პოლიტიკა

ნაციონალებს „რაღაც დიდი“ მიშამ ჩაუშალა

ნაციონალებს „რაღაც დიდი“ მიშამ ჩაუშალა
ლალი ზირაქიშვილი

2013-04-20 12:11:19

„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც 19 აპრილის აქციას აგრესიული სარეკლამო კამპანიით აანონსებდა, გვპირდებოდა, რომ მთელ საქართველოს გააოცებდნენ, ეს იქნებოდა „ყველა ქართველისთვის დაუვიწყარი აქცია“ - საზოგადოებაც დიდი სიურპრიზის მოლოდინში იმაზე მეტ ყურადღებას იჩენდა ამ აქციის მიმართ, ვიდრე საჭირო იყო.

სიურპრიზი მართლაც გამაოგნებელი აღმოჩნდა - „დღეს ჩვენ ყველანი ახალ ეროვნულ მოძრაობას ვიწყებთ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ.

მისივე განმარტებით, ეს მოძრაობა სამ პრინციპს ემყარება და ესენია – ერთიანი სახელმწიფოებრივი თავისუფლება, პიროვნულ-ეკონომიკური თავისუფლება და განვითარება, გლობალურ სამყაროში საქართველოს ფუნქციის და მისი შესაძლებლობების ახლებური დანახვა და განვითარება. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დღეიდან ყველა ოჯახში მივლენ, რათა ახალი საქართველოს თანაზიარი გახდეს თითოეული მოქალაქე.

ღირს თუ არა მათი ეროვნულობისა და ძირითადი პრინციპების განხილვა, ალბათ, საკამათოა, თუმცა გაცილებით საინტერესოა, რა პროცესი მიმდინარეობს თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“, რა სურდათ რეალურად და რა გამოუვიდათ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ეს შეკრება ჯერჯერობით მხოლოდ იუმორის საგანია - „ნაციონალური მოძრაობა“ და ეროვნული მოძრაობა ისეა ერთმანეთთან ახლოს, როგორც ქუთაისში განთავსებული საქართველოს პარლამენტის შენობა ჩინეთთან“, - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი.

რაც შეეხება უმრავლესობის წევრ კობა დავითაშვილს, ის თვლის, რომ ხალხის ის რაოდენობა რაც აქციაზე შეიკრიბა „ეროვნული მოძრაობისთვის კი არა, ქელეხისთვისაც ცოტა იყო“.

როგორც ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს: ამით მოსახლეობაში დადებითი განწყობის შექმნა უნდათ, მაგრამ მეეჭვება, მათ ეროვნულ მოძრაობათან გაიგივება კი არა, მიახლოება მაინც შეძლონ, ეს სრულიად სხვადასხვა რამაა“.

რამაზ საყვარელიძის შეფასებით, მათ ხმამაღალა შეძახილებს პატრიოტიზმზე ის უწყობს ხელს, რომ თავის დროზე, ოპოზიცია არ აღმოჩნდა ფხიანი და ქვეყნის ინტერესების ღალატის ბრალდება ვერ მოახერხა და ვერ წაუყენა, მაშინ, როცა ეროვნული ინტერესების უგულებელყოფისთვის უთხრა უარი მას საქართველოს მოსახლეობის 90%-მა.

„ძველი თბილისი წარყვნეს, სიღნაღი წარყვნეს, ყველგან სადაც შეეძლოთ, ქართული კვალი მოსპეს“,- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ნაციონალების მხრიდან ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყება, საზოგადოების უდიდეს ნაწილში, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილს იწვევს, თუმცა საკმაოდ ყურადსაღებია იმ თვალსაზრისით, რომ აშკარაა გზავნილი, რომლის თანახმადაც იმიჯშელახულ, ბოლომდე დისკრედიტირებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეროვნულობის საფარქვეშ შესვლა და სახეცვლილება სურს.

„ნაციონალური მოძრაობა“ რომ სახელისა და იმიჯის შეცვლას შეეცდება, ასეთი მოლოდინი დიდი ხანია, არსებობს საზოგადოებაში და ექსპერტებსაც არაერთხელ განუცხადებიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მალე ახალი სახელითა და ახალი იმიჯით მოგვევლინებოდა.  

როგორც რამაზ საყვარელიძე აცხადებს, პარადოქსია, რომ ეროვნული მოძრაობის დაწყებაზე ლაპარაკობენ, მაგრამ თავის დროზე ისინი, ვინც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან, „მოქალაქეთა კავშირში“ იყვნენ, შემდეგ გაემიჯნენ და შექმნეს „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა რასაც „მოქალაქეთა კავშირში“ გაემიჯნენ, მათი პასუხისმგებლობის საკითხი იყო.

რამაზ საყვარელიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ახლა სურდეთ შექმნან რაღაც ახალი პარტია, ისე, რომ არც ერთი კაციც არ შეცვალონ და პირადი პასუხისმგებლობა არავინ არ აიღოს საკუთარ თავზე იმ შეცდომებზე, რაზეც ახლა თვითონ ნაწილობრივ ლაპარაკობენ, მაგრამ არასოდეს არ აკონკრეტებენ რაში მდგომარეობს.

„ვფიქრობ, მათი მხრიდან ფიგურალური გამოთქმაა, ვიდრე იმისი რეალობად გადაქცევა, რომ მართლაც ახალი ეროვნული მოძრაობა უნდა ჩამოაყალიბონ. მოსახლეობის დამოკიდებულების შეცვლა უნდათ და ეროვნულ მოძრაობასთან პარალელების გავლებით მათ განწყობაზე ზემოქმედება, თორემ ეროვნულ მოძრაობას ხომ ვერ დაირქმევენ“, - ვარაუდობს ვახტანგ ძაბირაძე.

ვინ დარჩება დისკრედიტირებული „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ სავარაუდოდ, წინასწარ ცნობილია, ახალაიებსა და ზურაბ ადეიშვილს მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ ემიჯნება. როგორც ჩანს, მათზე ხელის შეწმენდა რეაბილიტაციის საუკეთესო საშუალებად მიაჩნიათ.

რამაზ საყვარელიძე ვარაუდობს, რომ გააჩნია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ვინ დატოვონ და ვინ წაიყვანონ, ახლა, როგორც ჩანს, გადარჩევის პროცესი მიმდინარეობს. საყვარელიძის შეფასებით, ისიც საოცარია, რომ პრორუსულობაზე საუბრობენ, მაშინ როდესაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთის პოლიტიკა გაეტარებინათ.

ყველაზე საგულისხმო კი ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და ცნობადი სახეები „ნაციონალურ მოძრაობას“ ემიჯნებიან და ახალ თავისი არსით ყველასათვის წმიდათა-წმიდა, ეროვნულ მოძრაობაში ერთიანდებიან.

„მე აქ ვარ არა იმიტომ, რომ ეს აქცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული, არამედ იმიტომ, რომ ახალი, რაღაც დიდი უნდა დავიწყოთ და ეს დიდი არის ახალი ეროვნული მოძრაობა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რამდენად გამოუვიდათ ამ „რაღაც დიდის“ დაწყება, ძნელი სათქმელია, რადგან აქციაზე გამოჩნდა მიშა და ყველაფერი აურ-დაურია.  

ვაშაძის ინფორმაციით, დღევანდელ შეკრებას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრებოდა  და აქციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებც არ იგეგმებოდა. მართალია, კანდიდატი არ დასახელებულა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი აქციაზე გამოჩნდა და ყველაზე ხმამაღლა ეროვნულობასა და სამშობლოს გულმხურვალე სიყვარულზე სწორედ მან იყვირა.

კულუარული ინფორმაციით, მერაბიშვილი და მისი გუნდი ეროვნული მოძრაობის დაანონსებით ავტომატურად გაემიჯნებოდა ყველას, ვინ აქციაზე არ იქნებოდა. ლოგიკურად ამ გუნდში ადეიშვილ-ახალაიებთან ერთად სააკაშვილიც მოხვდებოდა, მაგრამ მისმა აქციაზე გამოჩენამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

როგორც ჩანს გარჩევები, განხილვები და განხეთქილებები ისევ ნაციონალთა კულუარებში გადაინაცვლებს, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ მალე ბევრი რამ გამოაშკარავდება. ეს რაუნდი აშკარად მიშამ მოიგო და მისი აქციაზე გამოჩენისთანავე მერაბიშვილი აქციას გაეცალა.

