სხვადასხვა

მსახიობი „ჯეკაიას“ ამბავი

მსახიობი „ჯეკაიას“ ამბავი
for.ge

2013-07-07 14:30:19

მსახიობი გიგოლა თალაკვაძე ერთხელ არაორდინალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამ ისტორიას მსახიობი მოგვიანებით შემდეგნაირად იხსენებდა:

„ერთ წარმოდგენაში, სცენარის მიხედვით, ძაღლი დამეკარგება და ვარ დამწუხრებული, მაგრამ ბოლოს ეს დამგლოვიარებული, ძაღლდაკარგული ვჯდები სკამზე და ვყვირი, - ჯეკაა! ჯეკაა!

ამ წრუპუნ-წრუპუნში ვარ და ზურგზე ბიძგი ვიგრძენი, მოვიხედე და ძაღლი! ნამდვილი მონადირე ძაღლი.

- ვაი, დედა! – ვიღრიალე შეშინებულმა.

- უიო! – იქით ძაღლს შეეშინდა და კულისებში კისრისტეხით გავარდა.

მაყურებლები კინაღამ სკამებიდან გადმოცვივდნენ, არის პარტერში ხარხარ-გნიასი.

თურმე, ნადირობის მოტრფიალე ერთი ჩვენი მსახიობი სანადიროდ ყოფილა და სპექტაკლზე რომ აგვიანდებოდა, იქიდანვე მოსულა თეატრში ძაღლიან-ნანადირევიანად. იმ ძაღლსაც ჯეკა რქმევია, დავუძახე და ისიც მოვიდა.

ჯეკას ძაღლის ბედი ჰქონია. როლისთვის მსახიობები თავს იკლავენ და იმან მომენტში დაიადა როლი დიდ სცენაზე”.

ნანახია - 521