ვინ იყვნენ და ვინ არიან “თბილისის საპატიო მოქალაქები“
საზოგადოება

ვინ იყვნენ და ვინ არიან “თბილისის საპატიო მოქალაქები“

ვინ იყვნენ და ვინ არიან “თბილისის საპატიო მოქალაქები“
ლევან სეფისკვერაძე

2010-10-24 13:19:43

1979 წლიდან მოყოლებული, თბილისობის დღესასწაულზე ჯერ კომუნისტური, შემდეგ შევარდნაძისდროინდელი და ასევე ამჟამინდელი თბილისის ხელისუფლება, ტრადიციულად თბილისის საპატიო მოქალაქეებს ასახელებს. დღემდე ეს წოდება 185–მა ადამიანმა მოიპოვა.  საპატიო მოქალაქეების დასახელება მსოფლიოს თითქმის ყველა დიდი ქალაქის ტრადიცია გახლავთ, თუმცა თბილისი ამ მხრივ ყველაფერთან ერთად იმითაც გამოირჩევა, რომ თბილისის საპატიო მოქალაქეებად ხშირად სახელდებოდნენ ისეთი ადამიანები, რომელთაც ჯერ ერთი რომ არავინ იცნობდა, ანდა თუ იცნობდა, მათზე წარმოდგენა ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებული, ანდა კიდევ უარესი – დადებითი იყო.

 

ასე მაგალითად, ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ ცნობილი ქართველი მხატვრის – ლადო გუდიაშვილის 1979 წელს საპატიო მოქალაქედ დასახელება, ლოგიკური და გასაგები იყო, მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლებას შეეძლო აეხსნა, 1980 წელს, საპატიო მოქალაქედ რატომ დაასახელეს ვინმე  ვალერიან ილარიონის ძე ჭელიძე, რომელიც გაერთიანება “თბილქალაქმშენის” მე-14 ტრესტის მშენებელთა ბრიგადის ხელმძღვანელი გახლდათ.

 

სხვადასხვა დროს, თბილისის საპატიო მოქალაქეებად დასახელებულნი არიან:

 

ილურიძე კონსტანტინე მიხეილის ძე -ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მჭედელი, კურტანიძე გიორგი ნიკოლოზის ძე – თბილისის ფოლად-თუჯსამსხმელო  ქარხნის ბრიგადირი, პრიმაკოვი ევგენი მაქსიმეს ძე - სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი, მენთეშაშვილი თენგიზ ნიკოლოზის ძე – სსრკ უმაღლესი საბჭოს  პრეზიდიუმის მდივანი, ამბარცუმიანი ვიქტორ ამაზასპის ძე - ასტროფიზიკოსი,  სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და პრეზიდენტი, გაჩეჩილაძე გივი სერგოს ძე – თბილისის ვაგონშემკეთებელი ქარხნის ხარატი, მეტონიძე გურამ არჩილის ძე – საწარმოო გაერთიანება  “ელმავალმშენებლის” ელექტრომემონტაჟე, პანკოვა ნინო მიხეილის ასული - თბილისის წინდების საწარმოო გაერთიანება “კრწანისის” მქსოველი,

ქემაშვილი ვერა ბათურის ასული - თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატის “საბჭოთა საქართველოს” ბრიგადირი, აკაევი ასკარ - ყირგიზეთის ყოფილი და გაძევებული პრეზიდენტი და კიდევ ბევრი სხვა ადამიანი, რომელთა დამსახურება–დაუმსახურებლობაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს.

 

თუმცა, ისიც აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ თბილიის საპატიო მოქალაეებად ისეთი ადამიანებიც არიან დასახლებულნი, რომელთა არდასახელება უბრალოდ დიდი შეცდომა იქნებოდა. მთლიანობაში, ბოლო 30 წლის მანძილზე, თბილისობის დღესასწაულზე საპატიო თბილისელების დასახელება ხელისუფლების მხრიდან მავანთა გულის მოგების ერთ–ერთ მთავარ იარაღად იქცა და ამ ხერხს საბჭოთა და შევარდნაძისეული ხელისუფლების დარად, ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლებაც მშვენივრად იყენებს.

 

საპატიო თბილისელებად დასახელებული ადამიანების ერთი ნაწილი გარდაცვლილია. (ძირითადად ისინი, რომლებიც 80–იან წლებში იქნენ დასახელებულნი) თუმცა, უმეტესობა ამ ტიტულს დღემდე ატარებს. ყველაფერთან ერთად, უცნაურია ისიც, რომ საპატიო თბილისელებად დასახელების დროს, თბილისის მერიამ (მანამდე თბილისის ქალაქის საბჭომ)  სხვადასხვა წელს, განსხვავებული რაოდენობის ადამიანი აირჩია. რაღა შორს წავიდეთ. მაგალითად, 2009 წელს, მერია–საკრებულომ ერთბაშად 12 ადამიანი დაასახელა. 2007 წელს კი, იგივე მერიამ, მხოლოდ სამ ადამიანს მიანიჭა ეს ტიტული. ამ პერიოდებს შორის, თბილისის მერიცა და საკრებულოს თავმჯდომარე, იგივე ადამიანები (გიგი უგულავა და ზაალ სამადაშვილი) იყვნენ და დღესაც არიან.

 

რაკი, თბილისის საპატიო მოქალაქეებად დასახელებული  უგრძესი სია უზარმაზარია, ჩვენ მხოლოდ 1987 წლიდან, 2009 წლამდე დასახელებული ადამიანების ჩამონათვალს შემოგთავაზებთ:

 

2009 წელი

ლეილა აბაშიძე - მსახიობი; ჯუმბერ ლეჟავა - სპორტსმენი; ოთარ რამიშვილი - ავტორი, შემსრულებელი; მარიამ კვალიაშვილი - კომპოზიტორი       ; რუსუდან სებისკვერაძე - კომპოზიტორი; თენგიზ ახმეტელი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; ბესიკ გელდიაშვილი - არქიტექტორი; გომარ სიხარულიძე - საქართვуლოს დამსახურებული არტისტი; ელისო ვირსალაძე - პიანისტი; რეჯიბ ჟორდანია - მწერალი კომპოზიტორი; ვერა წიგნაძე - ქორეოგრაფი; ნანა ალექსანდრია - მოჭადრაკე; იისა კოაზოი - ინგუში პოეტი; მიხეილ ჯაბაროვი - ბაქოს ყოფილი მერი მანანა ჯაფარიძე - მომღერალი; ანტონ მირაქიშვილი - ექიმი.       

 

2008 წელი

ჟილბერ ალბერი - შვეიცარიელი იუველირი; ტარიელ ქუთათელაძე - არქიტექტორი; ალი ისაევ–ავარსკი - არტისტი; ჰენრი პარი - მეცნიერი; თეიმურაზ ბერიძე - ისტორიკოსი; კლაუს ჰიპი - მეწარმე.

 

2007 წელი

გია ყანჩელი  - კომპოზიტორი; ვაჟა ორბელაძე - არქიტექტორი; იანუშ შევჩუკი - ეკონომისტი

 

2006 წელი

კოტე ჩოლოყაშვილი – ეთნოგრაფი, მუზეუმოლოგი; ერგუნ ათაბაი (გურამ ქოქოლაძე) - ბიზნესმენი, ქველმოქმედი.

 

2005 წელი

ბურჯანაძე ემირ - მხატვარი; გერჰარდ ლაუქსი – ზაარბრუკენის გეოსაინფორმაციო და აზომვითი სამსახურის უფროსი; ვიქტორ სანეევი - სპორტსმენი.

 

2004 წელი

ნუნუ დუღაშვილი - კომპოზიტორი; იაკობ ქიტესოვი  - არღნის ოსტატი; ვანიკო მაჭავარიანი - მომღერალი; ჯემალ აჯიაშვილი - მწერალი; ჟან მარკ ერო – ნანტის მერი; მარკ მალკოვიჩ III - მუსიკოსი.

 

2003 წელი

რევაზ ამაშუკელი - პოეტი; ალბერტ თავხელიძე - მეცნიერი; ლამარა მარგველაშბილი - პედაგოგი; ლევ მარკიზი - მუსიკოსი; მურაზ მურვანიძე - მხატვარი; გიზო ნიშნიანიძე - პოეტი; მერაბ ფიჩხაძე - მეცენატი; ნოდარ ყიფშიძე - თერაპევტი; თამაზ შილაკაძე - გამომგონებელი; ბორის წიფურია - მსახიობი; ვახტანგ ხუციძე - ექიმი; რაფიელ ჩიმიშკიანი - სპორტსმენი; გურამ საღარაძე - სპორტსმენი; ლევან თედიაშვილი - სპორტსმენი; დავით ციმაკურიძე - სპორტსმენი; ვლადიმერ კანდელაკი - მხატვარი.