რეალურად, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეაბილიტაცია გამოვიდა თუ დასამარება, ძნელი სათქმელია, თუმცა აქციის დასაწყისში რეაბილიტაციის მცდელობა აშკარად იგრძნობოდა.

კახა კუკავამ ოპოზიციურ ძალებსაც კი მიმართა და მოუწოდა, ნუ შეუწყობენ ხელს „ნაციონალური მოძრაობის“ რეაბილიტაციას.

რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ეს არ არის რეაბილიტაცია, რადგან 4-5, 7 ათასი თუნდაც 70 ათასი კაცი რეაბილიტაციას არ ნიშნავს.

„მაგრამ რეაბილიტაციაა თავად ნაციონალებისთვის, რადგან ხალხის დანახვა მათ სითამამეს მატებს. ამ სითამამის მიცემა არ იყო საჭირო. რაც დასაბრალებელი და სათქმელი ჰქონდათ მათ წინააღმდეგ მუდმივად უნდა ეტრიალა ამას საზოგადოებაში, მედიაში, რომ როგორმე ნაციონალებს საკუთარი პასუხისმგებლობა აღექვათ“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილს კიდევ ბევრი მეცადინეობა მოუწევს საკუთარი გუნდის შესაქმნელად, რადგან, როგორც ჩანს, სააკაშვილი არ აპირებს აიღოს და „კვერთხი“ ვინმეს მემკვიდრეობით გადაულოცოს, ან საკუთარი რეპუტაცია ვინმეს ხელის შესაწმენდად მიართვას. ერთი სიტყვით, ალბათ, ახალაიებიც ალაპარაკდებიან და ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე კიდევ მრავალი სიურპირიზი გველოდება.

ნანახია - 6525

კომენტარები - 53

ბარნაბეძგვერაძე

2013-04-20 12:29:51

მ ო ვ ...ნ!!! ის საზოგადოება, რომელიც კახა შარტავას, ზვიად ძიძიგურს(ყველას არ ჩამოვთვლი)...პრორუსულ ძალად მოიაზრებს და "ეროვნული მოძრაობის" სახედ "დეფი" გოგიბედაშვილი ეყოლება!!!

maccofe

2013-04-20 13:01:13

მეძავეებით სავსეა ნაცმოძრაობა და ქათმებით!!!

diplomati

2013-04-20 13:06:26

ისტორიული ანაქრონიზმი, პოლიტიკური სიბეცე და იდეებისგან დაცლაა, როცა კოსმოპოლიტები(დღევანდელი გლობალისტები) ვითომ "ეროვნულ მოძრაობას" აფუძნებენ დამოუკიდებელ სახელმწიფოში!

მორჩა, ნაცმოძრაობა დამთავრდა და მას უკვე ვერავინ და ვერაფერი, თვით "ევროპის სახალხო პარტია" და მარტენსიც, ვერ უშველის!

hahahihihoho

2013-04-20 13:27:52

ვიღაც "უმცირესობა" რომ იყო, ბესო, და კესოდ რომ გადაკეთდა, ხომ გახსოვთ?

ხოდა ეგ პონტია რა ))) ნაცები ერქმევათ თუ ნეონაცები, სახელს შეიცვლიან, გვარს, თუ სქესს, ისევ ის პრო . . ები არიან, რაც იყვნენ!

პ.ს პრო . . ებში მე პროგრესულები ვიგულისხმე, თქვენ რა გეგონათ )))

qoci

2013-04-20 13:33:40

ოცნების მომხრეებს არ გაკვირვებთ რომ ბორიამ და მისმა გუნდმა გადაუხვია ევროპის გზის მიმართულებიდან? "რესპუბლიკელების" ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის აზრით, "თუ ქართველი ხალხი ხმას მისცემს, პარლამენტში პრორუსული ძალებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილები".
გუშინდელი ადამიანების აქცია კი იყო, რომ ხელისუფლება დაფიქრებულიყო თავისი ლიდერების საქიანობაზე!

kardinali

2013-04-20 13:39:19

არ გათეთრდების ყორანი რაც უნდა ხეხო ქვიშითა.ქვიშა კი არა შკურკა არ გახეხავს ამათ!

pizdina

2013-04-20 13:59:12

ტეხეთ ეხლა ერთი ადგილით კაკალი, ფაქტია რომ ბევრი ხალხი გამოვიდა, თანაც არჩევნებიდან 6 თვეში.

imeri

2013-04-20 14:20:36

მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2 თვით ადრე დაანონსებულ აქთიაზე 12 000–ზე მეტ კაცს, რომ ვერ შეკრიბავთ, ადით ნაცებო კუკიის სასაფლაოზე თქვენით და „განისვენეთ“ (ოღონდ მხოლოდ პოლიტიკურად). მიშას და გიგის ბღავილი მაგონებდა სასაკლაოზე საქონელს, რომ დაკლავენ, მათ გოდებას. ჩემი მეზობელი ერთ–ერთ გამგეობაში მუშაობს, უკანა რიგებში ვიდექით, კამერებში რომ არ გამოვჩენილიყავითო. ამ ადამაიანებისაც მესმის, არ უნდათ, რომ სამსახური დაკარგონ. გალაკტიონის ცნობილი ლექსის ბოლო სტრიქონებს შეგახსენებთ ნაცებო: (გადაკეთებულს, გალაკტიონის ხსოვნასთან ბოდიშის მოხდით)

ცოცხები ჩქარა!
დიდება, ვინც კიდევ გვაშტერებს იმედით,
ვინც მედგრად გვიხვრიტავს ტვინს მცირეს-უქნარას...
გათენდა! დაბოლდით,დაბოლდით, დაბოლდით!
ცოცხები, ცოცხები... ცოცხები ჩქარა!

ნიკოლოზი

2013-04-20 14:20:44

ქოცი,პიზდინა, რაც გაგხეარდებათ, რაც მოგესურვებათ, ის დაწერეთ, ის იფიქრეთ და ის დაიჯერეთ. ნაცების დრო დასრულდა! დასრულდა საბოლოოდ და მოუბრუნებლად. დასრულდა ნაცების როგორც პარტიის და წევრების როგორც პოლიტიკოსების დრო.ამ ქვეყანაში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ თქვენ და თქვენი ლიდერები ხელისუფლებაში ვეღარასდროს მოხვალთ. აღარასდროს გექნება გავლენა და შესაძლებლობა. რაც ამ წლებში მოხვეტეთ და იშოვეთ ძალიან მალე შემოგეხარჯებათ, ძალიან მალე დასხდებით ნოლზე და მერე საერთოდ ყველას დავიწყდებით. თქვენს დღეებს სადმე დასავლეთში, უპატრონოთა თავშესაფარებში დაასრულებთ 100 წლის მერე და მთელი ეს 100 წელი იმაზე იფიქრეთ და იოცნებეთ თუ როგორ გაუშვით ერთხელ ხელიდან ისეთი ქვეყანა როგორიც საქართველოა, სადაც ერთი პერიოდი (საშინელი პერიოდი 2003 დან 2012 მდე) იყავით ლორდები და ბატონ-პატრონები.

ბარნაბეძგვერაძე

2013-04-20 14:21:13

ხალხი?
სად გამოვიდა ხალხი?
ეგ იყო ხალხი?




ხალხი მაგ დროს ტელევიზორთან იჯდა და ხელები ექავებოდა!

pizdina

2013-04-20 14:30:42

მე კიდევ მეგონა რომ კაცი-შვილი არ გამოვიდოდა, შევცდი. დასრულდა თუ არა ნაციონალური მოძრაობა ამას ოქტომბერში ვიხილავთ, არც მინდა გეკამათოთ. რაღა დარჩა ოქტომბრამდე 6 თვე.

juzepe

2013-04-20 14:36:37

qoci, pizdina

ჯერ მეტსახელების შერჩევით მიხვდები რას წარმოადგენს ადამიანი. სხვისი დამცირებით არ გეგონოთ რომ ამაღლდებით.

ბევრი ფარდობითი ცნებაა. რაც ჩვენ მაგაზე ხალხმრავალი აქცია გვინახავს ალბათ დათვლაც კი გაჭირდება. მაგრამ მაინც ბევრი იყავით მე ასე ვთვლი. იმიტომ რომ პატარა საქართველოსთვის ამდენი ზომბი მეტისმეტია. გუშინ მე გაოგნებული ვიყავი.

თქვენ ალბათ აღარაფერი გეშველებათ, მაგრამ თქვენი შვილები მაინც დაინდეთ და ნუ გაზრდით თქვენნაირებად

natali

2013-04-20 14:51:55

ქეცი!
ეხლა ხიდაშელს მაინც პრორუსულობას ნუ დააბრალებ რაააა:)))
როგორც უკეთესად იცხოვრებს მოსახლეობის უმრავლესობა, ის კურსი უნდა ჰქონდეს ქვეყანას. თუკი დასავლეთი ასე გააგრძელებს ჩვენს გათამაშებას და არ მიგვიღებენ ნატოში, დიახ, იცოდნენ! აგერაა რუსეთი. შეწირულები ხომ არ ვართ? მაგრამ თუკი დემოკრატიის გულისთვის ტუპიაკი ჩიორა, ის გოგოშკები(გვარები არ მახსოვს), გოგორისვილი,ხაჩიძე, წიკლაური....და სხვა ნაცები უნდა ავიტანოთ პარლამენტში კიდევ 4 წელი, პრორუსული ჯგუფის ატანა უფრო იოლი არაა? ეგეც ავიტანოთ. აბა დემოკრატია შენ ლობიოობა გგონია?

natali

2013-04-20 14:55:27

თუკი არჩევნებზე ეგ პრორუსული პარტიები ბარიერს გადალახავენ, ე.ი. მოსახლეობის ეგ ნაწილი მხარს უჭერს და არც შენ გეკითხება არავინ მაგათ პარლამენტში შეყვანას და არც მე. დემოკრატიული კანონები წყვეტენ ასე. თქვენ, ნაცები რას იზამდით? გააყალბებდით და არ შეუშვებდით? :)))და თქვენ ამბობთ დემოკტრატია ავაშენეთო?

anasofia

2013-04-20 15:34:11

თუ არ გრცხვენია სააკაშვილო რას ბოდავდი გუშინ, ტრიბუნასთან იმ ხალხის წინ რომლის
ძმებს,მეგობრებს,ნათესავებს აუპატიურებდი,ხელებს უგრეხდი და სულში აფურთხებდი.რა სინდისით უყურებდი ხალხს თვალებში? მაგრამ დიდი ხანია თქვენში მადლი არ არის.ხელისუფლებაში ისევ დავბრუნდებითო :D :D :D კარგად იცით რომ ეს არ მოხდება,თქვენ გქონდათ დიდი დრო საიმისოდ რომ ხალხისთვის სარგებელი მოგეტანათ მაგრამ ეს არ ინებეთ.ხალხს ძალიან კარგად ახსოვს რას აკეთებდით შენ და შენი თანაგუნდელები ... ასე რომ თქვენი დრო დასრულდა,თქვენ და თქვენი პარტია პოლიტიკური გვამი ხართ.!

ვეტერანი

2013-04-20 15:37:06

ვინც იმის შიშით მივიდა აქციაზე, სამსახური არ დავკარგოო, პირადად ჩემთვის მშიშარაა და ქალაჩუნა! ვერ გაუგია რომ ნაცების ბოგინი წარსულას ჩაბარდა და ალბათ უგულავას და ჩოყ/ლაყის დანახვაზე ყოველთვის აჩკო აუთამაშდებათ იმის შიშით, სამსახურიდან არ გამაგდონო. დაკომპლექსებულები არიან მაგრად და ალბათ ბოლომდე ასეთები დარჩებიან. საბიუჯეტო ორგანიზაციაში ვმუშაობ რამდენიმე წელია და არავის გაუბედია ეთქვა ნაცების აქციაზე მიდი და ან მხარი დაუჭირე არჩევნებზეო. ის კი არა, არცევნების წინ ბოლო აქცია რომ იყო თავისუფლების მოედანზე სამუშაო საათები

ვეტერანი

2013-04-20 15:38:07

დროს წავედი სამსახურიდან და ფეხებიც ვერ მომჭამა ვერავინ!

1234

2013-04-20 15:56:33

სააკაშვილს, უგულავას და ყველა სხვას ბიუჯეტიდან არა მიზნობრივად დახარჯული თანხა ბოლო კაპიკამდე უნდა მოტანინონ უკან.
ამაზე უნდა მუშაუბდეს იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურა, და არა ვერულაშვილებზე და ახალაიებზე ინდულგენციების გაცემაზე.

დაიკო

2013-04-20 16:07:39

ვეთანხმები მკითხველის აზრს მოპარული თანხების დაბრუნების ვალდებულების შესახებ. ეს ჩვენა ვართ, ვისაც მოპარეს, როგორ ვერ გაგვიგია, რომ ჩვენს ჯიბეში აფათურებდნენ ხელს. ახლა დროა ქვების აკრეფისა. დააბრუნონ, რაც წაიღეს, და პასუხიც აგონ. მაგათი სახეცვლილება არ გამოვა - უკლებლივ ყველა ერთნაირი დამნაშავეა. ახლა საერთო საქმისთვის შეიძლება ქიშპი დროებით გადადონ და ერთობლივად იმოქმედონ, თუმცა ხალხი მათ არასდროს არ დაუჯერებს, და ნაცხროვას საკადრის პასუხს გასცემს, როცა არჩევნები გაიმართება, და წალეკავს მათ დედა-ბუდიანად ისტორიის სანაგვისაკენ!!!

isiqasti

2013-04-20 16:53:44

ნაციონალებს „რაღაც დიდი“ ნაციონალებს დიდზე დიდი ცოცხზე დიდი...

ოძელი

2013-04-20 17:02:26

აქციაზე დაახლოებით ხუთის ნახევარზე 3-4 წუთით გავიარე. მაინტერესებდა რა რაოდენობის ხალხის მობილიზებას შეძლებდა ნაც.მოძრაობა. სიმართლე გითხრათ ხალხის რაოდენობით გაკვირვებული დავრჩი, ამდენს არ მოველოდი.

რაოდენობის განსასაზღვრავად შედარების მეთოდი გამოვიყენე. თუ ძველი ოპოზიციის მიერ გამართულ მიტინებზე 20, 30, 40 ათასი კაცი იღებდა მონაწილეობას (საშუალოს გამოყვანით და არა მაქსიმალურად) და ეს სიმართლეს შეესაბამებოდა, მაშინ ნაცების აქციაზე სულ ცოტა 10-12 ათასი კაცი იქნებოდა.

ცოტაა თუ ბევრი?

მე მებევრა. ორგანიზატორებს ალბათ ეცოტავათ. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ნაცებმა პროგრამა მინიმუმი შეასრულეს, გამოაცხადეს, რომ ნაადრევია საუბარი მათ გარდაცვალებაზე. თავიანთ მომხრეებს ქვეყნის შიგნით იმედი ჩაუსახეს (ცრუ იმედი, რა თქმა უნდა). დასავლეთს კი მესიჯი გაუგზავნეს, საკმაოდ ძლიერ ძალას წარმოვადგენთო.

ეს მდგომარეობას არ ცვლის, მაგრამ ამ აქციით არსებობა და ყურადღების ცენტრში ყოფნა გაიხანგრძლივეს და ამით გარკვეული იმუნიტეტი შეიქმნეს. შეიძლება ითქვას, რაც უნდოდათ გარკვეულწილად მიიღეს კიდეც.

არსებული რეალობის გათვალისწინებით სხვა მიზანი არც შეიძლება ჰქონოდათ ( თუ არ ჩავთვლით შიდა პარტიულ პრობლემებს ვიღაცისგან დისტანცირებას, ვიღაცაზე ხელების შეწმენდას და ა.შ., მაგრამ ეს სხვა საკითხია და თავი დავანებოთ) და ამის შესახებ ყველაზე კარგად თვითონ უწყიან.

მე, ყოველივე ამის შემყურეს, მიძლიერდება პროტესტის გრძნობა ხელისუფლების მიმართ. რატომ არის ჯერ კიდევ ასე აქტუალური ფაქტიურად გარდაცვლილი ორგანიზაცია? რატომ ვაძლევთ ჩვენი დამოძღვრის უფლებას? რატომ არ ვთხოვთ პასუხს წარსულ დანაშაულობებზე, ამის მიზეზი ხომ მრავლად გვაქვს?

(ციტატა სტატიიდან,
„რამაზ საყვარელიძის შეფასებით, მათ ხმამაღალა შეძახილებს პატრიოტიზმზე ის უწყობს ხელს, რომ თავის დროზე, ოპოზიცია არ აღმოჩნდა ფხიანი და ქვეყნის ინტერესების ღალატის ბრალდება ვერ მოახერხა და ვერ წაუყენა, მაშინ, როცა ეროვნული ინტერესების უგულებელყოფისთვის უთხრა უარი მას საქართველოს მოსახლეობის 90%-მა.

„ძველი თბილისი წარყვნეს, სიღნაღი წარყვნეს, ყველგან სადაც შეეძლოთ, ქართული კვალი მოსპეს“,- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.“)

იქნებ იმიტომ, რომ მათი არსებობა, მათი ყურადღების ცენტრში ყოფნა გარკვეულ ფარს წარმოადგენს ოცნებისთვის?

აქამდე ასეც იყო, ნაცმოძრაობა ოცნებისთვის მეხამრიდის ფუნქციას ნამდვილად ასრულებდა, მაგრამ მდგომარეობა თანდათან შეიცვლება, ხალხი ოცნებას მოსთხოვს პასუხს იმაზე, რომ მათ ნაცებს ვერ ვერ მიუზღეს საკადრისი და ნაცებისადმი პროტესტი ოცნების მიმართ პროტესტად გადაიქცევა.

ფრთხილად ბატონებო, ფრთხილად, ზედმეტად თავდაჯერებულნი ნუ იქნებით. ასეთი მიდგომით თქვენ უხვად გთავაზობთ სანახაობას. თუმცა პური არსად სჩანს.

გაითვალისწინეთ, რომ ნაცმოძრაობის ასეთი წარმოჩინება ქვეყანაში ორხელისუფლებიანობის იმიტაციას ქმნის. ამას უცხო თვალი არასტაბილურ გარემოდ აღიქვამს. არასტაბილურ ქვეყანაში კი ინვესტიციის ჩადებას ყველა მოერიდება, რაც ეკონომიკურ დაცემას გამოიწვევს. ისედაც მინიმუმზეა დასული ბიზნესაქტივობა. არ აღიარებთ, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ბიუჯეტის შევსებასაც შეექმნას საფრთხე.

ასე, რომ ნაცების აქტიურობა უკვე თქვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს (აღარ ვამბობ ქვეყნის), ბატონო მეოცნებეებო!


p.s. კარგი იქნება თუ ნაძალადევში კუკავა გაიმარჯვებს. ეს, ერთის მხრივ გამოაფხიზლებს ოცნებას და მეორეს მხრივ ქვეყანას წაადგება.

==========================================================


p.p.s. თავისუფლება კ ო მ ბ ლ ე ს!!!

ევიტა

2013-04-20 17:12:45

ოძელი,

ჩემო მეგობარო ,ზუსტად აღწერე ის განცდა რაც გუშინ დამეუფლა როდესაც გვიან ,მაგრამ მაინც ეს Yველაფერი ვიხილე ,გეთანხმები Yველაფერში ,შენებურად
ზუსტად და ლამაზად მე მგონი არც სტატიას და არც კომენტარებს არ გადმოუციათ ამ მარაზმის ,არსი,,,

აქ ბევრს წერენ და დასცინიან ნოც-ნაცებს ,მაგრამ მე ვერაფერს ვერ ვხედავ სასაცილოს!

1 ოქტომბრიდან ,დღემდე ,არის სულ ამ ახალი მთავრობის ლანძღვა ,რომ ესენი წაგვიYვანენ Pუტინის რუსეთტან დაგვაჩოქებენ,რომ იქნება უდენობა ,შიმშილი,რომ კრიმინალი ქუჩაში გამოვა ,რომ ევროპა გაგვრიYავს,რომ ,რომ,რომ,,,

"შეძახილმა ხე გაახმოო" ს პრინციპით ხალხს აწვეთებენ ,რომ ამათ გარეშე Yველაფერი დაინგრევა და დაიქცევა,,,აი რისი შედეგი იYო ის 12000 კაცი იქ შეკრებილი, ესენი რომ კიდევ რაიონის და ქალაქების გამგეობებში არიან გაბატონებულნი,,,აი რისი შედეგი იYო ის 12000 კაცი,ესენი რომ ისევ დარეკვების ,მოსმენების და დაშანტაჟების მეთოდებს იYენებენ ,ეს ხომ არ ახალია,,,აი რისი შედეგი იYო ის 12000 კაცი,,,,

თანაც გავიგეთ რამდენი მოღალატე და ბინძური სულის და გულის ადამიანი ცხოვრობს სტატისტიკურად საქართველოში!

ევიტა

2013-04-20 17:15:39

სანამ ამათ , დამნაშავეებს ასე 50 კაცამდე არ გაასამართლებენ,და არ მიესჯებათ რასაც იმსახურებენ,Yოველთვის ორხელისუფლებიანობა იქნება საქართველოში ,და მიშას კიდევ ღრიალი და მიტინგობია ,დემაგოგობა არ ეზარება,,,და ვიცხოვრებთ ასე მXიარულად ,ადგილზე მარშიროვკის შედეგით!!!!!!!!!!!!!!!!

ოძელი

2013-04-20 17:27:05

ევიტა,

უკვე ექვსი თუ შვიდი თვე გავიდა არჩევნებიდან და ჯერ კიდევ ნაციონალების გარშემო მიდის მსჯელობა. ისევ ისინი არიან აქტუალურები, ისევ მათი (და კიდევ ანა-მარიას და ვიღაც ხუან-პაბლოს:))) ცხოვრებით ვცხოვრობთ და ეს იმ დროს, როცა ნაცები მარტო დაკრძალული და გამოტირებული კი არ უნდა გვყავდეს, ორმოციც უნდა გვქონდეს გადახდილი (წლისთავს ჯერ ვერ მოვასწრებდით).
გვავიწყდება, რომ მთავარი ნაცების მოშორება კი არ არის, არმედ ქვეყნის აშენებაა. ნაცების მოშორება მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ჩვენ კი ჯერ პირველი ნაბიჯიც ვერ გადავდგით და ქვეყანის მშენებლობას როდისღა შევუდგებით?

მართლა დაგვღალა სანახაობამ!

ოძელი

2013-04-20 17:33:32

აბსურდული რა არის იცი, ყველამ კარგად ვიცით, რომ რეალურად ნაციონალები ვეღარაფერს შეძლებენ, ვერც ხელისუფლებაში დაბრუნდებიან და ვეღარც რამეს შეცვლიან, მაგრამ მაინც ყურადღების ცენტრში იმყოფებიან.

მიმდინარეობს საპნის ოპერა და ჩვენც იძულებულნი ვართ ვუყუროთ."ლაკმე" მაინც მიდიოდეს:)))

natali

2013-04-20 17:44:09

ოძელი
"გაითვალისწინეთ, რომ ნაცმოძრაობის ასეთი წარმოჩინება ქვეყანაში ორხელისუფლებიანობის იმიტაციას ქმნის."
------------
ორხელისუფლებიანობის იმიტაციაო? რა, არაა ორხელისუფლებიანობა? პრეზიდენტი-ნაციონალი, დედაქალაქის მერი-ნაციონალი, გამგებლები-ნაციონალები...გუშინ გამოჩნდა, რომ ყველგან თანამშრომლებიც ნაციონალები, ცარიელი იყო გამგეობები.... ვინაა ახალი ხელისუფლება, პრემიერმინისტრი და მინისტრები? სამინისტროებშიც კი ძველი თანამშრომლები სხედან, რომლებიც მაგათ დავალებას უსიტYვოდ შეასრულებენ.
მიმიფურთხებია ისეთი დემოკრატიისათვის, როდესაც იმის შიშით, რომ პარტიულობის ნიშნით მიდგომა არ დაგაბრალონ, საბოტაჟნიკს სამსახურიდან ვერ ხსნი. თუ ხალხმა დაინახა, რომ ნაციონალები ხელშეუხებლები არიან და (რომ იყვნენ, ვიცით) დაინახა, რომ ნაციონალობაში ხეირია, მერე ნახეთ თქვენ....
არა რაააა საქართველო ერთპარტიული უნდა იყოს. ხომ ვამბობდი, დავმწკრივდეთ და მწყობრი ნაბიჯით ყველა ნაციონალებში გავერთიანდეთ მეთქი! ახლა სამსახურიც მექნებოდა და რასაც მინდოდა გავაკეთებდი, ვერც ვერავინ მომხსნიდა, ვიყვირებდი პარტიულობის გამო მერჩიან მეთქი!
წესიერი ხალხის ადგილი არაა ამ ქვეყანაში((((((((((

isiqasti

2013-04-20 18:16:25

ვინ შეიძლება მისულიყო აქციაზე რომელსაც აწყობდა საქართველოს ამმოგდებთა სექტა, მოკლედ მიმოვიხილოთ. 1.სრული იდიოტები, რომლებიც საკუთარი ცხვირის იქეთ ვერ ხედავენ, და ჯერათ მეცოცხეთა ლოზუნგის, რომ ჩვენი გზა ევროპულია და ყველაფერი იქაური კარგია და გადასარევი.
2.შინაურ ფრინველთა ერთ-ერთი სახეობის წარმომადგენლები, აქ გაგრძელება ზედმეტია.3.ნაცმეცოხეთა სექტასთან დანაშაულებრიბად დაკავშირებული ზომბები, ზონდერები, მონები, მფხანელები. რა ქნან აბა შესისხლხორცებულნი არიან ერთმანეთთან და ერთმანეთის მუტანტური წანაზარდები არიან. 3. "დიადი" მამულიშვილების ოჯახის წევრები, რომელთათვი ჩვენი წელთაღრიცხვა 2003 წლის ნოემბრიდან იწყება. 4.პრემიებით უზრმაზარი ხელფასებით გაქსუებული ადამიანის მსგავსი ორგანიზმები, რომელთათვის სულერთია რა ვექტორი რა მიმართულება ექნება და საით წავა საქართველო, ოღონდ სუში და ლობსტერი არ მოაკლდეს. 5. კერპის უეჭველი რეგრესის და ფიასკოს მოსწრე, ხბოსთვალება, ლოყებდახოკილი არსებები, რომლებსაც ცხოვრება არქიფოს გარეშე ვერ წარმოუდგენიათ სიზმარშიც კი.

მეგობრებო აქ შეგნებულად გავჩერდები, შეიძლება პუნქტების დამატებაც მიზეზიც არგუმენტიც და ფაქტიც საკმარისსზე მეტია, მაგრამ ის უყვარდა საცოდავს ხუთი ციფრი, რომ ალბათ ეროტიულ აღგზნებასაც იწვევდა მათში და სულ ნამეტანი რომ არ მომივიდეს ხუთზე გავჩერდები.

p.s. მაინც, როგორც ყოველთვის ქართული გენი და მისი ძალა, წარმოუდგენლად ძლიერია და ვერავითარი მასონთა ლოჟის მიერ წახალისებული, და კოლბასინჯარით გამოჩეკილი ვითომ ქართველი დოქტორი ფრანკენშტეინი ვერასდროს ვერ შეძლებს, ქართული გენის განადგურებას და მენტალურ ფსიქოცვლილებას, რამაც საუკუნეებს გაუძლო კიდევ გაუძლებს ბოლომდე.

qorbuda

2013-04-20 18:30:25

ძნელი საყურებელია,მაგრამ საჭიროა ნაც კრიმინალების ხშირად ჩვენება და მათი ბოდვების ხალხისთვის მოსმენა,კიდევ ვიმეორებ,ეგენი ცელს ინტენსიურად,მზარდი სიხშირით ისვამენ,საკუთარ სხეულზე,ხოლო გაბოროტება ხალხისა უფრო მატულობს მათ მიმართ,წლის ბოლოსთვის ყველაფერი დასრულებული იქნება ნაც-ბანდისთვის.

ოძელი

2013-04-20 18:32:23

natali,

კი ამბობდი ყველა ნაცმოძრაობაში შევიდეთო, მაგრამ დავაგვიანეთ. მერე ბიძინაც გამოჩნდა და დავრჩით ასე, "უპარტიოები".
:)))

============
isiqasti,

მიტინგზე მყოფთა მეათედიც კი არ იყო ნაცთა რეალური მხარდამჭერი. უდიდესი ნაწილი იძულებით იყო მიყვანილი. ერთი ნაცნობი მეც შემხვდა, მითხრა, რომელიღაც მერიას დაქვემდებარებულ სამსახურში ვმუშაობ, გუშინ მორიგე ვიყავი, მეძინება, ფეხზე ძლივს ვდგევარ, მაგრამ მაინც აქ წამომიყვანესო.

ამიტომ არის ნაცმოძრაობა მკვდარი და ამიტომ არ ღირს მათზე ამდენი დროისა და ნერვების ხარჯვა.



ოძელი

2013-04-20 18:32:54

p.s. თავისუფლება კ ო მ ბ ლ ე ს!!!

isiqasti

2013-04-20 18:36:50

natali გამარჯობა! ოხელისუფლებიანობა არა ხელისუფლებანახევრიანობა უფრი ქვია მაგას, ეს ხუმრობით. ეხლა წაროვიდგინოთ თუ რა სიმტკბილობა მოელოდათ, ქართული ოცნების მხარდამჭერებს ან თუნდაც ნეიტრალურადმოაზროვნეს, მეცოცხეთა სექტის გამარჯვების შემდეგ. მაგრამ ნეიტრალურად ვერ იაზროვნებდა საღადმოაზროვნე ქართველი, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენია ქვეყნის სიყვარული და გაუძლო ამ ჯოგის მიერ გატარებულ ანტიადამიანურ პოლიტიკას და მენტალური ცვლილებების გატარებით ფსიქოზამდე მიიყვანა მთელი ერის საღადმოაზროვნე ნაწილი.
ეხლა კი გამარჯვებული ხელისუფლების მიერ გამოჩენილი სისუსტე სხვა სახელს ვერ დავარქმევ, ვერავითარ გათვლით სტრატეგიას დამის მოლოდინე შედეგს ვერ გავამართლებ. პირველი და უპირველესი რაც უნდა გააკეთოს ოცნებამ , ეს არის სამართალი და არა მისი დაკნინება. იმ ხალხთან რომელთათვის საკმარისი იყო მხოლოD "გონივრული ეჭვი" და ხშირ შემთხვევაში ეჭვიც არ ჭირდებოდათ ისე აუბედურებდნენ უდანაშაულო ადამიანებს, სამართლის თითოეული პუნქტის დაცვით და ადამიანის საერთაშორისო უფლებებით, ლაპარაკი ხალხისთვის უკიდურესად გამაღიზიანებელია.
ხალხის ამდენი თვე ასეთ დაძაბულობაში და გაურკვევლობაში ყოფნა და ყოლა, ყოვლად გაუმართლებელია. ეხლა ოქტომბერი მერე ინაუგურაცია მერე ალბათ თვითმართველობის არჩევნები, მერე კიდევ რაღაც გამოჩნდება. როდემდე როდემდე...
ოძელი ასპროცენიტიანია საპნის ოპერის დასრულება აუცილებელია, დრო არ ითმენს, სანამ იქედნეს კიდევ არ გაახლებია მოკვეთილი კუდი, თავის გასრესაა საჭირო...

isiqasti

2013-04-20 18:45:23

ოძელი გაიხარე. ეგ ჩემი სხვა პუნქტის ხალხი იყო, მაგრამ არ დავწერე იმიტომ, რომ ადამიანურად მესმის იმათი ვინც სამსახურის გამო წავიდა იქ, მაგრამ მაინც ვერ გავამართლებ. არავითარი ნერვები არ ეყოფოდა ადამიანს იქ მყოფი "ლეგენდების" მოსასმენად.
პოლიხრონიონი აკლდა იქაურობას თორემ დანარჩენი ყველაფერი ზუსტად ის იყო როგორც დიდებულ ნაწარმოებშია, ხალხის სახე და ძალადდაკრული ტაში ყოველივე ამაზე მეტ//ყველებდა...

natali

2013-04-20 19:12:28

მაგაშია საქმე, ნაცებს ისევ ისეა აქვთ საქმე, როგორც ჰქონდათ. სამსახურის დაკარგვის შიშით დაჰყავდათ ხალხი მიშას სკანდირებისთვის. ეხლაც იგივე ხალხი სამსახურის დაკარგვის შიშით დადის. რა შეიცვალა?

ევიტა

2013-04-20 19:25:01

19 აპრილის მიტინგის მოსაწყობად ვანო მერაბიშვილმა ყველა ქალაქსა თუ რეგიონში შტაბები შექმნა, სადაც საიდუმლოდ იკრიბებიან გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, თბილისის მერიის ნაციონალი თანამშრომლები და 19 აპრილის გეგმებზე საუბრობენ. ერთხელაც, კონსპირაციულ ბინაში შეკრებისას, იქ გიგი უგულავას მიერ გამოგზავნილი რამდენიმე ჩინოვნიკი დაგვხვდა და გვითხრეს: - რამდენ ადამიანსაც მოიყვანთ აქციაზე, იმის მიხედვით მიიღებთ ანაზღაურებასო. მხარდამჭერთა ხელმოწერას და პირად მონაცემებს ითხოვენ. ვინც აგიტაციას გასწევს და 10-15 ადამიანს მიიყვანს აქციაზე, 300 ლარს და 50-ლარიან პრემიასაც მიიღებს. მე პირადად 50 ადამიანის მიყვანა მაქვს დავალებული. ვანოსთვის უკითხავს გიგი უგულავას, ამდენ ფულს რომ ვხარჯავთ, შედეგი რა გვექნება? ვანოს უთქვამს, შედეგი ციხის გარეთ ყოფნაა და რა - ცოტააო?", - აცხადებს ჩვენი რესპონდენტი.

**********************************************************************

აი მაგათი მხარ-კუდ დამჭერები,,,,:))))))))

sucky

2013-04-20 19:37:27

Pizdina, ყველაზე საგულისხმო ის არის, რომ 9 წლის მართველობის შემდეგ ნაციონალებმა მაგაზე მეტი ხალხი ვერ შეკრიბეთ.
ეს, მოსახლეობის ის რაოდენობაა რამდენის გულის "მონადირებაც " შესძელით 9 წლის განმავლობაში, ვისაც სწყალობდით 4,5 მილიონიან საქართველოში, ეს ის რაოდენობაა, ვისაც ასაქმებდით, ვინც საჩუქრებით გყავდათ განებივრებულნი დ ა.შ. ხმა ამოსაღები არ გაქვთ. თვქვენ, ეს მიტინგი, ამ მთავრობის საწინააღმდეგოდ არ გქონდათ დაანონსებული. ის კი არა- და, თქვენი მხარდაჭერისკენაც ვერ გაბედეთ მოწოდება, შეგეშინდათ და ევროპის იდეით შენიღბეთ. აბა გეცადათ და ამ მთავრობის მოწინააღმდეგეები , ან თვენი მხარდამჭერები დაგეძახათ, მაგდენიც ვერ შეიკრიბებოდით, რადგან ადგილობრივ ორგანოებში თქვენს მიერ დასაქმებული მედროვეებიც არ მოვიდოდნენ. ამიტომ, შენ ჩუუუუუუუ! :))

qoci

2013-04-20 20:05:38

ჩემი აზრით კი ყველაფერმა კარგად ჩაიარა 19 აპრილს,ნაციონალურმა პარტიამ ხელისუფლებას და მის წევრებს უჩვენეს რომ ყბედობას, პრეზერვატივების გარჩევას,საპნის საფასურს , დეპუტატებისთვის სკამის გამტკიცებას და სხვა ფუჭ საქმის კეთებას მოეშვან და იმუშაონ,დაპირებებზე იფიქრონ... ამას არ ჩამოვთვლი ბევრია!
ნაციონალებთან აქციაზე თუ 6 თვეში ამდენი ხალხი შეიკრიბა რამდენი იქნება 1 ან 1,5 წლიწწადში მათი მომხრე? უამრავი , უამრავი!

qoci

2013-04-20 20:12:11

და საერთოდ არჩევნებში ოცნებამ ამომრჩეველთა 60%-იდან აიღო 54% ეს დიდი განსხვავება არაა ნაციონალურ მოძრაობასა და ოცნებას შორის სულ სულ 200000 ადამინი, რომლთა უმრავლესობა ალბად დატოვებენ თუ დაპირებები ვერ შეასრულეს... რაც ჯერ-ჯერობით გარიზონტზედაც არ მოჩანს და ამისთვის ფული ბიუჯეტშიც არაა..

sucky

2013-04-20 20:19:30

ოძელი, მაპატიეთ, მაგრამ თქვენი პრაგმატული ოპტიმიზმი ნიჰილიზმის დამკვუდრებას უფრო უწყობს ხელს. საზოგადოებრივი აზრის შექმნას ძალიან დიდი მნიშვნელობა რომ აქვს პოლიტიკური პროცესებისთვის, ნაცებმა PR-ზე გაწეული დიდი ხარჯებითაც გვაჩვენეს. ფრთხილად, მეგობარო(?), თქვენი პრაგმატული(?) ოპტიმიზმი,მოსახლეობის "ქანქარა" და მერყევ, მოლოდინში მყოფი ნაწილისთვის თანამედროვე აღმშენებლობით პროცესებში აქტიურად ჩართვის შეფერხებას უწყობს ხელს. ასევე აფერხებს წინა მთავრის ბოროტებათა მოწმეების გამბედაობის გამოვლინებას, რომლებიც ხმას ჯერ არ იღებენ, ფრთხილობენ, ვაი-თუ ნაცები უკან დაბრუნდნენო. ეს მიტინგიც ამას ემსახურებოდა და მსგავსი კომენტარებიც. მითუმეტეს, საკუთარი ობიექტური იმიჯის შექმნისთვის, პატარა დოზით ნაციონალების კრიტიკას ეწევით, ხოლო დიდი დოზით- ახალი მთავრობის.ასევე, თქვენდამი ჩემი ეჭვი კიდევ უფრო გაამყარათქვენს მიერ მიტინგზე დამსრებთა რაოდენობის 12 ათასის მხარდაჭერამ, მაშინ როდესაც ოპოზიციის ადრინდელი მიტინგების რაოდენობის გუგლის მიერ მოწოდებულ ციფრს მაშინდელი ხელისუფლება უფრო იზიარებდა, ხოლო დღეს გუგლის 5,5 თქვენ არც კი ახსენებთ.

P.S.ისე, მიტინგზე რამ მიგიყვანათ?! ალბათ ნაცების რაოდენობის სურათი არ გსურდათ დაზარალებულიყო, თორემ მიტინგი რამდენად მრავალრიცხოვანი იყო,ტელევიზიითაც შეიძლებოდა განგესაზღვრათ, მითუმეტეს, თბილისს და ღუსთაველის გამზირს კარგად იცნობთ. რაღაცას ცუღლუტობთ:))

კ ა ხ ე ლ ი

2013-04-20 20:38:54

არ მეგონა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრნი ყოფილან ფურთხის ღირსი ჩვენი ვაი-თანამემამულენი...

ფურთხის ღირსნი ჯერ მარტო იმიტომ არიან, რომ სამარცხვინო ქაჯობას ვერ მოიშლიან... სად გინახიათ, რომ ნამდვილ, ღირსეულ ევროპელს მიტინგი გაემართოს თავისი "ევროპული ორიენტაციის" საილუსტრაციოდ?!

ეს ცრუ-ლოზუნგი, ე.ი. ვითომ მედასავლეთეობა უცხო თვალისათვის სჭირდებათ და სწორედ ამიტომაც არიან ქაჯები... სწორედ ეს ქაჯობაა თავისი არსით ღრმად ანტი ევროპულიცა და ანტი ქართულიც!

ახალი ეროვნული მოძრაობა წარბშეუხრელად ისე გამოაცხადეს, თითქოს თავიანთი "ნაციონალური მოძრაობა" წარმატებით დააგვირგვინეს! შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი და ოდნავადაც არ ჰქეჯნით სინდისი ჩადენილი საარაკო ბოროტმოქმედებებისათვის!

მსგავსი ანტი-ეროვნული ძალა საქართველოს ისტორიას იშვიათად ახსოვს... ამ ძალის მიერ ახალი ეროვნული მოძრაობის და დიდი ილიას გზის დაჩემება ამაზრზენი მკრეხელობა და ცინიზმია!

მთელი მათი საქმიანობა სხვა არაფერია, თუ არა ილიას გზის უარის-ყოფა, თუ არა ყოველივე ეროვნულისადმი "ჰაშას კვრა"!

განა ეს ის ხალხი არ არის, რომელიც სწორედ სიმართლესა და მასასადამე, ილია მართალს ესროდა, როცა უმოწყალოდ გვარბევდა 7 ნოემბერსა თუ 26 მაისს?! როცა ქუჩაში ჰხოცავდა ჩვენს უბრალო ახალგაზრდობას?! როცა შეუბრალებლად სდევნიდა, ციხეებში ერეკებოდა, სტანჯავდა და გვემდა მართალთ?!

განა ეს ის ხალხი არ არის, რომელმაც სწორედ ილიას გზის საპირისპიროდ ავაზაკი ბარაბას გზა აირჩია, როცა უსინდისოდ გვიყიდიდა მშობლიურ მიწას, გვართმევდა და ბანკის ვალში გვიყიდიდა სახლ-კარს, გვძარცვავდა და პირიდან ლუკმას გვაცლიდა, რათა თავად ამოეყორა მუცელი და მრუშობას, სიძვას, ლოთაობასა და ყოვლად უგვანო, ბილწ გასართობს მისძალებოდა?!

განა სწორედ ეგენი არ არიან ფურთხის ღირსი ის საქართველო, რომელმაც ილიას ესროლა?!

ნუთუ კიდევ ავიტანთ ილიას მკვლელებს?!

xalibi

2013-04-20 21:55:20

sucky-ს
............ფრთხილად, მეგობარო(?), თქვენი პრაგმატული(?) ოპტიმიზმი,მოსახლეობის "ქანქარა" და მერყევ, მოლოდინში მყოფი ნაწილისთვის თანამედროვე აღმშენებლობით პროცესებში აქტიურად ჩართვის შეფერხებას უწყობს ხელს. ასევე აფერხებს წინა მთავრის ბოროტებათა მოწმეების გამბედაობის გამოვლინებას, რომლებიც ხმას ჯერ არ იღებენ, ფრთხილობენ, ვაი-თუ ნაცები უკან დაბრუნდნენო......
იქნებ ამ ყველაფერს ახალი ხელისუფლება უწყობს ხელს და ოძელის ტYუილად ვაბრალით??? სად ნახეთ თანამედროვე აღმშენებლობით პროცესებში ჩართვისათვის მიწვეული ხალხი?? მოწმეების გამბედაობის გამოვლინება იქნებ შესაბამის ორგანოებს მოვთხოვოთ, რომლებიც იმავე ნაცების კადრებითაა გადავსებული?!

vvvv

2013-04-20 22:06:53

მაშ უნდა ველოდოთ ხვალიდან ოჯახ ოჯახ სიარულს და მათ ჭეშმარიტ ნაციონალების აღდგენაზე საუბრებს? ისე მე მაგათ დედიკოებს მოუკითხე როგორც ჭეშმარიტ იაღოველებს)))))

vvvv

2013-04-20 22:08:17

და მიმიფურთხებია ყველა იმ ქართველისთვის ვინც ახლდა მათ აქციაზე

ოძელი

2013-04-20 22:45:36

sucky,

მეგობარო, რადგან ეჭვი გეპარებათ შევეცდები კითხვებზე შესაბამისი პასუხი გაგცეთ.

დავიწყებ ბოლოდან.
მიტინგზე მისასვლელად ცხრა ზღვა და ცხრა მთა არ გადამილახავს, სულ რაღაც 500 მეტრის გავლა დამჭირდა და იქ როგორც უკვე აღვნიშნე სულ 3-4 წუთი გავჩერდი. უფრო სწორად არ გავჩერებულვარ, ეს ის დრო იყო, რაც გასავლელად დამჭირდა. არ ვიცი დაიჯერებთ თუ არა, მაგრამ ეს ასე იყო.
მე მგონი ღირდა ინტერესის გულისთვის ხუთასი მეტრის გავლა. უკაცრავად, ათასის, უკანაც ხო დავბრუნდი.:)))

რაოდენობას რაც შეეხება, გუგლის მონაცემების რა მოგახსენოთ, მაგრამ დავწერე ის, რაც ვნახე და რა შთაბეჭდილებაც ჩემზე დატოვა. ვერ დავიჩემებ დათვლის ზუსტი მეთოდი მაქვს მეთქი, (მაგალითად, ფეხების დათვლის და ორზე გაყოფის მსგავსი). რაზე დაყრდნობითაც შემექმნა ეს შთაბეჭდილება ზემოთ დავწერე.
ისე, თავის მოტYუებას და დამშვიდებას სიმართლის თვალებში ჩახედვა და თუნდაც ზედმეტი სიფრთხილის გამოჩენა სჯობია.

რაც შეეხება თქვენს ფრაზას,

"საკუთარი ობიექტური იმიჯის შექმნისთვის, პატარა დოზით ნაციონალების კრიტიკას ეწევით, ხოლო დიდი დოზით- ახალი მთავრობის",

ამაში გეთანხმებით, ყოველგვარი იმიჯის შენარჩუნების გარეშე ახალ ხელისუფლებას ვაკრიტიკებ, რადგან ადამიანს მოთხოვნები ხელისუფლების მისამართით უნდა ჰქონდეს და არა ოპოზიციის!!!

ნაციონალურ მოძრაობას ჩვენ ყველამ პირველ ოქტომბერს ვუთხარით უარი (ბევრად ადრეც, მაგრამ ოქტომბერში გავიმარჯვეთ) და პოლიტიკურ მოუსავლეთისკენ გზა დავულოცეთ. დღეს კი ისევ მოვლენების ცენტრში იმყოფებიან.

ჩემი პრეტენზიებიც ოცნების მიმართ აქედან მომდინარეობს. როგორ მოხდა, რომ დასამარხად გამზადებულ მოძრაობას მოსულიერების საშუალება მისცეს? რატომ გვაცხოვრებენ მათი ცხოვრებით? რატომ ვერ პოულობენ სამხილებს დამნაშავე ნაცების პასუხის პასუხისგებაში მისაცემად? რატომ ეფერებიან ამდენს?

ამ კითხვებზე პასუხს ოცნებისგან ვითხოვ და არა ნაცებისგან და შესაბამისად პრეტენზიებსაც ხელისუფლების მისამართით გამოვთქვამ.

ქიზიყი

2013-04-21 10:02:18

ნაცების კრიტიკა იმას ჰგავს, ქუჩის ბებერმა ბ-ო-ზ-მ-ა მეზობლის გოგოზე იჭორაოს, ბიჭთან ხელჩაკიდებულმა გაიარაო.

ქიზიყი

2013-04-21 10:06:29

ეს გოგოც არ უნდა ავიდეს ბებერ ჩ-ა-თ-ლ-ა-ხ-თ-ა-ნ ყავის დასალევად(კოაბიტაცია), რადგან მართლა გაუ-ტ-ყ-დება სახელი.

ქიზიყი

2013-04-21 10:11:12

ამათი თავხედობის საპასუხოდ მოვაწყოთ ,,ცოცხების" აქცია. მივიდეთ ცოცხებით, ჯაგრისებით(იატაკის,ტანსაცმლის, უნიტაზის,კბილის და სიბინძურესთან ბრძოლის სხვა საშუალებებით). დარწმუნებული ვარ, 10-ჯერ მეტი კაცი გამოვა. დავმარხოთ და მიწა მივაყაროთ ნაცებს,ზედაც რადიაციის გამაფრთხილებელი ნიშანი დავადგათ.

იზა

2013-04-21 11:11:59

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ნაცმოს ყველა სისულელეს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა და დიდი დრო ეთმობა, რისი ღირსებიც ნამდვილად არ არიან! მაესტროს 9 საათიანმა საინფორმაციომ გუშინ პირველი 10-15 წუთი ნაცმოს დაუთმო. რატომ არის ეს ინტერესი, გასაგებია! მათი თითოეული ნაბიჯი , ღონისძიება თუ ნაც. ლიდერების გამოსვლები ისევ მათ გა/ბ/ან/ძებას უწყობს ხელს და ეს დიდ სიამოვნებას გვანიჭებს, შესაბამისად მათი მოქმედებებეი მხოლოდ სანახაობრივ დატვირთვას იძენს! მაგრამ ეს ინტერესი ცუდ ზნეს დაემსგავსა და საშინლად მომბეზრდა "ნიუსები ნაცების შესახებ". ხალხო, სკანდალების სიყ/ვარული კარგს არაფერს მოგ/ვი/ტანს! ღირს კი საერთოდ ნაცების აბდაუბდა სიტ/ყ/ვების მოსმენა? რას გვაძლევს? არაფერს! მათ აუდიტორია ისევ ყავთ-მომხრეებიც უსმენენ და მოწინააღმდეგენიც! ამაშია მათი ძალა! როგორ შეიძლება თავისუფალი აზრის გამოხატვა უწოდო იმას, რაც 19-ში მოხდა? აზრი სად და ვინ გამოხატა? იქნებ ჯობს ზურგი შევაქციოთ მაგ ნაც-ნაძ/ირლებს და ჩვენს მომავალს მივხედოთ? დავიწყოთ საერთო იგნორირების კამპანია! დამიჯერეთ, ამით ყოველი ჩვენგანი ნაცებსაც საბოლოოდ დავამარცხებთ, და რაც მთავარია საკუთარ თავს გავითავისუფლებთ დამღუპველი სენისგან და ჩვევებისგან: ინტრიგის და სკანდალების სი/ყ/ვარულისგან!

asa

2013-04-21 11:43:16

თნდაც 5000 ათასი-ცოტაა?
არავინ ძალით არ წაუყვანიათ, ყველა თავისით მიცუნცულდა ამ შეკრებაზე. მყავს ნაცნობები სახელმწიფო ორგანიზაციებში, და არავის უთქვამს, რაიმე დავალება მივიღეთო.
ეს რიცხვი უკვე დამაფიქრებელია. ადრე მეგონა 1000-ზე მეტს ვერ შეკრებდნენ. ვინც შიში გამო მივიდა-უკვე გასაგდებია სამსახურიდანაც და ქვეყნიდანაც.

Maverick

2013-04-21 20:08:45

მიშმასხარა ლენინელმა და მათი მხარდამჭერი, ევრო-ამერ ლიბერასტთა "ბრძნულად" თავსმოხვეულმა კოაბიტაციურმა უკუნმა ქართველ ხალხში ისეთი მძაფრი უკურეაქცია გამოიწვია, რომ "აპრილის თეზისები" ჩაუფლავა ნაცხროვას.

ასე, რომ ანჟელასა და სხვა ნაცქათმების იმედზე განსახორციელებელმა ოქტომბრის ნაცცანალისტურმა "რევოლუციამ" ჩაილურის წყალი დალია...

მაგრამ! გამორიცხული არ არის კოალიციაში მოკალათებულმა V კოლონამ, რომლის სახეც უკვე ნათლად იკვეთება შიგა და საგარეო ბატალიებში, ნაცების ხრწნა შეაჩეროს, ხელი შეუწყოს მათ რეინკარნაციას /როგორც ერთადერთ მოჩვენებით "პოლიტიკურ" ოპონენტად მოაზრების თვალსაზრისით/ და გააგრძელდეს მათზე ჭეშმარიტი კოაბიტაცია ძალადობრივი მარიაჟით...

თუ მედროვეთა და პოლიტიკურ მეძავთა ამ გუნდს პრემიერი და მისი ჯგუფი არ გაემიჯნა, ისინი ქართველი ხალხის მეხსიერებაში დარჩებიან კეთილ მოგონებად, თუმცა აუხდენელ ოცნებათა შემოქმედებად!!!!!!!!!!!!!

datadata

2013-04-22 11:49:50

საქართველოს მიზანია ტერიტორიების დაბრუნება აი რა არის უმთავრესი, ამ მიზნის მიღწევაში რაც ხელს შეგვიწყობს ისაა ჩვენი კურსი, ორიენტაცია, პრო.... და რაც გნებავთ ის დაარქვით

დაიკო

2013-04-22 14:58:32

როგორ მეზიზღება ეს კოჰაბიტაცია, დასავლეთმა რომ მოგვახვია ნაცხროვის გადასარჩენად!!! არ უნდა წასულიყო ახალი მთავრობა ამ კოჰაბინტაციაზე, დიდი შეცდომა დაუშვა ამით - გაცილებით უკეთესი იმიჯი ექნებოდა ახლა, რომ გამოეჩინა პრინციპულობა. ვგმობ ამგვარ 'დიპლომატიას' ! ნაცები და მათთან თანაცხოვრება - წარმოიდგინეთ, რა მარაზმია! ტელევიზორის ჩართვაც კი მეზიზღება ახლა: სულ ყველგან ნაციონალ-სოციალისტები არიან და აფრქვევენ დემაგოგიას. ამიტომ ნელნელა ქართული არხები ისტორიას ჩავაბარე. ახლა გაცილებით მშვიდად ვარ კოჰაბიტირებულ საუბრებს რომ აღარ ვუსმენ. ფუი!

lelunia

2013-04-22 16:17:39

ვეთანხმები დაიკოს,მეც ძალიან არ მომწონს ეგ ტერმინი თავისი შინაარსითაც,და ნამდვილად ვერ მოვუწონებ ხელისუფლება ასეთ მიდგომებს,თუმცა ნამდვილად არ ვარ აგრესიული და დაუნდობელი,მაგრამ დასჯელი აუცილებლადუნდა დაისაჯოს..მე პირადად მიუხედავად სხვა ათასი პრობლემისა,სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავეთა დასჯას ველოდები..სხვანაირად არაფერი არ გვეშველება..ამათ რარაც ძალიან გაყოყლოჩინდენ და იმედი მიეცათ ..

Shota

2013-04-24 12:28:26

ეგენი რომ ამბობენ ყველა ოჯახში უნდა შევიდეთო, რომელი წესიერი ქართული ოჯახი შეუშვებს ამ გათახსირებულებს ოჯახში? !!!!!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი: