქმედებას სხვადასხვა გარემოება განაპირობებდა. ჯერ ერთი, ისინი ხშირად იძულებული იყვნენ, ანგარიში გაეწიათ თურქთა კატეგორიული მოთხოვნებისთვის. გარდა ამისა,  აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგჯერ კაზაკები თვითონაც ძარცვავადნენ გურია-ოდიშის ზღვისპირა სოფლებს და ადგილობრივების მხრივ მათი დატყვევება აღნიშნული გარემოებით აიხსნება.

ქართველი მეფე-მთავრები, რომლებიც შესანიშნავად ერკვეოდნენ კაზაკთა ეთნიკურ კუთვნილებასა და რუსეთთან დამოკიდებულების ნამდვილ ხასიათში, ცდილობდნენ, დიპლომატიური მოლაპარაკებების დროს ესარგებლად ამ გარემოებით. დამახასიათებელია, მაგალითად, ლევან II-ის ელჩის გაბრიელ გეგენავას განცხადება მოსკოვში, საელჩო პრიკაზის მოხელეებთან საუბარში- თურქებთან ბრძოლაში დამარცხების შემთხვევაში მზად ვართ, კაზაკები ჩვენს ტერიტორიაზე შევიფაროთო.

ამ მხრივ უფრო შორს წავიდნენ იმერეთის მეფე ალექსანდრე III და თეიმურაზ I, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობდნენ რუსეთიდან სამხედრო ძალის მიღებას. როდესაც მიხვდნენ, რომ მოსკოვის ხელისუფლებას მათი გულისთვის ირან-ოსმალეთის განაწყენება არ სურდა, მაშინ მეფეებმა ხერხს მიმართეს და სცადეს, რომ  ალექსი მიხეილის ძე კაზაკების გამოგზავნაზე დაეყოლიებინათ. ალექსანდრე III რუსეთის მეფეს შესთავაზა მარტივი გეგმა- კაზაკებს ზღვიდან უნდა შეეტიათ ოდიშისთვის, იმერეთის ჯარს ხმელეთიდან და ერთობლივი მოქმედებით მოეღოთ ბოლო ლევან II დადიანისთვის (იმერთა მეფე მეთოდურად ცდილობდა ამ უკანასკნელის გაშავებას რუსეთის ხელისუფლების თვალში - ღვთის გარეგანია, ქრისტიანობას ებრძვის და ირანელებს ემხრობაო).

იმის მიუხედავად, რომ რუსმა ელჩებმა არაერთგზის განაცხადეს, საქართველოში ჯარს ფინანსური პრობლემების გამო ვერ ვაგზავნითო, თეიმურაზ I მოლაპარაკების დროს დაჟინებით ცდილობდა კაზაკური ფაქტორის გამოყენებას - თუ მხოლოდ ფინანსებია მიზეზი, მაშინ თქვენმა მეფემ კაზაკებს უბრძანოს ჩვენი დახმარება, ხაზინიდან ერთი გროშიც არ დაეხარჯება და თან პასუხსაც ვერავინ მოსთხოვს, იმიტომ რომ ისინი რუსეთის ოფიციალური ქვეშევრდომები არ არიანო. ამის თაობაზე პირდაპირაა აღნიშნული დესპან ფედოტ ელჩინის საანგარიშო მოხსენებაში.

საინტერესოა, რომ გაცილებით ადრე, 1565-1572 წლებში თერგელ კაზაკთა რაზმი იმყოფებოდა კახთა მეფე ლევანის კარზე. თერგიდან გადმოსულ კაზაკთა ხუთასკაციანი რაზმი ერთხანს ჰყავდა ქართლის მეფე სვიმონსაც.

საისტორიო წყაროებში გაბნეულია ფრაგმენტული ცნობები რუსეთში მყოფი ”ქართველი კაზაკების” შესახებ. ცნობილია, რომ XVII საუკუნეში ამ ქვეყანაში მცხოვრებ  ქართველთა რაოდენობამ საგრძნობ რიცხვს მიაღწია და 30-იან წლებში თეიმურაზის მიერ წარგზავნილმა  დიპლომატმა ნიკიფორემ დიდი აგიტაცია გააჩაღა მათ სამშობლოში დასაბრუნებლად. ამის თაობაზე მან საგანგებო თხოვნით მიმართა იქაურ ხელისუფლებას. ქართველები სხვადასხვა გზით ხვდებოდნენ  რუსეთში. ზოგიერთი მათგანი ახერხებდა თურქთა ან ლეკთა ტყვეობიდან თავის დაღწევას (გავიხსენოთ პოეტ დავით გურამიშვილის ბიოგრაფია) და რაკი კვლავ ბატონყმური უღლის ქვეშ მოქცევა არ სურდათ, კაზაკთა უბატონო თემებში მკვიდრდებოდნენ. სერგეი ბელოკუროვის მიერ გამოქვეყნებული ერთი დოკუმენტიდან ცნობილია ვინმე ლუკაიანკა ქართველის ისტორია, რომელიც ყირიმელ თათრებთან 19-წლიანი ტყვეობის შემდეგ გაიქცა დონელ კაზაკებთან.

რუსეთის ისტორიის ცნობილ მკვლევარს ვლადიმირ სოლოვიოვს აქვს ცნობა, რომ ვიღაც ქართველი კაზაკი თავის 32 ამხანაგთან ერთად დაუპატიმრებიათ და მოსკოვში ჩაუყვანიათ ირანის ქალაქებზე მოწყობილი თავდასხმების გამო. ცნობიდან ირკვევა, რომ ეს ქართველი დიდი გავლენით სარგებლობდა უბატონო თემებში და ე.წ ”კაზაჩი კრუგის” (კაზაკური თემის ხელმძღვანელი ორგანო, თავისებური სამხედრო საბჭო) წევრიც ყოფილა.

ფედოტ ელჩინის ცნობის მიხედვით, საქართველოში მომავალს მას გზად თერგელ კაზაკთა ტერიტორიაზე გამოუვლია და თარჯიმნად აუყვანია ქართველი კაზაკი, ვინმე ”ალექსანდრე ივანოვი”, წარმოშობით იმერეთიდან, რომელიც ბავშვობაში ყუმიხებს ჰყავდათ მოტაცებული.

აღსანიშნავია, რომ კაზაკურ სამყაროს არა მხოლოდ სამხედრი ხასიათის კონტაქტები გააჩნდა საქართველოსთან. ამ მხრივ, დამახასიათებელია მოლდავეთის მთავრის ვასილი ლუპულის განცხადება რუსეთის ხელისუფლების წინაშე. მასში აღნიშნულია- თუ აზოვის ციხის წინააღმდეგ ჯარს გაგზავნით, თურქები შავი ზღვის სანაპიროს მკაცრ ბლოკირებას განახორციელებენ, რის გამოც დონელი კაზაკები სამეგრელოდან და ჩერქეზეთიდან სურსათს ვეღარ მიირებენო.

რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის შესვლისა და იმიერკავკასიაში მოსკოვის ხელისუფლების დამკვიდრების შემდეგ კაზაკური თემების საერთო რუსულ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდა, რის გამოც მათი დამოუკიდებელი კონტაქტები საქართველოსთან, პრაქტიკულად, შეწყდა.

 

ნანახია - 14924

odabade

2012-07-07 14:49:30

ავტორს.
საინტერესო სტატიაა.
თიმცა : ალექსანდრე III დამოკიდებულიბა დადიანის მიმართ (ღვთვის გარეგანი . . ..) ცნობილია საზოგადოებისათვის, უპრიანი არ იქნებოდა იტალიერი მისიონერების გამონათქამებიც (დადიანის მიმართ) მოგეყვანად.ისინი გაცილებით ობიექტურნი არიან მისი (დადიანის ) როგორც მართველის შეფასებაში, ვიდრე ეს მიღებულია ქართულ ისტორიაში.

გოკა ობამა

2012-07-07 15:00:06

მარგალეფ! გეგნო ჭყვიდით: მი გოკონა - სომეხ სააკაშვილი, ვარდა მარგალ ირაკლი ალასანია!

TURI GULIANI

2012-07-07 16:25:13

მარგალეფ,ზუგიდარეფი,ჩითხინეთ ხანგა ნაცობა,
თინებს ხომ მუმა ვა წანთ დო დიდა აფ თურქის ნა..ოდა
ოჭიშ გუმარგით ირაკლის,თის ოკო ასე თანდგომა,
თინა ხომ მარგალ ბოში რე,პატისცენს ქორთ-აფხაზობა.

