ეკონომიკა

ხუდონჰესთან დაკავშირებით კალაძემ უკანდახევა ამჯობინა

ხუდონჰესთან დაკავშირებით კალაძემ უკანდახევა ამჯობინა
გიორგი ბექაური

2013-04-26 19:13:15

ხუდონჰესის მშენებლობისთვის ნებართვის აღების ვადამ 2014 წლის 1-ელ მარტამდე გადაიწია. ორ სამინისტროს შორის ბოლო დღეებში დაძაბული ვითარება დროებით განიმუხტა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ საქართველოს მთავრობასა და მშენებელ კომპანია „ტრანსელექტრას“ შორის დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილ ცვლილებებზე გააკეთა კომენტარი.

რაც შეეხება იმას, უკავშირდება თუ არა ეს არასამთავრობოებისა და ექსპერტების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, მინისტრის თქმით, ეს რეკომენდაციებს არ უკავშირდება.

„ეს არის მორატორიუმი, რომელიც გამოცხადებული იყო ჩვენი და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ იმისათვის, რომ 2011 წელს მთავრობასა და ამ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება შეგვესწავლა, გაგვეგო ამ ხელშეკრულების დადებითი და უარყოფითი მხარეები. შენიშვნები იმ ჯგუფმა გამოთქვა, რომელიც მუშაობდა.

ჩვენ ყველა, ეს შენიშვნა კომპანიას მივაწოდეთ და გათვალისწინებულია ახალ ხელშეკრულებაში. კომპანიამ უნდა მოამზადოს გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ჩაბარდება და შემდეგ სამინისტრო დადებით ან უარყოფით შეფასებას მისცემს. სამშენებლო ნებართვები ან გაიცემა ან - არა“, - განაცხადა კახი კალაძემ.

თუმცა 2-3 დღის წინ ენერგეტიკის მინისტრი სულ სხვაგვარად საუბრობდა. ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში კალაძე ნიდერლანდელი ექსპერტების დასკვნას ეჭვის ქვეშ აყენებდა. „ეტყობა ამ ადამიანებს სმენის ორგანოებთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ. ჩვენი ქვეყნის და ენერგეტიკის მომავალს, ჩვენ ამ პროცესს ვერ გადავაყოლებთ“, - აცხადებდა მინისტრი.

იგი, პრაქტიკულად, ცალსახად უჭერდა მხარს ხუდონჰესის ამშენებლ კომპანიას „ტრანსელექტრიკას“. ამიტომ ენერგეტიკის მინისტრი სწორედ მათგან ელოდებოდა გარემოზე ზემოქმედების აბსოლუტურად განსხვავებულ დასკვნას, რომელიც გრანდიოზული მშენებლობას მწვანე შუქს აუნთებდა.

კახა კალაძის და ხუდონჰესის მხარდამჭერების ამგვარმა დამოკიდებულებამ ერთობ გააღიზიანა გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელიც მსწრაფლ გამოეხმაურა ენერგეტიკოსთა ერთი ნაწილის პოზიციას.

„გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ნიდერლანდების მთავრობის მხარდაჭერით ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შესწავლის მიზნით, საქართველოში მოწვეულ იქნა საერთაშორისო დამოუკიდებელ ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით მოეხდინა პროექტის გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ასპექტების განხილვა. სამუშაო ჯგუფის მუშაობა ორი ეტაპისგან შედგებოდა. თავდაპირველად მოხდა არსებული დოკუმენტაციის შესწავლა, ხოლო შემდგომში - შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან და საკითხის ადგილზე გაცნობა.

გარემოს დაცვის სამინისტრომ უზრუნველყო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ექსპერტთა ჯგუფი შეხვდა როგორც გარემოს დაცვის და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების წარმომადგენლებს, აგრეთვე ინვესტორ კომპანიას, გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს, ქართველ სპეციალისტებს. ექსპერტები აგრეთვე ეწვივნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს და შეხვდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას, მოსახლეობას და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ინვესტორის დახმარებით, ექსპერტებს მიაწოდა ხუდონის პროექტთან დაკავშირებული არსებული ყველა მასალა. გარდა ამისა, სამუშაო ჯგუფმა თვითონ მოიპოვა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან წინა წლებში შემუშავებული დამატებითი მასალები, კვლევები და რეკომენდაციები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არალოგიკურია საუბარი უახლეს კვლევებზე, რომლებიც საერთაშორისო ექსპერტებისათვის ხელმისაწვდომი არ იყო. სამუშაო ჯგუფის საქმიანობა ყველა ეტაპზე იყო გამჭვირვალე და ინვესტორ კომპანიას, უკიდურეს შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ შეხვედრაზე ჰქონდა საშუალება, გადაემოწმებინა ექსპერტების ხელთ არსებული დოკუმენტაციის სისრულე და სიზუსტე“, - განაცხადეს გარემოს დაცვის სამინისტროში.

ერთი სიტყვით, ორშაბათიდან მოყოლებული, ორ სამინისტროს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. საბოლოოდ, ვითარების განმუხტვა მთავრობის სხდომაზე მოხდა. ამჯერად კალაძის უწყებამ დათმო, თუმცა ხუდონჰესთან დაკავშირებით ვითარება ისეთი სისწრაფით იცვლება, შესაძლოა, სულ მალე სხვაგვარი რეალობა დადგეს.

ნანახია - 1608

კომენტარები - 13

daria

2013-04-26 20:55:06

მომკალით და არ მინდა ეს ხუდონჰესი რომ აშენდეს. დაიტბორება სვანეთი, შეიცვლება ჰავა, საქართველო ისედაც მცირემიწიანი ქვეყანაა და სავარგულები წყალში გადავყაროთ?

buta

2013-04-26 21:22:49

არ დაიჯეროთ.რაღაც შეიცვლება, მაგრამ არა ასე საშინლად. მე ინდოელი ინვესტორები არ მომწონს, ესენი ხალხს არ ეპყრობიან კარგად. თუნდაც ქუთაისი თავისუფალი ზონა აიღეთ. ხალხს თავზე აჯ..

daria

2013-04-27 00:04:09

ეს ინდოელი ინვესტორები ხომ საერთოდ! თან გამოცდილება არ ქონიათ მსგავსი მშენებლობის.სვანეთი მენანება. იქით ენგურჰესი, აქეთ ეს ხუდონი, ხეობა ჩეკეტილია. ბუნება არ გვაპატიებს, მერე გვიკვირს საიდან ეს ზვავები. ის ულამაზესი ბუნება წყალქვეშ როგორ უნდა აღმოჩნდეს!

ხიროხიტო-2

2013-04-27 00:32:10

არ იფიქროთ დავცინოდე, სრულიად სერიოზულად ვამბობ

კალაძეში ერთდროულად ორი საკმაოდ ნიჭიერი ადამიანია - ერთი კარგი მცველი, ერთი კარგი ბიზნესმენი (ამ შემთხვევაში ენერგეტიკის სფეროში), მესამე - პოლიტიკური ფიგურა -არ გამოვიდა, ჯერ მიშამ გამოიყენა და გადააგდო, მერე ნოღაიდელმა.

კალაძე, როგორც კარგი მცველი, ერისა და ეროვნულის დამცველი, ამავდროულად ცდილობს უფრო მეტად გამოადგეს ქვეყანას და თავისი ბიზნესმენობითაც დაეხმაროს, მაგრამ იმის გამო რომ გვერდით არ ჰყავს კარგი თანაგუნდელები (უნიათო და ზარმაცი ხალხი ახვევია გარს) მისი დღევანდელი ქმედება იმ არგასახსენებელ ფეხბურთის მატჩს ჰგავს, რომელმაც შოკში ჩააგდო ისიც და ჩვენც.

თუ იმ მატჩს შევადარებთ კალაძის ახლანდელ მდგომარეობას აშკარად დავინახავთ, რომ იმ მატჩში (და არა მხოლოდ მაშინ, სხვა დროსაც) თუ თამაშობდა, მხოლოდ კალაძე თამაშობდა, მხოლოდ ის დარბოდა და დაცვაშიც ის იყო, ნახევარდაცვაშიც და თავდასხმაშიც. დემე რომ დაიჭირეს ერთადერთი კალაძემ თქვა არ არის ეგ დასაჭერიო...

ამდენი შრომის მიუხედავად მთელ საქართველოს კალაძის ის ორი ავტოგოლი დაამახსოვრდა და არველაძეების (ან სხვების)მინდორზე ზლაზუნი და მიშას დუნდულებში მათი თავის ქაქუნი ყველას დაავიწყდა...

ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ, რომ კახის იგივე გამოსდის სამინისტროშიც, იშრომებს, ირბენს, გააკეთებს, ააშენებს და ერთ დღეს ხუდონჰესი დიდი ავტოგოლი აღმიჩნდება საქართველოსთვის, მისი სი/რ/ი/კო ენერგეტიკოსი თანამშრომლები კი გაძვრებიან ვირთხებივით (როგორც დღეს) და კახის კი იმ ორ გოლთან ერთად ხუდონჰესსაც დიდხანს წამოაძახებენ ან მიაწყევლიან

კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას დაცინვით კი არ ვამბობ, არამედ იმისთვის,რომ მომწონდა მისი საქციელი დემესთან დაკავშირებით, მისი მარტო თამაში ნაკრებში და ნამდვილად მეწყინება კიდევ ერთი "ავტოგოლი"

ნებისმიერმა ფსიქოლოგმა (გამომძიებელმაც) იცის რომ ადამიანს ახასიათებს თავისი ხელწერა, ანუ ადამიანი თავისდაუნებურად იმეორებს თავის ძველ საქციელს იქნება ეს გენერალი, მუსიკოსი, კრიმინალი თუ რიგითი, ამიტომ არ მინდა იგივე გამოუვიდეს

თუ ვინმე იცნობთ წააკითხეთ, იმედია მიხვდება რისი თქმაც მინდოდა

daria

2013-04-27 01:13:37

ეგენი ყველაფერი მახსოვს. ისე მიშამ მთლად ვერ გამოიყენა, ინგა გრიგოლიასთან გადაცემაში ყველა რომ დაშაქრული იყო , კალაძემ კითხა გირგვლიანზე და ყველას ღიმილი გაეყინა სახეზე. ვერ ვწრმუნდები რომ საჭიროა ხუდონი. კალაძის მიმართ ცუდად კი არ ვარ განწყობილი.

-

2013-04-27 02:33:25

ხუდონჰესი საჭიროა, ძალიან საჭირო. ეს ჩვენს ნამდვილ დამოუკიდებლობას ჰაერივით სჭირდება.

daria

2013-04-27 11:37:06

დატბორილი და განადგურებული სვანეთის ფასად? და მთიელი სვანები ბარში ჩამოვასახლოთ?არ ვუარყოფ ჰესების საჭიროებას. ძალიან მენანება. ულამაზო და ხრიოკო მაინც იყოს იქაურობა, რომ არ დაგენანოს ადამიანს.