 

2002 წელი

ალექსანდრე ბასილაია - კომპოზიტორი; თამარ დეკანოსიძე - ექიმი; გივი ინწკირველი – იურისტი პოლიტოლოგი; დორიან კიტია - ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე; ზურაბ ლეჟავა  -  მხატვარი; მერაბ მერაბიშვილი - მოქანდაკე; თამაზ ჩხენკელი - პოეტი; ზურაბ წერეთელი - მხატვარი; მზია ჯუღელი - სპორტსმენი; მედეა ჩახავა - მსახიობი

 

2001 წელი

ალექსი-მესხიშვილი გიორგი (გოგი) ვლადიმერის ძე - ფერმწერი, სცენოგრაფი, საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; ამირეჯიბი მზეჭაბუკ (ჭაბუა) ირაკლის ძე - მწერალი, შოთა რუსთაველის სახელობის და სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; ბურჭულაძე პაატა შალვას ძე - მომღერალი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; ლეკიშვილი კარლო (გივი) მიხეილის ძე - მეცნიერი მანქანათმშენებლობის დარგში, სახელმწიფო სამხედრო-ცენტრის “დელტას” გენერალური დირექტორი; პატეიშვილი ვლადიმერ ალექსანდრეს ძე - საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი, “საქართველოს ბანკის” პრეზიდენტი; საღარაძე გურამ გიორგის ძე - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის და სსრკ სახელმწიფო პრემიების ლაურეატი; ღვინიაშვილი თენგიზ კონსტანტინეს ძე - მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი; შხვაცაბაია გიორგი გიორგის ძე - მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; ჩხეიძე რევაზ დავითის ძე - კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, საერთაშორისო და საკავშირო კინოფესტივალების  მრავალი პრემიისა და მთავარი პრიზების მფლობელი.

 

2000 წელი

გამყრელიძე თამაზ ვალერიანის ძე - ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი; გაფრინდაშვილი ნონა ტერენტის ასული - მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თანაპრეზიდენტი; თორდია პანტიკო (ვაჟა) შალვას ძე - შპს “თბილავიამშენის” გენერალური დირექტორი; იანქოშვილი ნათელა არჩილის ასული - საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; კავკასიძე ამირან გიორგის ძე - ექიმი, საზოგადოება “თბილისელის” ვიცე-პრეზიდენტი; კახიანი ზაალ ნიკოლოზის ძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ლომოური ნოდარ იულონის ძე - ისტორიკოსი, პროფესორი, შ. ამირანაშვილი სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორი.

მხეიძე ომარ აკაკის ძე - მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი.

 

1999 წელი

აზარაშვილი ვაჟა შალვას ძე - კომპოზიტორი, კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე; ბალავაძე ვახტანგ მიხეილის ძე - სპორტსმენი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში; ბოკერია ლეონიდე (ლეო) ანტონის ძე - ქირურგი, რუსეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მოსკოვის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორი; თოიძე გრიგოლ (გიგა)  ვახტანგის ძე - მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი; ლორთქიფანიძე გურამ კონსტანტინეს ძე - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი; მეტრეველი როინ ვიქტორის ძე - ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,  თსუ რექტორი.

ორჯონიკიძე იზა არჩილის ასული - პოეტი, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერეტურის მუზეუმის დირექტორი; სტეფანოპულოსი კონსტანტინოს - საბერძნეთის პრეზიდენტი; სუხიშვილი თენგიზ ილიას ძე - საქართველოს სახალხო არტისტი, “ქართული ნაციონალური ბალეტის” დირექტორი; ციციშვილი ირაკლი ნიკოლოზის ძე - პედიატრი, პროფესორი; ხალვაში ფრიდონი იშიღის ძე - პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

 

1998 წელი

აფაქიძე ანდრია მელიტონის ძე - ისტორიკოსი, არქეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე - პრეზიდენტი, აკადემიკოსი; ბაგრატიონი ჯანო ირაკლის (ჯანოს) ძე – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავნჯდომარე: ბადრიძე გიორგი (გია) დავითის ძე - კინოდრამატურგი; თოდუა ფრიდონ იპოლიტეს ძე - ექიმი, დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორი; კიკაბიძე ვახტანგ (ბუბა) კონსტანტინეს ძე - საესტრადო მომღერალი,  მსახიობი; კოჩარიანი რობერტ სედრაკის ძე - სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი; მიქატაძე დიმიტრი (ჯუნა)  შოთას ძე - მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი; მოსიძე ვახტანგ მიხეილის ძე - ფიზიოლოგი, ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი; ნეთანიაჰუ ბენიამინ – ისრაელის პრემიერ-მინისტრი.

როსტროპოვიჩი მსტისლავ ლეოპოლდის ძე - მუსიკოსი, ვიოლონჩელისტი; სალარიძე ვახტანგ დავითის ძე - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი; ქვლივიძე მიხეილ გიორგის ძე - პოეტი; წერეთელი კონსტანტინე გრიგოლის ძე - აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

 

1997 წელი

აკაევი ასკარ - ყირგიზეთის პრეზიდენტი; მეგრელიშვილი კარლო სიმონის ძე - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი; ტაბლიაშვილი ვახტანგ ვალერიანის ძე - რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი; ჩხიკვაძე რამაზ გრიგორის ძე - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი; ჭიაურელი სოფიკო მიხეილის ასული - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი; ჯაფარიძე ოთარ მიხეილის ძე - არქეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

 

1996 წელი

ბათიაშვილი გიორგი (გიგა) ირაკლის ძე - არქიტექტორი, ძველი თბილისის აღდგენა-რეგენერაციის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი; კვერნაძე ბიძინა ალექსანდრეს ძე – კომპოზიტორი; ლორთქიფანიძე გრიგოლ (გიგა) დავითის ძე - რეჟისორი, საქრთველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე; მახარაძე კოტე ივანეს ძე - მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი; ნაზარბაევი ნურსულტან - ყაზახეთის პრეზიდენტი; სობჩაკი ანატოლი - სანქტ-პეტერბურგის ყოფილი მერი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე; სტურუა რობერტ რობერტის ძე - რეჟისორი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; ჩარკვიანი ჯანსუღ ავდიდის ძე - პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ჟურნალ “დროშის” რედაქტორი: ჩუბინიშვილი გიორგი გიორგის ძე - ”თბილისის ქალაქპროექტის” საპატიო მთავარი ინჟინერი; ძიძიგური აკაკი ვარლამის ძე - საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

 

1995 წელი

ბრეგვაძე ნანი გიორგის ასული - საესტრადო მომღერალი, საქრთველოს სახალხო არტისტი: გუგუნავა ვალერიან პლატონის ძე - სოციალისტური შრომის გმირი, ომის ვეტერანი; ლებანიძე მურმან სილოვანის ძე - პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; ჩირგაძე თეიმურაზ ვლადიმერის ძე - ექიმი, ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.

 

1988 წელი

გოცირიძე ვიქტორ დავითის ძე - “თბილგვირაბმშენის” სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; დათაშვილი ალექსანდრე ოისების ძე - “თბილიგვირაბმშენის” ზეინკალ მემონტაჟეთა  ბრიგადირი; ლორთქიფანიძე მარიამ დავითის ასული - ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპოდენტი, თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე: პაიჭაძე ბორის სოლომონის ძე - ფეხბურთელი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი; სტურუა მელორ გიორგის ძე - ჟურნალისტი,  გაზეთ “იზვესტიის” საერთაშორისო მიმომხილველი; ჯაფარიძე მედეა ვალერიანის ასული - კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

 

1987 წელი

ანჯაფარიძე ზურაბ ივანეს ძე - მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის კონსერვატორის დირექტორი; ასათიანი თინათინი ლევანის ასული - ფიზიკოსი, ერევნის ფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ლენინური პრემიის ლაურეატი; ბეიბუთოვი რაშიდ მაჯიდ-ოღლი - მომღერალი, სსრკ სახალხო არტისტი, აზერბაიჯანის მირზა ფათალი ახუნდობის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი; დურმიშიძე სერგი ვასილის ძე - ბიოქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე- პრეზიდენტი, აკადემიკოსი; ლომთათიძე ქეთევან ბესარიონის ძე - ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი: ტერეშჩენკო გრიგოლ პროხორის ძე - მოწინავე მუშა.

ნანახი?- 1581

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80