პოლიტიკა

ქართული პოლიტიკური თამაშები

ქართული პოლიტიკური თამაშები
სილვია შტობერი, Deutsche Welle

2013-05-08 21:06:53

საქართველო მოწადინებულია  ევროკავშირს დაუახლოვდეს. მიუხედავად შიდა პოლიტიკური უთანხმოებისა, ქვეყანა ევროპული კურსის მატარებელია. რუსეთი  ყოფილი მოწინააღმდეგის საგარეო პოლიტიკას გულმოდგინედ ადევნებს თვალყურს.

სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დაწყებისას საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი აღელვებული ჩანდა. ეს მისი პირველი საჯარო გამოსვლა იყო ევროპულ ინსტიტუტში. მან გამოსვლა  ფრანგულ ენაზე დაიწყო, რათა ხაზი გაესვა მისი გზავნილისთვის: სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოს - საქართველოს,  ევროპული  კურსი აქვს აღებული: ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება საგარეო პოლიტიკურ მიზნად რჩება ახლაც, როდესაც მისი კოალიცია „ქართული ოცნება“ ოქტომბრის შემდეგ მმართველობის სათავეშია. 

ივანიშვილს სურდა  იმ ეჭვის გაქარწყლება, რომელიც თან სდევს მილიარდერს, რომელმაც ქონება რუსეთში ოთხმოცდაათიან წლებში დააგროვა და შემდეგ უკან დაბრუნდა. იგი ნახევარი წლის წინ პოლიტიკაში მოვიდა და საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ გაყინული ურთიერთობების დარეგულირება გადაწყვიტა.

ევროსაბჭოში გამოსვლა

ეჭვები გამოითქვა მაშინაც, როცა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ ევროსაბჭოს დეპუტატებს შეკითხვების პირისპირა დარჩა. პოლონეთის პარლამენტარს - ზბიგნიევ გირჟინსკის აინტერესებდა, აპირებდა თუ არა ივანიშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას რუსეთისაგან. ბოლოს და ბოლოს, პოლონეთის ყოფილმა  პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ 2008 წლის ომის პერიოდში თბილისის მონახულებით საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.  სხვა შეკითხვები ეხებოდა ახალი  მთავრობას დამოკიდებულებას მისი წინამორბედის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის  მიმართ,  რომელიც პრეზიდენტის პოსტს ოქტომბრამდე ინარჩუნებს. საუბარი ეხებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებსა და რეგიონებში სახალხო წარმომადგენლებზე ზეწოლას. ბრიტანელმა დეპუტატმა ენდრიუ ლეიმ მიმდინარე სამართლებრივი რეფორმები გააკრიტიკა, რის ფარგლებშიც უმაღლესი სასამართლოს ის იურისტებიც დატოვებენ თანამდებობას, რომლებიც სააკაშვილთან იყვნენ დაახლოებულნი.  

მეორეს მხრივ დროდადრო, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს დებატები არა სტრასბურგში, არამედ საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობდა. რადგან, სინამდვილეში ევროსაბჭოს ზოგიერთმა დეპუტატმა სხდომის წინ  კითხვების ინსტრუქციები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებისგან მიიღეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამმა წევრმა თინათინ ბოკუჩავამ, ჩიორა თაქთაქიშვილმა და გიორგი კანდელაკმა ევროსაბჭოს სასადილოში, ფინჯან ყავასთან ბრიტანელი პარლამენტარი ლეი სააკაშვილთან დაახლოებული მოსამართლეების შესახებ კითხვაზე დაიყოლიეს. პოლონელმა დეპუტატმა გირჟინსკიმ ტვიტერის მეშვეობით გაავრცელა შეტყობინება, რომ იგი აგრეთვე თაქთაქიშვილსა და ბოკუჩავას შეუთანხმდა. დიდი გამოცდილების მქონე შვეიცარიელი დეპუტატი ანდრეას გროსი ასეთ მეთოდებს ევროსაბჭოსთვის დამახასითებლს უწოდებს, რომელზეც ძირითადად გამოუცდელი პოლიტიკოსები თანხმდებიან.

ზეგავლენა საზღვარგარეთ, ძალაუფლების დაკარგვა ქვეყანაში

ამ სახით პრეზიდენტ სააკაშვილის თანამებრძოლები თავიანთ შიდა პოლიტიკას საზღვარგარეთ აგრძელებენ. არა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა ევროსაბჭოსა და საერთაშორისო კრიტიკას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კვლავაც ეყრდნობა იმ საერთაშორისო კავშირებს, რომლებიც მან  გასული 9 წლის განმავლობაში დაამყარა იმ დროს, როდესაც იგი საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკას პრაქტიკულად ერთპიროვნულად განაგებდა. საზღვარგარეთ სააკაშვილი თავს სამაგალითო დემოკრატად და კორუფციის წინაამდეგ მებრძოლად ასაღებდა, რომელსაც საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში შეყვანა  ქონდა განზრახული.

თუმცაღა ყოფილი ვარდების რევოლუციონერების პარტია ამჟამად საკუთარ ქვეყანაში  კრიზისს ებრძვის. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მან მნიშვნელოვნად დამარცხდა ივანიშვილის კოალიციასთან მიუხედავად ამისა, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თავდაჯერებულად დაიკავა ოპოზიციის ადგილი  პარლამენტში და წნეხის ქვეშაც მოაყოლა  „ქართული ოცნების“ გამოუცდელი პარლამენტარები. მაგრამ, სააკაშვილმა, როგორც წამყვანმა ფიგურამ ნდობა დაკარგა სულ ცოტა მას შემდეგ, რაც მისი თავაშვებული ცხოვრების სტილისა და  მაგალითად რუსი ბულვალური ჟურნალისტისადმი სახელმწიფო ხაზინის ხარჯზე მიძღვნილი ძვირადღირებული საჩუქრების თაობაზე დოკუმენტაცია გამოქვეყნდა.  ზოგიერთ ყოფილ მინისტრს ბრალი ედება მკვლელობისა და ძალადობის გამოუძიებელ შემთხვევებში, ისევე როგორც ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა რეპრესიებში.

არჩევნებამდე გამოქვეყნებულმა  ვიდეოებმა პატიმართა წამების შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მოსახლეობის რისხვა გამოიწვია, რომელთა ნაწილიც ისედაც იმედგაცრუებული იყო, რადგან  მათ ვერც უმუშევრობის აღმოფხვრა, ვერც სოციალური უსაფრთხოების გააუმჯობესა და ვერც  სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი სექტორის აყვავება მოახერხეს.

ამით აიხსნება ის, რომ  ზოგიერთი რეგიონის მაცხოვრებლებმა,  არჩევნების შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გუბერნატორები და დეპუტატები აიძულეს დაეტოვებინათ თავიანთი პოსტები. მეორეს მხრივ გასაგებია, მიუხედავად შეცდომებისა და ნაკლებად შესამჩნევი ცვლილებების ფონზე, თუ რატომ აქვს ივანიშვილის მთავრობას, კვლავ  ხალხის მხარდაჭერა. ადამიანები რუსეთთან ფრთხილ დაახლოებას მიესალმებიან, რადგან შესაძლებელი გახდება ქართული პროდუქტის რუსეთის ბაზარზე გაყიდვა.

სააკაშვილი საზღვარგარეთთან მეგობრობს

სამშობლოში მმართველობის შერყეული ბაზისის ფონზე, სააკაშვილის ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მთელი ძალისხმევა საპარლამენტო არჩევნებამდეც და შემდგომაც ატლანტიკის ორივე მხარეს  არსებულ ურთიერთობებზე მიმართეს.

ივანიშვილის, როგორც კრემლის ხელქვეითის წინააღმდეგ გაფრთხილებებმა, აგრეთვე საჩივარებმა სააკაშვილის თანამებრძოლებზე ზეწოლასთან დაკავშირებით  კონსერვატორულ ევროპულ სახალხო პარტიაში ჰპოვა ნოყიერი ნიადაგი, რომლის წევრიც არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ტრიუმფალურად იზეიმა, როდესაც ევროპის სახალხო პარტიის რამდენიმე წევრმა, მათ შორის გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის დეპუტატებმა ელმარ ბროკმა და იოახიმ ცელერმა მარტის თვეში პრემიერ ივანიშვილს მწვავე წერილი გაუგზავნეს.

მანამდე   ევროპის სახალხო პარტია იმუქრებოდა, რომ თავს შეიკავებდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის დაგეგმილ სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ხელმოწერისგან, რომელიც ვილნიუსში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შემოდგომაზე გაიმართება.

თუმცაღა, მათ ცოტა არ იყოს ზედმეტი მოუვიდათ. დიპლომატებმა საჯაროდ გამოხატეს კრიტიკა.  შვეიცარიის ელჩმა საქართველოში, გიუნთერ ბეხლერმა ევროპის სახალხო პარტია სააკაშვილის სასარგებლოდ საბჭოთა ტიპის პროპაგანდაში დაადანაშაულა. ევროპის სახალხო პარტიამ უკმაყოფილება ბრიუსელშიც გამოიწვია, რადგან ასოცირების ხელშეკრულება არამარტო საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია. ბოლოს და ბოლოს, ვილნიუსში სამიტზე მიღწეული წარმატებები უნდა იყოს წარმოდგენილი. საქართველო კი ყველაზე ნაკლებ პრობლემატურია, უკრაინასთან, ბელორუსთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და მოლდოვასთან შედარებით.

ევროპელი მოხელეები საქართველოში აფიქსირებენ არამარტო სურვილს, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებს ევროგაერთიანების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. აღმოსავლეთ ევროპის ქომაგი  ქრისტიან დემოკრატების წარმომადგენელი, იოაჰიმ ცელერიც აღიარებს, რომ გადაჭარბებული კრიტიკით ვითონ ივიწროებს სამოქმედო არეალს  და აძლევს სხვას საშუალებას თავდასხმისთვის, რადგან სამხრეთ ევროპის ქვეყნებს მეტი არგუმენტები ეძლევათ, ევროკავშირის დახმარების ფარგლებში მეტი ფინანსური რესურსი ჩრდილოეთ აფრიკისკენ მიემართოს და არა აღმოსავლეთ ევროპისკენ.

ივანიშვილის მიმართ მწვავე  შეფასებები აღარ ისმის. უფრო მეტიც - არა პრეზიდენტი სააკაშვილი, არამედ პრემიერ-მიისტრი ივანიშვილი იყო ამჯერად სტუმრად საქართველოს მეგობრების შეხვედრაზე გერმანიის მარშალის ფონდში მიუნხენში. იქ ყოველწლიურად განსაკუთრებული ჯგუფი იკრიბება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის, ესტონეთის პრეზიდენტის ტომას ჰენდრიკ ივესის და სხვა პირების ჩათვლით. ინტერვიუში ივანიშვილი ამბობს  რომ, თავიდან განწყობა დაძაბული იყო, ხოლო საღამოს ყინული გალღვა. მათ ერთად იმაზეც კი ისაუბრებს, თუ რამდენად რთული იყო სააკაშვილთან ურთიერთობა. ახლა ივანიშვილის თქმით მას უკვე  შეუძლია, რომ მოწინააღმდეგეს საკადრისი პასუხი უცხოეთშიც გასცეს.

ნანახია - 963

კომენტარები - 0

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი: