დუმილი ყოველთვის არ არის ოქრო
ბლოგი

დუმილი ყოველთვის არ არის ოქრო

დუმილი ყოველთვის არ არის ოქრო
ნანა დევდარიანი

2013-03-18 23:45:23

2003 წლის 9 მარტს, შენდობის კვირას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა: „ლოცვაში წერია: „არ არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს“. პავლე მოციქული ამბობს: „ცოდვილთაგან პირველი მე ვარ“. და მე რა მეთქმის? სრულიად საქართველოში, ყოველთა ქართველთაგან ყველაზე ცოდვილი მე ვარ. ამიტომ გთხოვთ, შენდობასა და პატიებას ცოდვათა ჩემთა გამო. შემინდეთ და მაპატიეთ ჩემი ცოდვები“.

თუ პატრიარქი ამბობს, რომ ყველაზე ცოდვილია, ჩვენ რაღა გვეთქმის? საკუთარი უცოდველობის გრძნობით შეპყრობილმა ქართულმა ელიტამ მაშინ ამ სიტყვებიდან აზრი ვერ გამოიტანა. მას შემდეგ 10 წელი გავიდა, მაგრამ პოლიტიკური ელიტა დღესაც უცოდველად მიიჩნევს თავს.

თითქოს გავიმარჯვეთ. თითქოს ყველაფერი უნდა შეცვლილიყო, მაგრამ მხოლოდ მთავრობა შეიცვალა. ქვემოთ ყველაფერი თითქმის ისეთივეა. ერთი, რაც ნამდვილად თვალშისაცემია – ადამიანებს შიში აღარა აქვთ თვალებში. შიში, რომელსაც თვალის დახუჭვითაც ვერ მალავდნენ; ჰაერი გაჟღენთილი იყო ამით. იმ წლების შემოქმედთ თავშიც არ მოსდით, თუნდაც მხოლოდ ამისთვის ითხოვონ შენდობა. ისინი ამტკიცებენ, რომ არაფერი აქვთ საპატიებელი, დახურულ კარს მიღმა კი ამნისტიაზე ვაჭრობენ. სააკაშვილი ხმამაღლა აცხადებს, რომ სიტყვა „ამნისტია“ მისთვის მიუღებელია, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებებზე გაჯიუტება სწორედ ამით აიხსნება. „ჩვენ პატიება არ გვჭირდება“ – აცხადებენ ისინი. პატრიარქს სჭირდება, მათ –არა!

პირადად მე იმავე 2003 წელს ვაპატიე მათ, ვინც ტყუილითა და მანიპულირებით ჩაიგდეს ხელისუფლება. ვაპატიე ყველაფერი, რაც დამაბრალეს, მაგრამ მთელი საქართველოს სახელით პატიების უფლება არც მაშინ მქონდა და არც ახლა მაქვს. არც ვინმესთვის მიუცია ამის უფლება ღმერთს.

საზოგადოება ღელავს. „სამართლიანობის აღდგენა“ ყველაზე ხშირად ხსენებული სიტყვათა შეთანხმებაა. ისინი, ვინც სამართალს 9 წელიწადს აუპატიურებდნენ, შეტევაზე გადმოდიან და ექსკლუზიურ სამართალს ითხოვენ მხოლოდ საკუთარი კასტისთვის.

არადა, ოდნავი სინანულიც რომ შეატყოს მათ საზოგადოებამ, ბევრს აპატიებდა. მაგრამ სინანული არ არის, შენდობა კი, სინანულის გარეშე არ არსებობს. თუმცა ისინი შენდობას არ ითხოვენ. ისინი ხელშეუხებლობას მოითხოვენ. როგორც იტყვიან – იგრძენი განსხვავება!

ადამიანების მორალური ტერორი „რევოლუციონერებმა“ რევოლუციამდე გაცილებით ადრე დაიწყეს. ამის ბევრი მაგალითი იყო. დღეს ის ადამიანები, რომლებმაც 1998 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს წინ კუბოების აქცია გამართეს, სააკაშვილისთვის ზუგდიდში კუბოს დახვედრებას წარმართულ რიტუალს უწოდებენ. არადა, რიტუალურ „მკვლელობათა“ სიყვარულში სწორედ ისინი არიან შემჩნეული. როდესაც დღევანდელმა ბიზნესის ქომაგმა, აკაკი გოგიჩაიშვილმა 2001 წელს ვალერი ასათიანს რიტუალური მკვლელობა დააბრალა, სულაც არ უდარდია იმაზე, რომ ამით მის შვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

მაშინ სახალხო დამცველი ვიყავი. ხმა არ ავიმაღლე ამ უზნეობის წინააღმდეგ. ვიფიქრე, რომ ამას დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმად შეაფასებდნენ. ჩავთვალე, რომ სახალხო დამცველი ამაში არ უნდა ჩარეულიყო. სამწუხაროდ, გვინ მივხვდი, რომ ეს ფსევდოლიბერალური დამოკიდებულება ჩემი მხრიდან უზნეობის მდუმარე წახალისება იყო. მაშინ თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ბრალდება იმდენად აბსურდული იყო, არავინ დაიჯერებდა. შესაძლოა, ასეც იყო, მაგრამ საკუთარი თავისთვის ამის პატიება არ შემიძლია.

ამ ამბის შემდეგ, როცა ვალერი შემხვდა, ჩუმად მხოლოდ ის მითხრა, რომ დუმილი ყოველთვის ოქრო არ არის. ეს იყო და ეს. ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაზე მძიმე შეფასება დღემდე მომყვება და, ალბათ, არც არასოდეს დამტოვებს. ვალერიმ სასამართლოც მოიგო და „რუსთავი 2–ის“ გადაცემა „60 წუთიც“ სწორედ იმიტომ დაიხურა, რომ მისთვის ბოდიში არ მოეხადათ. მის ავტორს კი „რევოლუციის“ შემდეგ აღარც უკანონობა დაუნახავს და არც სანდრო გირგვლიანის რიტუალური მკვლელობა.

ფრთხილად ვიყოთ, როცა ეს არსებები დამოუკიდებელ მედიასა და ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობენ. სინამდვილეში ეს ცნებები მათთვის მხოლოდ თავდასხმის იარაღი და ხელშეუხებლობის გარანტიაა. როგორ ეპყრობოდნენ ისინი ხელისუფლებაში ყოფნისას ადამიანებს და მედიას, ჯერაც კარგად გვახსოვს.

აპატიებს თუ არა მათ საქართველო? არ ვიცი. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ამდენი წლის შემდეგ შენდობა უნდა ვთხოვო ვალერი ასათიანს.

შენდობის კვირაა, ვალერი, მაპატიე!

ნანახია - 8873

tato

2013-03-19 10:09:00

კარგი გოგო ხარ ნანა,ძალიან მიყვარხარ.

ოძელი

2013-03-19 10:55:33

ქ-ნო ნანა,

ნაცები "უცოდველნი" არიან, რამეთუ ურწმუნოთ არ შეიძლება ცოდვები აწუხებდეთ. ცოდვებით დამძიმებულნი მორწმუნენი არიან. ნაცები კი მხოლოდ ერთ ღმერთს, "ფულს და ძალაუფლებას" ჰმონებენ და "ინ-ჰო-ტეპ, ინ-ჰო-ტეპ"-ის (მიშა მაგარიას) ძახილით მტკიცედ მიუყ/ვებიან ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზას.

არა, ისე არ გამიგოთ თითქოს ისინი "უშიშნი, ვითარცა უხორცოდ" მიმაჩნდეს. უფრო პირიქით, ძნელია ნაცებზე მეტი სიმხდალის წარმოდგენაც კი, მაგრამ მათ მხოლოდ ამქვეყნიური ამაოების შიში გააჩნიათ და ამიტომ უცხოა მათთვის სინანულის გრძნობა.

მათი უკანასკნელი პერიოდის გამოცოცხლებაც და უტიფრად იერიშზე გადმოსვლაც მხოლოდ იმითაა გამოწვეული, რომ პირველი ოქტომბრის შემდეგ საკადრისი არ მიეზღოთ და ქართველმა ხალხმა არნახული მიმტევებლობა გამოიჩინა მათ მიმართ.

ნათქვამია, "თუ ვინმემ პანღური ამოგარტ/ყა შენც პანღურითვე უნდა უპასუხო, თორემ უტ-აკო ეგონებიო". მგონი ამასთან გვაქვს საქმე.


ვითხოვ პატიებას, თუნდაც ამ სტ/რიქონების გამო!

ოძელი

2013-03-19 11:11:13

ადმინ,

თქვენც ითხოვეთ შენდობა და დააბრუნეტ საიტზე კ ო მ ბ ლ ე!
:)))

p.s. იმედია ხუმრობას შენდობის შესახებ არ მიწყენთ.
კ ო მ ბ ლ ე კი აუცილებლად დააბრუნეთ!

admin

2013-03-19 12:17:22

ოძელი
მითხარი როგორ დავაბრუნო და პოლლიტრას ვდგამ. ან, უთხარით, რომ დაბრუნდეს და მაინც დავდგამ. მეტი რა ვქნა :)

ოძელი

2013-03-19 12:29:42

admin,
კარგი იყო, ჩაგეთვალა!
:)))

დაბრუნების ხერხები თქვენ უნდა იცოდეთ. სხვა საიტზე შევხვდი და იქ მითხრა, რომ დაბლოკილია. დაბრუნების სურვილი კი აქვს, მაგრამ ვერ ახერხებს!

ოძელი

2013-03-19 12:36:15

admin,

ეს პოსტი იმ საიტზე ვნახე.

==========================

კ ო მ ბ ლ ე 2013-03-19 01:48:36
.
მიტევების კვირაა და ფორ-გეს გპატიობთ შეცდომებს, რა თქმა უნდა თუ გამოსწორდებით.

===========================

მე მგონი ცხადია, რომ კ ო მ ბ ლ ე დაბლოკილია!

papa

2013-03-19 12:59:58

ძალიან მაგარ--კარგი ხართ.
როცა ,,გგკითხულობთ,, სულ ყოველთვის გულში რაღაცა სასიამოვნოდ მწიწკნის ხოლმე
მადლობა და ხშირად წერეთ ხოლმე

omexi

2013-03-28 16:32:54

ქალბატონო ნანა, მინდა ჩვენი ქვეყანაში ბევრი თქვენაირი ადამიანები ცხოვრობდნენ და იბრძოდნენ სიმართლისათვის.

omexi

2013-12-15 12:53:24

ქალბატონო ნანა, თქვენ და თქვენისთანა მებრძოლი სულის ადამიანები რომ არ ყოფილიყავით ამ ცხრა წლის განმალობაში "ოცნება" ისე ვერ ნახავდა გამარჯვებას როგორც თავიანთ ყურებს ვერ ხედავენ. თქვენ ისეთი ჯიშის ადამიანი ბრძანდებით წესიერ ქვეყანაში ხელის გულზე უნდა გატარებდნენ ეს პოლიტიკანი მედროვე ნაძირლები. ამდენი წელია კრუგზე დავდივართ ყოველთვის მაინც ვტყვილდებით არჩევანში. ვინმე წარმოიდგენდა რომ "ოცნების" გამარჯვების შემთხვევში სამართლიანობის აღდგენის პრობლემა იქნებოდა. არა რათქმაუნდა, რა ვქნათ, ჩვენც ხომ გაიძვერა პოლიტიკოსებივით არ ვფიქრობთ, ჩვენ პატიოსნად ვენდობით სიტყვებზე უკვე მერამდენედ. ლგბტეების " დამცველო" 30 გრანტის მათხოვრებო ევრო კავშირის ყველა ქვეყანაში დააკანონეს ერთსქესიანთა კორწინება, როცა ერთი კვირის წინ ხორვატიამ რეფერენდუმის გზით თქვა რომ ერთსქესიანთა ქორწინება ხორვატიაში არ იქნებოდა,მაგრამ ევროპის სასამართლო ყოფილა მთავარი და არა იმ ქვეყნის ხალხი რომელ ქვეყანაშიც ჩატარდა რეფერენდუმი ასე გამოდის რეფერენდუმის შედეგები უკან გაუკეთეს. როცა იმპერიებზე ვსაუბრობთ ვინ არის იმპერია ისიც ვთქვათ. პირველი " დემოკრატიის ფლაგმანი აშშ" მეორე ევრო კავშირი 27 ქვეყნით რომელსაც მართავენ ამერიკა და გერმნია, საფრანგეთი, დიდი ბტიტანეთი, თურქეთი, ჩინეთი და რუსეთი ჩვენთვის ყველა იმპერიაა. რას ვიღებთ რუსეთან დაპირისპირებით ვერაფერს, ურუსეთოდ ტერიტორიებს ვერ ვიბრუნებთ, ლიბერალისტურ ევროპას რა უნდა ჩვენი გარყვნა და მერე ადვილად მართვა, თურქეთს რაც უნდოდა იმაზე მეტი მიიღო ამ წლების შედეგებით რაც ქონდა გათვლილი. ამერიკა მისი მეფის ნაცვალი თბილისში გვიზის და მალე შეიძლება ვორონცოვივით ძეგლი დაუდგათ მხოლოდ ისაა განსხვავება ვორონცოვს მართლა ეკუთვნოდა ძეგლი ჩვენგან.

dimpi

2014-01-24 21:01:06

თუ არსებობს ედოს ინტერვიუ?: - როგორ მოხდა გერმანიის გაერთიანება

ფორუმებს ეტყობა, რომ იწყება კამპანია, ქვეყნის აფხაზეთ-ცხინვალის გარეშე ნატოში შესვლის პროპაგანდისა, არგუმენტით: - გერმანიის გაერთიანება მერე მოხდა



კარგი იქნებოდა ეგეთი ინტერვიუ...

dimpi

2014-01-24 21:01:53



არგუმენტს ვერ დაარქმევ მაგას ადამიანი, მაგრამ უფრო ეგ მუსირებს...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80