ძია

2012-07-07 16:47:17

მადლობა ბატონ ზურაბს მორიგი საინტერესო სტატიისთვის!
ისე, მარგალებო, ქართულად რომ გადაგვითარგმნოთ თქვენი კომენტარები, ხომ შეიძლება? რაღაც საინტერესოს ამბობდით :)

გოკა ობამა

2012-07-07 18:36:36

TURI GULIANI.
კოჩი რექ, კოჩანიერი!

გოკა ობამა

2012-07-07 18:41:58

ძია!
ნაღდს ვამბობდით,მეგრულს,ანუ ნაღდ ქართულს,გულიდან ამოსულს,და ჩვენი გენის გამარჯვებისას ვმბობდით, და სულ ვიტყვით მეგრელები,ანუ უნაღდესი და უპირველესი ქართველები!
საქართველოს მოძულეებს შესცა მთელმა ნაღდმა სამეგრელომ!

potgeo

2012-07-08 02:12:36

ზურა, წავიკითხე, წერის დრო არა მაქვს, აპიაწ ვსაჩკაობ, დანარჩენს სკაიპზე გაგიზიარებ.
გომახარითო, თქვა გოიხარებუდათ ჯიმალეფი!

potgeo

2012-07-08 02:15:39

ტური, მეორე სტროფი გვალო მერმეწა გამოვიდა, გოლექსილი გაფუ ჯგირო!
გულიანად გამეცინა.

გიოგეო

2012-07-08 15:44:59

ხოხ, მუმზა ვორეთ ბოში:) გაიხარეთ!

იერემია

2012-07-08 16:05:35

ოდაბადე,
ლევან მეორე დადიანთან დაკავშირებით სრულიად გეთანხმები, ოღონდ, ეგაა, რომ სტატიის მიზანდასახულება სხვა საკითხის განხილვა იყო და არა ლევანის მოღვაწეობის შეფასება.ამიტომ, სხვა მიმართულებით განვრცობა საჭიროს აღარ ჩამითვლია.
ჩვენს ისტორიოგრაფიაში ეს კაცი რეაქციონერ დიდებულად და, ლამის, მოღალატედაა გამოყვანილი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის გაერთიანებას. ეს მოსაზრება აშკარად გადაჭარბებულია. სამეფო-სამთავროთა შორის შუღლი და შინაომები იმდროინდელ საქართველოში ჩვეულებრივი მოვლენა იყო, მაგრამ ამ არშინით თუ გავზომავთ, მაშინ ”იმერთ მეორე აღმაშენებელი” სოლომონ პირველიც რეაქციონერად უნდა დავსახოთ, რადგან სიზმარშიც კი არ დაუშვებდა იმერეთის სამეფოს გაერთიანებას აღმოსავლეთ საქართველოსთან.
რეალურად, ლევან მეორე იყო პრაგმატულად მოაზროვნე მმართველი, ძლიერი და გონიერი პოლიტიკოსი, რომელსაც მშვენივრად ესმოდა როგორც სავაჭრო ურთიერთობების, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან კავშირის მნიშვნელობა და არაერთი ნაბიჯიც გადადგა ამ მიმართულებით. ქვეყნის გაერთიანებას რაც შეეხება, ჯერ ერთი, მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში ეს, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო და მეორეც- იშვიათი და ლოკალური გამონაკლისების გარდა, ამით თვით სამეფო დინასტიის წარმომადგენლებიც არ იკლავდნენ თავს... ამდენად, ლევან მეორე ჯოჯოხეთის კუპრში მოსახარშად არ მემეტება. ისე, იმერლებს ცხენი და ძროხა არ შეარჩინა და ტყვეებსაც ხშირად გამოირეკავდა ხოლმე ცხენისწყლის გამოღმა, მაგრამ, ჩვენში რომ ვთქვათ, არც ეს უკანასკნელები აკლებდნენ ხელს...

ქიზიყი

2012-07-08 17:44:44

მეგრულს მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი ხომ არ მივანიჭოთ? აგრეთვე სავალდებულო გახდეს მისი სწავლება სკოლებში,

ტარო

2012-07-08 18:17:21

ილაპარაკონ, თუ უნდათ,მაგრამ ყველას გასაგონად ვერ მეტყველებენ,ეგ მინუსი ნამდვილად არის.

ტარო

2012-07-08 18:23:26

ვისში სორტ გრუზინს რომ იძახდა ამას წინათ ის მამალი მეგრელი(ყოფილა,აქამდე არ ვიცოდი),ქართლელებზე,კახელებზე,იმერლებზე,გურულებზე,სვანებზე,რაჭველებზე,თუშფშავხევსურებზე,გუდამაყრელებზე,მოხევეებზე,მთიულებზე მაღალი კლასის ქართველობა გამოაცხადა.რა პასუხს გასცემს ამაზე?ალბათ მოქნილად უკან დაიხევს(მწვადისა და შამფურის დაუწველად).

გოკა ობამა

2012-07-08 18:23:50

ქიზიყი!
მეგრულის სახელმწიფო ენისა რა მოგახსენოთ,მაგრამ სკოლებში სავალდებულო ენათ არ არის ურიგო აზრი,თორემ მალე სომხურს შემოიღებენ სავალდებულოთ ქართულ სკოლაში,და მერე გვიანი იქნება მეგრული...

გოკა ობამა

2012-07-08 18:53:19

ვინც არ იცნობთ ამ საიტს,რომელიც მსოფლიო სომეხთა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული საიტია,გთხოვთ გამოძებნოთ 10 წუთი,და გაეცნოთ!ბევრი საინტერესო რუბრიკებია!
როგორც გახსნით,იმავე გვერდზე,შავი შრიფტით, იქნება ქებათა ქება უდიდეს სომხებზე,და იქნება სიტყვები,შავი დიდი შრიფტით: ,,ВОТ ИХ ИМЕНА,,- და ქვემოთ,ვერტიკალურად,დიდ სიაში,რუსულ ასო ,,М,, -ს მოძებნით,და იპოვნით ,,Михайл Саакашвили,,-ს.
ეს საიტი შარშან ,სასომხეთში სტუმრობის დროს ,გააცნეს მიშა სააკოვს,და მან არაფერი კომენტარი არ გააკეთა,გარდა იმისა,რომ სიხარულით,თავისი ცნობილი ,ვირის ყროყინის მსგავსი სიცილით გაიცინა...
აი ეს საიტიც:
http://planeta-armenya.narod.ru/znamarm.html

მ ა რ ე

2012-07-09 00:33:03

ძალიან საინტერესოა.
პირადად მე არაფერი ვიცოდი კაზაკებთან ჩვენს ურთიერთობაზე (და არა მგონია, ერთადერთი ვიყო ასეთი).

უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მხარეში შემორჩენილი, არცთუ კეთილგაწყობით სახმარი მიმართვა - "ყაზახო" ("ყაძახო") იმ დროიდან დამკვიდრდა ჩვენში?

ტარო

2012-07-09 09:16:49

ზურა ბატონო
რაღაც რაღაცეებმა მიიქციეს ჩემი უღირსი ყურადღება და ვერ მოვასწარი შენი ნაშრომის შეფასება.საქართველოსთვის საჭირო კაცი ხარ და არც იფიქრო რამე წასვლისმაგვარი,იცოდე შენ.
პატივისცემით,ტარო

odabade

2012-07-24 10:30:20

იერემია
გეთახმებით. ბევრმა არ იცის რომ ქართული კულტურის უვნიშვნელო ძეგლები, ლევან II გადაარჩინა. ის აფინანსებდა იერუსალიმსი ქართულ მონასტერს, ვეფხვისტხაოსანიც მან გამოსცა. სხვათასორის ირინის შაჰი სეფი ყოველწლიულად 10 ათას თუმანს აქეთ უხდიდა. კარგი ურთიერთობა ჰგონდა თურქეთდან და რუსეთდან. იყო უდიდესი პოლიტიკოსი . ევროპელი მისიონერები წერენ რომ, ლევანი რომელიმე ევროპულ ქვეყანაში რომ დაბადებულიყო, ის ახალი ჰანობალ ბარკა იქნებოდაო.სამწუხაროდ მისი საფლავი 90 თია წლებში როგორგც ვიცი მოხთურებმა წაბილწეს. ესეც ცვენო რეალობაა. რაც შეეხება მეგრულ ენას, მისი შემდგომი შენარჩუნება და განვითარება გახლავთ სახელმწიფოს პრეროგატოვა. რამდენად მზად არის სახელმწიფო და საზოგადოება ეს ნაბიჯი გადადგას ამას მომავალი გვიჩვენებს. შვეიცარიასი 4 სახელმწიფო ენაა , მაგრამ ამაზე დისკიმფორტი შვეიცარიელებს არ შექნიათ.

კ ო მ ბ ლ ე

2012-07-25 18:54:31

რა უნდა ქნას კაცმა როცა არ იცის რა ქნას?

კ ო მ ბ ლ ე

2012-07-28 04:11:00

?

30აგვისტო

2012-08-31 01:30:44

?

datiko-babu

2012-11-16 20:23:04

თქვან გოლვაფირო მარგალეფ!!!!

datiko-babu

2012-11-16 20:26:22

სომხურისა და თურქულის სწავლას ჯობია მეგრული და სვანურის სწავლა, თქვენ შემოგევლეთ ქართველებო! ჩემო სისხლო და ხორცო!!!

Dr. H.D.

2013-01-10 07:15:29

თბილისის ქუჩებში გამოკითხვა რომ ჩაატარონ (~ 500-1000 ინდივიდი) თემაზე: მეგრული ცალკე მდგომი ენაა ოღონდ დამწერლობის გარეშე, თუ ასე ვთქვათ მხოლოდ ქართულის “დიალექტი”? დარწმუნებული ვარ, რომ რესპონდენტთა უმეტესობა მეგრულისთვის ენის სტატუსს ვერ გაიმეტებს და მას პირდაპირ “დიალექტის” კალათაში მოისვრის.

თუ მართლა ასეა, მაშინ არამეგრელო თანამემამულენო: რატომ ვერ გამოგაქვთ თუნდაც ელემენტარული აზრი ამ მეგრული პოსტინგებიდან? :) ცოდნის არ ქონაა, თუ მხოლოდ სურვილის? :)

exo

2013-10-28 16:44:27

ბევრ რამეს დავთმობდი მეგრული რომ ვიცოდე და ზუსტად იმდენივეს, კიდევ დავთმობდი სვანურის ცოდნისთვის!

Yველა კუთხე კუნჭული მიYვარს საქართველოსი. ჩემს ოჯახში სადღეგრძელოც საქართველოსი ისმება პირველად და მერე კუთხეების. ჩემი კუთხეო არ თქმულა რიგით პირველი ჯერ და ასე იქნება სულ თუ მომცა ღმერთმა შვილები.

მაგრამ ძამიკოებო ნუ ვიტყვით პირველები ეს კუთხეა და დანარჩენი მეორე ხარისხოვანიო, ნუ გავანაწYენებთ ერთმანეთს! რომელი კუთხე იYო თავისი პირველობა რომ არ გამოამჟღავნა? იმერეთიდან არ იYო დავითი?! თამარი?! აბა კახეთმა ვის რა დაუშავა თავისი ქეთევან დედოფლით?! კახეთი რომ ქართულია, მართლმადიდებლურია ვისი დამსახურეებაა, ცალკე მეგრელების, ცალკე სვანების თუ რაჭველების? იგივე ითქმის Yველა კუთხეზე, უბრალოდ სხვადასხვა დროს სხვადასხვა კუთხე იღებდა თავის თავზე "სიძლიერის მისიას". რაო ახლა რომელიმე კუთხემ ამიტომ ჩვენ ვართო Yველაზე მაგარი ქართველებიო უნდა შეგვაძულონ ბაქიაობით თავი?! განა Yველა ერთი დედის და ღვთისმშობლის შვილები არა ვართ?! განა კახეთში მეგრელს და სვანს არ უბრძოლია (ანდა პირიქით) საქართველოსთვის?! სიყვარულში შევეჯიბროთ ერთმანეთს! არა მე და არა მე უფრო მიყვარს საქართველოო და იქნებ მაშინ კი გვეშველოს რამე. გოგი დოლიძის ცრემლნარევი სიმღერა მაინც აღარ გახსოვთ ძმებო?! "საქართველო დამილოცე ღმერთო!!!!!!!!!!!!!"

exo

2013-10-28 16:47:01

ამაზე სომხებთან სერიოზული (ფიზიკური) ჩხუბი მომივიდა რუსეთში. ვერ ავიტანე როცა თავისი ჭკუით "დაშლა" დაგვიწYენ და სხვადასხვა ხალხი ხართო, მე დამიწYენ მტკიცება. ჰოდა იგივეს ჩვენ ნუ ვიზამთ და ჩვენი ხელით ნუ გამოვიჭრით Yელს!

dimpi

2014-02-24 18:20:02



გმადლობთ, ასეთი საინტერესო ისტორიული ნარკვევის მომზადებისთვის, რომლის თაობაზეც თითქმის არაფერია ცნობილი

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80