sixarula

2013-04-27 15:34:29

რაღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველა ისე იგებს საკითხებს როგორც აწყობთ. არაფერი კალაზეს უკან არ დაუხევია და ძალიან კარგად იცის რასაც აკეთებს. ხუდონის კომპანია გამოიყვანა მორატორიუმიდან და მისცა მწვანე შუქი რომ კომპანია წარადგინოს ახალი გარემოზე ზემოქმედების შეფასება და ვადა მშენებლობის ნებართვის აღების კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების განსახორციელებლად განუსაზღვრა 2014 წლის 1 მარტამდე. საზოგადოება რომ ვერ ხვდება ამ ნიუანსებს გასაგებია, მაგრამ ჟურნალისტები ხომ მაინც უნდა მიხვდნენ და კითხვა ხომ მაინც უნდა დაუსვან ოღონდ საქმეში ჩახედულ რესპოდენტებს.
რაც შეეხება ხუდონჰესის აშენებას და ფსიქოლოგიურ პარალელებს კალაძის ავტოგოლთან, კალაძემ ყველაზე კარგად იცის, იმიტომ რომ საკმაოდ ჭკვიანია, რომ ხუდონის აშენება სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნისთვის! თუ არა და ვაშენოტ თბოსადგურები და ვამდიდროთ აზერბაიჯანელები და რუსები!

decibal

2013-04-27 17:42:17

ხუდონი კი კარგია, მაგრამ შემოსავალი ვისი იქნება? მიწა გლეხებს და მოსავალი პარტიას, მაგრამ ისინი უფრო ნამუსიანად იქცეოდნენ, ცოტას მაინც აჭმევდნენ გლეხებს, ესენი კი ტვითონ სანსლავენ ყველაფერს, ხალხს კი ხუხუ რჩება. პოლიტეკონომია ტუ არ შეიცვალა, აქ არაფრის შენებას არა აქვს აზრი(ჩვენთვის), ისე კი საჭიროა ელექტობა და იაფიც უნდა იყოს, რომ ჩვენი საქონელი კონკურენტუნარიანი გახდეს, სვანები ბარშია სვანობენ. ნაკლები ბოროტეა უნდა ავირჩიოთ.

არკადი ერშოვი.

2013-04-27 18:13:33

კაკაძემ დაცვას მიხედა!

elle

2013-04-27 21:30:56

ენგურჰესის მშენებლობამ დიდი ზიანი მიაყენა ეკოლოგიურ მდგომარეობას, ამის შემდეგ მოხვდა საქართველო 10 ბალიან სეისმურ ზოლში, არ ვლაპარაკობ რომ გაიზარდა სარკიანობა და შეიცვალა დასავლეთ საქართველოს კლიმატი, არანაკლები და უფრო საშიშია ჰუდონგესი. რაც შეეხება კალაძეს ნეტა რისი მინისტრია ხომ არ იცით: არ ეკუთვნის არც ერთი ჰესი, არც დისტრიბუცია, მოკლედ არც ერთი კომპონენტი რომელიც უნდა შედიოდეს სამინისტროში, გასხვისებულია.

decibal

2013-04-27 22:02:06

elle, ზუსტად მაგას ვლაპარაკობ, სახელად ჩვენია, სახრავად ჟიდების და ადგილობრივი კორუფციონერების. ზიანი კი ბევრი გვექნება, ამიტომ არაა საჭირო ახლა მაგის აშენება, მაგრამ ვინ დაგიჯერებს, ფული იშოვონ და სულ ფეხებზე არ ჰკიდიათ ყველაფერი..

ხიროხიტო-2

2013-04-27 22:23:18

იაფფასიანი დენი ზაფხულში ეს ზუსტად იგივეა, რაც იაფი თოვლი ზამთარში - კარგით რა ბრიყვებო, როდემდე უნდა გჯეროდეთ კეთილი ბიძია სემის, კეთილი ბიცოლა ევროპის და სხვების?

სანამდე უნდა იყოთ მსოფლიოს მაჩანჩალები? რაღა დროს წყ/ლის ენერგეტიკაა, აღარ გეყოთ მეორადი ტანსაცმელი? ახლა მოძველებულ ტექნოლოგიებზე იოცნებეთ, ცოტა ხანში მეორად საჭმელზე ანუ გენმოდიფიცირებულ საკვებზეც დაიწყებთ მტკიცებას, კარგიაო (სიმინდმა ხომ აგაშენათ)

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი: