კულტურა, თუ მულტურა?!
ბლოგი

კულტურა, თუ მულტურა?!

კულტურა, თუ მულტურა?!
მაია ჩიკვაიძე

2012-12-15 15:42:57

რამდენიმე ხნის წინ, ინტერნეტით ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის ფოტო გავრცელდა: სახეგაბრწყინებული ექს -„ბოევიკი“ ფერადი ბუშტებით მორთული თაღის ფონზე აუდიტორიას მიმართავდა; ბუშტების გირლიანდას პრეზიდენტის გარდაცვლილი მამის - აჰმად კადიროვის პორტრეტი და უცნაური შინაარსის ლოზუნგი ამშვენებდა: Без культур нет мультур. ვერავინ გაიგო, რას ნიშნავდა “მულტურ“, მაგრამ ფოტოზე ასახული მასობრივი ღონისძიება თანამედროვე სულთანატისა და უკულტურობის ილუსტრაცია იყო.

ამ ფოტომ საქართველო გამახსენა. გაგიკვირდებათ და იტყვით - სად ჩრდილოკავკასიური სულთანატი თავის ვაჰაბიტებიანად და სად ჩვენო! მაგრამ უცნაური სიტყვა „მულტურ“ მართლაც ზედგამოჭრილია კულტურის პროფანაციის აღსანიშნავად: საკუთარი კულტურით ამაყი ქართველები, ბოლო ოცი წელია სწორედ „მულტურის“ გარემოში ვცხოვრობთ.

გავიხსენოთ 90-იანი წლების დასაწყისი; ვინ განსაზვრავდა იმდროინდელ სტილს? ხევსურულქუდიანი ურაპატრიოტები გულში მჯიღის ცემითა და „ჯოს“ „ჯოს“ძახილით; მათთან დაპირისპირებული წვერგაუპარსავი ავტომატიანი „მხედრიონელები“ და ქართული საზოგადოებისგან გაიდეალებული კანონიერი ქურდი, დრამატურგი და პროფესორი ჯაბა იოსელიანი; თავდაცვის მინისტრის ამპლუაში მოვლენილი „ძელეცი“ მხატვარი თენგიზ კიტოვანი და „იმელის“ პარლამენტში მოკალათებული კომუნისტები, კომკავშირლები და იარაღასხმული ნარკომანები... ეს იყო ჩვენი კულტურის „გრაუნდ ზერო“ ბოლო ორასი წლის მანძილზე.

შევარდნაძის პოლიტიკურმა რეინკარნაციამ ძირითადად ტყაპუჭიანი არაფორმალების ჰალსტუხიანი ჩინოვნიკებით ჩანაცვლება, ქეთი დოლიძის ფესტივალი, დავით ოქიტაშვილის „მასშტაბური ფიგურის“ გამოჩენა ქართული კულტურის ასპარეზზე და ლელა წურწუმიას „ვარსვლავის“ ამობრწყინება მოიტანა.

2003 წლიდან, ვარდების რევოლუციის შემოქმედებმა, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ ქვეყნის სინგაპურიზაცია და მაღალი კულტურა ერთმანეთთან შეუთავსებელი იქნებოდა; ამიტომ, უპირატესობა კიტჩს და ოპერეტას მიანიჭეს. გავიხსენოთ სოფო ნიჟარაძის კეკლუცობა ამა თუ იმ საზეიმო კონცერტზე, სახელმწიფო პიარზე მიმბული გრანდიოზული არქიტექტურული პროექტები, პრეზიდენტის ფავორიტების სინეკურად ქცეული კულტურის სამინისტრო, სადაც ხან ნინა წკრიალაშვილი წამოყოფდა თავს, ხან - უგულავას ცოლი. ამას დაუმატეთ წინასაარჩევნო მდარე სანახაობები - ეთერი კაკულიას ნაცოდვილარი ჰიმნი სამეგრელოს რალიზე, წურწუმიას თვალების ბრიალი და ყველგანმყოფი დუტა.

წინა ხელისუფლების კადიროვიზაცია ყველაზე მძაფრად შერონ სტოუნის მოწვევაში გამოვლინდა. აგვისტოს ტრაგიკულ მოვლენებზე გადაღებული, მდარე ხარისხის ფილმის თბილისურ პრემიერას პოლიტისტებლიშმენტი სრული შემადგენლობით დაესწრო. მასთან ერთად - მთავრობის ქოლგის ქვეშ მყოფი ბიზნესმენები. ყველა მათგანი ისე შესცქეროდა შერონ სტოუნს, როგორც პაპუას ტომის ბელადები შუშის სამკაულს. ფაქტია, ავტორიტარ მმართველებს ძირითადი ინსტინქტი არ ასვენებთ - ჰოლივუდის ვარსკვლავებით მატებს ლეგიტიმაციას საკუთარ ძალაუფლებას პუტინიც და მისი მიბაძვით - ჩრდილოკავკასიელი ბელადიც.

რამდენიმე წლის შემდეგ ლელა წურწუმია, სოფო ნიჟარაზე, ნეკა სებისკვერაძე და სხვები ალბათ, აღარავის ემახსოვრება, მაგრამ დარჩება მატერიალური ძეგლები, რომლებმაც ჩვენი ეპოქის კულტურული სახე განსაზღვრა; ესენია: სადავო არქიტექტურული ღირებულების სამების ტაძარი, რომელიც თავისი მასშტაბებით ქალაქის ქსოვილიდან სრულიად ამოვარდნილია, ისტორიული ძეგლების „ევრორემონტი“ და არქიტექტურის ავანგარდად მიჩნეული მინისგარსიანი შენობები ძველ ქალაქში. ამ ჩამონათვალში განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართული კიტჩის აპოთეოზს - წმინდა გიორგის ქანდაკებას თავისუფლების მოედანზე. ის ჭეშმარიტად „ახალი სიტყვაა“ ქანდაკებაში - როგორც წესი მხედრებს კვარცხლბეკზე აქვთ მიჩენილი ადგილი. მაგრამ მარადნომეკლატურული ზურაბ წერეთლის ალოგიკური გადაწყვეტილება - ცხენოსანი ქანდაკება სვეტზე - სააკაშვილმა მოიწონა. უკულტურობის კიდევ რამდენიმე მაგალითი ალექსანდრეს ბაღში გასეირნებისას შეგიძლიათ იხილოთ: ეს არის „არაჩვეულებრივი გამოფენა“ გიორგი ლეონიძის უშველებელი ქანდაკებით დაწყებული, ცისფერი გალერეის უკან ატუზული, მოწუწნული მონპასის ფორმის ქალის ჩათვლით.

ჩვენი შთამომავლები სამხედრო საბჭოს წევრთა კინოკადრებით დაასკვნიან, რომ დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე მოსახლეობას დაბალი კულტურა ჰქონდა. „არქიტექტურული მარგალიტები“ კი გაუჩენთ ეჭვს, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობდა უწყება, რომელიც ამ საშინელი უკულტურობის დაძლევაზე იზრუნებდა.

არადა, არსებობდა.

მაგრამ როცა არ არსებობდა - მე19 საუკუნეში, სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი თანამედროვე ქართულ კულტურას: შეიქმნა თეატრი და ოპერა, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, დაიწყო ლიტერატურული ბუმი; არქიტექტორებმა გამორჩეული ნაგებობები დააპროექტეს; სათავე დაედო სამუზეუმო საქმეს... კულტურის ეს აღმავლობა უსაფრთხო გარემოთი და ეკონომიური წინსვლით იყო განპირობებული.

კომუნისტურ რეჟიმს კულტურის სამინისტროს ჩამოყალიბება ერთადერთი მიზნისთვის დასჭირდა - კულტურა იდეოლოგიის სამსახურში უნდა ჩამდგარიყო. დღეს ბევრი მისტირის საბჭოთა დროის კულტურულ „სამოთხეს“, როცა გამორჩეული რეჟისორი ადვილად ახერხებდა დაფინანსების მოპოვებას, მხატვარი - ერთი-ორ გამოფენაში მონაწილეობისა და ლენინის პორტრეტის დახატვის შემდეგ, მთავრობისგან სახელოსნოს იღებდა საჩუქრად. სწორედ იმ პერიოდში განვითარდა ქართული კინო და თეატრი, რაშიც კულტურის სამინისტროს ჩინოვნიკებს ნამდვილად არ მიუძღვოდათ ლომის წილი. კულტურის განვითარებას, პირველ რიგში ტრადიციამ და უხვმა დაფინანსებამ შეუწყო ხელი.

თანამედროვე კულტურის სამინისტრო თავისი სულისკვეთებით საბჭოთა წინამორბედის პირდაპირი მემკვიდრეა. ისიც დაკავებულია იმით, რომ იმ შემოქმედებითი ინტერლიგენციის და კულტურის მუშაკების ლოიალობა შეინარჩუნოს, რომლებიც ხელისუფლების შეფასებით, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ახდენენ გავლენას. მაგრამ წინამორბედისგან განსხვავებით, დაფინანსება-დამწყალობების რესურსი მას ასჯერ ნაკლები აქვს. ამიტომაც, ჩვენი კულტურის სამინისტროს საქმიანობასა და გაცხადებულ ამბიციებს, ხშირად, კარიკატურული ელფერი დაკრავს.

ნათქვამია - ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა კეთილი სურვილებით არის მოფენილიო. ამ გამონათქვამის პერიფრაზრებას თუ მოვახდენთ, ხელისუფლების სურვილები და დიადი მიზნები ჩინოვნიკების გამრავლებას და ბიუჯეტის უსარგებლო ხარჯვას უწყობს ხელს. ის, რომ კულტურის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ქართული კულტურის აღმავლობა, ახალი ტალანტების წარმოჩინება და დახმარება, რეალობაში ფავორიტიზმად, კულტურის მუშაკების მთავრობის სამსახურში ჩაყენებად, რეჟიმისგან ნაკვები შემოქმედებითი ინტელიგენციის სახელებით სპეკულირებად ტრანსფორმირდება.

ყოველივე ზემოთქმულის ნათელი ილუსტრაციაა კულტურის სამინისტროს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები: მრჩება შთაბეჭდილება, რომ ახალი მინისტრი, გურამ ოდიშარია დიდ გაუგებრობაში მოხვდა - მინისტრის კულტურის მუშაკებთან გამართულ შეხვედრებზე არცერთ მონაწილეს არ უთქვამს, როგორ უნდა მიიზიდოს თეატრში მაყურებელი, საკონცერტო დარბაზში - მსმენელი, გალერეაში - დამთვალიერებელი. ყველა ამბობდა: დამაფინანსეთ, დამაფინანსეთ, დამაფინანსეთ. დაბნეული მინისტრი, რომლის მიმართ, სხვების ფონზე, სიმპათია გამიჩნდა, ამ შეხვედრებზე ზოგადი დეკლარაციებით შემოიფარგლა და შეკრებილი საზოგადოება იმითღა ანუგეშა, რომ ხელოვნების ყველა დარგი მისთვის თანაბრად ძვირფასია. დაფინანსების მოთხოვნებს დაუმატეთ ხელოვნებათმცოდნეთა იმპერატიული მოთხოვნა რიგი შენობების დემონტაჟზე და თაკო ჩარკვიანის მხარდამჭერთა პეტიციები.

ამ სტატიის დასასრულს, ჩინოვნიკებისთვის უნუგეშო, რიგითი ადამიანებისთვის კი სასარგებლო დასკვნა უნდა გავაკეთო - საქართველოს კულტურის სამინისტრო ისევე სჭირდება, როგორც სკამს მეხუთე ფეხი. ის, რომ უამრავ ქვეყანაში კულტურის სამინისტრო არსებობს, კონტრარგუმენტად არ გამოდგება. ამ ქვეყნებში ინსტიტუციათა უმრავლესობა ევოლუციური განვითარების შედეგად შეიქმნა. ჩვენთან კი ასეთი განვითარება არ ყოფილა. ამიტომაც ვიღებთ ხშირ შემთხვევაში ამ ინსტიტუტთა პროფანაციებს.

ზემოთ ვთქვით და ამას ისტორია ადასტურებს - კულტურის წინსვლას სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება უზრუნველყოფს და კიდევ - პატიოსანი შრომით გამდიდრებული ბიზნესმენები, რომელთა ნაწილს მეცენატობის სურვილი უჩნდება. 30–50 წლიანი უწყვეტი ეკონომიკური განვითარება თუ გვეღირსა, მერე, იქნებ, მართლაც გახდეს ასეთი სამინისტროს შექმნა მიზანშეწონილი.

ნანახი?- 6969

asa

2012-12-15 16:07:20

ამ სამინისტროს კიდევ ერთი სახელი აქვს-ძეგლთა დაცვის-და ეს არის მისი ძირითAდი ფუნქცია, და რა თეატრებისა და კონცერტების პატრონობა.
კიტჩზე გეთანხმებით, ოღონდ სამების თაობაზე -არა. დიდებული ტაძარია.

avaria

2012-12-15 16:33:34

რა გაუხურეთ საქმე ამ ცხრა წელს. ხარისხიან ტეტარს, კინოსა თუ ზოგადად ხელოვნებას მაყურებელი მთელს მსოფლიოში აღარ ჰყავს სამწუხაროდ. მიშას დააბრალეთ ესეც. მე ამას დევოლუციას დავარქმევდი, რაც სამოციანებში დაიწყო. როდესაც სხვადასხვა სოციალურმა მოვლენებმა ჩააჩოჩა დასავლეთში კლასიკური აღქმა ხელოვნებისა და შექმნა კლასიკური და თანამედროვე ტრენდების სინთეზი. პირველ 10–15 წელიწადში რათქმაუნდა საოცარი შედეგები იქნა მიღებული, მაგრამ წლიდან წლამდე ამ სინტეზიდან კლასიკურის განდევნამ მიგვიყვანა დღევანდლამდე.


რაც შეეხება ესრადას: აქ კი სტოპი გააკეთეთ. სწორედ კორუფიონერი პარტიული ნომენკლატურის გაქრობით, გაქრნენ ვაი მომღერლები, სოლოს მიმწოლები და რაღაც გაურკვეველი ჟანრით. სწორედ ეს ნაგავი გაქრა და საოცრად მოტივირებული ახალგაზრდებისგან შექმნილიო ბენდები წამოვიდა, რომელსაც არც ოქის დაფინასნებული კონცერტები სჭირდება და არც ვიღაცის მიერ დაწერილი ტექსტები. ფლობენ ბევრ საკრავსა და წერენ ტექსტებს: ფრანი, მგზავრები, ლაუდსპიკერი, მეგი გოგიტიძე, ალუდა ქეტელაური .... რომელი ერთი ჩამოვთვალო. უკრავენ ჯაზ როკს, ჯაზ ფოლკს, უკრავენ ფოლკს ...........

12345

2012-12-15 16:34:14

რამდენიმე წლის შემდეგ ლელა წურწუმია, სოფო ნიჟარაზე, ნეკა სებისკვერაძე და სხვები ალბათ, აღარავის ემახსოვრება,

ასეთი უპრაგონოდ პიროვნებებზე გამონათქმი არის სწორედ მულტურა

decibal

2012-12-15 16:43:19

12345, რა მუტლურაო, რას ლაპარაკობ ამ პატიოსან და მანდილიან ქალბატონებზე? მაგათმა წარმოაჩინეს ქართველი ქალის კლდემამოსილება. თქვენ კიდე მათ დიდი შეურაცხოფა მიაყენეთ. ახლა ვე მოიხადეთ ბოდიში!

მიმინო

2012-12-15 17:33:50

სამების შესახებ არ ვეთანხმები ავტორს-საკათედრო ყოველთვის დიდი(გაბარიტით) ტაძარია-აქაც და სხვაგანაც-მე მგონი

bobosa

2012-12-15 17:43:23

ვგონებ ოდიშარიას დანიშვნა არ იყო სწორი გადაწყვეტილება. გაცილებით უფრო აქტიური და შესაბამისი საქმის მცოდნენიც მოიძებნებოდა ბიძინას მხარდამჭერთა რიგებში. იგივე შეგვიძლია ვთქვათ განათლების სამინისტროზეც. კულტურას მწერალი და განათლებას ფილოსოფოსი კი არ სჭირდება, არამედ ხელმადლიანი და პრაქტიკული ჭკუის მოურავები სჭირდება.

asa

2012-12-15 18:24:38

12345-ს რა პრაგონი, რის უპრაგონობა და პიროვნებები, სწორად შენიშნა ბატონმა decibal-მა, ეგ არის სწორად რომ მუტლურა, თანაც ნომენკლატურული (ბიჭოს, არ დამაწყებინეს უცენზურო საუბარი?)

ბიკენტი

2012-12-15 19:39:07

ყოველთვის საინტერესოდ იკითხება,ქალბატონი ჩიკვაიძის წერილები.
რაც შეეხება,იმ ლოზუნგს,შეუძლებელია მისი იუმორის გარეშე კომენტირება(იმედია არ მიწყენთ)

ბიკენტი

2012-12-15 19:40:13

без культур нет мультур!? ეს უფრო ჩვენებურ მიდგომას ჰგავს, რაც დაახლოებით ასე ითარგმნება:
(ბეზ ფუჩ.. ნეტ მუ...რ)!?:))

ბიკენტი

2012-12-15 19:41:16

სსიუ!!!
შესწრებიხართ,ალბათ ქუჩაში უცნობისადმი მიმართვის, ნაკლებადსაპატივცემულო ფორმას,
მაგალითად,როცა ვინმე ტაქსის მძღოლს უხმობს;(სსსიიიუ!)

სიუ რა შუაშია? ახლავე აგიხსნით:

ბიკენტი

2012-12-15 19:44:18

ჩემი აზრით, საქართველოში,განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე ათლეწლეულის განმავლობაში
მიმდინარე პროცესების საყოველთაო განსაზღვრება-დეფინიციებს,(მაგ; როგორიცაა; პოლიტიკა,
ეკონომიკა, ჟურნალისტიკა და გარკვეულწილად კულტურაც,) წინ სიუ! უნდა დავუმატოთ(მეტი კონკრეტიკისათვის)
და გვექნება; სიუპოლიტიკა,სიუეკონომიკა,სიუკულტურა და ა.შ.

განმარტება:

მხოლოდ ამ( სიუს) არაფერი აქვს საერთო, მაგალითისათვის;[სიურრეალიზმთან] თარგმანში
[ზერეალურთან] გარკვეულწილად მისი საწინააღმდეგოა და გამოხატავს[ზერელეობას!]

ეს ერთგვარი,(ჩვენი მოვლენებისადმი) ზერელე დამოკიდებულების მაჩვენებელია,(უცნობისადმი,უპატივცემულო მიმართვის სსიუს-ს დარად)გამოხატავს
ჩვენს ზერელე, განწყობა-დამოკიდებულებას. ამასთან აღსანიშნავია,რომ სსიუ მიმართვის(ქედმაღლური დატვირთვის) სიუპოლიტიკამ და სიუჟურნალისტიკამ(რუსთავი2) სიუკულტურამ
ჯერარნახულ მწვერვალებს მიაღწია

TARO

2012-12-15 19:53:50

სამების ტაძარი ნამდვილად არ არის სადავო არქიტექტურული ღირებულების და არც ქალაქის "ქსოვილიდან" არაა ამოვარდნილი თავისი სიდიდის გამო.რას მიედმოედები.რაც გესმის იმის შესახებ წერე

TARO

2012-12-15 19:56:48

დანარჩენი მეტნაკლებად მისაღებია

BAGIRA

2012-12-15 20:53:19

ხალხო საუკუნე ასეთი არეული ,სინათლის სისწრაფით ვითარდება მოვლენები მთელს მსოფლიოში ,დაიწმინდება და დალაგდება ყველაფერი,ჯერ 21 დეკემბერია წინ ,დაველოდოთ ,ღმერთი არ გაგვწირავს ,თუ არა და ამაოებაა ეს ყველაფერი:)

alale

2012-12-15 21:45:03

რამ შეგაკრთო ბაგირა!

21 დეკემბერს რაც ღმერთს აქვს ნაბრძანები ის მოხდება. დედამიწა უვნებელი დარჩება, გამოდის რომ ასეა საჭირო, განადგურდება და ესე იგი ჩვენც --გარდავიცვლებით-- და გამოდის ვინც ღირსია უკეთეს სამყაროში წაიყვანს და ზევიდან აყურებინებს ცოდვიანი პლანეტის რღვევას, ხოლო ვისაც სული აქვს დამძიმებული თავისი "კაიადამიანობით" იმას სხვანაირ პატივს მიაგებს და წყვდიადის პრინცთან ერთად ამ სანახაობის უშუალო მონაწილეთ წარმოუდგენს ზემოდან მყურებელთ.
ასე სწერიან ყველაზე პირველ და უმტავრეს წიგნში.

დაე იყოს ისე როგორც შემოქმედს გადაწყვეტილი აქვს, რამეთუ ესე პლანეტა არს შექმნილი მისი და საუფლო მისი, სული ყოველთა ჩვენნისა არის სუნთქვა მისი, მხოლოდ აზრი ჩვენნი და საქმენი ჩვენნი არის მხოლოდ ჩვენნი.

BAGIRA

2012-12-15 22:49:38

ალალე ,კარგი ვიღაცა ხარ გამაცინე,რაღა მაინცადა მაინც ჩემი ყვავილობის დროს მოუნდა ამ შემომქმედს ყველაფრის გადაკეთება ,იღბალი მაქვს ნუ იტყვი,მეშინია ცოტა ,თუ არა ისე რას ვიზამთ ველოდები ,დამწყდება გული ძალიან ეს სილამაზე რომ კოსმოსში გაქრეს,მტვერი ვარ და მტვრად რომ უნდა ვიქცე კი ვიცი მარა ჯერ ნამეტანი ადრეა და მაცადოს ცოტა,:)

BAGIRA

2012-12-15 23:02:20

სილამაზე რომ ვახსენე ჩვენი დედამიწის სილამაზე მქონდა მხედველობაში,ცუდად არაფერი იფიქრო ალალე:)

TARO

2012-12-15 23:06:37

ალალე
ბაგირა
"ჩვენ დაბადება ჩვენი არ გვახსოვს
და არც არასდროს გარდავიცვლებით"

alale

2012-12-15 23:09:46

იქ რომ იცოდე რა სილამაზეა და კიდევ უკეთესი იქ მარტო სიყვარული კი არ დაფრინავს, არამედ თვითონ ადადამიანებიც დაფრინავენ. წარმოიდგინე როგორც პეპლები დაჰხარიან ყვავილების მინდორს, იქაც ასე შესძლებიათ ადამიანებს, ოღონდ იქ დიდი და უფრო მრავალფერა ლამაზი ყვავილები ყოფილა და ადამიანებსაც ფრთები არა აქვთ. ისე იები და ვარდიც მრავლად ყოფილა ბაგირა.

BAGIRA

2012-12-15 23:17:21

ალალე:)
რავა ნამყოფივით ამიღწერე ყველაფერი,შენ როგორ გიცნო ,ის მაინც მითხარი,რა კარგ ხასიათზე დამაყენე,თუ არა ვინმე უნდა მომეკლა დღეს:)

bobosa

2012-12-15 23:30:13

ლამაზი სიზმარი ხომ გინახავს, ზუსტად იმ სიზმარს ჩვენში ჩაბერილი ღმერთის სუნთქვა გვანახებს. მოკლედ გენეტიკური შთამომავლობა შვება ამას.

BAGIRA

2012-12-15 23:32:28

ბობოსა შენც მოდიხარ?:)

alale

2012-12-15 23:37:11

ბობოსა ეგეც ეგრეა და ისიც გამიგია რომ იმ ქვეყნად გამგზავრებული კაცი უკან მობრუნებული არ მინახავსო. ერთი მაცხოვარი იყო ჩვენი და მან მოიარა იქაური, კუნჭულიც კი არ დაუტოვია და რომ მოეწონა კვლავ დაბრუნდა აქ ადამიანებთან და იქაური სილამაზის აღწერასთან ერთად ისიც ასწავლა ხალხს თუ როგორ უნდა გაემგზავრო იმ სამყაროში. იმ სამყაროს მეუფემ აუხსნა და ნებაც დართო ამ კეთილი საქმისთვის.

bobosa

2012-12-15 23:39:03

ეეე ნეტავ ვინ მაღირსებს თორემ დიდი სიამოვნებითაც.

BAGIRA

2012-12-15 23:41:17

ალალე ,მატყუებ ახლა რაღაცეებს და გიხარია ხომ?,როგორ არ გვინახავს ძალიანაც ბევრი მობრუნებულა და უთქვამთ ,გადასარევი იყო რატომ დაგვაბრუნეთო,ხო იყო ასე დამეთანხმე ,ახლავე,თორემ ვიტყვი რომ დემაგოგი ხარ!:)

BAGIRA

2012-12-15 23:43:28

არა ხომ ბობოსა არ შეგიშვებენ?,მეც მასე ვარ არც მე არ შემიშვებენ,არც იმდენი ცოდვა მაქვს რომ ქვემოთ ჩამაგდონ ,ალბათ გამომკიდებებნ ახლ ცაზე ვარსკვლავივით და დააწერენ"ბ ა გ ა ი რ ა",მაინც ვიპოვე გამოსავალი:)

alale

2012-12-15 23:44:48

არა ბევრსაც უნახია მაგრამ იმ მაცხოვარივით არავის ასე კარგად არ აუხსნია და არც უსწავლებია იქ გასამგზავრებელი "ბილეთები" როგორ უნდა შეიძინო.

BAGIRA

2012-12-15 23:47:46

ალალე იმდენჯერ მოინანიე ცოდვები ალბათ; გაქვს უკვე ზემოთ გარანტირებული ბილეთი,ისე უბნობ დაჯერებულად,კარგი აბა მე მაინც ვერ შემხვდები იქ.ვეღარ ვასწრებ მონანიებას:)

bobosa

2012-12-15 23:48:30

ალალე რომ ამბობს, იმ მაცხოვარს ისიც უსწავლებია ჩვენი წინაპრებისთვის რომ ეგ სიმძიმეო შეუძლიაო ადამიანს შეამსუბუქოსო და ისიც შეუერთდებაო მაგ ქვეყანასო თუ სამყაროსო.

alale

2012-12-15 23:50:13

ეგ არავინ იცის და მეც არ ვიცი.

bobosa

2012-12-15 23:50:52

ასეთი რა ცოდვები გაქვს?

BAGIRA

2012-12-15 23:54:44

ბობოსა ცოდვილნი ვიბადებით ბობოსა ,და მერე ვამატებთ,თუნდაც აზრი უკეთური თუნდაც სიტყვა როომელიც უკეთურია და შენს ბაგეს წამოსცდება უკვე ცოდვაა დამიჯერე და არ გიკვირს ამ სიმძიმით დამძიმებულები როგორ დავდივართ დედამიწაზე ?,ამიტომ ვერ დავფრინავთ ბობოსა თორემ მე ფრენა (და არა გაფრენა) ისე მიყვარს ვიფრენდი აუცილებლად,არ გამომდის ,მასხეპავენ ფრთებს,:)

bobosa

2012-12-15 23:55:25

კარგით მე დაგემშვიდოდებით, დაღლილი ვარ და დავიძინებ. ბაგირა შემსუბუქებას გისურვებ ჩემთან ერთად. ალალე კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა.

BAGIRA

2012-12-15 23:57:06

კარგით მეც წავედი ,ამ ქვეყნიურ საქმეებს უნდა მივხედო თორემ დროზე ადრე გამიშვებენ იქ საიდანაც აღარ ბრუნდებიან,მადლობთ თბილი საუბრისათვის ორთავეს:)ბაგირა

alale

2012-12-15 23:58:06

მეც ასევე ბობოსა. ბაგირა ნუთუ შენს ცხოვრებაში ისეთი არავინ იყო რომ ეგ ფრთები რომ დაეცვა ცუდებისგან.

BAGIRA

2012-12-15 23:59:38

არავინ,
ყველას შეეშინდა:)

alale

2012-12-16 00:00:42

ალბად მე მოსაწყენი მოსაუბრე ვარ არა ბაგირა.

alale

2012-12-16 00:02:38

კარგია რომ არ წასულხარ. შეეშინდა რა მართლა ბაგირასავით ბრჭყალებიანი ტორებით ხომ არ უმასპინძლდებოდი.

alale

2012-12-16 00:04:50

ააა მივხვდი იმ ყველას ეშინოდა იმ ცუდების.

alale

2012-12-16 00:10:21

მაინც წასულა. ბაგირა გისურვებ მალე გეპოვოს ისეთი, რომელსაც არამარტო კი არ შეესინდება ცუდების, არამედ ფრთებს კვლავ გაგიმთელებს, დაბუმბლავს და გაგიმაგრებს. ამინ!

decibal

2012-12-16 18:44:44

bobosa, ბიძოს რად უნდა ეს იმპოტენტი მინისტერები განათლებაში და კულტურაში? არ მიყვარს სტალინი, მაგრამ "არისტოკრატი" იყო კადრების შერჩევაში. ბიძო უნდა იყოს სტალინზე უფრომ განჭრიახი, რადგან ჩვენ უფრო დიდი პრობლემები გვაქვს, ვიდრე მაშინდელ რუსეთს, ხოლო განათლების საკითხი ყველაზე მნიშვნერლოვანია. ქართული კულტურა ისედავ ძლიერია და აიტანს ამ ყლე კაცს.

zaqara

2012-12-18 12:08:42

გამარჯობა ყველას!
სამების ტაძარს ნუშეეხები,მეგობარო, დანარჩენში ჰალალ-მართალი ხარ.
გეთანხმები,რომ კულტურის გადარჩენას ამდენი ბიუროკრატი არ სჭირდება(ბიუროკრატებს რომ აბარიათ იმიტომაც გახდა გადასარჩენი).

tite

2012-12-29 17:24:44

სამების ტაზარზე როგორ თქვი რომ ქალაქის საერთო ქსოვილიდან არისო ამოვარდნილი, გეტყობა ერთი ურწმუნო და ბოღმიანი ადამიანი ხარ, არავითარი მადლი შენში არ არსებობს როგორც ჩანს, ნება რომ მოგცენ ალბათ დაანგრევდი და რაიმე ახალს ააშენებდი ,მოდერნის, სტილში . სიტყვების რახარუხს თავი დაანებე მანდილი წაიკარი და შედი ეკლესიაში , იყავი კარგი ქართველი ქალი ამაზე მეტი არ მოგეთხოვება , რომ ყბედობ აქ რაღაცეებს!

იერემია

2013-01-09 01:40:47

მშვენიერი წერილია!

zakariazakaria

2013-01-20 18:59:14

სამების ტაძარი როგორც ნაგებობა მართლაც არ არის ისეთი როგორიც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო.
გახსოვთ ალბათ თქვენ ხართ მარილიო, რომ ამბობს უფალი.
ასე მგონია, სწორედ, რომ ეგ მარილი დააკლო გრანდიოზულობას გამოკიდებულმა ხუროთმოძღვარმა ტაძარს.

roma

2013-02-27 22:53:26

მართლაც ისეთმა ხალმა წამოიწია,რომელიც მთელი ცხოვრება კონფორმიზმის ძიებაში იყვნენ.ეს აქეთ ოქიტაშვილი ,იქით ეს კომკავშირელი ზაზა შენგელია(ეხლა,რომ მოგვევლინა მუსიკათმცოდნედ).ეს წურწუმია დუტა ყველგან.წკრიალაშვილი და სეფისკვერაძე ყველა შოუში.კლიპების გაშვება საკუთარი შეხედულებიბის მიხედვით.უგემოვნო ნანუკას შოუ და ატირებული პროფილი.ინტელექტის არ მქონე ლამაზმანები და ასე შემდეგ.დეფის-პროპაგანდა რუსულ ლიტერატურის აკრძალვაზე და უამრავი სხვა.ამას მიყოლებული არაობიექტური (ხშირად) საბას პრემია მეტს აღარ გავაგრძელებ

guanini

2013-03-17 02:25:42

ავტორს ყველაფერში 100 პროცენტით ვეთანხმები, თუმცა ვწუხვარ, რომ საზოგადოების 90% ამას ვერ გაიგებს. იმიტომ რომ მულტურას არის ნაზიარები და მისთვის უცხოა კულტურა.

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80